მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 28. ხმლები, სანდლები და ცუდი გერმანელები: ცოტა რამ ისტორიულ ფილმებზე

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-----------------------------------------
მწარე პოდკასტის 28-ე ეპიზოდში, სტუმრად, „ნიკოს პოდკასტის" დამფუძნებელი, წამყვანი, ნიკო ნერგაძე მეწვია. ნიკოსთან რამდენჯერმე ვიყავი სტუმრად და ამჯერად მე გადავწყვიტე მასპინძლობა, შინაურულ თემაზე, ისტორიულ ფილმებზე. რა მიზანს ემსახურება ამ ჟანრის ფილმები, რატომ მოგვწონს ან არ მოგვწონს, რას ვაფასებთ ან ვერ ვაფასებთ, რატომ მიაღწია ზოგიერთმა ფილმმა დიდ წარმატებებს და რატომ დაიჩაგრა სხვები, როგორი მავნებელია პოლიტკორექტულობა ისტორიულ ფილმებში, შეიძლება თუ არა ისტორიული ფილმის პროპაგანდისთვის გამოყენება, რატომ არიან გერმანელები ორივე მსოფლიო ომში დემონიზებულები; გავიხსენეთ იუდა ბენ-ჰური, კლეოპატრა, სპარტაკი, ლომი ზამთარში და სხვა კლასიკები; 90-იანებისა და 2000-იანების ლეგენდარული „მამაცი გული" და „გლადიატორი", „ზეციური სამეფო", „დიდება"; კოლორიტული „მეცამეტე მეომარი", ახლად გამოსული „უკანასკნელი დუელი"; HBO-ს საუკეთესო სერიალი „რომი", ბერნარდ კორნუელის საქსონური ქრონიკების მიხედვით გადაღებული „უკანასკნელი სამეფო" და სხვა რაღაც-რაღაცეები.
www.podbean.com/ew/pb-2gbg6-1...
Are You Not Entertained?

Пікірлер: 23

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast9 ай бұрын

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch310 ай бұрын

    მეც მაგრადველოდები რიდლის ნაპოლეონს...შემოდგომაზე გამოდის ნეტავ კაი გამოვიდეს...

  • @vakoIV
    @vakoIV2 жыл бұрын

    ნიკა ძალიან კარგი პოდკასტი გაქვს და წარმატებებს გისურვებ პროფესიული თვალსაზრისით ;)

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 жыл бұрын

    გაიხარე

  • @VakhoBLT
    @VakhoBLT2 жыл бұрын

    თან მე-2 მსოფლიო ომის ფილმს რომ ჩართავ და 1 ამერიკელი, 20 გერმანელს ხოცავს ხოლმე :D :D არადა რიცხოვრივ უმცირესობაში იყვნენ. რაც შეეხება ზებულონს,ჩემი აზრით "გამზადებული სცენარი"ა ფილმის გადასაღებად, საერთოდ არაფერი არ სჭირდება იდეალურია.

  • @tamarkapanadze3485

    @tamarkapanadze3485

    4 ай бұрын

    ზებულონიც კარგია და კიდევ, ბელიაშვილის "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" - ძალიან კარგია ისტორიული სერიალის გადასაღებად. რომანტიკული ამბებიც ბლომადაა, საომარიც (ასპინძის ომი), ტოტლებენის ავკაცობებიც - ერთი სიტყვით, საუკეთესო მასალაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მივიწყებული....

  • @NataLeeCat
    @NataLeeCat3 ай бұрын

    აუუ რა ფილმები გაიხსენეთ! ❤❤ 7 წელია (ბავშვების მერე) ფაქტიურად ვეღარ ვუყურებ ფილმებს. 😢 "ის აქ არის" წიგნი ჯობია 😁 აი, გლადიატორზე გამახსენდა და მინდა ავღნიშნო ფილმში მუსიკის როლი. თუნდაც "ბეჭდების მბრძანებელში". თუმცა, ეს ისტორიასთან არაა კავშირში, პაწა ოფტოპიკით შემოვიჭერი 😇

  • @AleksandreNukradze-ps5gs
    @AleksandreNukradze-ps5gs Жыл бұрын

    ჩემი აზრით, "მაცი ხვიტია" როგორც ხელოვნების ნიმუში საუკეთესო ქართული ისტორიული ბოევიკია. ძალიან მომწონს ფილმის დინამიურობა, მუსიკა, კასკადიორების მუშაობა. შავ-თეთრი კადრი ძალიან უხდება.

