პრემიერ-მინისტრის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა თბილისში.
ოპოზიციის ნაწილმა პრემიერის განცხადებებიდან ჰომოფობიური და უმცირესობებზე ძალადობის გზავნილები ამოიკითხა. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა მიმართვის ის ნაწილი, სადაც პრემიერ-მინისტრი უმცირესობის მხრიდან ქვეყნის ეროვნული ფასეულობების შეცვლის მცდელობაზე და აგრესიულ პროპაგანდაზე საუბრობს. ოპონენტების აზრით, მრავალწლიანი ისტორიის მქონე კონფერენციაზე პრემიერის დღევანდელი გამოსვლა პრორუსული აქცენტებით იყო სავსე და არაფერი ჰქონდა საერთო კონსერვატიზმთან. მსგავს შეფასებებს არ იზიარებს მმართველი პარტია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებით კმაყოფილია. ეროვნული ტრადიციების დაცვით პროგრესისკენ და ევროპისკენ სწრაფვა - ასე ფასდება ხელისუფლებისგან გამოსვლა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს სწორედ უმცირესობის უფლებების დასაცავად ბოლო წლებში მიღებულ კანონებს ახსენებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі