❄️ პირველი ტესტი | მართლა სხვა დონეა? თოვლში წავედით! | Geely Tugella [2024]

Автокөліктер мен көлік құралдары

ესეც ასე: კიდევ ერთი საინტერესო ავტომობილი, Geely Tugella საქართველოშია. ეს არის SUV-კუპე, რომელიც "ჯილი საქართველოს" შოურუმში გელოდებათ. ჩვენ ამ მანქანით საირმეში წავედით, გავცდით და ზეკარის უღელტეხილისკენ გავიწიეთ.
Geely Tugella:
ძრავა: 4-ცილინდრიანი, 2,0 ლიტრიანი, 238 ცხენის ძალა; გადაცემათა კოლოფი: 8-საფეხურიანი ავტომატიკა; 0-100 კმ/სთ: 6,9 წამში; სრული ამძრავი; სიგრძე: 4.60 მ, სიგანე: 1.88 მ, სიმაღლე: 1.64 მ.
#geely #geelytugella
00:00 ინტრო
00:25 რას წარმოადგენს ეს მანქანა?
02:06 პირველი შთაბეჭდილება თოვლში
04:50 როგორია ექსტერიერის დიზაინი?
07:40 რა ხდება სალონში?
15:27 როგორ დადის და რამდენს წვავს?
20:43 როგორ ვზივართ უკან?
21:34 დასკვნა
- - - - - -
• გამოიწერეთ არხი: ‪@autobildsakartvelo‬
• გვიპოვეთ ფეისბუქზე: autobildgeorgia

Пікірлер: 26

  • @autobildsakartvelo
    @autobildsakartvelo5 ай бұрын

    ფეისბუქზე ვუპასუხეთ ერთ ადამიანს და აქაც იყოს: კი, ადრე კუპე მხოლოდ 2-კარიანს გულისხმობდა, მაგრამ ბოლო ორ ათწლეულში შეიცვალა ეგ ფენომენი და გაჩნდნენ ე.წ. 4-კარიანი კუპეები. მაგალითად, Mercedes CLS, Audi A5 Sportback, BMW 4er Gran Coupé. იგივე Kia Stinger GT-იც 4-კარიანი კუპეა. ან პორშე პანამერა. შესაბამისად, წამოვიდნენ SUV-კუპეებიც - პირველი იყო რეალურად SsangYong Actyon, მერე BMW X6 და ა.შ.

  • @datodundua6906

    @datodundua6906

    5 ай бұрын

    ჩინეთში შიდაწვის ძრავები იციან? აი ელექტრო მანქანა კიდე შეიძლება ელემენტების წარმოება იციან

  • @autobildsakartvelo

    @autobildsakartvelo

    5 ай бұрын

    @@datodundua6906 მაგიტომ იყიდეს ვოლვო, რომ ესწავლათ 🙂

  • @datodundua6906

    @datodundua6906

    5 ай бұрын

    @@autobildsakartvelo რააა??? ვოლვო ჩინელებმა იყიდეს??? არვიცოდი

  • @giorgisanikidze6914

    @giorgisanikidze6914

    5 ай бұрын

    @@datodundua6906 კი, რამდენი ხანია.

  • @ZexX853
    @ZexX8535 ай бұрын

    ძალიან კარგია და იმედია 10 წელიწადში არ დაიშლება მაგრამ არამგონია ვოლვოს პონტში ეგრე მოხდეს ვნახოთ. ისე ფასიდან გამომდინარე ძაან მაგარია. კაია ესეთ უცხო მანქანებს რო იღებთ რაც არ ვიცით ხალხმა და გვაცნობთ❤

  • @shakobuachidze

    @shakobuachidze

    5 ай бұрын

    ე.წ. "რაშირიწელი ბაჩოკიც" კი იგივე აქვს, რაც ვოლვოს ) მინიმუმ 100 000-კილომეტრიანი ტესტი იქნებოდა საინტერესო ))

