მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 79. რამ გამოიწვია ჯვაროსნული ომები?

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 79-ე, საკმაოდ ვრცელ და დატვირთულ ეპიზოდში, ჯვაროსნული ომების მიზეზებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ჯვაროსნული ომები დასავლურ და ქართულ ისტორიოგრაფიაში; ამ საკითხის ინტერპრეტაციის პრობლემები და ხარვეზები; მარქსისტული ისტორიოგრაფიის დამოკიდებულება; საკითხის თანამედროვე გააზრება შუა საუკუნოვან წყაროების მიხედვით; ჯვაროსნული ომების რელიგიური და მატერიალისტური მოტივები; რომაული სამყაროს კვალი; ქრისტიანული და ისლამური სივრცეები; ბიზანტია და ლათინები; პაპ გრიგოლ VII-ს ადრეული გეგმა და მისი განხორციელება; წმინდა მიწაზე პილიგრიმობის სირთულეები; შუა საუკუნეების ფეოდალური საზოგადოების მსოფლმხედველობა და კიდევ მრავალი სხვა, მნიშვნელოვანი საკითხი.
პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ბექა კვაჭაძე.

Пікірлер: 71

  • @user-cs2cg4rz3t
    @user-cs2cg4rz3t Жыл бұрын

    ახალგაზრდა ისტორიკოსებმა ძალიან ბევრი აღმოჩენები გააკეთეს, ისტორიის მოყვარულთა საინტერესო, საყვარელი პროგრამაა ეს ეს პოდკასტები.

  • @vajix84
    @vajix84 Жыл бұрын

    ჩვენს დროში უფრო ადვილად მოსაპოვებელია ინფორმაცია ვიდრე ადრეულ პერიოდში, როცა ბიბილიოთეკაში უწევდათ ძებნა წიგნებიდან. ახლა ელექტრონულად იპოვი რასაც გინდა უფრო სწრაფად. კარგია რომ ამას ვიღაც აკეთებს და ასე დაღეჭილ დამუშავებულს მარტივი ენით გადმოგვცემს. დიდი მადლობა ამ პოდკასტისთვის🙏🏻

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili873211 ай бұрын

    ძალიან დიდი მადლობა თქვენი შრომისა და მცდელობისთვის ,რომ დავინახოთ ისტორია ისე,როგორც არის.ისტორია ძალიან გვიან,მაგრამ მაინც სხვაგვარად შევხედე ისტორიას.როგორც ქართულს,ისე მსოფლიო.სკოლის სახელმძღვანელოებს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბაშვება ისტორია გაიგონ სწორად და არა უკუღმა,ისე როგორც ამას ჩვენ ვსწავლობდით

  • @levanidavitashvili8256
    @levanidavitashvili825616 күн бұрын

    მადლობა არაჩვეულებრი იყო 👌

  • @MariMari-uc8lf
    @MariMari-uc8lf Жыл бұрын

    საინტერესო იყო, გმადლობთ!

  • @NanaBagaturia
    @NanaBagaturia Жыл бұрын

    ყოჩაღ, ახალგაზრდა თაობის ისტორიკოსებს!

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 Жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო და სრულიად სხვა თვალით დავინახე ეგ პროცესები. 😌

  • @vajix84
    @vajix84 Жыл бұрын

    ჩემთვის საინტერესო ისტორიული პიროვნებები ვიზეც ცოტა ვიცით და მინდა რამე ახალი გავიგო არიან გიორგი ბრწყინვალე, სვიმონ პირველი, სოლომონ პირველი(მაგ პერიოდში სულ ერეკლეზეა ლაპარაკი, არადა სოლომონიც არანაკლებად პატრიოტი და ძლიერი მეფე იყო).

  • @nikairemadze4155
    @nikairemadze4155 Жыл бұрын

    ძალიან კარგი იყო.

