მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 82. ცივი ომი

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 82-ე ეპიზოდში, XX საუკუნის უმთავრეს სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენაზე და ეპოქის ახალ ფენომენზე „ცივ ომზე" ვისაუბრეთ. განვიხილეთ რას ნიშნავს ცივი ომი; როდის გაჩნდა მისი პირველი ნიშნები; რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს ორი უძლიერესი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი; რა დამოკიდებულება ჰქონდათ და რა იცოდნენ ერთმანეთზე; როგორი გავლენა მოახდინა ატომურმა იარაღმა მსოფლიო კონფლიქტებზე; რა ფორმით მონაწილეობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ლოკალურ ომებში ზესახელმწიფოები; როგორ მუშაობდნენ დაზვერვის სამსახურები; რამ გამოიწვია კუბის კრიზისი; როგორ დაკარგა გავლენა საბჭოთა კავშირმა ევროპაზე; როდის იყო ევრაზიული იმპერიის საუკეთესო წლები; რა როლი ჰქონდა აშშ-საბჭოთა კონფლიქტში სპორტს, მეცნიერებასა და ხელოვნებას; როგორ მოქმედებდა და რატომ ჯაბნიდა ამერიკული რბილი ძალა რუსულს; რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაკნინება და დაცემა; არის თუ არა დღეს ცივი ომის ნიშნები; რა შეიძლება წავიკითხოთ „ცივ ომზე" ქართულად და რომელი ფილმები ასახავს ამ საუკუნოვან კონფლიქტს საუკეთესოდ.
პოდკასტის სტუმარია „დიპლომატიის ისტორიის" სამტომეულის ავტორი, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.

Пікірлер: 46

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @ltdconstructor8009
    @ltdconstructor8009 Жыл бұрын

    თორნიკე ძალიან მაგარი მთხრობელია ❤

  • @Shak0M

    @Shak0M

    Жыл бұрын

    💯💯💯

  • @giotokhadze3970
    @giotokhadze3970 Жыл бұрын

    სასწაულად სასარგებლო არხია!! ბევრად მეტ გამომწერს იმსახურებს, ძალიან დიდ ინფორმაციას და ცოდნას გაძლევს მსმენელს და ასეთი არხები ბევრი არაა.

  • @demetremekoshvili9784
    @demetremekoshvili9784 Жыл бұрын

    ესპანეთის სამოქალაქო ომზე საინტერესო იქნებოდა პოდკასტი.

  • @davitobga9085
    @davitobga908510 ай бұрын

    მადლობა 🙏 ძალიან საინტერესო იყო !!!

  • @beqabaramia9600
    @beqabaramia9600 Жыл бұрын

    ცივი ომის დროინდელ დაზვერვაზე თუ ჩაწერთ ერთ პოდკასტს კარგი იქნება ❤

  • @fruhentus4437
    @fruhentus4437 Жыл бұрын

    ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტები. დასაფასებელია, რომ გათვლილია უბრალო დაინტერესებული ადამიანებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ზედაპირულიც არაა. კარგი ბალანსია.

  • @eyeofknowledge5720
    @eyeofknowledge5720 Жыл бұрын

    აგენტურაზე საინტერესო იქნება ცალკე ვიდეო

  • @samossamoa2812
    @samossamoa28124 ай бұрын

    დიდი მადლობა.

  • @natiakortievi8131
    @natiakortievi8131 Жыл бұрын

    ძაან მაგრები ხართ

  • @gizocameti
    @gizocameti Жыл бұрын

    ამერიკაც დიდი იმპერიალისტური ქვეყანაა.

  • @Billiethekid8

    @Billiethekid8

    8 ай бұрын

    ლა ამელიკააა ალააა ცუდი მან ხომ 7 ტრილიონი ავღანელი მოკლააა იიიიიიი სელბები ამოხოცა სერბების და ავღანელების დედაც ორი პარაზიტი

  • @glsassofwhiskey
    @glsassofwhiskey2 ай бұрын

    ერთ-ერთი საუკეთესო არხი

  • @stradlin26
    @stradlin26 Жыл бұрын

    ძალიან კარგი იყო. ფილმების სიას Pawn sacrifice-საც მივამატებდი

  • @Tokdnc
    @Tokdnc11 ай бұрын

    ამერიკა ჩინეთის დაახლოება ახსენეთ, რის საფუძველზე გაძლიერდაო ჩინეთი და საინტერესო იქნებოდა მაგ თემაზეც ❤

  • @Undertaker_07
    @Undertaker_07 Жыл бұрын

    სამომავლოდ კარგი იქნება კორეის ომიზეც გაამახვილოთ ყურადღება

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ჰო ზოგი რამ გამოგვეპარა, კორეის ომი მაგალითად, რადგან ძალიან ზოგადი საუბარი იყო. სხვა დროს შეიძლება ამ თემებზე თუ ვიტრიალებთ, კორეის ომსაც სათანადო ყურადღება დაეთმოს.