  • @ZexX853

    @ZexX853

    5 ай бұрын

    @@shakobuachidze მართლა ხაან მაგარი იქნებოდა

  • @teimurazmenteshashvili680
    @teimurazmenteshashvili6805 ай бұрын

    ნამდვილად კარგი ავტომობილია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინური ავტოწარმოების პროდუქტია! თუმცა Geely ფლობს Volvo-ს და ამ ავტომობილშიც ვოლვოს ტექნოლოგიებია მრავლად გამოყენებული. დაწყებული ძრავიდან დამთავრებული დაკიდების სისტემების, სრულამძრავიანი სისტემების და მართვის და უსაფრთხოების სისტემებით დამთავრებული. სალონის არქიტექტურა Audi-ს ბაძავს, მაგრამ განა ეს დასაწუნია?! აუდი ხომ გერმანული და მსოფლიო ავტოწარმოების ერთ-ერთი ლიდერია! მულტიმედიის და კამერების ხარისხი ბევრად აღემატება Toyota-ს და ზოგიერთი Lexus-ის მულტიმედიური სისტემების ხარისხს. საერთოდ ჩინური კონცერნ ჯილის წარმოებული ავტომობილების წარმატებები ტუგელას და ქულ რეის მოდელებამდე ადრე დაიწყო. მათ გამოუშვეს საკმაოდ ხარისხიანიმოდელები Atlas და Atlas pro, რომლებმაც გაყიდვების კარგი მონაცემები აჩვენეს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შარშან კი შექმნეს მოდელი Monjaro, რომელსაც Tugella-ს ოდნავ გაძლიერებული ძრავა უყენია და მასსავით კომფორტული სვლა აქვს, მიუხედავად დიდი ძარისა და სალონის მოცულობისა. აი, Monjaro-ს სალონი და მულტიმედია კი თვით დიდი გერმანული სამეულის სალონებს და მულტიმედიურ სისტემებს ბევრად არ ჩამოუვარდება! ჩინური ჯილის პროგრესი სახეზეა! მათი მოდელები: Atlas, Coolray, Tugella და Monjaro წარმატებული გამოდგა. Volvo-ს ტექნოლოგიების გამოყენებით, ფასის და ხარისხის თანაფარდობით ისინი საუკეთესო ჩინურ ავტომობილებად იქცნენ! არ გამკვირვებია წამყვანის კომპლიმენტები ავტომობილის მიმართ. ლამაზი და კარგი მოდელია. მყიდველს, რომელსაც Luxury car-ზე პრეტენზია არ აქვს, ჩინური Geely ძალიან კარგ და ხარისხიან ავტომობილებს სთავაზობენ. გამოჩნდებიან ეხლა "მცოდნე, პროფესიონალი" ექსპერტები და გვირჩევენ 30 000$-ად ათი წლის Mercedes GLC, GLE coupe ან BMW X6 იყიდეთო, მაგრამ მერწმუნეთ მომდევნო სამ- ხუთ წელიწადში გარანტიაზე მყოფი, დილერის ავტოსალონიდან გამოყვანილი Tugella უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, უფრო ნაკლებად მოინახულებს ავტოსერვისებს და უფრო მეტ სიამოვნებას მიგაღებინებთ ექსპლუატაციის განმავლობაში, ვიდრე ნაკლებრესურსიანი 10 წლის ასაკის Mercedes ან BMW. მოკლედ, კარგი ავტომობილია! P.S. მაინც მგონია, რომ ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილისათვის ოთხი მაყუჩი ზედმეტია! ორიც საკმარისია.

  • @shakobuachidze

    @shakobuachidze

    5 ай бұрын

    @teimuraz, მადლობა ასეთი ანალიტიკური კომენტარისთვის. ფაქტობრივად სტატიად აქციეთ ის, რაზეც ვიდეოში ვილაპარაკე ან უნდა მელაპარაკა და გამომრჩა :) რაც შეეხება მაყუჩებს: რა თქმა უნდა, 2-იც საკმარისია და 4 იმიტომ აქვს, რომ ვიზუალურად ჩანდეს უფრო "მრისხანე" )) მე იმას ვამბობ/ვგულისხმობ ვიდეოში, რომ 4 მაყუჩი ტუგელაზე უფრო ლოგიკურია, ვიდრე ქულრეიზე. მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენს კომენტარებს ყოველთვის ველოდებით და ვკითხულობთ.

