იოგა სრულიად დამწყებთათვის ~ Yoga for Complete Beginners • მთლიანი სხეული•

ჯუნოს იოგა გთავაზობთ იოგას ვარჯიშების სხვადასხვა სერიას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი დონის მოვარჯიშესათვის სახლის პირობებში, დაგჭირდებათ მხოლოდ იოგას დასაფენი ხალიჩა და პრაქტიკის სურვილი.
ამჯერად წარმოგიდგენთ ჯუნოს პროგრამას სრულიად დამწყებთათვის. მოცემული ვიდეო პირველ რიგში განკუთვნილია გამოუცდელთათვის, რომელთაც ხელს უწყობს ზოგადი ჯანმრთელობა პროგრამის შესასრულებლად.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ მოვარჯიშეთა დონეების დაყოფა მეტნაკლებად პირობითია. ჩვენი მიზანია, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი თითოეული გაკვეთილით. სცადეთ, რომელიც მოგწონთ და შეძლებთ.
მოცემულ ვიდეოში ნახავთ მრავალფეროვან ასანებს (პოზებს) : ზურგზე მწოლიარე და მჯდომარე, ვარჯიშებს. სტატიკურ ვარჯიშებს. პროგრამით ძლიერდება და იწელება მთლიანი სხეული, ვსწავლობთ სწორად სუნთქვას და კონცენტრაციას ვარჯიშის ბოლოს. შევიმეცნებთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს.
გაითვალისწინეთ, რომ საკვების მიღებიდან 1-2 საათი მაინც უნდა იყოს გასული ვარჯიშამდე. მთელი ყურადღება პრაქტიკაზე უნდა იყოს გადატანილი. არ უნდა გასცდე სასიამოვნო დაძაბულობის ფაზას ვარჯიშისა და გაწელვისას, სუნთქვა თავისუფალია.
ვარჯიშის დაწყებამდე რომ დარწმუნდე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაში, გაიარე ექიმთან კონსულტაცია. ჯუნოს იოგას არხით სარგებლობისას შენ ეთანხმები რომ იღებ პასუხოსმგებლობას საკუთარ ჯანმრთელობაზე და პოტენციურ დაზიანების რისკზე.
ინსპირაციისთვის გამომყევი ინსტაგრამზე : ☀️ juno_yoga?igshi...
ფეისბუკზე : ☀️
/ yogateacherj. .
დაგვიტოვეთ კითხვები კომენტარებში
გამოხატეთ თქვენი შთაბეჭდილება
არხის გამოწერით, მოწონებით ან გაზიარებით 🙏🏻🕊️
თუ გსურთ არხის განვითარებასა და გაგრძელებას ხელი შეუწყოთ ✅
GE54BG0000000161679341
GE53TB7861745061100106
ნათია ნათენაძე
ნამასტე 🤍

Пікірлер: 14

  • @stargirl_is_anna
    @stargirl_is_annaАй бұрын

    ❤ მარტივია და პროდუქტიული

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    Ай бұрын

    დიდი მადლობა 🙏🥰

  • @ninnuca
    @ninnuca Жыл бұрын

    ადვილად შესასრულებელი და თან ძალიან სასიამოვნო სავარჯიშოა ❤

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    Жыл бұрын

    დიდი მადლობა 🙏🏻🌞 ძალიან მიხარია

  • @atheist.23
    @atheist.239 ай бұрын

    კარგი სავარჯიშოებია მაგრამ ამ პოზაში მიჭირს ჯდომა. ხერხემალშიც მოხრილი ვარ და დისკომფორტი მაქვს

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    9 ай бұрын

    შეგიძლიათ კედელს მიეყრდნოთ, ან მაღალ ბალიშზე ჩამოჯდეთ. არაა აუცილებელი დამოუკიდებლად იჯდეთ, მთავარია ზურგი იყოს სწორი, ბუნებრივად და სასიამოვნოდ. თავიდან ცოტა დრო და ვარჯიში სჭირდება. შედეგს ნახავთ შემდეგ

  • @tamarsologashvili9320
    @tamarsologashvili93205 ай бұрын

    ძალიან სწრაფად გადადიხართ ერთი ვარჯიშიდან მეორეზე.

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    5 ай бұрын

    მადლობა უკუკავშირისთვის თქვენ. სისწრაფეს რაც შეეხება, სუბიექტურია.ზოგადად იოგა ინდივიდუალური პრაქტიკაა, როგორც კი პოზებს დაიმახსოვრებთ, საკუთარი სიჩქარით შეგიძლიათ შეასრულოთ.

  • @maiababuadze1371
    @maiababuadze137110 ай бұрын

    დამწყების პერიოდი რა დროს მოიცავს?

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    10 ай бұрын

    მაია სალამი, დამწყები არის კატეგორია, ვისაც აქამდე არ უვარჯიშია, თუმცა სურვილი აქვს დაიწყოს შესწავლა. და ჯანმრთელობაც ხელს უწყობს. თუ რაიმე გაგიჭირდებათ, შეამცირეთ ვარჯიშების რაოდენობა და შეანელეთ. სუნთქვას მიაქციეთ ყურადღება.

  • @zura7FloW
    @zura7FloW Жыл бұрын

    კარგი ვარჯიშები იყო

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    Жыл бұрын

    🙃🙃❤️

  • @irakliimnadze1535
    @irakliimnadze15355 ай бұрын

    16:46 ზე მარჯვენა მხარეს წელის ზემოთ უკან მხართან თითქოს რაღაც გამიწყდა :D ისე მეტკინა ვერ ვდგები ფეხზე... :( ძალიან დავატანე ძალა :(

  • @natianatenadze

    @natianatenadze

    5 ай бұрын

    ფიზიკური აქტივობისას შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მით უმეტეს თუ არ გვაქვს ვარჯიშის დისციპლინა და ერთბაშად ვატანთ ძალას, ან კონცენტრაცია გაგვექცევა სხვაგან. იმედია სერიოზული არაა, მიმართეთ ექიმს ყოველი შემთხვევისთვის. ვიდეოს აღწერაშიც მითითებულია რომ სიფრთხილის ზომებია დასაცავი.

Келесі