სამი გავრცელებული მითი დავითისა და თამარის ეპოქაზე. მწარე პოდკასტი

▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტი" 114-ე ეპიზოდში მოისმენთ თუ საიდან ვიცით დავითის მსტოვართა ინსტიტუტის შესახებ, რას ეყრდნობა ვერსია ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟის თამარზე დაქორწინების შესაძლებლობაზე და რამ გამოიწვია მითები თამარის საფლავზე. სტუმრად, ისტორიკოსი, შუა საუკუნეების მკვლევარი ბექა კვაჭაძე.

Пікірлер: 106

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast2 ай бұрын

    „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერისთვის საქ. ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) patreon.com/BitterPodcast515 PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @bekachaladze9828
    @bekachaladze98282 ай бұрын

    ნიკა მაგარი პროექტია ძალიან და დიდი მადლობა. უმაგრეს საქმეს აკეთებ. მე პირადად უამრავი რამ გავიგე და ვისწავლე ამ პოდკასტებიდან. პირველ რიგში დავიწყე ისტორიის რელურად აღქმა , გამოსვლა ამ მითებიდან და სადღეგრძელოებიდან რომელიც მხოლოდ ურაპატრიოტიზმის და ობსკურიზმის წყაროა, რაც ყველაზე მეტად მძულს და რაშიც დღემდე ცხოვრობს ქართველი ხალხი სამწუხაროდ. მიხარია პირადად რომ გიცნობ. გიორგი ბრწყინვალეს შესახებ სიამოვნებით მოვისმენდი ეპიზოდს, ბევრი არაფერი გაგვიგია ამ მეფეზე და მის ეპოქაზე. წარმატებები

  • @khantadze
    @khantadze2 ай бұрын

    კიდევ უფრო მეტი ასეთი ლეგენდების და წარმოდგენების მსხვრეველი პოდკასტია საჭირო. ძალიან საინტერესო იყო მოსასმენად.

  • @sj3222
    @sj32222 ай бұрын

    აფხაზებზე რო გააკეთოთ ერთი გადაცემა. რა უნდათ? ვინ არიან? ზოგადად ისტორია კაი იქნებოდა

  • @rosjerry

    @rosjerry

    2 ай бұрын

    +

  • @rosjerry

    @rosjerry

    2 ай бұрын

    მაგ თემაზე გირჩევ "საქართველოს დაბადება"-ს უყურო. განსაკუთრებით იმ ეპიზოდებს სადაც სტუმრები ისტორიკოსები ან მკვლევრები არიან.

  • @sj3222

    @sj3222

    2 ай бұрын

    @@rosjerry ვუყურებ მაგასაც, მაგრამ საკმარისი არაა ხოლმე. იქ ბევრ თემას ურევენ ერთმანეთში. აქ კერძოდ აფხაზეთი კაი იქნებოდა

  • @matekhvedelidze2066

    @matekhvedelidze2066

    2 ай бұрын

    ბექა კობახიძეს აქვს ვიდეოლექცია აფხაზეთზე და ნახეთ

  • @sj3222

    @sj3222

    2 ай бұрын

    @@matekhvedelidze2066 შეგიძლიათ დალინკოთ?

  • @VakhoBLT
    @VakhoBLT2 ай бұрын

    ძალიან კარგი თემა იყო, მაგრად გაასწორა ბიჭებო, ჯიგრები ხართ ❤❤

  • @zazapapuashvili3065
    @zazapapuashvili30652 ай бұрын

    გიორგი ბრწყინვალეზე ველოდები განსაკუთრებით თქვენ პოდკასტს.

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast2 ай бұрын

    გოჩა ჯაფარიძის სამეცნიერო სტატიები: ტომი I iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/439859 ტომი II iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/412190

  • @beautyspaceonearth
    @beautyspaceonearth2 ай бұрын

    დვალებზე და ცხინვალზე გააკეთეთ რა.ჩრდილოეტ კავკასიაზე,ოსები ვაინახები ლეკები და ქართველები.ძალიან საინტერესო იქნება გთხოოვთ❤❤❤

  • @MakaMurvanidze-sy2qn
    @MakaMurvanidze-sy2qn2 ай бұрын

    დიდი მადლობა. ბევრი ახალი გავიგე. ძალიან საინტერესო იყო😊

  • @iraklikharazishvili5880
    @iraklikharazishvili58802 ай бұрын

    ძალიან კარგი ეპიზოდი იყო. ქართლის ცხოვრების სანდოობაზეც გააკეთეთ ერთი ეპიზოდი.

