ისტორიული ციხის რეაბილიტაცია

კლდოვანი მთის წვერზე აგებული ციხე-ქალაქი, რომლის მიმართაც ტურისტული ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. შემდეგი რეპორტაჟით იმოგზაურებთ ხორნაბუჯში. ისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც პირველი იგერიებდა საქართველოში აღმოსავლეთიდან მოსულ მტერს. ძეგლი გამორჩეულია თავისი უნიკალური და სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ხოლო გარემო ბიომრავალფეროვნებით. დედოფლისწყაროდან სამ კილომეტრში ისტორიული ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, პროექტის ჯამური ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
რა სიახლეები ელოდებათ ხორნაბუჯში მოსულ ვიზიტორებს - ნახეთ ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი დედოფლისწყაროდან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 2

  • @longlivethetruth8382
    @longlivethetruth8382 Жыл бұрын

    სხვა ციხეებსაც მიხედეთ, ყველა ციხე-ქსლაქი ღირშესანიშნავია!

  • @merabtskrialashvili7099
    @merabtskrialashvili7099 Жыл бұрын

    ხორნაბუჯის გარდა ასევე ეწოდებოდა ჭოეთის ციხეც,გვიან შუა საუკუნეებში

Келесі