მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 78. ყირიმის ომი: შურისძიება ფრანგულად

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 78-ე ეპიზოდში, XIX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ და მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე, ყირიმის ომზე (1853-56) ვისაუბრეთ. მოკლედ განვიხილეთ ევროპული იმპერიები ვენის კონგრესზე შექმნილი წესრიგის დასრულების შემდეგ, რევოლუციების ტალღა, ევროპის ჟანდარმი რუსეთი, დიდი ნაპოლეონის ძმისშვილის აღზევება საფრანგეთში, ინგლისის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ლორდი პალმერსტონი, ავსტრიის იმპერიის პრობლემები, მიზეზები ოსმალეთთან ახალი ომისთვის და სრუტეების ხელში ჩასაგდებად, რუსეთ-ოსმალეთის ომი და ევროპული ძალები ოსმალთა მხარდამხარ; ვახსენეთ, რატომ აირჩიეს საფრანგეთ-ბრიტანეთმა ყირიმი რუსეთის დასამარცხებლად, როგორ იქცა რუსეთის სტრატეგიული უპირატესობა მის სისუსტედ, რა სიახლეები მოიტანა ყირიმის ომმა, როგორ წარიმართა ბრძოლები კავკასიაში, რას მიაღწიეს ოსმალებმა, რამ შეიწირა რუსეთის მეფე, რომელი ევროპული ქვეყნები იყვნენ ნეიტრალურები, რატომ ჩაერთო სარდინიის სამეფო კონფლიქტში, როდის დარწმუნდა რუსეთი რომ კონფლიქტში მარცხი გარდაუვალი იყო და რა შედეგები მოყვა პარიზის ზავს ევროპისთვის. პოდკასტის სტუმარია „დიპლომატიის ისტორიის" სამტომეულის ავტორი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.

Пікірлер: 30

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @gugapataridze2579
    @gugapataridze2579 Жыл бұрын

    ძალიან გთხოვთ ჩრდილო კავკასიაზე და კავკასის ალბანეთზე გაკეთეთ პოტკასტი ❤❤❤

  • @ltdconstructor8009
    @ltdconstructor8009 Жыл бұрын

    თორნიკე არის ძალიან მაგარი ისტორიკოსი, ხშირად მოიწვიეთ ხოლმე, ყველა პოდკასტი არის ძალიან საინტერესო სადაც თორნიკეა

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    პოდკასტის ყველაზე ხშირი სტუმარია ამ დროისთვის

  • @schimakadze
    @schimakadze Жыл бұрын

    ძალიან კარგი ეპიზოდია❤და ამ კაცს რაც უფრო ხშირად მოიწვევთ უფრო მაგარი იქნება 😅❤❤❤

  • @akoako1987
    @akoako1987 Жыл бұрын

    მადლობა,ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო.

  • @ltdconstructor8009
    @ltdconstructor8009 Жыл бұрын

    უღრმესი მადლობა, ძალიან მაგარია 🎉🎉❤❤

  • @rosjerry
    @rosjerry Жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო ❤️

  • @George_J_Rambo
    @George_J_Rambo Жыл бұрын

    მაგარი იყო! ბრავო! 💯👏🏻 გააგრძელეთ რა, საინტერესო იქნება.

  • @gasheshiladzegiorgi6630
    @gasheshiladzegiorgi6630 Жыл бұрын

    კავკასიაზე გააკეთოთ იქნებ რა ჩრდილოეთი და სამხრეთი ცალკე ან ერთად. მადლობა წინასწარ.

  • @dimakvatchantiradze7398
    @dimakvatchantiradze7398 Жыл бұрын

    კაი იყო, მარა ცოტა :D

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ონლაინ პროგი, რომლითაც ვიწერ, zencastr აბონიმენტი ფასიანი გახადეს, 2 საათია მარტო უფასო თვეში და 56 წუთიღა იყო დარჩენილი დრო და ჩავატიე მაგ დროში. ალტერნატივას ვიპოვი დროთა განმავლობაში. ეს კარგი იყო აქამდე.

