ეპიზოდი 21. რატომ არის რუსეთი ზესახელმწიფო?

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-----------------------------------------
მწარე პოდკასტის მე-16 ეპიზოდში, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ რატომ არის აშშ ზესახელმწიფო, ასე რომ, ამჯერად რუსეთს დავუთმეთ დრო. ვისაუბრეთ რუსეთის ახალ ისტორიაზე, პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე, გეოგრაფიაზე, იმპერიალიზმზე, ინტერესებზე, მსოფლიო ძალთა ბალანსში მის ადგილზე, ივანე IV მრისხანედან პეტრე I-მდე და პეტრე I-დან თანამედროვეობამდე.
პოდკასტის სტუმარია GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.
www.podbean.com/eau/pb-fvxx2-...

Пікірлер: 49

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast Жыл бұрын

    რამდენიმე უზრდელური და თავხედური კომენტარი წავშალე (უფრო სწორად არ დავადებინე იუთუბს). სულ მცირე ელემენტარული ეთიკა გამოიჩინეთ და ტვინს ძალა დაატანეთ სანამ შეურაცხყოფას ტყუილუბრალოდ მიაყენებთ ადამიანს. ჯერ ერთი, "ზესახელმწიფო"(superpower) არსებობს ასეთი ტერმინი, განსაზღვრება და რუსეთი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან განიხილება ასეთ ძალებში პოლიტიკის მკვლევართა ნაშრომებში და იყო და არის მისი ტერიტორიული სიდიდის, რესურსების, სამხედრო ძალებისა და ატომური არსენალის წყალობით, ასე რომ მოეშვით ამ უსაფუძვლო ბრალდებებს ზოგ-ზოგიერთი, რუსეთუმეა თორნიკეო და მსგავსს რომ წერთ. უამრავ მასალაზე წვდომა შეგიძლიათ ინტერნეტით და მოიძიეთ რამე, არ გაწყენთ. მერე, თორნიკე კარგად იცნობს და დაწერილიც ბევრი აქვს რუსეთის XIX-XX საუკუნეების ისტორიაზე, განსაკუთრებით დიპლომატიის მიმართულებით, პოდკასტის ავტორი კი საკმარისად იცნობს რუსეთის ისტორიას საიმისოდ რომ წაიყვანოს ეპიზოდი და საშუალება მისცეს სტუმარს, ისაუბროს. ამისთვის რუსეთის ისტორიის სპეციალისტობა არაა საჭირო და იმ უზრდელებს გონიათ კონსპირაციების თეორიებით გატენილი 2 დოკუმენტური ფილმის ნახვით შეისწავლეს რუსეთის ისტორია, ისტორიკოსებმა არ იციან და თვითონ კორიფეები არიან. პოდკასტში ჩვენ არავისთან ვართ არაფერში ვალდებულები, როგორც წავა საუბარი ისეთი იქნება ეპიზოდიც. ყველა სტუმარს თავისი აზრი აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ყველა ერთნაირად არ უყურებს მოვლენებს და თქვენ გემოვნებაში თუ არ ჯდება, ეს არ გაძლევთ უზრდელობის და თავხედობის საფუძველს.

  • @barbaregalibini5046

    @barbaregalibini5046

    10 ай бұрын

    მადლობა თქვენი სამსახურისთვის. იმიტომ ვუყურებ და ვუსმენ თქვენს პოტკასტს, რომ რეალურად და ცივი გონებით განიხილავთ ამბებს და პიროვნებებს. მადლობა ამისთვის.❤

  • @shalvabenidze7045

    @shalvabenidze7045

    4 ай бұрын

    კი დაჰკრავს თქვენ საუბარს რუსეთუმეობის ელფერი! თუ საუბრობთ იმიტომ რომ ხალხმა მოისმინოს მაშინ ბოლომდე მიუკერძოებელი უნდა იყოს თქვენი საუბარი,სხვანაირად ეს პროპაგანდას ემსგავსება

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Жыл бұрын

    ჩემთვის ეს პოდკასტები სერიოზული აღმოჩენაა. და თან კომფორტული👍👏❤️

  • @tato3696
    @tato36962 жыл бұрын

    საქართველოში ჯერ აუდიო მოსმენის და ისტორიის სერიოზული სახით დანახვის კულტურა არ არის თორემ უფრო მეტი ნახვები უნდა ჰქონოდა შენს პოდკასტებს

  • @giorgi9594
    @giorgi95942 жыл бұрын

    შესანიშნავი იქნება ჩინეთზეც თუ ჩაიწერთ პოდკასტს

  • @dachi3437
    @dachi34372 жыл бұрын

    მადლობა მინდა მოგიხადოთ ძალიან საინტერესო ვიდეოებისთვის

  • @irakliBulia-bx4uz
    @irakliBulia-bx4uz4 ай бұрын

    ძალიან საინტერესოდ საუბრობთ...

