მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 86. ომი ჰანიბალთან: პუნიკური ომების ეპოქა

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტში" ანტიკურ ისტორიას გრანდიოზული ეპიზოდით დავუბრუნდით. „ომი ჰანიბალთან", ასე ქვია რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის აღწერილი პუნიკური ომების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნს და ამ დიდებული გამოცემის საპატივსაცემოდ, ასე ვუწოდეთ ამ ეპიზოდსაც. რას ნიშნავს „პუნიკური"? ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ კართაგენელები, როგორი იყო პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მოწყობილი კართაგენი და რით განსხვავდებოდა რომისგან, რას წარმოადგენდა კართაგენის იმპერია რეალურად, რა რეალური საფუძველი ჰქონდა პუნიკურ ომებს, რატომ იყო რომი მედიტერანულ სამყაროში წესრიგის დამრღვევი, როგორ მოახერხეს რომაელებმა კართაგენის უპირატესობების განეიტრალება, რატომ დააჩქარა ჰანიბალმა რომზე თავდასხმა, რაში მდგომარეობდა მისი გეგმის გენიალურობა, რამდენად აღემატებოდა ჰანიბალი რომაელ სარდლებს და როდის გამოუჩნდა ღირსეული მეტოქე, ვინ იყო ფაბიუსი და რას ნიშნავს „ფაბიანური" სტრატეგია, რა შეცდომა დაუშვეს ელინისტურმა სამეფოებმა, რატომ მარცხებოდა კართაგენი საბოლოოდ რომთან ომებში მიუხედავად ეკონომიკური უპირატესობისა და ბრძოლის ველზე მიღწეული დიდი წარმატებებისა, რა საფრთხის ქვეშ დადგა ბერძნული სამყარო კართაგენის მარცხის შემდეგ, რატომ იყო ზამას ბრძოლა ანტიკური ხანის ვატერლოო; როგორ შეედარება სციპიონი უელინგტონის ჰერცოგს, ჰანიბალი კი ნაპოლეონს; ვინ იყო კატონი და რატომ უნდა დანგრეულიყო კართაგენი, როგორ დაასრულდა სციპიონ ემილიანუსმა საუკუნოვანი სავაჭრო იმპერიის არსებობა - ამ კითხვებს, ანტიკური ისტორიის მკვლევარ გიორგი უგულავასთან ერთად ვუპასუხეთ.

Пікірлер: 44

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: patreon.com/BitterPodcast515 საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @levannutsubidze982
    @levannutsubidze98211 ай бұрын

    ამ პოდკასტებს, ყველას რომ მოვისმენთ, ისტორიკოსის დიპლომი მოგვეცით.❤

  • @eduardishavadze
    @eduardishavadze11 ай бұрын

    გიორგი უგულავა ხმით ვიცანი, სპორტიდან ვიცნობ და სახელი გვარი არ მახსოვდა. არც კი ვიცოდი მსგავსი განათლება თუ ჰქონდა. აღფრთოვანებული ვარ ❤

  • @gikiaaf3771
    @gikiaaf377111 ай бұрын

    შესანიშნავი როგორც ყოველთვის 🙏 თუ შეიძლება მონღოლები საქართველოში მთლიან პროცესზე ისაბროთ , საკმაოდ საინტერესო და ვრცელი თემაა და არ მახსოვს იდოს სადმე ვრცლად .