  • @user-po6ri4ci4v
    @user-po6ri4ci4v2 ай бұрын

    ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო , დიდი მადლობა

  • @mariamtchelidze914
    @mariamtchelidze9142 ай бұрын

    დიდი მადლობა ამ გადაცემისთვის

  • @tornikemshvildadze-lk5kf
    @tornikemshvildadze-lk5kf2 ай бұрын

    ძალიან საინტერესო იყო. მადლობა დიდი.

  • @jubojuba
    @jubojuba2 ай бұрын

    ყოველ ათ პოდკასტში ერთი მაინც უნდა იყოს მითებზე ❤

  • @bakarmgeladze5125
    @bakarmgeladze51252 ай бұрын

    ძალიან კარგი იყო :)

  • @user-hn2lb3zj1p
    @user-hn2lb3zj1p2 ай бұрын

    კარგი ეპიზოდი გამოვიდა ❤

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze2 ай бұрын

    70-იან 80-იან წლებში საქართველოს ისტორია თითქმის არ ისწავლებოდა. ერთადერთი საშვალება რამე გაგვეგო, მხატრული ლიტერატურა და ფილმები იყო, ამიტომ რა გასაკვირია რომ, დღემდე ის ჯერა მოსახლეობას რაც წაიკითხა და ნახა😢

  • @samossamoa2812
    @samossamoa28122 ай бұрын

    ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. დიდი მადლობა.

  • @kibernetika1234567
    @kibernetika12345672 ай бұрын

    დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. კარგი იქნება, თუ მითებზე კიდევ ჩაწერთ პოდკასტს.

  • @iloburdzgla5858
    @iloburdzgla58582 ай бұрын

    წარმატებები ბიჭებო❤️

  • @giorgibabutsidze1458
    @giorgibabutsidze14582 ай бұрын

    წარმატებები

  • @Blackandblue787
    @Blackandblue7872 ай бұрын

    მთელი დღე ველოდებოდი :)))

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    enjoy

  • @rusudantsereteli4327
    @rusudantsereteli43272 ай бұрын

    დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი იყო. სკოლის სახელმძღვანელოებია მისახედი😊

  • @gioxachidze3674
    @gioxachidze36742 ай бұрын

    საღოლ

  • @tamaztavadze4911
    @tamaztavadze49112 ай бұрын

    მადლობა❤️კიდევ გთხოვთ თუ არის საშუალება ჩაწეროთ პოდკასტი ძველ ეგვიპტეზე,ღმერთებზე,მითებზე და სხვ. თუ საშუალება იქნება ამერიკულ ძირძველ მოსახლეობაზეც(ინკები,მაია,აცტეკები).

  • @visit253
    @visit2532 ай бұрын

    სხვა ვიდეოებზეც ვწერ ხოლმე და კიდე დავწერ ჩვენ როგორც ვეძახით "აფხაზებზე" გააჯეთეთ ვიდეო სრულიად მათი არსებული ისტორია ჩვენი გადმოსახედიდან მითები და ასევე მათი გადმოსაზედიდან❤❤❤

  • @levannutsubidze982
    @levannutsubidze9822 ай бұрын

    ძალიან საინტერესოა, როგორც ყოველთვის, თუმცა მსტოვრების გაქარწყლება, ჩემი აზრით საკმარისად დასაბუთებული არ იყო. ისეთივე დამაჯერებელია მსტოვართა შემოღება, როგორც მისი არარსებობა.

  • @marinegogichaishvili
    @marinegogichaishvili12 күн бұрын

    Ეს, თქვენი მტკიცებულება, ჩვენს დიდ მეფე დავითს, გაცილებით Მეტ იდუმალებას სძენს, თუ ფიქრობთ, რომ რაიმე ახალი თქვით - არა, პირიქით მეფე ყოველმხრივ ბრძენი ყოფილა👍🧡

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    12 күн бұрын

    ვერ გავიგე რისი თქმა გინდათ 🤷🏻

  • @tamarkapanadze3485
    @tamarkapanadze34852 ай бұрын

    ისე, ძალიანაც ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, თითქოს მარტო ქართველებს გვიყვარდეს ზღაპრები. უმითოდ არ არსებობს ისტორია :) ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებობს მითები და ლეგენდები და უამრავი სამეცნიერო თუ პოპულარული წიგნი და გამოკვლევა ეძღვნება მერე მაგ მითების გაფანტვას.