  • @user-iu1oe1sg4x
    @user-iu1oe1sg4x8 ай бұрын

    🇬🇪👍🇬🇪👍🇬🇪👍🇬🇪👍

  • @zuraphartenadze5684
    @zuraphartenadze5684 Жыл бұрын

    Crusader Kings-ის საუნდთრექები უხდება 😅✨

  • @samossamoa2812
    @samossamoa28122 ай бұрын

    ბრავო! გენიოსები ხართ. დიდი მადლობა.

  • @user-us9wu2yo6z
    @user-us9wu2yo6z Жыл бұрын

    პალესტინაზე იქნებ ჩაწეროთ როდისმე, რეალური ისტორია თქვენებურად, მხოლოდ ფაქტები

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze1555 Жыл бұрын

    ძალიან კარგი საქმეა

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast8 ай бұрын

    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: patreon.com/BitterPodcast515 საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @gioxachidze3674
    @gioxachidze3674 Жыл бұрын

    სეფიანების ირანზე და ქართველების როლზე მასში ამ თემაზე ჩაწერეთ თუ შეიძლება

  • @rattiii1
    @rattiii1 Жыл бұрын

    ერეკლეზე გააკეთეთ ერთი გადაცემა საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ტრაქტატზე

  • @Blackandblue787
    @Blackandblue787 Жыл бұрын

    თქვენ უფრო კაი და დიდი ისტორიკოსები ხართ ვიდრე მინიმუმ მესხია :))

  • @levanitordinava12345

    @levanitordinava12345

    Жыл бұрын

    davit..100%

  • @mikheilshengelia5987

    @mikheilshengelia5987

    Жыл бұрын

    დრო გადის, ახალი აღმოჩენები, ახალი კვლევის მეთოდები შემოდის, მესხია, ჯავახიშვილი, ჯანაშია დიდი ისტორიკოსები არიან ოღონდ თავისი დროის, მათ შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და დღეს 100% მათ დასკვნებს ვერ დავეყრდნობით, რადგან ჯავახიშვილმა დაწერა 80 წლის ესეიგი წყალი არ გაუვა ამ მიდგომით წინ ვერ წავალთ, თვითონ მესხია ან ჯავახიშვილი რომ გააცოცხლო და უთხრა ჯერ კიდევ თქვენი დაწერილის იმედად ვართო გული გაუსკდებათ..

  • @NanaBagaturia
    @NanaBagaturia Жыл бұрын

    მაგარი გადაცემაა! მუსიკას ნუ დაადებთ ფონად! სუფთა საუბარის მოსმენა ჯობია! არანაირი მუსიკა არაა საჭირო! გთხოვთ! ყოჩაღ, ახალვაზრდა თაობის ისტორიკოსებს!

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    მადლობა ✌🏻

  • @murmanjoxadze4884
    @murmanjoxadze4884 Жыл бұрын

    კარგია

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast Жыл бұрын

    მამუკა წურწუმია, ომის იდეოლოგია საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში: ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი rustaveli.org.ge/res/docs/9c7e9ff709d2c3a64cf522ed45761344a78e25e1.pdf

  • @kaci4859
    @kaci4859 Жыл бұрын

    ათენზე ჩაწერეთ ერთი პოდკასტი

  • @user-yq6gq7vd5x
    @user-yq6gq7vd5x Жыл бұрын

    medieval total war 2 crusades ❤❤

  • @gelacharashvili8460
    @gelacharashvili8460 Жыл бұрын

    ეგ მართალია ძალიან დიდი როლი ქონდას ჯვაროსნებს საქართველოს გაძლიერებაში

  • @powerup5075

    @powerup5075

    4 ай бұрын

    😂😂

  • @ninolomidze1021

    @ninolomidze1021

    2 ай бұрын

    ​@@powerup5075 რაგაცინებს ყლეო მითხარი აბა ❓

  • @ima-rik

    @ima-rik

    18 күн бұрын

    რა გაძლიერებაში იმდენი ქართველი გაწყდა ყივჩაღების ჩამოსახლება დაჭირდა აღმაშწნწბელს და სხვადასხვა ხალხის კიდევ რომ მოსახლეობა შეევსო და მამაკცები ყოლოდა ქვეყანაში. ეგ იყო ინტეგრაცია მოხდა საქართველოსი უფრო მეტად ევროპაში.