  • @s.p.q.rprettoriano5050
    @s.p.q.rprettoriano505011 ай бұрын

    მაგრები ხართ ბიჭებო ❤

  • @tepestheimpaler4271
    @tepestheimpaler427111 ай бұрын

    ველოდით ველოდით. უფრო მეტი ანტიკურობიდან. საღამოს ჩავუჯდები

  • @tato8293
    @tato829328 күн бұрын

    სციპიონზე ველოდები ერთ გადახემას ისე გიყვარს აუცილებელია :D ისე ჯიგარიხარ როგორც იქნა მივიღე პასუხი რატო არ წავიდა ჰანიბალი რომზე ;)

  • @YouMatterGe
    @YouMatterGe11 ай бұрын

    🤩 მნიშვნელოვანი არხი და ადამიანები

  • @akoako1987
    @akoako198711 ай бұрын

    ველოდებოდი პუნიკურ ომებს და აი ისიც

  • @giotokhadze3970
    @giotokhadze397011 ай бұрын

    ამაზე სასარგებლო ქართული არხი ძაან ცოტაა იუთუბ სივრცეში! მინიმუმ 100K გამომწერი უნდა ყავდეს

  • @kaci4859
    @kaci485911 ай бұрын

    ოოოოო რამდენ ხანს ველოდი ❤❤

  • @anonymstar2227
    @anonymstar222711 ай бұрын

    საუკეთესოები ხართ

  • @davidpataraia9293
    @davidpataraia929310 ай бұрын

    ტოტალ ვორის საუნდთრექი ცალკე თემაა ❤

  • @sheloshim
    @sheloshim11 ай бұрын

    hannibal ante portas!!! კართაგენის დადებით რილში განხილვა რომაელების მხრიდან, მათ საკუთარ დიდებას უსვამს ხაზს - აი ასეთი ძლიერი მტერი დავამარცხეთ! ესეც უნდა გვახსოვდეს... :)

  • @vepkhviagetsadze8731
    @vepkhviagetsadze873111 ай бұрын

    კაია მომეწონა ძაან

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze155511 ай бұрын

    კარგი თემაა

  • @rosjerry
    @rosjerry11 ай бұрын

    ეს შემთხვევით ევროპოპის გიორგი უგულავა ხომ არ არის? 😀❤️

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    კი.მისი დამატებითი სამოყვარულო პროფესია არის სპორტული ჟურნალისტიკა.

  • @rosjerry

    @rosjerry

    11 ай бұрын

    ვააახ უყურე შენ :დ ასეთი კოლაბორაცია ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო 💚

  • @zazasigunava3821
    @zazasigunava38217 ай бұрын

    მოგვეწონაო რომელია?! ❤

  • @xataba22
    @xataba2211 ай бұрын

    ერთი თხოვნა და შენიშვნა : თუ შეიძლება დაასრულებინეთ ხოლმე სტუმარს აზრი, საინტერესო თემას რომ უახლოვდება, მაშინ იწყებს წამყვანი საუბარს და მერე სხვა თემით გრძელდება. გავიგე რომ კარგად იცი ისტორია და თუ მოიწვიე დაასრულებინე რა შე დალოცვილო

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    მადლობა რომ გვისმენთ. რაც შეეხება თხოვნას, ეს ეპიზოდი არ გამოდგება მაგალითად მაინცდამაინც. ანტიკური და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიკოსი ვარ და ჰანიბალზე არ ჩავერთვებოდი საუბარში? წამძლევდა სული ხშირად და ასეც მოხდა, თორემ იშვიათად რომ სტუმარს ტყუილუბრალოდ გავაწყვეტინო. ამავე დროს, მონოლოგის ფორმით არ მინდა იყოს. სადმე თუ გაწყდა, ითქვა კიდეც შემდეგ რაც დააკლდა. არასდროს შემიზღუდავს პოდკასტში სტუმრისთვის სასაუბრო დრო. პირიქით, ნახეთ ქრონომეტრაჟი, ყველაფრის თქმის და ბოლომდე გაწურვის საშუალებას ვიძლევი, სანამ დავიღლებით ხოლმე ლაპარაკით 😁

  • @xataba22

    @xataba22

    11 ай бұрын

    @@BitterPodcast კრწანისის ბრძოლის განხილვაზეც იგივე გააკეთე და მერე სტუმარს აზრი გაუწყდა.😉საწყენად არ მითქვამს, მაგიტომვავღნიშნე თავიდანვე, თხოვნა და შენიშვნა თქო👌 პ.ს. ძალიან მაგარი კონტენტი გაქვს და სიამოვნებით გისმენთ რამდენ ხნიანიც არ უნდა იყოს👍

