მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 74. მანასკერტის ბრძოლა: ბიზანტიის იმპერიის დაისი

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 74-ე ეპიზოდში, შუა საუკუნეების ისტორიას დავუბრუნდით და 1071 წელს, ბიზანტიასა და თურქ-სელჩუკებს შორის გამართულ მანასკერტის ბრძოლაზე ვისაუბრეთ. როგორი ძალთა ბალანსი იყო XI საუკუნის ახლო აღმოსავლეთში; რატომ დასუსტდა ბიზანტია მაკედონური დინასტიის შემდეგ, რომელი საგვარეულოები იბრძოდნენ იმპერიაში ძალაუფლებისთვის; როდის გამოჩნდნენ თურქ-სელჩუკები მცირე აზიაში და რა გზა განვლეს მათ მანამდე, როგორი თავდაცვითი სტრატეგია ჰქონდა ბიზანტიას აღმოსავლეთ პროვინციებში; რა პოლიტიკა აირჩია თურქ-სელჩუკებთან მიმართებით რომანოზ IV დიოგენემ; როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სელჩუკ სულთნებსა და თურქმან მომთაბარეებს; რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული შუა საუკუნეებში დიდი არმიის მართვა; როგორ ჩავარდა ბიზანტიური დაზვერვა; რა პირობებში მოუწიათ ბიზანტიელებს ალფ-არსლანთან ბრძოლა; როგორი ტაქტიკა აირჩიეს მხარეებმა; რამ გამოიწვია იმპერიის მარცხი; ღალატი თუ შეცდომა? როგორ მიიღო ტყვე იმპერატორი სელჩუკთა სულთანმა; რა მოკლე და ხანგრძლივი შედეგები მოყვა მანასკერტის ბრძოლას ბიზანტიის იმპერიისთვის - ამ ყველაფერს, ჩვენს ვრცელ ეპიზოდში მოისმენთ.
პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ნიკა შონია.

Пікірлер: 22

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast8 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze1555 Жыл бұрын

    საინტერესო არხია ძალიან!

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Жыл бұрын

    როგორც იქნა ❤️👍

  • @user-xt7dd1zk9g
    @user-xt7dd1zk9g4 ай бұрын

  • @barbarossa9541
    @barbarossa954111 ай бұрын

    ბასილ მეორე სჭირდებოდა ბიზანტიას 😔

  • @tato8293
    @tato829325 күн бұрын

    ერთი პოდკასტი ქართულ ბიზანტიურ ომებზე გაასწორებდა

  • @barbarossa9541
    @barbarossa954111 ай бұрын

    ქართველებიც მონაწილეობდნენ ბიზანტიის მხარეს

  • @coolgiga
    @coolgiga Жыл бұрын

    👍👍👍🥂🇬🇪🇺🇦

  • @gioxachidze3674
    @gioxachidze3674 Жыл бұрын

    თუ შეილება ერთი მამლუქების ეგვიპტეზეც ჩაწერეთ. საინტერესოა კავკასიიდან კაირომდე რა გზით ხვდებოდენ მონები მანამ კოსტანტინოპოლს აიღებდნენ თურქები

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    კი შეიძლება ამ თემაზე გაკეთება. სამწუხაროდ, მამლუქების მკვლევარი, გოჩა ჯაფარიძე აღარაა ცოცხალი თორემ განსაკუთრებით საინტერესო გადაცემას ჩავწერდით. საერთოდ, მამლუქთა სასულთნოს ისტორიის ორი პერიოდია - ბაჰრელების, როდესაც მამლუქების უმრავლესობა იყო თურქმანული წარმომავლობის (მათ შორის ყივჩაღები) და ბურჯელების ანუ ჩერქეზების, რა დროსაც ჩრდილოეთ კავკასიიდან მოხშირდა ეგვიპტეში მამლუქებად მონების გაყვანა. საქართველოდან მამლუქებად მონების გაყვანა საქართველოს დასუსტებას, დაშლასა და შემდგომში ოსმალეთის შავი და ხმელთაშუა ზღვებში გაბატონებას მოყვა. ქართველი მამლუქები ეგვიპტეში მრავლად, ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებში იყვნენ ანუ უკვე ოსმალურ ეგვიპტეში.

