გონიო-აფსაროსი: რომაელთა კვალი საქართველოში. მწარე პოდკასტი

▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტი" 110-ე ეპიზოდში, არქეოლოგი თორნიკე მამისეიშვილი გვეწვია საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვან რომაულ ციხესიმაგრეზე, აფსაროსზე და ანტიკურ ხანაში იქ მცხოვრებ რომაელებზე სასაუბროდ. რომელი ლეგიონის ნაწილები იცავდნენ აფსაროსს, სადაური მეომრები იყვნენ გარნიზონში, რა ინტერესები ჰქონდათ რომაელებს რეგიონში, ვინ იყვნენ მარციუს პლეტორიუს ცელერი და მარციალი, როგორი გეგმები ჰქონდა ნერონს კავკასიაში, რა საიდუმლოებებს ინახავს აფსაროსი და როგორ მიმდინარეობს მისი არქეოლოგიური შესწავლა - ამ საკითხებზე, ჩვენს პოდკასტში მოისმენთ.

Пікірлер: 38

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast3 ай бұрын

    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515 საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @visit253
    @visit2533 ай бұрын

    აფხაზებზე ველოდები ვიდეოს❤

  • @paulickwerner4249
    @paulickwerner42493 ай бұрын

    rogor gvaimedebs ,aseti seriozuli axalgazrdebi ,rom eguleba saqartvelos--didi madloba videostvis

  • @football_lovers_11
    @football_lovers_113 ай бұрын

    კაი სტუდია და კაი მოწყობილი სივრცე ძალიან მოუხდებოდა ამ პოდკასტს,იმედია იქნება წარმატებებს გისურვებთ❤

  • @givitsetsxladze5057
    @givitsetsxladze5057Ай бұрын

    ბიჭებო დიდი მადლობა იმ ინფორმაციისთვის რაც მოგვაწოდეთ. გონიოს ციხე ჩემთვის უცხო არ არის, თითქმის ყოველ კვირაში დავდივარ რადგან მის ზემოთ ნაკვეთი და დაჩა მაქვს,. ის რაც თქვით ბევრი რამ ცემთვის უცნობი იყო. მე სულ სხვა პროფესიის ადამიანი ვარ და თქვენი საუბარი ძალიან საინტერესოა. თორნინე სულ სხვა თვალით გაგიცანი, მეგონა რომ შენ ჩემთვის ისევ ის პატარა ბიჭი იქნებოდი, ხომელიც ბავშვობიდან მახსოვს და მიყვარს , თუმცა შენ უკვე ჩამოყალიბებული არქეოლოგი და მკვლევარი გამხდარხარ. მიყვარხართ მთელი ოჯახი და პატივს ვცემთ. გაიხარე და სულ წარმატებები გქონოდეს.

  • @user-lg3tu1pu9d
    @user-lg3tu1pu9d3 ай бұрын

    Სტუმარი მაინც გვაჩვენე!

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    online არის ჩაწერილი, სტუდიაში კი არ ვიწერთ. ბათუმიდან ჩაერთო სტუმარი.

  • @Amiran-el5ux
    @Amiran-el5ux3 ай бұрын

    მოგესალმებით და მადლობას გიხდით ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის. უამრავი საჭირო და ახალი ინფორმაცია მივიღე სიამოვნებით მოვისმენდი ერთ პატარა ჩანაწერს ვანის ნაქალაქარის შესახებ რა იყო იქ და რატომ დაანგრიეს რომაელებმა ძალიან მაინტერესებს მადლობა წინასწარ

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze3 ай бұрын

    სომხეთის და აზერბაიჯანის ისტორიები გააკეთე გთხოვ❤

  • @user-lg3tu1pu9d

    @user-lg3tu1pu9d

    3 ай бұрын

    Და საინტერესოა ჩვენ ეკლესიებს სახელებს რომ უცვლიან მეზობელი სომხები ვარძიასაც კი(ვარძახკ თუ რაღაც ეშმაკი) ასე ნაგლად როგორ შვებიან, რამე საფუძველი აქვთ? Ეს სხვა ტაძრებსაც ეხება ახტალას მონასტერი და არა მარტო ტაძრებს ტერიტორიებს ჯავახეთი-ჯავახკ, თქვენ იმიტომ მოგმართეთ რომ შეიძლება არქეოლოგიის მხრიდან აქვთ რამე საბაბი? Სხვა არავინ აქცევს ყურადღებას, ესენი ხომ არ არიან კავკასიელები, ოსმალეთიდან გამოქცეულებს ჩვენს და როგორც ამბობენ აზერბაიჯანის მიწებზე დაასახლაო რუსეთის მეფემ!!!

  • @armaneivanovichi5789
    @armaneivanovichi57893 ай бұрын

    გიორგი ბრწყინვალეზეც კარგი იქნებოდა

  • @iraklikharazishvili5880
    @iraklikharazishvili58803 ай бұрын

    უილიამ დამპყრობელი საინტერესო იქნება

  • @zaalimazashvili6459
    @zaalimazashvili64593 ай бұрын

    როგორ შევცდი პროფესიის არჩევაში. ისტორია ბავშობიდან მიყვარდა და გამომდიოდა ეს საქმეც დაძადატანების გარეშე, მე რა ვქენი ავდექი და იურიდიული ჩავაბარე. ტფუი😂

  • @sandroinaniashvili9095
    @sandroinaniashvili90953 ай бұрын

    Რომის მტრებზე საინტერესო იქნება ❤ მაგ. Სპარტაკი ჰანიბალი ვერცინგეტორიქსი და ა.შ. ❤

  • @Gigichanturia
    @Gigichanturia3 ай бұрын

    ერთი სააკაძეზეც გააკეთე რა🙏

  • @alekokakhidze
    @alekokakhidze3 ай бұрын

    თორნიკე

  • @Kombali08
    @Kombali083 ай бұрын

    ბიჭებო ინდიელებზე ჩაწერეთ ერთი პოდკასტი😊

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    მე არ ვთვლი თავს ინდიელების მცოდნედ, ამიტომ შესაბამისი კვლევითი მიმართულების ამერიკანისტი მჭირდება სტუმრად, რომელიც ინდიელებზე თავისუფლად და ვრცლად ისაუბრებს, არ მინდა ეგ ეპიზოდი ზედაპირული გამოვიდეს. როგორც კი გაჩნდება შესაძლებლობა, იქნება ინდიელები.