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    შეიძლება, მაგრამ, რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ხან აზრი გაგვიწყდება, ხან სხვა თემაზე გადავხტებით, ხან ასე და ხან ისე. მე პროფესიონალი ჟურნალისტი არ ვარ, პოდკასტი მოხალისეობრივი, თავისუფალი საუბარია და შესაბამისი სტილი აქვს. მადლობა რომ გვისმენთ და გვაფასებთ

  • @user-xm8gm4wj8m
    @user-xm8gm4wj8m7 ай бұрын

    წლები ხშირად ახსენეთ

  • @LazoKososhi
    @LazoKososhi11 ай бұрын

    თხოვნა მაქ გიორგი ბრწყინვალეზე ან გიორგი ჭყონდიდელზე ჩაწეროთ პოდკასტი ❤❤❤❤

  • @kaci4859
    @kaci485911 ай бұрын

    ტიტუს ლივიუსის წიგნის შეძენა სად შემიძლია?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    ბუკინისტებთან ხშირად არის

  • @onisevardanidze3907
    @onisevardanidze39079 ай бұрын

    მადლობა ❤ ამ თემის შესახებ ფილმები თუ არის საინტერესო?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    9 ай бұрын

    დოკუმენტურები არის რამდენიმე, მხატვრული, მასშტაბური ფილმი, არ მახსენდება

  • @edmonddantes5101
    @edmonddantes51014 ай бұрын

    როცა ორი იმპერია ეჯახება ერთმანეთს,სადაც ერთს ვაჭრული მენტალიტეტი აქვს და მეორეს კი სამხედრო..აქ მართლაც დროის ამბავი იყო,როდის მოაშთობდა რომი კართაგენს..რაც შეეხება დავას იმაზე უნდა წასულიყო თუ არა ჰანიბალი რომზე კანეს შემდეგ,მე ვიტყოდი რომ შანსიც კი არ ექნებოდა,არც ძალები ყავდა ჰანიბალს შესაბამისი და რო წარმოვიდგენ როგორ იბრძოლებდა რომის მოსახლეობა ამ ალყის დროს ჰანიბალს შანსიც კი არ დარჩებოდა,ეს იცოდა მან და კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად დიდი იყო..სამწუხაროა რომ დღევანდელი რომი,ანუ ამერიკა იგივე შეცდომებს იმეორებს,ეგეც დროის ამბავია

  • @GorgasaliV.-pt1kk
    @GorgasaliV.-pt1kk10 ай бұрын

    გაუმარჯოს ნოლას, ეს კაცი ახლომომავალში გეყოლება სტუმრად?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    10 ай бұрын

    შესაძლებელია

  • @user-ks2wv4zh7i
    @user-ks2wv4zh7i11 ай бұрын

    რომის დაკნინებაზეც რომ ჩაწეროთ ეპიზოდი ძალიან კარგი იქნება...ნაკლებად ცნობილია ამის მიზეზები და საინტერესო მოსასმენი იქნება

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    აუცილებლად

  • @emzarbebia24
    @emzarbebia2411 ай бұрын

    ძაან საინტერესოა შენი პოდკასტები მაგრამ ხანდახან ფილმევზე და მათ წიგმებზეც ჩაწერე მაგალითად ჰატი პოტერზე და ბეჭდების მბრძანებელზე რო გქონდა მაგ სტილის

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    იქნება შიგადაშიგ, მაგალითად, ამ წლის ნოემბერში რიდლი სკოტის „ნაპოლეონი" გამოვა და იმის განხილვა აუცილებლად იქნება პოდკასტში. მანამდე, გეგმაშია HBO-სერიალი „რომი", ფრენკ ჰერბერტის „დიუნის" სამყარო და ვნახოთ. ისე კი, რამდენიმე ეპიზოდი არის ფილმებზე, „უკანასკნელი დუელის", „ჩრდილოელის", „მხედვარის", სერიალ „ძალაუფლების ბეჭდების" განხილვა, ზოგადი ეპიზოდი ისტორიულ ფილმებზე, ბეჭდების მბრძანებელზე, ჰარი პოტერზე.