  • @kokajvania1605
    @kokajvania1605 Жыл бұрын

    წარმატებები! საინტერესოა🎉

  • @z.j.923
    @z.j.9232 жыл бұрын

    კარგი წიგნია კიუსტენის არის ქართულად ერთ ლარად ვიყიდე მარჯანიშვილის მეტროსთან, ზუსტად ასახავს რუსულ ,,სულს" ეს ნაწარმოები...

  • @user-cc9bj4im3k
    @user-cc9bj4im3k9 ай бұрын

    მართლა საღი აზრია, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის პრობლემაზე ხაზის გასმა მომეწონა ზუსტად ჩემს აზრა დაემთხვა.

  • @brdzolisunariani
    @brdzolisunariani2 жыл бұрын

    ჩინეთზე კარგი აზრია მართლა .

  • @liaz5508
    @liaz5508 Жыл бұрын

    საინტერესოა დღეს რას ფიქრობს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე თქვენი სტუმარი რუსეთის შესახებ, განსაკუთრებით ,,ძერჟავის სიამაყეზე"

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    რუსებს ძალიან თავისებურად ესმით ეგ საკითხი, ჩვენთვის სამწუხაროდ. თან როგორც ამბობენ „Умом Россию не понять".

  • @Ravenola
    @Ravenola10 ай бұрын

    რა არის ზესახელმწიფოობის კრიტერიუმები დღესდღეობით: 1. ტერიტორია, 2. მოსახლეობა, 3. ჯარი, 4. ეკონომიკა, 5. ბუნებრივი რესურსები, 6. ბირთვული იარაღი. ჩემი აზრით ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთიც თუ ამოვარდა იკარგება ზესახელმწიფოს სტატუსი. ხოდა არის კი რუსეთი ზესახელმწიფო დღეს? მგონი უფრო არა, ვიდრე კი.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    10 ай бұрын

    ნებისმიერ ათწლეულში შეიძლება გადაფასდეს, მაგრამ, პოლიტიკურ მეცნიერებებში დიდი ხანი მიღებული იყო რუსეთი, აშშ, ჩინეთი - პოტენციური თუ რეალური ზესახელმწიფოები. შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთი აღარაა ისეთი superpower როგორც საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ, ჯერჯერობით, მაინც წარმოადგენს მის აჩრდილს, ასე რომ, ამ კუთხით განხილვის საშუალებას იძლევა.

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Жыл бұрын

    საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პოდკასტი.მსოფლიოში მეორე არმია 😅ჯართი. პუტინის ჭკვიანობაც საკითხავია.ინგლისისა და ამერიკის გარეშე რას გააკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომში?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ანგარიშგასაწევი ატომური სახელმწიფოა გვინდა არ გვინდა. რა თქმა უნდა თორნიკე მაშინ რუსეთის ამ აგრესიას არ ელოდა უკრაინაზე და არამარტო თორნიკე, პოლიტოლოგების უმრავლესობას არ ეგონა რომ ეს მოხდებოდა.

  • @user-sq6zy2hf1i

    @user-sq6zy2hf1i

    5 ай бұрын

    დღევანდელი გადმოსახედიდან კიდე შენი კომენტარია საინტერესო😁

  • @user-bx6vs6qw5b
    @user-bx6vs6qw5b4 ай бұрын

    კარგი იქნება, ახლა თუ ჩაწერთ ობიექტურ პოდკასტს რუსეთის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, ომის თემას გააშუქებს .

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    4 ай бұрын

    მორჩეს ომი ჯერ და მერე შედეგებზე 😌 მიმდინარე მოვლენებზე არ ვიწერ ხოლმე პოდკასტებს.

  • @user-bx6vs6qw5b

    @user-bx6vs6qw5b

    4 ай бұрын

    @@BitterPodcast მადლობა პასუხისთვის💜ახლა თქვენი პოდკასტი ძალიან დაგვეხმარებოდა გზააბნეულებს😁 რომ ჩაწეროთ და კომენტარები გამოურთოთ? რომ დამთავრდება ომი, მერე ჩაურთეთ😁😁 ისე კი, უდიდესი მადლობა თქვენ, წარმატებებს გისურვებთ!!

  • @garigabriadze5702
    @garigabriadze570210 ай бұрын

    მიხარია რომ ეს არხი აღმოვაჩინე, ორმაგად მიხარია რომ ეს არხი ქართულენოვანია.