  • @tornikekvitatiani3222
    @tornikekvitatiani32223 ай бұрын

    საოცარ საქმეს აკეთებთ. იქნებ ნოქალაქევის შესახებ ჩაწეროთ პოდკასტი. მადლობა წინასწარ

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    კი, ვფიქრობ მაგასაც

  • @lashatandilashvili3564
    @lashatandilashvili35643 ай бұрын

    გონიო - ციხე-სიმაგრეა, აფსაროსი კი ქალაქი! მაგრამ საინტერესოა ქალაქის სახელწოდების წარმომავლობა, რომელიც აიეტის ძის, აფსაროსი/აფსირტეს უკავშირდება.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    გონიო ახლანდელი ციხესიმაგრეა, რომელიც გვიანდელი აშენებულია. აფსაროსი მოიცავდა მაგასაც და უფრო ვრცელ ტერიტორიასაც. არაა ქალაქად აღნიშნული წყაროებში, ციხესიმაგრეა, ოღონდ არა დროებითი ანუ პილა მურალია არამედ ჯარის მუდმივი ციხესიმაგრე. შესაბამისად ქვის კედლები აქვს და არა ხის. ასეთი ტიპის ციხეების გარშემო, ჯარისკაცებთან ადგილობრივების ურთიერთობა იწვევდა ურბანულ განვითარებას და ამ მხრივ არის კი "ქალაქი".

  • @lashatandilashvili3564

    @lashatandilashvili3564

    3 ай бұрын

    @@BitterPodcast გმადლობთ! საყურადღებოა ასევე ვიკიპედიის სტატია, გონიოს ციხე (იხ: ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94). ზოგადად აფსირტე, ქართველი ისტორიკოსის, მოსე ჯანაშვილის მიხედვით, აფხაზების წინაპრების, აფსილების (აფშილები) ეთნარქია. აღნიშნული ცნობა კი მიზანმიმართულად სომხური გავლენით ამოღებულია ქართლის ცხოვრებიდან ისევე, როგორც არგონავტიკის ფაქტი, თუმცა საბედნიეროდ, არსებობს სხვა ისტორიკოსთა ცნობები არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ. ოდნავ თემა გამექცა და არსებობს თქმულება, რომ თურმე ჰ. შლიმანს ქუთაისში გათხრების წარმოება სდომია თავის დროზე, მაგრამ რუსეთის იმპერიისგან უარი მიუღია (იხ: ქართულ-პოლონური ექსპედიციის შედეგები kzread.info/dash/bejne/qWqHptlsmZirZ8Y.html). ეს თემა ძალიან სათუთია, რადგან ამ ადგილას საცხოვრებელი სახლებია...

  • @user-of4sr8er4q
    @user-of4sr8er4q3 ай бұрын

    30 წლიან ომეზე იქნება პოდკასტი?🤔 კაი საქმეს აკეთებთ და წარნატებები🤝

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    კი, გვაქვს უკვე 30 წლიან ომზე, დაუყევით პოდკასტის ფლეილისტს ✌🏻

  • @user-of4sr8er4q

    @user-of4sr8er4q

    3 ай бұрын

    @@BitterPodcast გასაგებია🤝

  • @isoldakharziani4077
    @isoldakharziani40773 ай бұрын

    აფსაროს სა და აფსუა ს შორის რამე კავშირი არის ?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    3 ай бұрын

    აფსაროსის ანტიკური ეტიმოლოგია არგონავტების მითთან მიდის - მედეას ძმა აფსირტესთან.

  • @user-zl6xh2fh6b
    @user-zl6xh2fh6b2 ай бұрын

    Грузины появились на Кавказе в 15 веке... Все грузинские буквы, это перевёрнутые буквы кирилицы, или их видоизменённые. Обратите внимание...

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    კარგი ჩემო ძმაო

  • @88UZUL

    @88UZUL

    2 ай бұрын

    и тебе не хворать ! 😂

  • @akoako1987

    @akoako1987

    2 ай бұрын

    вова,ето ты?

  • @liatodua1
    @liatodua13 ай бұрын

    ჩემს ეზოში ტერასების კეთებისას წავაწყდი აშკარად კირით ნაშენ კედელს. როგორ უნდა გავარჩიო, ძველია და ღირებულია და უნდა გავუფრთხილდე, თუ ჩვეულებრივია და არ მოვერიდო და დავშალო?

  • @tornikemamiseishvili908

    @tornikemamiseishvili908

    3 ай бұрын

    მოგესალმებით, პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ არის თუ არა ადგილი არქეოლოგიური ზონა, ან რაიმე ძეგლი ხო არაა ახლოს, ან რაიმე არტეფაქტები ხომ არ აღმოჩენილა შემთხვევით მუშაობის დროს, თუ საეჭვოა და გეშინიათ რაიმე არ გააფუჭოთ მიმართეთ უახლოეს მუზეუმს

  • @audiotsignebi
    @audiotsignebi3 ай бұрын

    რამდენად ხშირად ფიქრობ რომის იმპერიაზე?

Келесі