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze54392 ай бұрын

    გელათის პროფესიონალური არქეოლოგიური შესწავლა უნდა მოხდეს, ყველა საფლავის კვალიფიკაციით და გენეტიკური კვლევებით.

  • @shorenabartaia3502
    @shorenabartaia35022 ай бұрын

    დიდი მადლობა ❤❤❤ გელათი რატომ არაა არქეოლოგიურად წესიერად შესწავლილი? სულხან საბაზე ძნ საინტერესო იქნება ერთი პოდკასტი ❤

  • @GeraltOf-Rivia
    @GeraltOf-Rivia2 ай бұрын

    აბა ჩოუჯდეეეეთ 🥰🥰

  • @davitmaisuradze2443
    @davitmaisuradze24439 күн бұрын

    გამარჯობა, მე გამიგია, რომ სვეტიცხოველთან იყო ქართველ მეფეთა ეკვდერი, რომელიც ააფეთქეს რუსებმა, რდენად სწორია ეს ინფორმაცია? მადლობა

  • @levannutsubidze982
    @levannutsubidze9822 ай бұрын

    ძალიან გავრცელებული მითია მოსახლეობის რაოდენობა თამარის ეპოქაში, იქნებ ერთ საკითხად ესეც გაითვალისწინოდ.

  • @onisevardanidze3907
    @onisevardanidze39072 ай бұрын

    დიდი მადლობა ❤იქნებ ერთი ეპიზოდი საქართველოს გაერთიანებაზე ჩაწეროთ. მითები და ლეგენდები მანდ იქნება თუ იქნება :))

  • @Lali....
    @Lali....Ай бұрын

    მასწავლებელი რა განათლებასა და ცოდნას გადასცემს მოსწავლეს ის ვრცელდება შემდეგშიც. როდესაც ლიტერატურა და ისტორია ერთმანეთისგან ვერ გაგვირჩევია რათქმაუნდა მითების არსებობაც დამაჯერებლად რეალური ხდება საზოგადოებაში.

  • @user-fk3gs4gr6p
    @user-fk3gs4gr6pАй бұрын

    მე ახლა აღმოვაჩინე თქვენი პოტკასტი.კითხვა მაქვს:ერთი ბლოგერისგან მოვისმინე,რომ თამარს ყავდა და.იყო ფიზიკური ნაკლით ,ამიტომ მას მალავდნენ.შეესაბამება თუ არა აიმართლეს?

  • @ikaki9799
    @ikaki97992 ай бұрын

    მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს? 1991 წლიდან ისტორიკოსები ხო დაწერენ ისტორიას თავისი სიმართლიდან გამომდინარე. თქვენ თქვენებურად და სხვა თავისებურად. ევროპელები თავისებურად და რუსები თავისებურად. რომელი მათგანის დაწერილი იქნება სიმართლე. ყველას ხო თავისი სიმართლე აქვს. ხოდა აქაც ეგრეა ვინც რასაც ფიქრობდა სიმართლედ იმას წერდა. ასე რომ თქვენ ეყრდნობით თქვენს წყაროებს ისინი თავისას და უბრალო მოკვდავიც დაიჯერებს იმას ვისიც უნდა რო დაიჯეროს. მოკლედ მინდა გითხრათ რომ ისტორია არის ვიღაცის ნდომით გადმოცემული ფაქტი. და სიმართლეს ვერასდროს ვერ გაიგებთ. აი ზოგს გონია რო შევარდნაძე ცდილობდა საქართველოს აყვავებას. ზოგიც იძახის რომ დააქციაო. როგორ გავიგოთ მტყუან მართალი?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    არ ვეყრდნობით ჩვენ წყაროებს. იგივეს განვიხილავთ ზუსტად. უბრალოდ მტკიცებისთვის წყაროების და საკმარისი ფაქტების არარსებობაზე მივუთითებთ.

  • @davitnaskidashvili7599
    @davitnaskidashvili75992 ай бұрын

    რუმის სასულთნო როგორ მოიხსენიება ქართულ ისტორიოგრაფიაში? შეიძლება ჰრომთაში რუმის სასულთნო იგულისხმებოდეს?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    საბერძნეთის სულთანს უწოდებს ბასილი ეზოსმოძღუარი, სულტან სელჩუქინს უწოდებს ისტორიანისა და აზმანის ავტორი და დიდი საბერძნეთის მფლობელად მოიხსენიებს.