  • @ikaki9799
    @ikaki9799 Жыл бұрын

    მოგესალმებით, საინტერესო იქნება მოსმენა თუ რამ განაპირობა და როგორ დაიწყო ბოლო ორი იმპერიის დაღმასვლა, რა იყო ინდიკატორი ამისი და პარალელის გავლება ამერიკის იმპერიასთან და რომელ ფაზაშია ეხლა ამერიკის იმპერია, ( ამერიკელი ინვესტორის რეი დალიოს მონაცემებით ამერიკის იმპერიის დაღმასვლა მიმდინარეობს), მადლობა

  • @levanitkemaladze1891

    @levanitkemaladze1891

    9 ай бұрын

    ამერიკის დაღმსავლა არა კვახი რა ეტყობა დაღმასვლის

  • @clubicq

    @clubicq

    5 ай бұрын

    🤣🤣🤣🤣🤣🤣 ამერიკის იმპერიაოოოო! 100 პადკასტში უხსნიან რა არის იმპერია და მაინც რუსების ზღაპრების სჯერა🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • @giokv3500
    @giokv3500 Жыл бұрын

    რამდენი ნუმიზმატა ღირდა ცხენი ან სხვა ნივთი? მაგ დროს

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ნომისმატა ზოგადად ფულის აღმნიშვნელია, ცოტა ძნელია ამ ერთეულით დათვლა, სავარაუდოდ, გადასახადის სიდიდის აღსანიშნავადაა დასახელებული ეს რიცხვი და ერთეული. მაგრამ უმაღლესი ოქროს მონეტა ბიზანტიაში ჰიპერპერა იყო, რომელმაც გვიანრომაული სოლიდი შეცვალა. საქართველოში საშუალოდ 30-44 ოქრო ჯდებოდა მხედრის აღჭურვა (მხოლოდ აბჯარ-საჭურველი), რაც ზოგჯერ რამდენიმე სამამულო მიწას ან იგივე რაოდენობის სულ საქონელს უდრიდა. ამას ემატებოდა საბრძოლო ცხენიც, რომელიც ასევე ძვირია. ბიზანტიაში მარტო საბრძოლო ცხენი 70-90 ჰიპერპერა ღირდა, აღჭურვილობაც მიახლოებით ასევე უნდა ყოფილიყო.

  • @giokv3500

    @giokv3500

    Жыл бұрын

    @@BitterPodcast მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, საოცარი წამოწყება გაქვთ, თქვენ და თქვენი მეგობრის დიალოგები ცალკე ელფერს სძენს თქვენს პოდკასტს, გისურვებთ წარმატებებს.

  • @tankisti2749
    @tankisti27497 ай бұрын

    რა ეთონსი ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერიაში? კონკრეტულად თურქეთის ტერიტორიაზე და ეს ხალხი შემდეგ სად გაქრა, ასიმილირდა თუ დახოცეს

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    7 ай бұрын

    ბერძნების გარდა, ანატოლიაში ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა, რომანიზება მოხდა მათი ნაწილის, მთიანი მოსახლეობის ნაკლებად, მაგალითად, ისავრიელები, ჭანები. არავის დაუხოცავს, ასმილირება მოხდა ჯერ რუმის სელჩუკების, მერე ოსმალების მიერ, რომლებიც გაცილებით მცირერიცხოვნები იყვნენ ვიდრე ანატოლიის მოსახლეობა, რადგან ანატოლია ერთ-ერთი უმდიდრესი და ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონიც იყო მთელ მსოფლიოში. ასე რომ დღევანდელი თურქების უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერ იქნება წარმომავლობით შუა აზიელი თურქი, ძირითადი ანატოლიის ძველი მოსახლეობის, ბერძნების, ლაზების და ა.შ. შთამომავალია, მაგრამ რელიგიურად მუსლიმი და კულტურულად გათურქებულ-გაოსმალებული.

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze18919 ай бұрын

    ექვსასი ათასი ჯარისკაცი ბიზანტიას იუსტინიანეს დროს არ ჰყოლია და მანასკერტში როგორ ეყოლებოდა? სასაცილოა

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    9 ай бұрын

    ბუნებრივია არ ყოლიათ. ისტორიული წყაროები ბერავენ რიცხვებს ზოგადად.

  • @qeti-io1dz
    @qeti-io1dz Жыл бұрын

    ნაპოლეონზე ჩაწერეთ რა ❤️

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    ნაპოლეონზე განზრახ არ ვიწერ აქ, რადგან ცალკე, ძალიან მაგარი პოდკასტი არის ნაპოლეონზე "საუბრები ნაპოლეონზე", სადაც 80-ზე მეტი აუდიო ეპიზოდია და გირჩევთ. იქ იმდენი მაქვს ნაპოლეონზე ნასაუბრები, აქ სხვა თემებს დაეთმოს დრო მირჩევნია. napoleontalk.podbean.com/

Келесі