მე ქალობას ვსწავლობდი და ჩემს ქმარს ქალი შეუყვარდა ...

საძინებელს გადავხადე სულ ბოლომდე ღამის ფარდა,
მე შვილს დავფოფინებდი და ქმარს ვიღაც სხვა შეუყვარდა...
ნაკეისრალს ვიშუშებდი, თმები ყალყზე მედგა მაშინ,
მთელი ღამე დავდიოდით ოთახ-ოთახ ორი ბავშვი...
სანამ მკერდი ეშვებოდა ფერდობიდან დაბლა, დაბლა,
სანამ თვალებს ეტყობოდა სიბრაზე და მხოლოდ დაღლა,
სანამ თეძოს ნახეთექები გამიიასამნისფერდა,
სანამ ჩემი დედამთილი, მხოლოდ თავის სარეცხს ფენდა,
სანამ ნიგვზის ნაჭუჭები, მკერდზე რძით და სისხლით ვსვარე,
სანამ ცრემლად არ დამღვრიდა ნერვიულად სავსე მთავრე...
სანამ ხმა არ შემეცვალა, შემეცვალა როგორც სახე,
მანამდე არ მომახარეს - ,,გუშინ შენი ქმარი ვნახე.''...
მანამ ადრე ინათებდა, არ ეძინა ჩემს თოთოშას,
ქმარმა აღარ მიყვარხარო, მეგონა რომ წამოროშა...
მეგონა რომ წამოროშა - ,,მე სხვა ქალზე ვაბოდებდი...
შენ ის ქალი აღარა ხარ...
სხვა ფერი ხარ,,, სხვა პორტრეტი''...
საძინებელს გადავხადე სულ ბოლომე ღამის ფარდა,
მე ჩვილს დავფოფინებდი და ქმარს ვიღაც სხვა შეუყვარდა...
დამავიწყდა ყველა სიტყვა, ვერ ვივარგე აქ პოეტად
ვაჭარივით მოვიქეცი,
რომ მივუგდე ქმარს მონეტა
როდი იყო მხოლოდ ვერცხლის, ჯამაგირი - სულ ყველაფრის...
თოთოშაზე უფრო მეტი დავუბრუნე მსუყელაფის ...
და ისევე მოვაფარე საძინებლის ღამის ფარდა,
ქმარს, ვიღაც სხვა -
მე კი ჩემი -
ჩემი ქმარი შემიყვარდა...
შემიყვარდა მაგრამ მერე ---- ვარ ,,ყველასი'' ქმარის გარდა,,,
მე ქალობას ვსწავლობდი და ჩემს ქმარს - ქალი შეუყვარდა ...

Пікірлер: 2

  • @mariammamrikishvili6601
    @mariammamrikishvili6601 Жыл бұрын

    დადეთ ტექტსი

  • @davidfromzugdidi9700

    @davidfromzugdidi9700

    Жыл бұрын

    ტექსტი ქვეშ წერია. შეგიძლიათ ნახოთ.

Келесі