  • @MrDatio
    @MrDatio11 ай бұрын

    გამარჯობა! პირველ რიგში აღვნიშნავ, იმ მნიშვნელოვან საქმეს რასაც ეწევით, კერძოდ თანამედროვე კვლევებისა და მიდგომების ფარგლებში ისტორიული ფაქტების, მოვლენებისა და პიროვნებების როლის გადააზრება. სამწუხაროდ ქართულ ენაზე უმეტესად ზღაპრებისა და ლეგენდების ისტორია გვაქვს - იქნება ეს საქართველოს თუ მსოფლიოს ისტორია. აქვე მინდა ერთი შენიშვნა გამოვთქვა გადახვნისა და მარილიანი, ზღვის წყლის მოსხმის შესახებ. ლოგიკურად ეს, მაშინდელი" ქიმიური იარაღის" გამოყენება უნდა მომხდარიყო არა ქალაქის, არა გარშემო ნაყოფიერი მიწების გასანადგურებლად. რამეთუ როგორც სწორად აღნიშნეთ სავაჭრო და სამხედრო პორტი თვითონ რომს დასჭირდებოდა. შესაბამისად ქალაქის მოსპობა არ იყო მათ ინტერესებში. მაგრამ მკვიდრი მოსახლეობის ამოწყვეტა და რაც მთავარია ქალაქის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსპობა აუცილებელი იყო იმპერიის მიზნებისთვის. ამ კუთხით მსჯელობა დამაკლდა პირადად მე ამ პოდკასტში. ასევე ერთი სათხოვარი მაქვს, ყოველ პოდკასტს აღწერაში რომ მიუთითოთ შესაბამისი წიგნების დასახელება, თუ ყველა სხვა წყარო ან შესაბამისი საინტერესო კინოფილმი თუ სხვა რამ. რადგან უმეტესად თქვენ პოდკასტს ისეთ სიტუაციაში ვუსმენ(თ) რომ ძნელია შესაბამისი ჩანიშვნების გაკეთება. პატივისცემით, ისტორიის დიდი მოყვარული

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    მადლობა გამოხმაურებისთვის. მიწის უნაყოფოდ ქცევის პრაქტიკა არსებობდა, მაგრამ, კართაგენის შემთხვევაში, საერთოდ გამოგონილია ეგ ამბავი XIX საუკუნეში და ბიბლიური შექემის ამბავზეა აგებული. კართაგენის დამარილება არც ერთ ანტიკურ წყაროში არ წერია. გვიანდელი შეთხზულია. არაფერი არ დაუმარილებიათ რომაელებს. ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას კართაგენი შემდგომში (თანაც იმპერიის დასავლეთ ნაწილში, მეორე უდიდესი ქალაქი გახდა რომის მერე), ოღონდ კართაგენელების გარეშე, ახალი კართაგენი. ნაყოფიერიც იყო მიწები და საპორტოდაც გამოსადეგი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხორბლის მოსაყვანადაც და სანამ რომი დაიპყრობდა ეგვიპტეს, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ყოფილი კართაგენიდან მარაგდებოდა დიდწილად. რაც შეეხება ლიტერატურას, შემიძლია მივაწერო აღწერაში კი და მივაწერ ხოლმე.