  • @ratikistauri
    @ratikistauri2 ай бұрын

    ნიკა, ძალიან დიდი მადლობა ამ პოდკასტებისთვის. დიდი ინტერესით გისმენთ. თუ შეიძლება დამაკვალიანეთ - ბატონი გოჩა ჯაფარიძის წიგნს (ძიებანი) შევყევი, სხვებსაც მინდა წავაკითხო, იმათ ვინც ვერ კითხულობს ეკრანზე და შემთხვევით წიგნის სახით იყიდება სადმე, ხომ არ იცით? (სადაც დავრეკე და შევამოწმე არ აქვთ)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    სამწუხაროდ არამგონია სადმე იყიდებოდეს, მცირე ტირაჟით გამოცემული არაკომერციული, აკადემიური წიგნებია.

  • @guramtabidze2796
    @guramtabidze27962 ай бұрын

    მოგესალმენით, პირველ რიგში მადლობა საინტერესო პოდკასტისთვის, ერთი თხოვნა მექნება, იქნებ გვეერდებს - "kings and Generals" და "HistoryMarche"ს მიაწოდოთ ინფორმაციები საქართველოსა და რეგიონზე, თუ შესაძლებელი იქნება, მგონი თან უთავდებათ ისტორიები ნელნელა ))

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    Kings and Generals გავაკეთებინეთ ერთი ვიდეო თამარ მეფეზეც, მაგრამ მარტო ფასიანი გამომწერებისთვის დაუდიათ. იმედია მერე ყველასთვის დადებენ.

  • @gelacharashvili8460
    @gelacharashvili84602 ай бұрын

    კი ეგეც მაგარი ზღაპარია 12 მილიონი საიდან ვიქნებოდით თბილისი ერთი პატარა სოფელი იყო ეგ ლეგენდა ძაან ბევრს ჯერა მაგაზეც საჭიროა მოსახლეობის რიცხოვნობაზე ერთი ჩანაწერიც

  • @zazaimerlishvili7647

    @zazaimerlishvili7647

    2 ай бұрын

    ვიღაცას რომ 12 მილიონის სჯერა ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ ამ ფანტასტიკური რიცხვის გარდა სხვა რომ არ გაგიგია, იმას ნიშნავს რომ სამეცნიერო ლიტერატურასთან შეხება არ გქონია. ივანე ჯავახიშვილმა არაპირდაპირი გზით, სახელმწიფოს იმდროინდელი შემოსავლების საფუძველზე გააკეთა მიახლოებითი გამოთვლა და მოსახლეობის რაოდენობა ოთხნახევარი მილიონი გამოვიდა. ამ რიცხვში შედის საქართველოს ქვეშევრდომი სომხებიც. ასეა საქმე. ჰო, კიდევ, მე-12-13 საუკუნეებში თბილისი ნამდვილად არ იყო სოფელი. ის აღმოსავლეთის ერთერთი დიდი ქალაქი იყო. ეს საკითხიც აჩვენებს, რომ სამეცნიერო ლიტერატურასთან შეხება არ გაქვს და საკითხები ყურმოკვრით იცი. ასეთ დროს რაღაცეებზე დაბეჯითებით ლაპარაკი არასერიოზულია.

  • @giorgiparesishvili6127
    @giorgiparesishvili61272 ай бұрын

    ვააააჰ თქვენ შემოგევლეთ! შემთხვევით აღმოვაჩინე ეს არხი და ეგრევე გამოვიწერე.თავიდან დროს რო შევხედე შევიცხადე,მარა რას ლაპარაკობ რომ გისმენთ აღარ მყოფნის დრო,დაუსრულებლად შემიძლია გისმინოთ ღმერთმა გაგიმარჯოთ ამ მაგარ საქმეში!ხალხო აი ესაა ხარისხი ერთი წიგნი გადაწონის ყველა შოუს ერთად აღებულს,რადგან წიგნი ყველაზე ძლიერია

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp2 ай бұрын

    თქვენ აპირებდით გაგეკეთებინათ ვიდეო სეფიანთა სპარსეთზე და მინდა ქთხოვოთ რო დასაწყოსში თქვათ მოკლედ რო არის თუ არა სეფიანები აზერბაიჯანული მერე კი დავიწყოთ პოტკასტი და ბოლოშიც დასკვნა გავაკეთოთ ძალიან ქთხოვთ

  • @gelacharashvili8460
    @gelacharashvili84602 ай бұрын

    ხალხს უყვარს ზღაპრები ლეგენდები ფანტასტიკები ამიტომ ჯერათ თამარ მეფის საფლავზე ამდენი ტყუილი და სიყალბე.

