სამმხრივი მოლაპარაკება კიევში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც ა.წ. ნოემბერში, ბრიუსელში დადეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მოსამზადებელ უკრაინულ-ქართულ-მოლდოვურ კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებაზე, სამიტის დეკლარაციისთვის საერთო პოზიციების შემუშავებასა და ამ მხრივ პარტნიორების კონსოლიდირების საკითხებზე.

Пікірлер

    Келесі