აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ 📚 ანტონ ფურცელაძე - „მაცი ხვიტია“ - მეხუთე სერია

Фильм және анимация

ასეთ წიგნებში არცერთი დიდი სიყვარული არ დასრულებულა ვერაგობასთან ბრძოლის გარეშე. მითუმეტეს, ფათერაკიანი კაცისა და თავგანწირული ქალისა. მაცის ახალი მტერი ჰყავს - ოდიშის დედოფალი გურანდუხტა და ამპარტავანი უფლისწული ჯამლეტი.
აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
ანტონ ფურცელაძის რომანი „მაცი ხვიტია“ საუკუნენახევრის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქედან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა.
ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა პირქუშ დროებასთან და ყოველმხრივ ძალმომრეობასთან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/2p46lB1
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 11

  • @IaragisGanxilva
    @IaragisGanxilva Жыл бұрын

    აი ამ კარგ კაცს ესე ცოტა მსმენელი რომა ჰყავს ცუდათაა ჩვენი საქმე.

  • @davexorus9836
    @davexorus9836 Жыл бұрын

    ძალიან საინტერესო იყო

  • @ArmariumLibrorum
    @ArmariumLibrorum Жыл бұрын

    მთლიანად შესანიშნავი პროექტია 👏👏

  • @vv-wj5bs
    @vv-wj5bs Жыл бұрын

    როგორც ჩანს ბევრი არაფერი შეცვლილა!რაც ვიყავით ისევ ისეთები დავრჩით🥲🥲მადლობა ბ.აკი,საინტერესო თხრობისთვის💕

  • @IaragisGanxilva
    @IaragisGanxilva Жыл бұрын

    მადლობა

  • @nikolozchapidze2366
    @nikolozchapidze2366 Жыл бұрын

    გაიხარეთ ბატონო აკა, საუკეთესო თხრობისთვის საუკეთესო თემებისთვის, ,,

  • @levanileva1353
    @levanileva1353 Жыл бұрын

    მადლობა. ბატონო აკა 👍👍👍

  • @paata3317
    @paata3317 Жыл бұрын

    ❤❤

  • @mcgeorge2594
    @mcgeorge2594 Жыл бұрын

    ძნელი ყოფილა კარგი ბიჭობა. მაშინაც...

  • @besikiuznadze
    @besikiuznadze Жыл бұрын

    დიდებული

  • @sophiogogokhia6005
    @sophiogogokhia6005 Жыл бұрын

    🤍🤍🤍

Келесі