  • @stradlin26
    @stradlin26 Жыл бұрын

    ეპიზოდმა სათაურისგან წამოსული მოლოდინი გაამართლა

  • @greenfood820

    @greenfood820

    11 ай бұрын

    მე 11 საუკუნის შუა წლებში დასრულდა დიდი პროცესი - კათოლიკური(რომის) ეკლესია გამოეყო მართლმადიდებულ ეკლესიას,ამის შემდეგ რამდენიმე ათეულ წელში დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა,მანამდე არავის ახსოვდა ის რომ წმინდა მიწა გასათავისუფლებელი იყო.რომის პაპი იყო ამ იდეის სულისჩამდგმელი,რომლის რეალური მიზეზი იყო,დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს,ახალი მიწების დაპყრობა და გამდიდრება,ამოფარებული ქრისტიანობას.

  • @badomezvrishvili4263
    @badomezvrishvili4263 Жыл бұрын

    საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე გააქვთ პოდკასტი ? და თუგაქვთ , კომენტარებში რომ მიუთითოთ ლინკი . რაც შეეხება ამ ეპიზოდს , ძალიან საინტერესო იყო , მადლობა .

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    napoleontalk.podbean.com

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 Жыл бұрын

    1:50 ამ ნახატზე საქართველოს დროშა ჩანს ? 🤔

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ბოლოს წინა ილუსტრაციაზე? მონჟისარის ბრძოლაა (1177), იერუსალიმის სამეფოს დროშაა.

  • @RAPIDPAST
    @RAPIDPAST Жыл бұрын

    როგორც პოდკასტის არხი, შეგიძლია რაიმე სხვა პოდქკასტი მირჩიო (ინგლისურად ან ქართულად) ან შეგიძლია რესურსები მომცე რითაც ამ ინფორმაციას იღებ? მადლობა.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    BBC history extra ამ პოდკასტს გირჩევთ, შესანიშნავი ეპიზოდებია უამრავ თემაზე, სპეციალისტებთან.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ინფორმაციას, როგორ გითხრათ, ისტორიის დოქტორანტი ვარ (ვიწრო განხრით, შუა საუკუნეების მკვლევარი). მთელი ცხოვრებაა ისტორიას ვკითხულობ და ვიკვლევ, ვაქვეყნებ სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს, შესაბამისად, უამრავი წყაროდან მაქვს მიღებული, თან უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლი, შესაბამისად, მუდმივად მაქვს შეხება საქართველოს და მსოფლიო ისტორიასთან; ასე რომ მანდ უფრო დაკონკრეტება იქნება საჭირო რა თემაზე გაინტერესებთ ლიტერატურა.

  • @akoako1987
    @akoako1987 Жыл бұрын

    ნაპოლეონის პოდკასტი დასრულდა? ბოლო ვიდეო თითქის წელიწადის წინაა დადებული :(

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ძირითადი ნაწილი ამოიწურა, მაგრამ, არის შანსი განახლდეს შიგადაშიგ.

  • @gelacharashvili8460
    @gelacharashvili8460 Жыл бұрын

    ერთი გადაცემა საფრანგეთის რევოლუციაზეც დადეთ

  • @temuridev
    @temuridev Жыл бұрын

    მოგესალმებით. მხოლოდ იუთუბზე დებთ პოდკასტებს?

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    Spotify-ზეც არის

  • @temurgorgadze302
    @temurgorgadze3024 күн бұрын

    რა ქვია კინოს

  • @geoge3078
    @geoge30788 ай бұрын

    25-ე წუთზე ვარ და ჯერ ისევ იმაზე მიდის საუბარი, რომ ძველი თაობის ქართველი ისტორიკოსები კარგად არ იკვლევდნენ ჯვაროსნულ ომებს, ვინც რამეს წერდა მხოლოდ გამორჩენის მოტივებს ხედავდა ჯვაროსნული ომების დაწყებაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კვლევები და ა.შ. მოკლედ ჯერ ვერ მივედი რა გამოიკვლიეს ახლებმა, ვაგრძელებ სმენას :) ბოდიში, ამ ბოლო დროს სულ კრიტიკულ შენიშვნებს ვაკეთებ :)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    8 ай бұрын

    ეს ეპიზოდი არის ფუნდამენტური და ვრცელი, როგორც სამეცნიერო სტატია ისეა ჩაწერილი და წინ ერთვის საკითხის ისტორიოგრაფია.

