გიგა მამინაშვილი -იდენტობა და იდენტიფიკაცია - კრიზისის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში

ლექცია ჩატარდა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
მესამე შეხვედრის თემა გახლდათ - "იდენტობა და იდენტიფიკაცია - კრიზისის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში დღეს."
მომხსენებელი: გიგა მამინაშვილი - ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი (Université Paris Diderot).
საბჭოთა კავშირის დასასრული, როგორც გიგანტური იდეოლოგიური და პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა, კოლექტივის ფსიქიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის. იბადება ახალი სოციალური სიმპტომი, რომელიც პირველი მანიაკალური ფაზის შემდეგ გზას მელანქოლიზაციის ხანგრძლივ პერიოდს უთმობს და საბოლოოდ ფორმდება სოციო-კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების აქამდე უცნობ ფორმებში, მუტაციურ ფორმებში და თავს ავლენს იდენტობის კრიზისის, ან მუტაციური იდენტობების სახით.
ეკლესია კოლექტივის მიერ ფსიქიკურად უკიდურესად ინვესტირებული ხდება, ჩვენ ვაკვირდებით რელიგიური პრაქტიკის სრულიად ახალ, პოსტსაბჭოთა ფორმებს, რომელიც გამოხატავს კიდეც აღნიშნულ კრიზისს.
მოხსენების დროს განიხილეს თაობათა შორის კულტურული ტრასმისიის პრობლემა, პოსტსაბჭოთა სუპერ ეგოს პათოლოგიური ფუნქციონირება და იმ კლინიკური თუ "პათოგნიომიური" ნიშნები, რომლებიც აღწერენ პოსტსაბჭოთა სუბიექტის კრიზისს დღეს.
მომხსენებელმა ისაუბრა პარიზის დენი დიდროს სახ. უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში დაცულ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე 2008-2021 წლებში.
შეხვედრა გაიმართა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

Пікірлер: 8

  • @irinakokoladze4954
    @irinakokoladze495410 ай бұрын

    აბსოლუტურად ვეთანხმები მომხსენებელს, აღფრთოვანებული ვარ ბატონი გიგას ლექციებით და კვლევით, ეს არის პირველი სხივი საქართველოში. მომწონს ბატონი გიგას თხრობის და ქართული სამეცნიერო ენის მანერა. ვისურვებდი პირადად მომესნინა საჯარო ლექციები. და ვფიქრობ საქართველოში საჯარო ლექციების ტრადიციაც დასამკვიდრებელია, განსაკუთრებით რეგიონებში. მადლობა ❤

  • @lilekazaishvili1682
    @lilekazaishvili168211 ай бұрын

    მადლობა ვიდეოჩანაწერისთვის. ძალიან კარგი იქნება თუ შემდეგი ლექციებიც დაიდება ონლაინ.

  • @natadzagania402
    @natadzagania40211 ай бұрын

    მადლობა ლექცისს გასაჯაროებისთვის, თემა უაღრესად საინტერესოდ არის მოწოდებული და აუდიტორიის გარკვეულ მზაობას მოითხოვს :)

  • @honeycutt8450
    @honeycutt845010 ай бұрын

    დიდი პატივისცემა გიგას. იშვიათი რეალურად საქმის მკეთებელი ადამიანია.

  • @nikoloziberiashvili9544
    @nikoloziberiashvili954411 ай бұрын

    ზოგადად დამიანს ახასიათებს მსგავსი ინტერესი მაცხოვრის სისხლის ჯგუფი იქნება თუ სხვა... ერთი სიტყვით თქვენ საუბრობთ გარეგან ქრისტიანობაზე. გასაგებია რომ შინაგანი ქრისტიანობის კვლევა არ შედის თქვენ ინტერესში. სტატისტიკა ყოველთვის მდარეს, გარეგანის, ყალბის სიმრავლეს დაგიდასტურებთ.სტატისტიკიდან ამოსვლა და მასზე თქვენეული განზოგადების დაფუძნება, ვერ ვხვდები რაზე გვიხელს თვალს. თქვენს მიერ აღწერილი პროცესის პოლიტიკური მდგენელი გრჩებათ მხედველობიდან. ჯვარი პარლამენტის წინ მორწმუნეთ არ დაუდგამთ. ამ ჯვრის აღმართავი რადიკალური პოლიტ.ჯგუფი ოპოზიციონირებს როგორც მართლმადიდებელი ფასეულობების მატარებელი და დამცველი, რაც ძალიან საეჭვოა!

  • @aramkitkhemoambe9801
    @aramkitkhemoambe980111 ай бұрын

    გაუგებარი და დაუგეგმავი საუბარი. გაუგებარია და მოსმენას არ მოგანდომებს ადამიანს! დაალაგეთ ჯერ რა თემა რომელი თემის შემდეგ თქვათ და თან ლექსიკაც დახვეწეთ.

Келесі