  • @altefritz6945
    @altefritz69452 ай бұрын

    თამარზე რაც ილაპარაკეთ, ზუსტად ეგრეა, მარა ეგ ლეგენდები ხო მისი გარდაცვალებისას არ გავრცელებულა. ეგ კუბოების ამბავი და ასე შემდეგ ხომ გვიან შუა საუკუნეებს უკავშირდება, რა დროსაც მართლა ქრება მისი საფლავიც და დავითისაც და რატოა გამორიცხული რო მართლა სრულიად სხვაგან გადაასვენეს ან საიდუმლო სამარხი იყოს სადმე მეფეების? აბა როგორ იხსნება ის მოვლენა რომ ამდენი მეფე ჰყავდა ერთიან საქართველოს და არცერთის საფლავი არ არი ცნობილი. ყველა საკურთხეველში რანაირად დაეტეოდა ან ყველა ხო არც იყო წმინდანად შერაცხული. სად უნდა წასულიყო დემეტრე პირველის, გიორგი ბრწყინვალის საფლავები? (ეგენი არავის ახსოვს, რიგით ხალხს მარტო თამარის აინტერესებს). თან იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის დროსაც ხომ უკვე თამარის საფლავი ცარიელი იყო.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    ეს ნახეთ kvirispalitra.ge/article/48192-rogor-edzebda-thamaris-saflavs-eqvthime-thayaishvili/

  • @altefritz6945

    @altefritz6945

    2 ай бұрын

    @@BitterPodcast წავიკითხე, ოღონდ ეგ რას ცემს პასუხს ვერ გავიგე. ეგ საფლავების საიდუმლოება ხომ სცილდება თამარს.. ან ვერსია რომ არის თითქოს ოსმალების შემოსევისას დავითი ამოასვენეს და საკურთხეველში დაკრძალესო. ასე დარწმუნებულები იყვნენ გელათელი ბერები ოსმალები რას შეეხებოდნენ და დაარბევდნენ და რას არა? ჩემი ძალიან დილეტანტური აზრით, უფრო ლოგიკური იქნებოდა თუ სრულიად სხვაგან გადაასვენებდნენ და გაასაიდუმლოებდნენ მაგ ამბავს. რავიცი.. თორე ამდენი მეფე სად გაქრა

  • @tamarkapanadze3485

    @tamarkapanadze3485

    2 ай бұрын

    ეგ ცხრა კუბოს ამბავი ფოლკლორია. ხალხური სიმღერაა, ფანდურზე ამღერებდნენ (არსებობს ჩანაწერი, youtube-ზეც დევს). საერთოდ, ფოლკლორმა, ზეპირსიტყვიერებამ და მხატვრულმა ლიტერატურამაც ძალიან შეუწყო ხელი თამარის შესახებ მითების გავრცელებას, ტოპონიმიკის და სხვადასხვა წვრილმანი ისტორიების ჩათვლით. დასაფლავების ადგილიც ვერ ასცდა ამას. ზუსტადაც რომ მიეთითებინათ საფლავის ადგილი, მაინც დაატანებდნენ იდუმალებას. მაგალითად, აკაკი ბელიაშვილის რომანში "ოქროს ჩარდახი" პირდაპირ წერია, რომ საფლავი გელათშია, მაგრამ, მდებარეობა "საიდუმლოა ბაგრატოვანთა გვარისა' (ასე ეუბნება კათალიკოსი იოსები ბესიკ გაბაშვილს, როცა გელათში მეფეთა საძვალეს ათვალიერებინებს).