  • @iraklisakvarelidze1296
    @iraklisakvarelidze12968 ай бұрын

    ყველაფერი მომწონს, ერთის გარდა, ხშირად აწყვეტინებთ ერთმანეთს და ხშირად თემიდან თემაზე გადადიხართ...აცადეთ აზრის დასრულება ერთმანეთს❤

  • @user-lz7wx7yd8m

    @user-lz7wx7yd8m

    7 ай бұрын

    ზუსტად მეც ამას ვფიქრობდი

  • @NataLeeCat
    @NataLeeCat4 ай бұрын

    ისე, საინტერესო იყო "რუსეთს უკრაინა არ ჭირდება" მოსაზრება 24 თებერვლამდე სადღაც 1 თვით ადრე. ქართველების ინფანტილიზმი მიკვირს ხოლმე, თორემ დასავლეთი როგორც დახვდა ამ ფაქტს, კი ვნახეთ. (იმის ნახევარი დახმარების იმედიც არ მქონია მაგათგან, რასაც ეხმარებიან) 😢

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    4 ай бұрын

    აბაა

  • @shalvabenidze7045
    @shalvabenidze70454 ай бұрын

    ცოტა რუსეთუმეობის ელფერი დაჰკრავს ამ პოდკასტს თუ მეჩვენება? ჩეჩნეთის პირველ ომს რატომ აუარეთ გვერდი?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    4 ай бұрын

    რუსეთუმეები ვართ, პრიმაკოვის ფონდი გვაფინანსებს.

  • @ratikonjaria7648
    @ratikonjaria764810 ай бұрын

    რაო რას შვრება ზე სახელმწიფო, აიღეს ბახმუტი?)) ნაგვის მანქანებს ხომ არ უჭირთ მოსკოვის დაცვა დრონებისგან რა სიახლეებია?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    10 ай бұрын

    ეგ დასკვნა გამოიტანეთ ამ მიმოხილვიდან რომ რუსეთს ვგულშემატკივრობთ და „ზესახელმწიფოობა" იმით დამტკიცდებოდა რომ უკრაინას გადაუვლიდა? მთლიან მოცემულობაში და ისტორიის პრიზმაში რომაა განხილული მაგას არაუშავს? Superpower არის პოლიტიკური ტერმინი, რომელიც XVIII საუკუნიდან თითქმის ყოველ ეტაპზე ერგებოდა რუსეთს და ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ამ სიაში XX საუკუნიდან კლასიკურად სამი სახელმწიფო - ამერიკა, რუსეთი (საბჭოთა კავშირი), ჩინეთი შედიოდა და ამის მიხედვით მივყევით და სამივე განვიხილეთ. ნუ გაქვთ insecurity განცდა და მარტივად ნუ აწებებთ იარლიყებს. პირადად ჩემზე მეტად რუსეთის დამარცხება და დასუსტება არავის გაუხარდება, მაგრამ, ამან ობიექტურობა არ უნდა დაგვაკარგინოს.

  • @ratikonjaria7648

    @ratikonjaria7648

    10 ай бұрын

    @@BitterPodcast არავითარი ზე სახელმწიფო რუსეთი ისტორიის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა და განსაკუთრებით არ არის დღეს. ასევე საბჭოთა კავშირი არ არის რუსეთი და იმ დროინდელ ტექნოლოგიურ მიღწევებში სხვა ქვეყნებს უფრო დიდი წვლილი ჰქონდათ. დღევანდელი რუსეთი არ არის ზესახელმწიფო არც შეიარაღებით, არც ეკონომიკურად, არც მოსახლეობის ცხოვრების დონით, არც ტექნოლოგიური განვითარებით, არც განათლების დონით, არც ინფრასტრუქტურის განვითარებით არც სხვა არაფრით

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    10 ай бұрын

    ოკ

  • @Tamara-gc8mw
    @Tamara-gc8mwАй бұрын

    Ruseti zesaxelmcifo Ki ara modzalade diqtatoria, dampkrobeli da sastikia. Kvela zesaxelmcipo ishleba rodesgac.

  • @anzoradamashvili9211
    @anzoradamashvili92116 ай бұрын

    Ragaceebshi swor analizs ver an ar aketebt, nu atyuebt vinc ar icis

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    6 ай бұрын

    თქვენ შემოგვთავაზეთ მერე სწორი ანალიზი, რა პრობლემაა. მე პირადად არავის ვატყუებ, რასაც ვფიქრობ და როგორი წარმოდგენაც მაქვს ამ თემაზე იმას ვლაპარაკობ; თორნიკეც ასევე და თქვენ თუ არ ეთანხმებით რამეს, შეგიძლიათ თავად ჩაწეროთ და დეტალურად ახსნათ რა მიგაჩნიათ სწორად; youtube თავისუფალი პლატფორმაა და შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი სწორი ანალიზი საზოგადოებას.

  • @iraklinoniashvili4452
    @iraklinoniashvili44528 ай бұрын

    this podcast didn't age well

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    8 ай бұрын

    Why tho? ეს მოცემულ მომენტში რას შვებიან მარტო იმის განხილვა ხომ არაა, პოლიტიკურ მეცნიერებაში ასეა ძირითადად მიღებული superpower-ების თემა. მარტო დღევანდელი გადმოსახედიდან არ ფასდება. თუმცა, ზოგიერთ რამეში, რუსეთთან დაკავშირებით, მთელი დასავლური პოლიტოლოგთა ელიტა ცდებოდა არათუ საქართველოში...

Келесі