ლევან ბერძენიშვილი: კაცი, რომელიც იყო მადამ ბოვარი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვს“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ დიდ შედევრზე, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარიზე“. ამ წიგნს მართლაცდა უცნაური ბედი აღმოაჩნდა. მსოფლიო ლიტერატურისთვის უცხო არ არის პატიმარი მწერლების ხვედრი (მარტო სერვანტესისა და დოსტოევსკის ხსენებაც იკმარებდა), მაგრამ ამ შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრა წიგნს, რომელიც, საჟურნალო ვერსიის გამოცემის შემდეგ სასამართლო განხილვის საგანი გახდა. პურიტანული წრეები მის აკრძალვას მოითხოვდნენ, რა თქმა უნდა, მაღალი მორალური მოსაზრებებით. და ეს ხდებოდა განათლებულ საფრანგეთში. ფლობერის ქვეყანამ თავი არ მოიჭრა და „მადამ ბოვარი“ გაამართლეს, იგი მალევე გამოიცა წიგნად და პირველი დღიდანვე იქცა სიყვარულზე დაწერილი წიგნების მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერად. ფლობერმა ერთხელ თქვა, მადამ ბოვარი მე ვარო და მკითხველს თავსატეხი გაუჩნდა, თუ როგორ გადაიქცა ავადმყოფური იერის ულვაშებიანი კაცი მინიატურულ და უდახვეწილეს ემა ბოვარიდ. როგორ იქცა ქალიშვილი რუო მადამ ბოვარიდ, რა კავშირშია ერთმანეთთან ქმრის უნიჭობა, პროფესიაში ხელმოცარულობა და ცოლის ღალატი, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ლამაზი ქალი ცბიერი მევალის მარწუხებში, რატომ ვერ იპოვა ემამ თანაგრძნობა ყოფილ საყვარლებში, რამ მიიყვანა ტრაგიკულ ნაბიჯამდე - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 20

  • @woolfvirginia765
    @woolfvirginia7655 жыл бұрын

    ბატონო ლევან, დიდი მადლობა ამ საინტერესო გადაცემისთვის. ყოველთვის ვუყურებ ხოლმე თქვენს ლექციებს და ლიტერატურულ საუბრებს. იქნებ ერთი გადაცემა მიგეძღვნათ ემილ ზოლას შემოქმედებისთვის, კერძოდ ტერეზა რაკენისთვის. ახლა ვკითხულობ და ამ ნაწარმოებმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მადლობა.

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze97362 ай бұрын

    შესანიშნავი ანალიზი შესანიშნავი ჩართვებით დიდი მადლობა ბატონო ლევან

  • @mariamnatsvlishvili4711
    @mariamnatsvlishvili4711 Жыл бұрын

    სრულ ვერსიას სად ვუყუროთ?

  • @Manana131
    @Manana1315 жыл бұрын

    უჰ, ძალიან კარგი იყო

  • @tamarakasradze9731
    @tamarakasradze97313 жыл бұрын

    ასე გაწყვეტა როგორ შეიძლება?

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch.5 жыл бұрын

    და ასე გაწყვეტა რა უბედურებაა?!!

  • @rosaodishvili5855
    @rosaodishvili58555 жыл бұрын

    მგონი საუბარი არ დასრულებულა. ძალიან ადრე შეწყდა.

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze97362 ай бұрын

    მეც ვერ გავიგე ამ კომენტარის ავტორს რისი თქმა უნდა

  • @newopportunity2080
    @newopportunity20805 жыл бұрын

    გაგრძელება არარის?

  • @gikasmith5511
    @gikasmith55115 жыл бұрын

    უვიცი ომე, რომელიც წიგნების დაწერით იმუქრება....."ნაცნობი ტიპაჟი" :)

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch.5 жыл бұрын

    და რატო რატო, თუ ემა სოფლელი იყო და ფერმაში ცხოვრობდა, რა არის გასაკვირი იმაში რომ ცხენზე ჯდომა ცოდნოდა სოფლელ გოგოს?.. მიქარავს ნაბოკოვი...

  • @giorgilabadze1936
    @giorgilabadze19365 жыл бұрын

    ჰმმ... მაშინ სტენდალი ეშაფოტზე უნდა გაეყვანათ ჟულიენის და მადამ დე რენალის გამო, თან მაშინ ივლისის რევოლუცია ჯერ არც იყო მომხდარი... :დ

  • @lianahoffmann2115
    @lianahoffmann2115 Жыл бұрын

    Saidan Modis CHALCHO uzneoba tu Ära eshmakigan ,Zeit aseti zignebs zwawen ,imitom Rom nakopi uzneobaa, Jesu ambobs :rasaz Ar akws nakopi zezchlshi daizweba

  • @geoberaia6007
    @geoberaia60075 жыл бұрын

    რუსთაველი პიონერი რომ არის და სერიოზული ადგილი რომ აქვს მსოფლიო ლიტერატურაში, ეს ბერძენიშვილის მეტი იცის ვინმემ მსოფლიოში?

  • @giorgi9814

    @giorgi9814

    5 жыл бұрын

    რას გულისხმობ? ამით რისი თქმა გინდა?

  • @user-uh4in9zu2b

    @user-uh4in9zu2b

    2 жыл бұрын

    სამწუხაროდ არა.

  • @4tsrsgs
    @4tsrsgs5 жыл бұрын

    უკაცრავათ, თემის გარეთ, მაგრამ არ შეიძლება ეს ადამიანი, ნორმალურ ფონზე დასვან ?! არ უხდება თემებს ასეთი იაფ ფასიანი გაფორმება ((

  • @levankebuladze6364

    @levankebuladze6364

    5 жыл бұрын

    მართლა რა საშინელი ფონია )))

  • @marinamagradze8028

    @marinamagradze8028

    5 жыл бұрын

    მე პირიქით, ძალიან მომწონს ამ გადაცემის ფონები :)

  • @4tsrsgs

    @4tsrsgs

    5 жыл бұрын

    ე.ი. ტყუილად არ უშრომიათ, გადაცემის სამხატვრო ნაწილს ))

Келесі