  • @ltdconstructor8009

    @ltdconstructor8009

    Жыл бұрын

    ​@@BitterPodcast ერთ წლიანი პაკეტი ღირს 216 დოლარი, მაგის ყიდვის შემთხვევაში შეძლებთ 2 საათზე მეტი დროის პოდკასტების ჩაწერას თვეში ?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ზოგ თვეში 4-5 ეპიზოდიც ჩამიწერია, მეტიც კი. ზოგჯერ 2. გააჩნია თუ მაქვს დრო, განწყობა+შესაბამისი სტუმარიც დროულად.

  • @ltdconstructor8009

    @ltdconstructor8009

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast თუ საჭირო იქნება მე მაქვს სურვილი რომ შევიძინოთ ფასიანი პაკეტი, რათქმაუნდა თქვენ თუ გექნებათ სურვილი მეტი პოდკასტების ჩაწერის

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439Ай бұрын

    ისე ჰიტლერი ჯერ მოსკოვზე რო არ წასულიყო და რუსეთის სამხრეთი დაეპყრო ვინ იცის რა მოხდებოდა 😁

  • @shalvabenidze7045
    @shalvabenidze70454 ай бұрын

    კონსტანტინოპოლი ასაღებია ,ამას რუსი გააკეთებს ,ფრანგი თუ ინგლისელი არ აქვს მნიშვნელობა. თურქები არ უნდა აკონტროლებდნენ იმ სტრატეგიულ ადგილს რაც მიდამ ქრისტიანული ცივილიზაციას იყო.

  • @demetremekoshvili9784
    @demetremekoshvili9784 Жыл бұрын

    მონღოლეთის იმპერიაზე და მათ დაპყრობებზე საინტერესო იქნებოდა პოდკასტი

  • @user-gc7ye1cv6p
    @user-gc7ye1cv6p4 ай бұрын

    და იტოგში ყირიმი უკრაინის!

  • @shalvakhurtsidze3053
    @shalvakhurtsidze3053 Жыл бұрын

    ძალიან კარგი იქნება თუ ჩაწერთ ეპიზოდს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომზე - თქვენი აზრით რა და როგორ იქნება მომავალ 1-2 წელში. დიდი სახელმწიფოების ისტორიული ინტერესებიდან და მათი ქმედებებიდან გამომდინარე ადრეულ ომებში. რაღაც "პეპლის ეფექტის" მსგავსი პოდკასტი ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით თორნიკე შარაშენიძის მონაწილეობით :)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    მაგას ვერ შეგპირდებით, უახლეს ისტორიას მე მაქსიმალურად ვერიდები, მითუმეტეს, თანამედროვეს. თუმცა, ვნახოთ სამომავლოდ. მაინც ისტორიულ ეპიზოდებს უფრო უნდა ელოდოთ.

  • @davitputkaradze5211
    @davitputkaradze5211 Жыл бұрын

    ბატონ თორნიკეს წიგნებს ვერ გვირჩევთ რომ შევიძინოთ

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    დიპლომატიის ისტორია, 3 ტომეულია (ჯერჯერობით), სულაკაურის გამომცემლობის გამოცემაა.

  • @SeekerOfTruth1871
    @SeekerOfTruth1871 Жыл бұрын

    66-ე გადაცემა რატო არაა??????

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ეს არის kzread.infoU7dzuGO9kGo?feature=share

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ერთი პერიოდი პოდკასტჰაბში ვიწერდით ეპიზოდებს. მაგ ეპიზოდის აუდიო მაშინვე არ გამოუგზავნიათ როგორც მახსოვს და ვერ ავტვირთე ცალკე აქ, მაგრამ პოდკასტის ფლეილისტში არის ჩაგდებული მაინც ეს ვიდეოც. გვიან მივიღე აუდიო და სპოტიფაიზეც დავამატე. აქაც შეიძლება დავამატო მომავალში.

  • @SeekerOfTruth1871

    @SeekerOfTruth1871

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast აქაც დაამატეთ

  • @shorenabartaia3502

    @shorenabartaia3502

    Жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო. ყირიმის გარშემო კიდევ უნდა ჩაწეროთ რადგან ხალხს ჰგონია რომ რუსეთის იყო ეს ყირიმი და უკრაინელებს აჩუქეს და უკან დაიბრუნა ხოდა აგვიხილეთ თვალი რა ხდება.

Келесі