DIACI podcast | NASTIA SARTANIA aka sTia | Episode 11

Музыка

DIACI | ქალები მუსიკაში | Exploring women in music industry
პოდკასტი დიაცის სტუმარია ნასტია სართანია aka sTia - პიანისტი, სელექტორი, Creative Education Studio, CES Records-ის და Georgian Music Legacy Collection-ის დამფუძნებელი.
ნათია სართანია კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსია, რომელიც 5 წლის ასაკიდან უკრავს ფორტეპიანოზე, უკვე 7 წლის ასაკში კი დაუკრა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში.
მისი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 23 წლისამ პროგრამა Cubase აღმოაჩინა და სრულიად აღფრთოვანდა მისი მუსიკალური და ტექნიკური შესაძლებლობებით.
1995 წელს სწავლა განაგრძო ბრიტანეთში, ლონდონში და აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოში Drum’n’Bass კულტურის გავრცელებას. 1995-2010 წლებში კი იყო საქართველოში პირველი FM რადიოსადგურის გუნდის წევრი და არაერთი რადიო-შოუს ჰოსთი, მათ შორის - Drum’n’Bass Session-ის. სწორედ ამ პერიოდში უკრავდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა "ოსკარი" და "მეტეხი".
sTia არის Creative Education Studio aka CES-ის დამფუძნებელი, რომლის შექმნის იდეაც 2011 წელს გაჩნდა და დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკასა და დიზაინზე ორიენტირებული შემოქმედებითი მედია სკოლაა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს საქართველოში სახელოვნებო და მუსიკალური სფეროს განვითარებაში. ასევე არის CES Records-ის დამფუძნებელი, 2022 წლიდან კი ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის (Georgian Music Legacy Collection).
ტექნიკური მხარდაჭერა - TEMPO Radio

Пікірлер: 5

  • @sionihi-fi7480
    @sionihi-fi748010 ай бұрын

    Oi oi oi DnB Queen of Georgia 🇬🇪 our big motivator

  • @iraklisamkharadze4013
    @iraklisamkharadze401311 ай бұрын

    საინტერესო პოდკასტიგაქვთ უბრალოდ მიკროფონის მაგივრად რას იყენებთ?)))

  • @GvantsaUtura

    @GvantsaUtura

    11 ай бұрын

    ეჰ ირაკლი, ამ პოდკასტისთვის მიკროფონი გავიკეთე ცუდად და გული შემტკივა 😪 სხვა ვიდეოებზეც გაგიჩნდათ ეგ კითხვა? 👀

  • @iraklisamkharadze4013

    @iraklisamkharadze4013

    11 ай бұрын

    უკეთესიც შეიძლება :დ არა აქ არის ძაან ცუდი გამორჩეულად😘

  • @GvantsaUtura

    @GvantsaUtura

    11 ай бұрын

    @@iraklisamkharadze4013 უკეთესი უდაოდ ყოველთვის შეიძლება ირაკლი

Келесі