  • @geoge3078

    @geoge3078

    8 ай бұрын

    @@BitterPodcast გასაგებია, მაგრამ მსმენელის პოციზიიდან ვამბობ, რომ ცოტა გაჭიანურებული შესავალი იყო. მაპატიეთ თუ ზედმეტად კრიტიკული გამოვედი :) წარმატებებს გისურვებთ

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    8 ай бұрын

    როდესაც 2 საათიანი ეპიზოდს მოსასმენად ჩაუჯდება ვინმე, იმისიც მჯერა რომ მასე კომპლექსურ ახსნას გაუძლებს, თორემ, 10-12 წუთიან ვიდეოებსაც, მოკლე-მოკლე შინაარსებით გავაკეთებდი თავისუფლად. მაგრამ, მასეთი ვიდეოები ვერ პოდკასტობს, უბრალოდ შემეცნებითი ვიდეოა. და მასეთებიც არის შიგადაშიგ და კიდევ იქნება აუცილებლად.

  • @tamazkiknadze2281
    @tamazkiknadze22816 ай бұрын

    ფონად მუსიკა აღარ დაადოთ, ნამეტანი ხელს უშლის საუბარზე კონცენტრაციას...

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    6 ай бұрын

    აქ ოდნავ ხმამაღლა გამოვიდა და მომდევნო ეპიზოდებში აღარაა ეს პრობლემა.

  • @sheloshim
    @sheloshim11 ай бұрын

    დიდი მადლობა! ოღონდ მუსიკას ან დაუწიეთ ან საერთოდ გამორთეთ...

  • @nikatkeshelashvili6801
    @nikatkeshelashvili6801 Жыл бұрын

    1.33.22 - ანუ მარქსისტული პერსპექტივით, მატერიალურის პირველადობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გაღორებული დამპყრობლები იგონებენ მიზეზს რომ გამდიდრდნენ, არამედ იმაში რომ (ამ შემთხვევაში)რელიგიურ მოტივაციას არაცნობიერად აჩენს მატერიალური ფაქტორი. პირველადია მატერიალური გარემოება და ეგაა მთავარი კატალიზატორი, ხოლო შემდეგ გონება ქმნის ამ ზედნაშენს, როგორც დასაწყისში ახსენეთ. ეგ ზედნაშენის წარმოქმნა, იქნება რელიგია თუ იდეოლოგია, ესეთი მარტივი პროცესი არ არის, დარწმუნებული ვარ რელიგიური მოტივები ამოძრავებდა ყველა ჯვაროსანს ძირითადად, ისე რომ ამის მატერიალურ პირველმიზეზსს ვერც აცნობიერებდნენ. ეგ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონოდა გაცნობიერებული , ისინი კიდე უფრო ვატიკანში და სასახლეებში ისხდნენ. რაც შეეხება საბჭოთა ისტორიოგრაფიას, რა თქმა უნდა ამ მცირე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მარქსისეული პერსპექტივის, გაბუქება და საბჭოთა პროპაგანდის განსამტკიცებლად ხდებოდა ხდებოდა ძირითადად. (ანტი კოლონიალური დისკურსისთვის). მოკლედ მე ვცდილობ მარქსისტული პერსპექტივა, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანია, გავმიჯნო საბჭოთა ისტორიოგრაფიისგან, რომელიც მეცნიერებას უხეშად იყენებს პროპაგანდის ბაზისის შესაქმნელად. მარქსს ვიცავ მოკლედ :დდდ