  • @cotneeradze9467
    @cotneeradze94676 ай бұрын

    მარკუს ავრელიუსის მმართველოვლბის პერიოდზეც რომ მოყვე ძაან საინტერესო იქნება 😊

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp Жыл бұрын

    ოპა მწგობრები გიორგი სააჯაძეზე გადაიღეთ ვიდეო დაალაიქეთ ეს კომი რო მიხვდნენ რომ გვაინტერისებს

  • @ninolomidze1021

    @ninolomidze1021

    10 ай бұрын

    წესიერად წერე და კაიიქნება ვუდეო ისეე😮😮😮😮😮

  • @Tato88888
    @Tato888887 ай бұрын

  • @giorgitiginashvili1655
    @giorgitiginashvili1655 Жыл бұрын

    👍

  • @user-qd8kq9kf8r
    @user-qd8kq9kf8r11 ай бұрын

    gamodis rusets Stalini ro ar koloda deda ekneboda natirebi

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp Жыл бұрын

    ისე ადრე არ მომწონდა პოტკადტი მეთქი 1 სააათი რა მხეკაა მეთქი მარა ერთხელ ხავუჯექი დამაინტერისა და ისე მომეწონა სულ ვუყურებ უკვე 5 დღე იქნება გამოწერილი ნაქ რათქმაუნდა

  • @user-ig3nu8kt1o
    @user-ig3nu8kt1o Жыл бұрын

    დიდი მადლობა ❤ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიდეოსთვის ❤️

  • @Giorgi0001
    @Giorgi00017 ай бұрын

    საოცარი არხია რაა. ❤❤

  • @joshjosh.8221
    @joshjosh.8221 Жыл бұрын

    გამარჯობა, ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტები და ერთ რჩევას მოგცემთ, რომ ტელეგრამ არხი გააკეთოთ და იქ ატვირთოთ თქვენი პოდკასტები, ბევრად კომფორტულია, რადგან ჩაკეცვის და მოწყობილობის გათიშვის დროსაც შეგვეძლება მოსმენა, რაც იუთუბზე არ შეგვიძლია. ვიცი, რომ სპოტიფაიზე ხართ, მაგრამ ტელეგრამი უფრო გავრცელებულია ქართველ ხალხში. იმედია გაითვალისწინებთ ჩემს თხოვმას, წარმატებები.

  • @ilias-ky3cc
    @ilias-ky3cc12 күн бұрын

    კი,განათლებულები და ნაკითხი ხალხი ხართ,ზუსტად ასეთი ხალხის სჯერათ,და ასეთები აზომბირებენ ახალგაზრდებს

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    12 күн бұрын

    მანდ ცდებით, განათლებული ხალხის დიდ უმრავლესობას პირიქით, არ სჯერა. ნახეთ ყველაზე ერთუჯრედიანი ვიდეოების ნახვების რაოდენობა და მერე აკადემიური ლექციების 🙂

  • @user-ie9cd7xq1q
    @user-ie9cd7xq1q11 ай бұрын

    კარგი იქნება თუ პოლიტიკურად, გნებავთ იდეოლოგიურად ანგაჟირებულ ადამიანებს ნუ მოიწვევთ, უბრალოდ მათი აზრი არ არის საინტერესო. წარმატებები ამ გვერდის ავტორს.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    11 ай бұрын

    რას გულისხმობთ, რომელი სტუმარი იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და გამოხატა პოდკასტში მკვეთრად? ასევე, არ არსებობს ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების გარეშე, ნუ გახდით სტიგმატიზებულს პოლიტიკას, ეგ თემა რომ ადამიანი სრულად აპოლიტიკური უნდა იყოს და სუბიექტური აზრი არ გააჩნდეს და დამოკიდებულება უბრალოდ უტოპიაა, ყველაზე ობიექტური მკვლევარებიც გარკვეულწილად იხრებიან რომელიმე მიმართულებით, ასე რომ წარმოუდგენელ ამოცანას აყენებთ, განსაკუთრებით, უახლესი ისტორიისთვის. თქვენ ვის მოიწვევდით ამ ან ზოგადად ნებისმიერ თემაზე, რამდენიმე სტუმარი გვირჩიეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის🍓

