ლევან ბერძენიშვილი: გალაკტიონის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალური წიგნის, „არტისტული ყვავილების“, რომელსაც წელს 100 წლისთავი შეუსრულდა, კიდევ ერთ მთავარ ლექსზე, რომელსაც ეწოდება „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. შესაძლოა, გალაკტიონისთვის უცნობი იყო, რომ მართლა არსებობს „ქვიშაში ვარდის“ ფიზიკური ფენომენი, უდაბნოში შემთხვევით მოხვედრილი სითხე ამოზრდის თაბაშირის ფირფიტებს, რომელსაც ვარდის ფურცლების სტრუქტურა აქვთ. „უდაბნოს ვარდი“ მშვენიერი მეტაფორაა გალაკტიონის პოეზიისთვის, რომელიც მართლა ამოიზარდა როგორც განუმეორებელი მოვლენა იმდროინდელი ეპიგონური ქართული პოეზიის უდაბნოში. ლექსი იწყება ღვთისმშობლისადმი მიმართვით. ქრისტიანულ სიმბოლიკაში მზე ჩვეულებრივ, მამა ღმერთს მიემართება, მაგრამ გალაკტიონმა ქართული წარმართული ტრადიციისამებრ, ეს ღვთაება, დედას, ამ შემთხვევაში, ღვთისმშობელს დაუბრუნა. მის პოეზიაში ეს ტრადიციულია („მზეო თიბათვისა...“) რატომაა დანტე ალიგიერისგან განსხვავებით, ჯოჯოხეთში დარჩენილი გალაკტიონი, რატომ არ მოხდება სასიკვდილო სარეცელზე მისთვის ზიარება, როგორ იქცევა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო ანტიკურობის მუზად, რა წამებისგან იბადება პოეზია, რა არის სიტუაციური მეტაფორა, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 32

  • @giorgitoklikishvili9586
    @giorgitoklikishvili95864 жыл бұрын

    საინტერესო,უგანთლებულესი და კარგად მოსაუბრე ადამიანი 🙌

  • @nikotablet1614
    @nikotablet16144 жыл бұрын

    გმადლობთ ბატონო ლევან, ისევ უცნაურად მოახერხეთ ჩემი ატირება. ნათ. ხაიაური

  • @giorgigeorgekandelaky-nude6044
    @giorgigeorgekandelaky-nude60445 жыл бұрын

    ძალიან საინტერესოა. უფრო მეტი ასეთი გადაცემა გვინდა! მადლობა! PS. პუშკინი რა შუაშია ვერ გავიგე. ეტყობა სტუდიაში ვიღაცა სულელი გოგოშკა კლავიატურას აწვალებდა და რედაქტორს ფეხებზე ჰკიდია.

  • @Megan.Topadze

    @Megan.Topadze

    4 жыл бұрын

    რა სექსისტური კომენტარია,კაცუშკა შტერი არ გინახავს??? თუ შტერი მარტო გოგუშკები არსებობენ? 🙄🙄🙄🙄 აი მაგალითად შენც ამ წუთას გრანდიოზული დებილიზმი დაწერე მაგ შენი თითუშკებით 🖕

  • @MrNewmanschannel

    @MrNewmanschannel

    4 жыл бұрын

    @@Megan.Topadze კაია მეგუშკი :)

  • @ninikavtaradze
    @ninikavtaradze4 жыл бұрын

    დიდი მადლობა ;) უმაგრესი ლექცია იყო.

  • @damianadamiana7539
    @damianadamiana75394 жыл бұрын

    როგორ შეიძლება ამ კაცს ლიტერატურული უვიცონა დასწამო ვიღაც დებილის მიერ დადებული ორ წამიანი ვიდეოს გამო ლამის ჯვარზე აცვეს .

  • @ingakharebava9472

    @ingakharebava9472

    4 жыл бұрын

    უი ეგეც იყო?

  • @user-fe4tm9jr7v
    @user-fe4tm9jr7v4 жыл бұрын

    ამ ლექციამ გალაკტიონი,კიდევ უფრო მაღლა აამაღლა ჩემში !

  • @shalvamgaloblishvili8646

    @shalvamgaloblishvili8646

    3 жыл бұрын

    მაღლა აამაღლა?

  • @TengoMtchedlidze
    @TengoMtchedlidze4 жыл бұрын

    ღვთისმშობელი ,,მზედ' მოიხსენიება დემეტრე_დამიანეს ,, ღვთისმშობლის იამბიკოში'( მე_10 საუკუნე)___შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, ......და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული...

  • @inezaj0rjoliani343
    @inezaj0rjoliani3434 жыл бұрын

    გმადლობთ ,ბატონო ლევან ასეთი საინტერესო ლექციისათვის

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili94702 жыл бұрын

    როცა მეგა ტვინი საუბრობს გენიოსის გენიალურ შედევრზე😻😻

  • @ingakalmaxelidze5626
    @ingakalmaxelidze56264 жыл бұрын

    მზის სხივს კოცნიდაო კატუნია-რამხელა სითბო ჩადო ამ აზრში ბ.ლევანმა.

  • @vanokurasbediani5281
    @vanokurasbediani5281Ай бұрын

    👍👍👍👍👍

  • @malkhazchanturia8726
    @malkhazchanturia87265 жыл бұрын

    ეს არის ამ კაცის საქმე. რა უნდა პოლიტიკაში? არ ყავს ვინმე მრჩეველი?

  • @osamabinladen2254

    @osamabinladen2254

    5 жыл бұрын

    პოლიტიკაში რო იყო რა გააფუჭა

  • @tenoteno4205

    @tenoteno4205

    4 жыл бұрын

    პოლიტიკაში იმიტომაა რომ იცის რააა ლიტერატურა რაა თავისუფლება რაა ტოტალიტარიზმი ფუნდამენტალიზმი... რა მოგვიტანა 37 მა , სსრკმა, ნაციზმმა და რა გველის რელიგიური დიქტატის ქვეშ ! და ეს რომ უნდა აგვცდეს ამიტომაა პოლიტიკაში... მას უნდა საქართველო იყოს თავიუფალი, პიროვნება იყოს თავისუფალი და არა მონა , ზომბი, სხვისი მდევნელი

  • @giorgibandzeladze1528
    @giorgibandzeladze15284 жыл бұрын

    👍

  • @ingakharebava9472
    @ingakharebava94724 жыл бұрын

    სადაა ახალი ლექციები გალაკტიონზე ☹☹

  • @dedaaded5741
    @dedaaded57413 жыл бұрын

    ♥️♥️♥️♥️

  • @nanoiobidze19
    @nanoiobidze195 жыл бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @nikaokriasvili7500
    @nikaokriasvili75004 ай бұрын

    გაიხარეთ, ბატონო ლევან!

  • @lelukako3511
    @lelukako35114 жыл бұрын

    მოვკვდი ტირილით. 😔❤️

  • @asagvetadze5995
    @asagvetadze5995 Жыл бұрын

    როგორ დამამშვიდა ამ გადაცემამ მადლობა ლევანს

  • @user-jt1uu8gv6n
    @user-jt1uu8gv6n3 ай бұрын

    Კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო Ბრავო ბატონო ლევან

  • @badgeologist
    @badgeologist5 жыл бұрын

    აბა, პუშკინიო?))

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch.5 жыл бұрын

    გალაკტიონზეა გადაცემა და პუშკინი რა შუაშია სათაურში?!!.. გააფრინეთ “თავისუფლებამაც” და არტარეამაც?!!!!

  • @user-qc7ls6fy3c
    @user-qc7ls6fy3c2 жыл бұрын

    ბრავო! დავტკბი...

  • @KetevanKemoklidze
    @KetevanKemoklidze5 жыл бұрын

    პუშკინი რა შუაშია?

  • @gregoryexplorer5095
    @gregoryexplorer509511 ай бұрын

    მასონთა ლოჟის შესასვლელში რო დამჯდარა ეს ნაBoazარი

Келесі