ევროპელები საქართველოს შესახებ

“მე ვაკეთებ შუშხუნა ღვინოს ქვევრიდან, იმიტომ რომ მე ძაან მომწონს ქვევრის ღვინო. ჩემთვის ეს არის ყველაზე მაგარი, ყველაზე ნატურალური ტექნოლოგია ღვინისთვის. სადაც არის ღვინის კულტურა, თუ გინდა საფრანგეთში, იტალიაში, საქართველოში ხალხი ფიქრობს ერთნაირად. საქართველოში ხალხს უყვარს სტუმრები, ეგ არის პირდაპირ გულიდან, რომ არის ვინმე ახალი ჩამოსული ქვეყანაში და უნდა იყოს კარგ ხელში, არ ვიცი როგორ ვთქვა.“ - ამბობს ვინსენტ ჯულიანი, მეღვინე, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქართველოში, ცხოვრობს საგარეჯოში და აწარმოებს შუშხუნა ღვინოს ძველი ქართული მეთოდით.
ვიდეო-რგოლი მომზადდა „ საქართველოს ევროინტერაციის საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში, ევროკავშირის პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა“ ხელშეწყობით.

Пікірлер

    Келесі