აკა მორჩილაძე - „თბილისის კართან“ - III სერია

Фильм және анимация

კრივი და ჭიდაობა თბილისის ორი მთავარი გასართობი იყო. როგორც ჯარი დადის მანევრებსა და სწავლებებზე, თბილისი ისე დადიოდა კრივში, რომელიც ორად გაყოფილ ქალაქს ბრძოლის ველს დაამსგავსებდა ხოლმე.
პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი.
რეჟისორი - გიორგი ებრალიძე.
პროექტის მიზანია, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თბილისის სახეცვლილების, გარეგნული იერის და შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების, კულტურული და სულიერი გადასხვაფერების ისტორიის წარმოჩენა, თბილისის გამქრალი, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი, დღეს არსგამოცლილი ისტორიული ადგილების გახსენება.
ქალაქზე დაშენებული ქალაქი. უბრალო ხალხი - ყოფით, ცხოვრებით, გართობით და წეს-ჩვეულებებით. თბილისის, როგორც ისტორიის სიკვდილი და ახალი ისტორიის შექმნა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - bit.ly/2KaKTSq
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/2Nzosbx
გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/2p46lB1
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 16

  • @tinatini3940
    @tinatini39403 жыл бұрын

    უღრმესი მადლობა აკა მორჩილაძეს მისი ცოდნის გაზიარებისთვის, თბილისის ისტორიის ასე დეტალურად გადმოცემისთვის❤️

  • @mishkaninikashvili3709
    @mishkaninikashvili37094 жыл бұрын

    უფრო ხშირად და ხანგრძლივად რა... ❤

  • @tsitsiapitskhelauri8844
    @tsitsiapitskhelauri8844 Жыл бұрын

    საბრალო ყაენი ყველიერის დროს ცივ მტკვარში... გმადლობთ,ბატონო აკა,ძალიან საინტერესოდ გვიამბობთ

  • @gersfilms1387

    @gersfilms1387

    Жыл бұрын

    თუკი ციოდა ასეთ დროს წყალში არ ყრიდნენ, რადგან ეს იქნებოდა უბარაქობა, რომ გაციებულიყო ყაენი, იმ წელს მოსავლიანობის კლება.. ამ შემთხვევაში მხოლოდ წყლით ნამავდნენ ე.წ. ყაენს.

  • @ThisisLevani
    @ThisisLevani4 жыл бұрын

    საინტერესოა მოჭიდავეების ის მეტსახელები, რომლებიც არ ითქმის :))

  • @lashachakhunashvili1399

    @lashachakhunashvili1399

    4 жыл бұрын

    ჰოდა დაწერეთ :)

  • @ThisisLevani

    @ThisisLevani

    4 жыл бұрын

    @@lashachakhunashvili1399 დაწერონ. მე არ ვიცი ^^

  • @besiktsamalashvili8123

    @besiktsamalashvili8123

    3 жыл бұрын

    @@ThisisLevani პროჭიკოლა მაგალითად

  • @asdass4831

    @asdass4831

    2 жыл бұрын

    ყლეყვერა მაგალითად

  • @user-Persa7
    @user-Persa74 жыл бұрын

    თბილისის კრივზე მსმენია მაგრამ შემდეგ გორში თუ გაგრძელდა არ ვიცოდი)) იოსებ გრიშაშვილს კარგად აქვს აღწერილი თავის წიგნში კრივი.თავადებს თავისი ფალავნები ჰყავდათო. მაგალითად ორბელიანის ფალავანი ლოპიანა იყოვო. ძლიერი მოკრივე ყოფილა ეს ლოპიანა.დუქანი ჰქონდა და მეთევზეობასაც მისდევდაო. ყარაჩოხელების აჯანყებაზე მსმენია იყო დრო როცა ორბელიანი ლოპიანას დუქანში ძმობას ეფიცებოდა ყარაჩოხლებს და მერე ზარბაზანი დაუშინა აჯანყების ჩასახშობათო.

  • @giorgitxinvaleli6653
    @giorgitxinvaleli66534 жыл бұрын

    ისპანახობაც იყო, მარხვის პერიოდში

  • @linakarchava

    @linakarchava

    3 жыл бұрын

    ისპანახობა ილიას დროს იყო

  • @besiktsamalashvili8123

    @besiktsamalashvili8123

    3 жыл бұрын

    ჭიაკოკონობა აგერ აეხლა აკრძალეს პრავასლავნიკმა ღვდლებმა.. ბავშობაში კი გვიხაროდა ხოლმე ..ასე იკარგება ყველაფერი

  • @ellymyllo9736
    @ellymyllo97364 жыл бұрын

    Es musika rac adevs sad vipovooo?

  • @epoqagpb

    @epoqagpb

    4 жыл бұрын

    ეს მუსიკა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა ნიაზ დიასამიძემ და მხოლოდ ამ პროექტის სერიებშია გამოყენებული.

  • @GiorgiOniani-ll4nt

    @GiorgiOniani-ll4nt

    11 ай бұрын

Келесі