  • @teimurazmenteshashvili680

    @teimurazmenteshashvili680

    5 ай бұрын

    @@shakobuachidze მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ყოველთვის ველოდები თქვენს ახალ ვიდეოებს. გამართული ქართულით მოთხრობილ ისტორიებს. თქვენი ვიდეოების შემდეგ ყოველთვის მიჩნდება გამოხმაურების და კომენტარის დაწერის სურვილი. ჩემი საავტომობილო აზრების ახლობელი და მეგობარი არხი ხართ!

  • @giorgisanikidze6914
    @giorgisanikidze69145 ай бұрын

    კი, ვოლვოსი აქვს ამ მანქანას ყველაფერი თითქმის, ფილტრები და ბაჩოკებიც კი იგივეა. მაგიტომაც იყიდეს ჩინელებმა ვოლვო, რომ მერე თვითონაც გამოიყენონ შვედების ნამუშევარი

  • @davitdavit2466
    @davitdavit24665 ай бұрын

    მანდ პრიუსით ვიყავი )))

  • @iraklisaluqvadze3438
    @iraklisaluqvadze34385 ай бұрын

  • @givikotabatadze8191
    @givikotabatadze81915 ай бұрын

    მის პრობლემებზეც გელაპარაკათ. რომ გაღმერთე და რეკლამა გაუკეთედ.

  • @shakobuachidze

    @shakobuachidze

    5 ай бұрын

    მაშინ უნდა მყავდეს და ვნახო, რა გაფუჭდება უდროოდ )) მანქანას როგორ ვაღმერთებ, იხილეთ Porsche 911 GT3 RS-ის ვიდეოში )) kzread.info/dash/bejne/nJaep7adabnXYZs.html

  • @AlexanderPataridze

    @AlexanderPataridze

    5 ай бұрын

    ამბობენ თუ ვიდეოში რეკლამა არაა - მთელი ვიდეო რეკლამაა

  • @datotoradze4733

    @datotoradze4733

    5 ай бұрын

    ჯერ ახალია ეგ ვინ იცის სისუსტე მაგისი. დრო გამოცდის მაგ მოდელს და 10 წლის მერე Ჩაწეროს ვინმემ და გავიგებᲗ.

  • @zazamiqeladze9055
    @zazamiqeladze90555 ай бұрын

    2018 დან დავდივარ მხოლოდ ჩინური გამოცდილი კარგი მოდელებით დაა მერწმუნეთ ბრენდის პოპულარობაა ზუსტად ფეიკი:) დღეს ყველა გადაადგილების საშუალება ერთი კლდისგან მზადდება😂 ამიტომ მოუსმინეთ მფლობელს და არა ენატლიკინა უცოდინარს :) ❤ ჩინეთი ყველაზე ალალი და ჩესნია-ჯილი კი მათ შორის ყველაზე ევროპული და ყველაზე მისაღები ჩვენი ქართული გემოვნებისთვის❤ გუშინ ვიყავი, ვნახე რეალი დაა შოკში ჩავარდი აღფრთოვანებით-რადგან ნაკლი ვერ ვუპოვე:) არადა მანქანა ნამდვილად მესმის 😊❤🎉

  • @datodundua6906
    @datodundua69065 ай бұрын

    ვააა ჩინური x6 რავი არავის ეწყინოს მაგრამ რომ შემეძლოს მე არ ვიყიდდი

  • @archilkodiashvili9873
    @archilkodiashvili98735 ай бұрын

    საკაიფო რაღაცაა

  • @mishamisha8185
    @mishamisha81855 ай бұрын

    Texas visac eg Maxana kavs

  • @amg3895
    @amg38955 ай бұрын

    Gaukvalav tovlshi unda gatestot

  • @shakobuachidze

    @shakobuachidze

    5 ай бұрын

    G-კლასი, დეფენდერი ან ვრანგლერი კი არაა, ჯილია, ტუგელა )

  • @ZexX853

    @ZexX853

    5 ай бұрын

    ​@@shakobuachidze მაგარი თქვა😂😂

  • @dimaabuashvili063
    @dimaabuashvili0635 ай бұрын

    რაც არ მოგწონს ეგენიც Თქვი.Თუ გადმოგვცემ ინფორმაციას მიუკრᲫოებლად გადმოგვეცი

Келесі