  • @mindiamaisuradze5503
    @mindiamaisuradze5503 Жыл бұрын

    მოსასმენად საინტერესოა თორნიკეს პოდკასტები, მაგრამ არა იმიტომ რომ ძალიამ კვალიფიციურად საუბრობს. დაახლოებით ისე საუბრობს ხოლმე, მე ბებია ილიკო და ილარიონში როგორც განიხიოავენ პოლიტკკას 🙂 როგორც კი ბევრად კვალიფიციური თანამოსაუბრე შეხვდება, ან ვინმე სერიოზულ არგუმენტებს დაუპირისპირებს ხოლმე, ჩანს რამდენად ზედაპირულია მისი ცოდნა მთელ რიგ საკითხებში 🙂

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    წერითაც ისე წერს რომ ადვილად იკითხება. პოდკასტშიც ასე საუბარი უფრო იზიდავს მსმენელს. თორნიკე პოლიტოლოგია პირველ რიგში. ედვარდ ლუტვოკი და ჰენრი კისინჯერი უშვებენ ისტორიულ შეცდომებს და ხარვეზები აქვთ როცა ისტორიას აფასებენ, მაგრამ მათი ხედვა მაინც მნიშვნელოვანი და საინტერესოა სხვა თვალსაზრისით. 1 საათიან პოდკასტში ამაზე მეტს, ერთ-ერთი საუკეთესო პოდკასტის, BBC extra-ს სტუმრებიც ვერ ამბობენ ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლების ტოპ ავტორებს იწვევენ. ასე რომ... ტიმოთი სნაიდერს და ორლანდო ფაიჯესს ვერ მოვიწვევ, ბოდიში.

  • @mindiamaisuradze5503

    @mindiamaisuradze5503

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast საჩხუბრად არ მითქვამს 🙂 და სტუმრადაც მშვენიერი სტუმარია 🙂 უბრალოდ ახლა არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო ამავე გადაცენის სხვა სტუმრების, იმათ რომ უსმენ ხვდები რომ სიღრმისეულად იციან საკითხი და თორნიკე აშკარად ხშირად ლაპარაკობს ისეთ თემებზე, რომლებსაც სიღმისეულად არ იცნობს 🙂 არა მარტო ამ გადაცემაში

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    არა, არც მე მითქვამს საჩხუბრად, პირიქით, გავიგე რასაც ამბობთ. კი, ზოგ საკითხზე, უშუალოდ კონკრეტულ თემაზე მომუშავე მკვლევარები საუბრობენ (ვსაუბრობთ), მაგრამ, უფრო ზოგადი თემები, ამ ფორმატში უმჯობესია მგონი. პოდკასტის მსმენელთა უმრავლესობისთვისაც ვისაც პროფესიული ცოდნა არც სჭირდება, უბრალოდ მოყვარულია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასეთი უშუალო თხრობა, შეიძლება უკეთესი მოსასმენიცაა.

  • @GigaNatriashvili-ln6rg

    @GigaNatriashvili-ln6rg

    Жыл бұрын

    ბევრად კვალიფიციურ თანამოსაუბრეში ვის გულისხმობთ მაგალითად?

  • @ilias-ky3cc
    @ilias-ky3cc12 күн бұрын

    ამერიკაევროპის პროექტია? სულ მათ დიდებაში ხართ.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    12 күн бұрын

    რა თქმა უნდა, ამერიკაევროპის პროექტია. გლობალური ომის პარტიამ დაგვიქირავა; ლუგარის ლაბორატორიიდან, რომელიც არანაირი ლაბორატორია არაა სინამდვილეში, არამედ, ამერიკის ფარული მთავრობის შტაბია საქართველოში, ვმართავთ პროცესებს.

  • @ilias-ky3cc

    @ilias-ky3cc

    12 күн бұрын

    @@BitterPodcast შეიძლება,დაუჯერებელი არაფერია.🤣🤣🤣🤣ისე იგეთი ხუმრობის დედაცო,სადაც ცოტა სიმართლე არ ურევიაო

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    12 күн бұрын

    ედინბურგის მასონთა ლოჟის წევრები იქნებიან სტუმრად მალე და დაელოდეთ

Келесі