  • @ragacaragacashvili6861
    @ragacaragacashvili68612 ай бұрын

    ისტორიკოსები და იურისტები .......😂

  • @user-qx3bg2ll7g
    @user-qx3bg2ll7g2 ай бұрын

    რამდენად რეალურია და რას ფიქრობთ უინძორების და ჯაყელების ნათესაობაზე

  • @ketitsukhishvili5542
    @ketitsukhishvili55422 ай бұрын

    ბატონი გოჩა ჯაფარიძის სტატიების ლინკი შეგიძლიათ დაწეროთ?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    ამ კრებულებში ნახეთ: ტომი I iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/439859 ტომი II iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/412190

  • @chago173
    @chago1732 ай бұрын

    მეორე მსოფლიო ომის უშვალოდ საბრძოლო მოქმედებებზე რო ჩაწერო თორნიკესთან ერთად საინტერესო იქნება ❤❤❤

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    თორნიკემ მარტო დიპლომატიაო 😁

  • @cgg5924
    @cgg59242 ай бұрын

    მამუკა წურწუმიას რომელ სტატიაში წერია ხერხეულიძეებზე?

  • @beqakvachadze1696

    @beqakvachadze1696

    2 ай бұрын

    ომის იდეოლოგია საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში: ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი გვერდები 260-261. გარდა ამისა თემო ჯოჯუას სტატიაც შეგიძლიათ ნახოთ "ცხრა ძმა ხერხეულიძის წმინდანებად შერქცხვის დროისათვის"

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    მამუკა წურწუმია, ომის იდეოლოგია, გვ. 260-261. არის ელ-ვერსია რუსთაველის ფონდის და საჯარო ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექციებში. თემო ჯოჯუას სტატიაც არის ასევე "ცხრა ძმა ხერხეულიძის წმინდანებად შერაცხვის დროისთვის".

  • @tamarkapanadze3485
    @tamarkapanadze34852 ай бұрын

    ფრიდრიხ ბარბაროსას შვილის ამბავი პირველად გავიგე. გივი ჟორდანია ვინც იყო, ვიცი, მაგრამ, ეგ მითი, როგორც ჩანს, არ იყო განსაკუთრებულად ფეხმოკიდებული, თამარ მეფის შესახებ არსებულ სხვა მითებთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში, ვერც სკოლის წიგნიდან ვიხსენებ მაგ ამბავს და ვერც რომელიმე პოპულარული წიგნიდან...

  • @cgg5924
    @cgg59242 ай бұрын

    ვინ უთხრა ჟორდანიამ რა დაგიშავაო? თქვით ღიად ხალხმაც რო იცოდეს

  • @amikogogia5676
    @amikogogia56762 ай бұрын

    😳😳 გამოვ#ლევდი!!!!! ბავშვობაში მაგრად მევასებოდა ინდიანა ჯონსიი და არქეოლოგობაზე ვოცნებობდი, ნუ სანამ მამაჩემმა არ მითხრა არქეოლოგებს ბევრი ფული არა აქვთო და გადავიფიქრე 😆 მოკლედ ვინმე თუ მკითხავდა რა გამოხვალ რო გაიზრდებიო , ვპასუხობდი არქეოლოგითქო და თამარ მეფის საფლავს ვიპოვითქო. მართლა პირი დავაღეე, სამივე წყაროს რო კითხულობდა ეს ტიპი, ყოველ მორიგ წყაროზე ყბა ერთი საფეხურით ქვემოთ ჩამომდიოდაა 😆😆 უყურე შენ, ნაბო#არი დებუა, როგორ აგვრია მთელი ერი 😆

  • @avtandilrukhadze219
    @avtandilrukhadze2192 ай бұрын

    მადლობა საინტერესო ინფორმაციები მივიღე, მაგრამ ისიც საინტერესოა მონღოლებს რატო დავხვდით ასე მოუმზადებლები, რატო არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია მათ შესახებ, როცა უკვე ხვარაზმის ამხელა იმპერია განადგურებული ჰქონდათ. ასევე თამარის და დავითის საფლავების გადამალვა ხო არ უკავშირდება ოსმალების გამოჩენას მე-15 საუკუნეში ქუთაისში და დასავლეთ საქართველოში? ასეთი აზრიც მომისმენია.

  • @Malatesta7493

    @Malatesta7493

    2 ай бұрын

    ლაშა გიორგის დროს მოუმზადებლები არ დავხვერდივართ, ვიბრძოლეთ და წავაგეთ. იმ დროის მსოფლიოში ბევრი ვერავინ დაიტრაბახებდა რომ მონღოლების დამარცხება შეეძლო.