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    მარქსისტული მატერიალიზმი მნიშვნელოვანი შენაძენია ისტორიოგრაფიისთვის, რადგან ამ ფაქტორის გარეშე არც ერთი ომის განხილვა არ იქნებოდა სწორი, მაგრამ რომ გადახედოთ ქართულ ისტორიოგრაფიას ჯვაროსნებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, მთლიანად მას კიდებდნენ ყველანაირ რელიგიურ ომებსაც, რაც ამ ომების კვლევის ფონზე ვერ ჩანს მართებული. ჯვაროსნულ ომებს ჯვაროსნების უდიდესი ნაწილი, არ გაუმდიდრებია. მათი უმეტესი ნაწილი, მათ შორის მონარქები, მთავრები, გრაფები, ჰერცოგები პირიქით გაღარიბდნენ, სამფლობელობები დაკარგეს ევროპაში ან დაიღუპნენ საერთოდ აღმოსავლეთში. ეს პერსპექტივა კარგად იყო ცნობილი მაგრამ მაინც მიდიოდნენ რელიგიური მოტივებისა და პრესტიჟისთვისაც (აი ესეც ცალკე მომენტია კიდევ, ჯვაროსნის სტატუსი და პრესტიჟი მნიშვნელოვანი რამ იყო). მათი მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ადგილზე და ისიც მუდმივად კონფლიქტში იყო, რადგან უცხო სხეულს წარმოადგენდა ამ დროისთვის უკვე პალესტინა-სირიისთვის, ასევე, ბიზანტიასთანაც მუდმივად დაძაბულ ურთიერთობაში იყვნენ; მოკლედ, მატერიალური თვალსაზრისით, ჯვაროსნულმა ომებმა აჩვენა თავიდანვე რომ ამ მხრივ ბევრი არაფრის მომცემი გახდა. თუმცა, თავისთავად იქონია ზეგავლენა კულტურულ გაცვლა-გამოცვლაში აღმოსავლეთთან და ისლამური რენესანსის ბევრი სიახლე შემოვიდა ევროპაში. პრინციპში, ეს ვისაუბრეთ კიდეც პოდკასტში.

  • @beqakvachadze1696

    @beqakvachadze1696

    Жыл бұрын

    მარქსს არაფერი აქვს დასაცავი ამ პოდკასტში განხილული საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოთა ისტორიოგრაფიას კი ბატონო.

  • @nikatkeshelashvili6801

    @nikatkeshelashvili6801

    Жыл бұрын

    @@beqakvachadze1696 არადა აქვს 😁 ზედაპირულად არის მარსქისტული პერსპექტივი ნაჩვენები, თითქოს მატერიალური მოტივი ესე ცნობიერად მოქმედებს და ყველა გააზრებულად, ფულისთვის მოქმედებს და რელიგიასაც შეგნებულად იყენებს. არადა მსგავსი არაფერია მარქსთან, არაცნობიერია ეგ და თან ზე-ინდივიდუალური. საბოლოოდ საბჭოთა ისტორიოგრაფიის ბრალია, რომ იგივენაირად ზედაპირულად გამოიყენა მარქსისტული მეთოდი თავისი იდეოლოგიის გასამყარებლად და იგივე შრეში იყო კონტრ-არგუმენტები აქაც. მიზეზების ძიება რეალურად ისტორიკოსების მთავარი ღირსება არც არის, მაგიტომაც მაქვს შენიშვნა. ისტორიაზე უფრო ინტერდისციპლინარულმა დისციპლინამ უნდა იკვლიოს მიზეზები (მაგალითად ფილოსოფიამ)

  • @nikatkeshelashvili6801

    @nikatkeshelashvili6801

    Жыл бұрын

    და დიახ, ყველაზე მთავარი მიზეზი ჯვაროსნული ლაშქრობებისა სწორედ მატერიალური იყო. თუმცა რა თქმა უნდა არცერთი რაინდი არ კვდებოდა მატერიალურის გამო... ესეთი ამბავია 😁

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    media.giphy.com/media/fXnRObM8Q0RkOmR5nf/giphy.gif

Келесі