DIACI podcast | NINO DAVADZE AKA DAVA | Episode 8

Музыка

English subtitles will be available on the video
DIACI | ქალები მუსიკაში | Exploring female musicians all around the country
პოდკასტი დიაცის სტუმარია ნინო დავაძე aka DAVA - პროდიუსერი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი.
მისი პირველი სინგლი 'Geometry of Soviet Women' 2022 წლის 16 სექტემბერს ლონდონში ⁠inklingroom⁠ ლეიბლზე გამოვიდა; 2023 წლის 27 აპრილს კი ⁠Unheardrec⁠ -ზე მისი სადებიუტო ალბომი - AGORA დარელიზდა. ალბომი შედგება 8 ტრეკისაგან, თითოეული მათგანი კი არტისტისთვის დამახასიათებელი ფემინისტური ნარატივით გამოირჩევა და პოსტ-საბჭოთა ქალაქისა და მასში მიმდინარე კულტურული პროცესების დინამიკას იკვლევს.
გარდა ამისა, არის მუტანტ რადიოს ჰოსტი/სელექტორი და მულტიდიციპლინარული კოლექტივის - პლაზმა პლატფორმის თანადამფუძნებელი, რომლის პირველი ქორეოგრაფიული პროექტის მუსიკაზე და პროდიუსინგზეც თავად იმუშავა.
2022 წელს ინგლისში სოლო ტურის დროს, DAVA ახალი კოლაბორაციით გაემგზავრა და დაუკრა გლაზგოში - The Sound Lab-ში, ლონდონში - I⁠nklingroom⁠ და შეფილდში, ანდერგრაუნდ სივრცეებში - Hatch Community და ⁠Dina Venue⁠ , სადაც დაუკრა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორიცაა Sote, Mark Fell, და Rian Treator.
ტექნიკური მხარდაჭერა - TEMPO Radio

Пікірлер: 1

  • @lanaberadze6056
    @lanaberadze605611 ай бұрын

    ნინო❤ უნიჭიერესი და უსაყვარლესი გოგონა😍

Келесі