თუთის სურნელი - ბედისწერა - ირინა მელქაძე - ზვიად დოლიძე

Фильм және анимация

" თუთის სურნელი"
ბედისწერა
-რა გინდა ბედო, რას მიმზადებ? სად გამოჭედე ან როდის გამოჩირკნე ორპინიანი
სასწორი ან რატომ ახლა? რა, უფრო ჭკვიანი და დაღვინებული გგონივარ? რა გეგონა, შუა
ასაკს სხვა გონება და მორალი მართავდა და ერთი ამოსუნთქვით გავაწონასწორებდი
პინებს?
არა, ბატონო, არა!
დაგავიწყდა, რომ ამ ასაკში ადამიანებს ხშირად გულის ფრიალი, ხელის კანაკალი და
ჩუმი ფიქრები აწუხებთ.
ის ფიქრები, ოცნებები მთელი ცხოვრება, რომ ეძებენ და ვერსად მიაგნეს.
როგორ შეიძლება მათი ახდენა?!
ვინ მოიგონა თითქოს „ერთხელ მაინც“-ო... სულ ტყუილია ეს ყველაფერი...
ეს შენ გგონია, რომ შენ წყვეტ ყველაფერს. ალბათ ფიქრობ,რომ გაიმარჯვე, რომ ეს
დაბადებიდან იყო გაწერილი და ვერსად გავექცეოდი. შენ მიგაჩნია თავი ყოვლის
მპყრობელად. ახლა, ალბათ, ირონიულად იღიმი და თითის იქედნურად ფიქრობ: ,,მე ვარ,
ბედი მუხთალი და შენ ჩემი წერა ხარ. ეს მე დავწერე შენი წიგნი და სწორედ ეს დრო და
ასაკი ჩავწერე იქ ..’’
ტყუილად გიხარია...
გეფიცები, ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია.
შენ გგონია მე ამაზე არ მაქვს ნაფიქრი? იმდენჯერ მიფრენია ოცნებებში... ცოცხლად
შემიგრძვნია და გადამიტანია ის, რაც არ იყო და მინდოდა ყოფილიყო . დიახ, ასე
უშენოდ, დაუწერლად… დაუხმარებლად...
დამიჯერე, შეუძლიათ ადამიანებს შენ გარეშეც გაწერონ ოცნებები…შენ გარეშეც
გაკვალონ გზები, ბოლოს და ბოლოს უშენოდ იცხოვრენ...
უშენოდ კი არა, თითქმის უჩემოდაც იმდენი მიმოგზაურია… და ვერასდროს
წარმომედგინა ამ ოცნებაში ჩემი გამხმარი სხეული თუ ოდესმე მიაგნებდ ა აღთქმულ
ქვეყანას.
და შენ რა? ერთ მშვენიერ დღეს გინდა ამიხდინო ყველაფერი?
არა ბატონო, არა! დანაშაულია ეს !...
არ შეიძლება ის ოცნება ახდეს, ასე რომ გინდოდა ამდენი წელი...
ან თავის დროზე უნდა ახდეს... ჰო, დროს უნდა შერჩევა...
შემცირებული თვითშეფასებით და ცხოვრებისადმი მუდმივი დაუკმაყოფილებლობით
მკვებე, ყოვედღიურ მენიუში მისხამდი ჩვეულებრივობის მიქსტურას და ახლა შეგეცოდე.
რატომ?
ნახევარ გაზაზე რატომ შემაცვლევინე გეზი, რატომ გადამახვევინე უკვე არჩეული
ბილიკიდან, გამომშრალი და გამოფიტული, შეგუებლი შენგან გაწერილ ჩვეულებრივობას,
რატომ გამიმეტე დასაკლავი ცხვარივით?
ისევ დავიშალე და სამყაროს ქაოსს შევუერთდი. გავიფანტე მტვრის ნაწილაკებად...
ირინა მელქაძე

Пікірлер

    Келесі