  • @avtandilrukhadze219

    @avtandilrukhadze219

    2 ай бұрын

    @@Malatesta7493 დიახ გეთანხმებით, მონღოლები უბადლო მეომრები იყვნენ და გადათელეს მთელი აზია. მაგრამ რუსუდანმა თუ მართლა ის მიწერა რომის პაპს, რომ თავიდან ქრისტიანები გვეგონაო ეს მონღოლებიო, ძაან სიბეცესთან გვაქვს ჩემი აზრით საქმე, რანაირად უნდა გეგონოს აღმოსავლეთიდან მოსული წვრილთვალება ხალხი ქრისტიანებად, საინტერესოა.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    ყველა მასე დახვდა მონღოლებს უცხო ელემენტი იყო და მოულოდნელად ძლიერი. დავითის დროსაც აქვთ დაშვებული დიდი შეცდომები მსტოვრებს, მეფემ მაგალითად მარტო ტაძრეულით რომ მოიგერია სელჩუკების დიდი არმია, რადგან ინფორმაცია არ ჰქონდა მოულოდნელად ისე წამოადგნენ თურქები. ასევე, შირვანის მიმართულებაზეც დაემართა მსგავსი, ბანაკში დაესხნენ თავს. კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა იმ დროში. მანასკერტთან, 1 დღის სავალზე იყვნენ თურქები ბიზანტიელებისგან და არ იცოდა იმპერატორმა.

  • @tamarkapanadze3485

    @tamarkapanadze3485

    2 ай бұрын

    მონღოლებმა ჩვენამდე იმხელა ტერიტორიებს გადაუარეს, ყველა როგორ იყო მოუმზადებელი? მგონი, არასწორად ფასდება მონღოლების სამხედრო და მხედრული შესაძლებლობები. მომთაბარეების უზარმაზარი ტალღა შეიძლება მხოლოდ ცუნამის შევადაროთ, რომლის წინაშეც ყველა და ყველაფერი უძლურია და როცა დაიძვრება-ყველაფერს სრავს. ჩვენც მოვყევით ამ ტალღაში

  • @ragacaragacashvili6861
    @ragacaragacashvili68612 ай бұрын

    გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.😅

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    ეგ პოდკასტი არაა, სხვა ფორმატია. პოდკასტში გრძლად ითქმის. მოკლე დროში არგუმენტირებული ახსნა რომ ვერ ხერხდებოდა და მერე ვენებს იჭრიდნენ რატომაა აბა ასეო, იმიტომ შეიქმნა ვრცელი პოდკასტები. ვისაც ყურადღება არ ყოფნის, ვერ მოუსმენს, ეგ გათვალისწინებულია, მაგრამ ასეთ საუბრებს თავისი მსმენელი ყავს.

  • @sulikoabuladze7417
    @sulikoabuladze74172 ай бұрын

    დავით აღმაშენებელი რო განათლებული და ნიჭიერი მონარქი იყო უდავოა და არაფერ შუაშია განსაკუთრებული სადაზვერვო ქსელი, უფრო მნიშვნელოვანი იქნება განგეხილათ მის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკა სადაც ის აწინაურებდა ნიჭიერ და ერთგულ ხალხს, ამან მოიტანა ძლიერი ქვეყნის შექმნა

  • @iakobmtchedlishvili1595
    @iakobmtchedlishvili15952 ай бұрын

    აშკარად, ძალით არიდებთ თავს მეფე ერეკლეზე პოდკასტის ჩაწერას.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    მე არაფერს ვარიდებ თავს, თვითონ არ ვარ სპეციალისტი საერთოდ მაგ პერიოდის და სტუმრად ხომ უნდა მოვიდეს კომპეტენტური, ობიექტური მკვლევარი და ჯერჯერობით ვერ მოვახერხე მოყვანა. ერთი ეპიზოდი არის ჩვენს არხზე ერეკლეზე ისედაც, კრწანისის ბრძოლაზე კონკრეტულად.

  • @iakobmtchedlishvili1595

    @iakobmtchedlishvili1595

    2 ай бұрын

    @@BitterPodcast ყველა და ყველაფრის სპეციალისტი მოინახა და ერეკლეს ეპოქის სპეციალისტი ვერა. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი, სამწუხაროა.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 ай бұрын

    მუშაობენ ერეკლეზე განა არა, მაგრამ, ბელეტრისტიკაა უმრავლესობა და მეცნიერება ნაკლები. მაგრამ არის კარგი მკვლევარიც და იმედი მაქვს მასთან შევძლებ ჩაწერას.

Келесі