  • @Besiki.
    @Besiki.11 ай бұрын

    დღეს არის მეორე ცივი ომი ნატოსა და მოსკოვს შორის. მეორე ცივი ომი ძალიან ჰგავს მეორე პუნიკურ ომს, რომელიც 16 წელი გაგრძელდა რომსა და კართაგენს შორის. მეორე ცივი ომი დაიწყო 2008წელს, და თუ ესეც 16 წელი გაგრძელდება მაშინ გაისად მოსკოვი დამარცხდება. საქართველოს ჭრილიდან დანახული მეორე ცივი ომის და მეორე პუნიკური ომის მსგავსება. 1) ა. პირველი პუნიკური ომის შემდეგ რომი დამარცხებულ კართაგენს უწევს დახმარებას რომ ის საბოლოოდ არ დაიშალოს. ბ. პირველი ცივი ომის შემდეგ ნატო დამარცხებულ მოსკოვს უწევს დახმარებას, რუსეთი რომ საბოლოოდ არ დაიშალოს. 2) ა. კართაგენი ძლიერდება და იწყებს მეორე პუნიკურ ომს ესპანეთში(ძველი სახელი იბერია) რომის მეგობრის მიმართ, ბრალდებით რომ ის კართაგენის მეგობარს დაესხა თავს. ბ. მოსკოვი ძლიერდება და 2008 წელს იწყებს მეორე ცივ ომს საქართველოში(აქაც ძველი სახელი იბერია) ნატოს მეგობრის მიმართ, ბრალდებით რომ ის მოსკოვის მეგობარს დაესხა თავს. 3) ა. კართაგენი ადანაშაულებს რომს, რომ ის შეთანხმების დარღვევით გაფართოვდა კორსიკასა და სარდინიაზე. ბ. მოსკოვი პრეტენზიებს უყენებს ნატოს, რომ ის შეთანხმების დარღვევით გაფართოვდა აღმოსავლეთ ევროპაში 1997წლის შემდეგ. 4) ა. ესპანელები(იბერიელები) რომთან კავშირზე უარს აცხადებენ კართაგენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბ. საქართველო(იბერია) ნატოსთან უარს აცხადებს მოსკოვის საწინააღმდეგოდ, ერთად სანქციებით ბრძოლაზე. 5) ა. ჰანიბალი იმედოვნებდა რომ რომის მოკავშირეებს დაანაწევრებდა და მის წევრებს გადაიბირებდა. მაგრამ რომთან კავშირი მყარი აღმოჩნდა. ბ. პუტინი იმედოვნებდა რომ ნატოს წევრებს დაანაწევრებდა და მათ ნაწილს გადაიბირებდა. მაგრამ ნატოს კავშირი მყარი აღმოჩნდა. 6) ა. ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალს შეუტრიალდა თავისივე სამხედრო სპილოები და გადაუჯეგა ჯარი. ბ. პუტინს შეუტრიალდა თავისივე კერძო სამხედრო კომპანია და გაუნადგურა ავიაცია ვაგნერმა. ასე თუ გაგრძელდა ბოლოს მოხდება მოსკოვის განიარაღება და პუტინი ჰანიბალივით თავს მოიკლავს ოჯახის წევრებთან ერთად. სხვათაშორის ბერლინიც მოსკოვის მსგავსად არის "რომის ქურქში გახვეული კართაგენი." ბერლინმაც გაიარა კართაგენის გზა მეორე მსოფლიო ომით და ისიც მეორე პუნიკური ომის მსგავსად დასრულდა ბერლინის განიარაღებით, ასევე ჰიტლერმაც ჰანიბალივით მოიკლა თავი ოჯახის წევრებთან ერთად. ფაქტიურად მსოფლიო ერთ წრეზე ბრუნავს, პროცესები მეორდება... მორევი მდინარის ხან ერთ ადგილას წარმოიქმნება ხან მეორე ადგილას, ხან ერთ მდინარეში ხან მეორე მდინარეში...

  • @Blackandblue787
    @Blackandblue78711 ай бұрын

    ეს ის გიორგი უგულავაა სპორტზე პოდკასტებში რომ ვუყურებ ხოლმე ?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    კი

Келесі