სენდვიჩები - PART 2 | შეფი ლუკა ნაჭყებია

Ойын-сауық

🍤 დაპირებული სენდვიჩების მეორე ნაწილი უკვე დევს ჩვენს არხზე
🥪 მოიმარაგეთ უამრავი ინგრედიენტები და გამოგვყევით
🥓 არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება
🥯 კომენტარებში დაგვიწერეთ რა რეცეპტის ნახვას და გამეორებას ისურვებდით.
#პობოი #BTM #ტუნა
გამოგვყევი:
instagram: / ​​
facebook: / chef.cave​​
tiktok: / chefcave
​​​___________________________________
1. პო ბოი
100 გრამი ხორბლის ფქვილს ვუმატებთ პაპრიკას, დაღერღილი წიწაკას, შავი პილპილს, მარილს და კარგად ვურევთ. სიმინდის ფქვილს 100 გრამს ვუმატებთ იგივე ინგრედიენტებს.
ცალკე ჯამში ვიღებთ ცოტაოდენ რძეს და ვამატებთ ცხარე სოუსს.
ამასობაში ვაკეთებთ სოუსს. 2 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ვოლჩესტერის სოუსი, 1 ჩაის კოვზი დიჟონური მდოგვი , 1 სუფრის კოვზი მჟავე კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი შაქარი , 2 ცალი წვრილად დაჭრილი კაპერსი, 2 ცალი წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტაოდენი პაპრიკა და ცხარე სოუსი. პო ბოის სოუსი მზადაა.
აისბერგი დავჭრათ წვრილად, 1 ცალი პომიდორი ( თხელ სლაისებად ) , მჟავე კიტრიც ასევე დავჭრათ თხელ სლაისებად,
ტაფა გავავსოთ ზეთით და გავაცხელოთ . და დავიწყოთ კრევეტების შეწვა, რომელიც ამოვლებულია რძეში და ცხარე სოუსში. ტაფაში მოთავსებამდე ამოვავლოთ ფქვილში და შემდეგ ჩავყაროთ ცხელ ტაფაში. 1 წუთში კრევეტები შეგვიძლია ამოვიღოთ და დავასვენოთ.
გადავიდეთ სენდვიჩის აწყობაზე.
პური არ გავჭრათ ბოლომდე . წავუსვათ სოუსი. 2 სლაისი პომიდორი. 3 სლაისი მჟავე კიტრი. აისბერგის წვრილად დაჭრილი ფოთლები. კიდევ ოდნავ სოუსი და ბოლოს კრევეტები.
პო ბოი მზადაა.
2. BMT
ბეკონი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და 180 გრადუსზე კონვექციით შევდგათ ღუმელში 15 წუთით.
ამასობაში გავამზადოთ სხვა ინგრედიენტები :
პომიდორი და კიტრი დავჭრათ თხელ სლაისებად. რომანო ლეტუსის რამოდენიმე ფურცელი დავხიოთ ხელით. ერთი ცალი წითელი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა.
სოუსითვის დაგვჭირდება 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი, მარილი, 2 ჩაის კოვზი ძმარი და გადავურიოთ ერთმანეთში , ნელ-ნელა დავამატოთ 100 გრამი ზეთი და პარალელურად ინტენსიურად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი.
გამომცხვარი ბეკონი გამოვიღოთ და დავასვენოთ . გამოშვებულ ცხიმზე დავალაგოთ პური და ოდნავ შევბრაწოთ.
გახუხული პური გამოვიღოთ. წავუსვათ მდოგვის და თაფლის სოუსი, შემდეგ ლეტუსი, პომიდორი, ბეკონის თხელი ნაჭრები, სალსიჩონი, ჩორისო, ინდაურის ლორი და ბოლოს მორტადელა. შემდეგ კიტრი და ზემოდან ხახვი.
BTM მზადაა.
3. თინუსის სენდვიჩი.
ავიღოთ ორი ქილა თინუსის კონსერვი, ერთი ზეთში ჩალაგებული ხოლო მეორე წყალში.
4-5 ღერო მწვანე ხახვი, ამდენივე ქინძი, ამდენივე კამა, ნახევარი კბილი ნიორი, ცოტაოდენი ლიმონის ცედრა , 1 ჩაის კოვზი მდოგვი და 80 გრამი კრემ-ყველი. ეს ყველაფერი ერთად კარგად ამოვურიოთ. მიღებულ მასას დავუმატოთ მარილი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, შავი პილპილი და ცოტაოდენი ცხარე სოუსი.
კიტრი გავთალოთ თხელ სლაისებად. ასევე თხლად დაჭრილი აისბერგი, და ცოტაოდენი ჰალაპენიო.
დავიწყოთ სენდვიჩის აწყობა.
ჭვავის პურზე გადავიტანოთ თინუსი, შემდეგ დავადოთ კიტრი, აისბერგი და ზემოდან ცოტაოდენი ჰალაპენიო.
თინუსის სენდვიჩი მზადაა.
4. ორაგულის სენდვიჩი.
100 გრამი კრემ ყველი, 1/2 კბილი ნიორი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი, 1ცალი ნიახურის ღერო დავჭრათ წვრილად, ნახევარი თავი წითელი ხახვი დავჭრათ დაოვათავსოთ ძმარში, ცოტაოდენი შაქარი და წყალი დავამატოთ და დავტოვოთ .
დავიწყოთ სენდვიჩის აწყობა
ბეიგლის ტიპის პური გავხუხოთ ტაფაზე და გახუხულ პურზე გადავისვათ ნივრიანი კრემ-ყველი, ზემოდან რამდენიმე ადგილას დავადოთ მარაკუიას ჯემი, შემდეგ ორაგული, შემდეგ მოვაბნიოთ ნიახურის ღეროები, რამოდენიმე თავ-თავი კამა, ბაზილიკი.
ორაგულის სენდვიჩი მზადაა.

