საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში

„მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ - თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება. მას მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრება. საერთაშორისო კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі