პერსონაჟი: ნესტანი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მშვენიერ, რთულ და ამბივალენტურ პერსონაჟზე, „ვეფხისტყაოსნის“ ნესტან-დარეჯანზე. მართლაც ძნელი მოსაძებნია პერსონაჟთა გალერეაში სახე, რომელიც ერთდროულად არის მორიდებული, მორცხვი, თავშეკავებული, გონიერი, „ბრძენი და მაღლით მხედი“ და, ამავე დროს, მოურიდებელი, თამამი, თავშეუკავებელი, პირგამეხებული და კოსმიური ამბიციით შეპყრობილი, რომელსაც საკუთარ თავზე შეუძლია თქვას - „სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო“; ამ სიტყვების შემდეგ მართლაც სარწმუნოა სახელ „ნესტან-დარეჯანის“ სავარაუდო ეტიმოლოგია - „არ არის ამ ქვეყნად“ (სპარსულად, ალბათ იგულისხმება, რომ მისი მსგავსი არავინაა ამქვეყნად), ახლა ჩვენ ვიცით, რომ არც იმქვეყნად არის არავინ მისი დარი. „ნესტანი“ პირველი სახეა, რომელსაც მკითხველი ამ პოემაში ხვდება, რადგან ის არის სათაურის, „ვეფისტყაოსნის“ ვეფხი. ტრადილიულად სატრფიალო ამბებს გმირების სახელებით გვაცნობს სათაური: „ტრისტანი და იზოლდა“, „რომეო და ჯულიეტა“, „პოლი და ვირჟინი“ ან „ლეილი და მეჯნუნი“. რუსთაველიც თავის პოემას ან მაღალი ან დაბალი შაირის გამოყენებით დაასათაურებდა: „ნესტანი და ტარიელი“ ან „ტარიელი და ნესტანი“, მაგრამ მან ეს ორი სახე გააერთიანა, ვეფხისტყაოსანი არის ტარიელი, რომელსაც ნესტანი მოსავს ვეფხის ტყავის სახით. რატომ უბიძგა ნესტანმა ტარიელს დანაშაულისთვის, რატომ დაისაჯა ათწლიანი სატანჯველით, სინამდვილეში რას ითხოვს ნესტანის გენიალური წერილი, ქაჯეთის ციხიდან მიჯნურისთვის მიწერილი, რატომაა ნესტანი მთვარის სახეც, მოეწონებოდა თუ არა თამარ მეფეს თავისი თავი ნესტანის სარკეში, მთავარია, იცნობდა თუ არა თავს, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 15

  • @erehn2498
    @erehn24984 жыл бұрын

    თურმე რა ზედაპირულად გვასწავლიდნენ ლიტერატურას სკოლაში...😕 ასეთი მასწავლებელი სულ სხვანაირად დაგანახებს სამყაროს...❤️

  • @vikaj6247
    @vikaj62474 жыл бұрын

    ასე ლამაზად,გულის სიღრმიდან წამოსული ბ-ონ ლევან ბერძენიშვილის საუბრები ვეფხისტყაოსანზე მიჩენს სურვილს თავიდან გადავიკითხო ჩვენი სიმწიფის მოწმობის საუკეთესო ნიმუში❤მადლობა!

  • @miminomadlobeli7403
    @miminomadlobeli74034 жыл бұрын

    ლევან ბერძენიშვილი, დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ, პირველი წუთიდანვე პოდპისკა, მადლობთ, საინტერესო ლექციისთვის,

  • @emakalandia7495
    @emakalandia74954 жыл бұрын

    მადლობა .მართლაც რუსთაველი უფლის საჩუქარია . რომელიც არ დაგვიმსახურებია

  • @dachiasatiani3823

    @dachiasatiani3823

    4 жыл бұрын

    ema kalandia daimsaxura samyarom

  • @MrPavl100
    @MrPavl1004 жыл бұрын

    კარგია მაგრამ როგორც თავად აღნიშნეთ ძალიან ცოტა ისაუბრეთ ნესტანზე... ასევე მინდოდა გესაუბრათ, ქაჯეთის ციხეზე... რა მნიშვნელობა აქვს, რისი სიმბოლოა?

  • @user-tf5ul3tc9o

    @user-tf5ul3tc9o

    4 жыл бұрын

    უკეთესი იქნებოდა, მართლაც

  • @GigaLekveishvili
    @GigaLekveishvili4 жыл бұрын

    ვააა ნასვამზე როგორ ასწორებს ამის მოსმენა :))))

  • @tazoss5436

    @tazoss5436

    4 жыл бұрын

    შენ გაჩხერილზე და მოწეულზე უნდა ნახო

  • @nino1402
    @nino14024 жыл бұрын

    ძალიან საინტერესოა!

  • @Mariamo27
    @Mariamo274 жыл бұрын

    ყველაფერზე ისაუბრა ნესტანის გარდააა

  • @irmakravelidze4587
    @irmakravelidze45872 жыл бұрын

    საოცარი სისადავით ახსნილი გენიალობა...

  • @giorgigeorgekandelaky-nude6044
    @giorgigeorgekandelaky-nude60444 жыл бұрын

    არც ერთი კომენტი...

  • @elisogoduadze8338
    @elisogoduadze833810 ай бұрын

    ისაუბრო ერთი და დაასკვნა მეორე, ეს ორიგინალური წაკითხვის ხერხია, მორიგი მაცდურობა თუ ინტელექტუალური ვარჯიშები, მსმენელის გონების დასაბანგად?! ჯერ ერთი, პოემის ბოლოს განღმრთობილნი, ანუ მეფედ ქცეულნი, ოდენ მამაკაცები კი არა, არამედ, პ.ყ. დედაკაცები არიან, ასმათის ჩათვლით. რამდენიც არ უნდა უარყოთ სიდიადე ქართული სულიერებისა, იგი ჭეშმარიტად ქრისტიანული კულტურის შემომქმედია, სადაც დედისეული საწყისი მოდის წინა პლანზე, ანუ ქრისტემიერი სიყვარული, და არა სექსისტური დამოკიდებულება თვით მადლით განრმრთობის არსისადმი. ამ სიმაღლეს ქართულმა სულიერებამ თავისი ისტორიული რეალობითაც მიაღწია. ენას ძვალი არა აქვს, გაბიაბრუება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ჭეშმარიტებასთან თამაში ჯერ არ გასვლია არავის. ვინა ხართ ასეთი, ყოვლად წმიდა მეფის, თამარის, სახელს რომ უთამამდებით. ერმა ის მეფეთ-მეფედ შერაცხა, ვაჟამ ქართველთა ლამაზი დედა უწოდა და დასძინა, "თამარს ცოცხალსა ვხედავო". თამარის ეპოქამ, დიახაც, შექმნა მწვერვალი საკაცობრიო აზროვნების „ვეფხისტყაოსანი“.

  • @user-pz2nl2ec1p
    @user-pz2nl2ec1p Жыл бұрын

    ცოტა ხმა მაღლა არ შეიძლება რო ჩაიწეროს დავიტანჯე

Келесі