გენძის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი

🎴 რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს იაპონური ლიტერატურის დიდ შედევრზე, „გენძის ამბავზე“, რომელიც ჰეიანის პერიოდის იაპონელი მწერლის, იმპერატორის კარის სეფექალის, მურასაკი შიკიბუს კალამს მიეკუთვნება.
🐉 მურასაკის ნამდვილი სახელი უცნობია, ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით მას ფუჯივარა ტაკაკო ერქვა. ეს მწერალი 973 წელს დაიბადა კიოტოში. დედა მას ადრე გარდაეცვალა და მამას აღუზრდია, როგორც ვაჟი, ანუ კანჟი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის კლასიკური ჩინური ლიტერატურის ცოდნა მიუცია.
📜 „გენძის ამბავი“ ანუ გენძი მონატაგარი არის ჰორიზონტალურად გასაშლელი გრაგნილი, რომელიც სამ ხელოვნებას მოიცავს: ფერწერას, პოეზიასა და პროზას. გენძი არის იაპონელი დონ ჟუანი, რომელიც იოლად იპყრობს ქალთა გულებს, თუმცა, ევროპელი კოლეგისგან განსხვავებით, ამ ქალების შემდგომ ბედზე ზრუნავს…

Пікірлер: 4

  • @erehn2498
    @erehn24984 ай бұрын

    მადლობ❤ სეი სიონაგონის “მარტოობის ჟამს ჩანაწერები” წავიკითხე როცა 13 წლის ვიყავი. ვერ ვხვდებოდი მომწონდა თუ არა, მაგრამ წლების მანძილზე ვუბრუნდებოდი რომ ისევ წამეკითხა. ანუ მომწონდა :) განსაკუთრებით ინტერესს იწვევდა სამეფო კარის დიდებულების ჩაცმულობის და ქცევების აღწერა. ფერები, ამინდი ისე იყო გადმოცემული რომ გეგონება ხელით შეეხები.

  • @achkhikvazde
    @achkhikvazde7 ай бұрын

    მადლობა

  • @ketevanmindadze1995
    @ketevanmindadze19956 ай бұрын

    მარგარეტ იურსენარს აქვ გენიალური მოთხრობა იგივე სიჟეტზე

  • @zaalkikvidze8957
    @zaalkikvidze89577 ай бұрын

    გენჯი და არა გენძი,

Келесі