Пікірлер: 62

  • @dimitrikartvelishvili1434
    @dimitrikartvelishvili14342 жыл бұрын

    ესეიგი შეფი ლუკაც ჩვეულებრივი ადამიანია, მჟავე კიტრის წვენი მაგიდაზე დაიქცა, პური ბანი რომელიც ისედაც ორაადაა გაყოფილი მაინც შუაზე ჭრის და ყველი დაავიწყდა სენდვიჩში:) მსგავსი ვიდეო უფრო რეალისტური, საინტერესო და საყურებლადაც სახალისოცაა ვიდრე ამჭრილი კადრები და სუფთა რეცეპტის კარნახი და ჩვენება. კირგი იყო, ვიდეოს მოწონება 👍 გააგრძელეთ იგივე სტილში

  • @luuksss1836

    @luuksss1836

    2 жыл бұрын

    Amdenis wera ar dagezara?

  • @monikabasaria6829
    @monikabasaria68292 жыл бұрын

    ძალიან მაგარ ვიდეოებს იღებთ, ხარისხი 1000%, ხანდახან სტუმრებსაც თუ მოიყვანთ და სხვადასხვა მზარეულებს გაგვაცნობთ კიდევ უფრო საინტერესო იქნება 🥰🙏🏻

  • @donaldodonaldo4810
    @donaldodonaldo48102 жыл бұрын

    ერთხელ შაურმაც გააკეთეთ :D გავიგოთ რაარი ეს ძირძველი, გეპეიშნიკური საჭმელი.

  • @AnnABe11e_

    @AnnABe11e_

    2 жыл бұрын

    ლუკა მაგას არ იზავს🤣

  • @qetevanichabashvili7151

    @qetevanichabashvili7151

    2 жыл бұрын

    შაურმა რა იციან.ესენი სვეცკები არიან. ევროპული საჭმელი ეკერკებათ..

  • @sheshaber1529

    @sheshaber1529

    2 жыл бұрын

    @@qetevanichabashvili7151 ყაურმა ოსტრი ხინკალი და სხვა ტრადიციული კერძებიც სვეცკურებია რაც გააკეთეს??

  • @qetevanichabashvili7151

    @qetevanichabashvili7151

    2 жыл бұрын

    ყველაფერი გადააკეთეს..

  • @sopiosm

    @sopiosm

    2 жыл бұрын

    @@qetevanichabashvili7151 ქალბატნო ქეთევან, ვერაფრით დაგეთანხმებით 😒😒😒 არ ხართ მართალი 🙄🙄🙄

  • @datoaxaladze580
    @datoaxaladze5802 жыл бұрын

    სუშის ვიდეოს ველოდებით❤️🍣

  • @takogocheleishvili
    @takogocheleishvili2 жыл бұрын

    მომშიივდაა!!🥲😩💖💖

  • @user-gz7mc5ce5p
    @user-gz7mc5ce5p2 жыл бұрын

    თინუსის სენდვიჩის მოყვარულებო კამა და ქინძი გირჩევთ მინიმალურად უქნათ ძაან მწვანილის გემოსკენ წაიღო.

