ქოლცენტრების საქმე

პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა.
სანქცირებული მოსამართლეების საქმის გარდა ოპოზიცია საკუთარ დღის წესრიგში ე.წ. ქოლცენტრების გარშემო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც ააქტიურებს.
მთავარი ინიციატორი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდია, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც უჭერს მხარს. ოპოზიცია ე.წ. ქოლცენტრებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შესაძლო კავშირებზე ეჭვობს. ოპონენტების მოთხოვნაა, რომ დამოუკიდებლად და საპარლამენტო დონეზე მოიძიონ ინფორმაცია ევროპელ პენსიონერთა ძარცვის საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელზე, რომელსაც ქართველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები იძიებენ და რომლის ორგანიზატორად „ბიბისის“ საგამოძიებო ჯგუფმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დაასახელა. სწორედ კეზერაშვილის ინტერესს ხედავს მმართველი გუნდი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიღმა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 2

  • @rozabudzishvili4821
    @rozabudzishvili4821 Жыл бұрын

    XALXOOO RATOM AR GESMIT. SALOMES UNDA GAUKETON SANKWIEBI

  • @vanomindiashvili8083
    @vanomindiashvili8083 Жыл бұрын

    Gaajvan ra,gaxarias tamadobit yvela magat

Келесі