რა გზას ირჩევს ევროპა? - ლევან ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია

🏠 „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტმა საზაფხულო სესია დაასრულა.
🔴 სასწავლო წლის პირველი ნახევარი შევაჯამეთ ღონისძიებით, რომელიც სახალხო უნივერსიტეტმა გივი მარგველაშვილის სახელობის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად გამართა.
🔴 2024 წლის 12 ივნისს, 17 საათზე იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში (მის: გალაკტიონის ქ. N20) ვუმასპინძლეთ პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის მოხსენებას - „რა გზას ირჩევს ევროპა?“.
ლექციის მიმდინარეობისას მომხსენებელმა შემდეგი თემები განიხილა:
✅ ევროპარლამენტის პოლიტიკური როლი და ფუნქცია;
✅ ევროპარლამეტის 2024 წლის არჩევნების შედეგები (გერმანიის მაგალითზე);
✅ ევროპარლამეტის 2024 წლის არჩევნები: ძირითადი თემები
✅ ევროპელი ულტრამემარჯვენეები: მთავარი ძალები და კონფლიქტები;
✅ ევროპა 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
🇪🇺 თუ თავს ევროპული სივრცის ნაწილად მოვიაზრებთ, უნდა ვგრძნობდეთ ევროპის მაჯისცემას. ვფიქრობთ, მოხსენება დაინტერესებულ აუდიტორიას კიდევ ერთხელ დააფიქრებს ევროპაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
🎓 მომხსენებლის შესახებ:
ლევან ლორთქიფანიძეს იცნობენ, როგორც დემოკრატიული სოციალიზმის იდეების მხარდამჭერ პოლიტოლოგს. შედარებითი პოლიტიკისა და პარტიული პოლიტიკის მიმართულებით კითხულობს ლექციებს თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში. გახლავთ არაერთი მნიშვნელოვანი კრებულის ავტორ-შემდგენელი და გამომცემელი. 2022 წელს აირჩიეს „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარედ.

Пікірлер: 13

  • @vigivigits1761
    @vigivigits176115 күн бұрын

    ლევან ლორთქიფანიძის ე.ი. აგენტ-ლიბერასტის ლექცია... რა უნდა ამას"კავკასიურ სახლში". ლექცია , ხელისშემწყობი ჩვენი გადაშენებისათვის...

  • @llortkiphanidze

    @llortkiphanidze

    15 күн бұрын

  • @baxioteli

    @baxioteli

    15 күн бұрын

    ანუ რეალობის ლაპარაკი რატოა ლიბერასტია

  • @vigivigits1761

    @vigivigits1761

    15 күн бұрын

    @@baxioteli kzread.info/dash/bejne/d2eCqq2Tkq-dddo.html

  • @CaucasianHouse

    @CaucasianHouse

    14 күн бұрын

    აბა სად უნდა იყოს, თუ არა "კავკასიურ სახლში"? თუ კითხვას სვამთ, ძალინა გტხოვთ შინაარსობრივი კითხვა დასვით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კომენტარი წაიშლება.

  • @vigivigits1761

    @vigivigits1761

    14 күн бұрын

    @@CaucasianHouse რაც მთავარია ლექციაზე არ იქნა გამნხილულ ასეთი სახით, რასაც დღეს წარმოადგენს ევროპა საქართველოსთვის რამდენად დამაზიანებელია. ევროპა, ევროპას აღარ გავს, რომელზეც ჩვენი წინაპრები და ჩვენ ვოცნებობდით; ნეოლიბერალები (ლიბერალფაშისტები) ფეხქვეშ თელავენ იმ კლასიკური ევროპის ყოფასა და კულტურას, რომელიც დაფუძვნებული იყო ქრისტიანობაზე. ნამდვილი კლასიკური ევროპიდან პაროდიაღაა დარჩენილი...

Келесі