  • @ninosesitashvili5294
    @ninosesitashvili52942 жыл бұрын

    ძილის წინ ვუყურებ და ვნახოთ რომელი სენდვიჩი დამესიზმრება 😂❤️

  • @megilo9116

    @megilo9116

    2 жыл бұрын

    მე დაგასწრებ,ყველას გადავჭამ სიზმარში🤣😃

  • @Oto1578
    @Oto15782 жыл бұрын

    ბატონო ლუკა არტურას მექსიკურზე რას იტყვით ?

  • @ChefSofiaa
    @ChefSofiaa2 жыл бұрын

    👏👏👏👏👏👏👏

  • @sopiosm
    @sopiosm2 жыл бұрын

    აუუუ 😳😳😳😳 გავგიჟდი და გადავირიე 😳😳😳😳😳😳 ყველა საოცრებააა 😍😍 და ამხელა ბეკონი სად იშოვეთ??? 😳😳😳😳😳

  • @gvantsa3015
    @gvantsa30152 жыл бұрын

    შეფ ლუკა , კულინარიის ჯადოქარი ხართ (რა თქმა უნდა კეთილი)

  • @datogabelashvili6229
    @datogabelashvili62292 жыл бұрын

    მექსიკური სამზარეულო გვასწავლეთ რა.✌️🇲🇽

  • @distileria
    @distileria2 жыл бұрын

    ეჰ, არადა ველოდებოდი კუბურ სენდვიჩს. იმედია ცალკე ეპიზოდს მიუძღვნით. პ.ს. ამ სენდვიჩების რეცეპტებისთვის კი ლაიქი ვიდეოს 👍

  • @Luka379

    @Luka379

    2 жыл бұрын

    მედიანოჩე და კლასიკური კუბური ცალკე ეპიზოდს იმსახურებს მხოლოდ ხორცის გამოც

  • @distileria

    @distileria

    2 жыл бұрын

    @@Luka379 ნამდვილად იმსახურებს 👌

  • @Georgian2go
    @Georgian2go2 жыл бұрын

    მომშივდა....ძალიან!

  • @Ishowship
    @Ishowship2 жыл бұрын

    რუსული ან ინგლისური სუბტიტრები დაამატეთ ნახვა და აქტივი უფრო მეტი ექნება

  • @tatiaturmanidze7815
    @tatiaturmanidze78152 жыл бұрын

    🤤🤤

  • @vano133945
    @vano1339452 жыл бұрын

    შაურმა გააკეთეთ მართლა. მაგარი იდეაა. იმდენი შაურმის სახეობა არსებობს არაერთი ვიდეო გამოვა

  • @niassound1
    @niassound12 жыл бұрын

    ვეგეტარიანული კერძებიც შემოგვთვაზეთ🙏🏼🤍

  • @user-wz9ir9xf4s
    @user-wz9ir9xf4s2 жыл бұрын

    შეფ კონსტანტინეც კარგი იქნებოდა:) თავისი რეცეპტებით

  • @xtankitv3827
    @xtankitv38272 жыл бұрын

    დაღალეს კაცი დდ

  • @ufopeace8894
    @ufopeace88942 жыл бұрын

    ლუკა ვიცი კერძი მალე უნდა მოამზადო ... მაგრამ ცოტა ნელა ილაპარაკკე ნახევარს ვერ ვგებულოფ ,,ვაპაუზეფ და ვამეორებინეფ რამე რომ გავიგო ,,

  • @anijojua3875

    @anijojua3875

    2 жыл бұрын

    ოღონდ ფ არა ფლზ🙏😁

  • @grbe2392

    @grbe2392

    2 жыл бұрын

    Მალე რო დაამთავროს მაგიტო ლაპარაკობს ჩქარა ხო ? :Დდდდ

  • @khachapuri_
    @khachapuri_2 жыл бұрын

    Honey mustard მაგრად უხდება ქათმის ფრთებსაც

  • @eleeaddams4717
    @eleeaddams47172 жыл бұрын

    Zustad mag halapenios romel magaziashi shevidzen?