  • @shala9275
    @shala92752 жыл бұрын

    ჩემო ძმაო თუ შეგიძლია იმერეთის სამეფოს ამბები რო მოგვიყვე. სულ ერეკლეზე გვესმის ამბები და ამ დროს იმერეთს თავისი ცალკე დიდი ამბები აქვს

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 жыл бұрын

    სამომავლო გეგმებში მაქვს ჩაწერილი და როგორც კი შესაბამისი სტუმარიც გამოჩნდება, ჩავიწერ.

  • @AleksandreNukradze-ps5gs
    @AleksandreNukradze-ps5gs Жыл бұрын

    გაკვრით იქნა ნახსენები King outlaw. მეტის თქმაც შეიძლებოდა, რადგან ისტორიული სიმართლის მხრივ "მამაცი გულის" ანტიპოდად გამოდგება - ასე მგონია. ბატალური სცენებიც ძალიან კარგია.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    კი, საკმაოდ კარგი ფილმია

  • @AleksandreNukradze-ps5gs
    @AleksandreNukradze-ps5gs Жыл бұрын

    The Blue Max ბრიტანულ-ამერიკული ფილმი გერმანელ მფრინავებზე პირველ მსოფლიო ომში. 1966 წელი. ურსულა ანდრესი თამაშობს.

  • @demetrebas
    @demetrebas Жыл бұрын

    ბარი ლინდონი უნდა გეხსენებინათ. ყველაზე ზუსტი ისტორიული ფილმია რაც გადაღებულა, განათებაც კი ბუნებრივი ჰქონდათ გადაღებისას. რაც შეეხება ნაცისტურ თემებს, იმავე ბეტლფილდ V ში არი მისია, უკანასკნელი ტიგრი, ძალიან მძაფრი და სევდიანი შინაარსით.

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    კი, რატომღაც არ გამახსენდა საუბრის დროს, თორემ კარგი ისტორიული ფილმია ნამდვილად. ბატლფილდ 5 "ვერ მიქაჩავს" ლეპტოპი😁 ერთს კი, პირველ მსოფლიოზე და იქ გერმანელებით მულტიფლეიერში შეიძლება თამაში.

  • @raviavi121
    @raviavi1212 жыл бұрын

    ღამის პორტიეში არიან რომანტიზებული ნაცისტყები. ახალგაზრდა ლომებიც კარგი ფილმია

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 жыл бұрын

    გეთანხმებით, არის პრეცედენტი, თუმცა, საერთო სურათში ასე ჩანს.

  • @bichikobochoridze3530
    @bichikobochoridze3530 Жыл бұрын

    კარგია მაგრამ ძალიან აგვიანებთ თემის განხილვას

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    Жыл бұрын

    რატომ ვაგვიანებთ, 60-ზე მეტი ეპიზოდია ჩაწერილი წელიწადნახევარში. პრობლემები ჩნდება ზოგჯერ ან ფორმატს ვიცვლი და იძულებული ვხდები დავაპაუზო ხოლმე პოდკასტი, მაგრამ დაიდება ახლები ისევ. არაკომერციული, სამოყვარულო პროექტია და რას ვიზამთ.

  • @mindiamaisuradze5503
    @mindiamaisuradze55032 жыл бұрын

    აკა მორჩილაძე რა უყავით

  • @BitterPodcast

    @BitterPodcast

    2 жыл бұрын

    რაც ჩავატიეთ და საუბარმა მოიტანა ვთქვით. პოდკასტში წინასწარ გაწერილი არასდროს არის რა უნდა ითქვას და ბუნებრივია, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, თანაც აქცენტი ამჯერად არ იყო უშუალოდ ისტორიულ ნოველებზე. ამ თემაზე როცა ცალკე პოდკასტი იქნება, აკას წიგნებს აუცილებლად ვახსენებთ ქართული ისტორიული ნოველებისა და მოთხრობების განხილვისას.

Келесі