  • @Luka379

    @Luka379

    2 жыл бұрын

    europroduct :)

  • @nickdevprod3667
    @nickdevprod36672 жыл бұрын

    სლაისი - ნაჭერი ბანიი - ფუნთუშა

  • @user-nc1qc7xd5h
    @user-nc1qc7xd5h2 жыл бұрын

    შეფ კონსტანტინეს სიცილი ისმის თუ მე მეჩვენება 😂🤫❤❤❤

  • @topfannergadze3370
    @topfannergadze33702 жыл бұрын

    საათის ზემოთ ხელზე რა აქვს ლუკას მატლია თუ მე მეჩვენება 13:13 დან 13:33 მდე ნუ მანამდეც მაგრამ მაინც

  • @nachoparcxaladze4640
    @nachoparcxaladze4640 Жыл бұрын

    შეფ ლუკა გთხოვ ჰულაუ გააკეთეთრა აზიური საჭმელია გულაუსაც ეძახიან ანანასი ხორცით და ბრინჯი აუუ გთხოვთრა

  • @ratidiasamidze3580
    @ratidiasamidze35802 жыл бұрын

    უზბეკური ფლოვი შეფ

  • @anzozamtaradze5978
    @anzozamtaradze59782 жыл бұрын

    ლუკა ტუშონკით გააკეთე რამე რო ვისწავლო . ;)

  • @translateon.georgian7765
    @translateon.georgian77652 жыл бұрын

    თუნას სენდვიჩი ჩავიფიქრე ხვალისთვის

  • @nukrisudadze
    @nukrisudadze2 жыл бұрын

    ეგეთი სენდვიჩი ვინმეს რო გაეკეთებინა მასტერ შეფში მითუმეტეს ნაყიდი “პურით” ტრაკში გაუკეთებდით შეფ ლუკა

  • @Luka379

    @Luka379

    2 жыл бұрын

    აქ სახლს არავინ იგებს, არავინ არავის ეჯიბრება, მხოლოდ მარტივი რეცეპტები და რჩევებია. კლასიკური რეცეპტებია მსოფლიოს გარშემო.

  • @nukrisudadze

    @nukrisudadze

    2 жыл бұрын

    @@Luka379 ვნახოთ გაკვირდებით მთელი სეზონი🥟🍰

  • @giorgisanikidze9448
    @giorgisanikidze94482 жыл бұрын

    უნდა დაგაანსაბსქრაიბოთ თორე ვერ ვიკლებ წონაში. პირიქით... 🤔😅😅😅

  • @mziasanchez318
    @mziasanchez3182 жыл бұрын

    რამდენს ჭამ ბ.ლუკა გასუქდები

  • @IKA_IKKO
    @IKA_IKKO2 жыл бұрын

    operators ro arasdros ar xvdeba )))))))))))))))))))))))) amxela kamera uchiravs da sendvichsac ar achmeven ))))))) kika gaskda :v

  • @wehrmacht6123
    @wehrmacht61232 жыл бұрын

    მშია

  • @mariamkokaia2093
    @mariamkokaia209326 күн бұрын

    ძალიან კარგი ვიდეოებია, მაგრამ იქნებ მეტყველება გამოასწოროთ. ნახევარი არ გვესმის

  • @nanuchitvalabeishvili1531
    @nanuchitvalabeishvili15312 жыл бұрын

    აზიური სამზარეულოდან მოამზადეთ რამე🙏🙏

  • @bekamalidze9625
    @bekamalidze96252 жыл бұрын

    უღმერთოები ხართ რა😒😭

  • @sasaraki7255
    @sasaraki72552 жыл бұрын

    didebuliaa// kide kai tqvi yveli damaviwydao tore vwerdi aq..

  • @ill7305
    @ill73052 жыл бұрын

    შაურმა მოიჯვას

  • @atosthecat2716
    @atosthecat27162 жыл бұрын

    Все вкусно, но ни хрена не понятно, разобрал только паприка. Говори уже тогда на японском!

  • @morrigan957

    @morrigan957

    2 жыл бұрын

    Он говорит на своем родном, уникальном языке, видео сделано для грузинов и на грузинском, не понимаю вашей критики.

  • @lashamakatsaria4745

    @lashamakatsaria4745

    2 жыл бұрын

    @@morrigan957 sworia is adamiani ar aris is qartuli kerdzi da imitom kitxulobs mteli evropa swavlobs qartuli kerdzebs da martalicaa qartul kerdzebs ra sjobia da kidev sjobia qartuli dasaxellebit ilaparakos

  • @atosthecat2716

    @atosthecat2716

    2 жыл бұрын

    Я не критикую. У нас на Сахалине два грузинских ресторана, которые пользуются популярностью. Повара и владелец ресторанов из Тбилиси . Чтобы развить канал, если это надо, говорите на родном языке, но вставляйте титры на русском или английском. Рецепты у повара на сто процентов классные, но не понятно как готовить.

Келесі