აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ 📚 ანტონ ფურცელაძე - „მაცი ხვიტია“ - მერვე სერია

Фильм және анимация

თვით რუხის ციხის კედელიც ვერ შეაჩერებს ნამდვილ მიჯნურს. ფარულ რუსთა გამოჩენა და შინაური აშლილობა ოდიშში გეოგრაფიის მოულოდნელ გაფართოებას იწვევს - დედოფალი სტამბოლში მიემგზავრება ჯარის საშოვნად.
აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
ანტონ ფურცელაძის რომანი „მაცი ხვიტია“ საუკუნენახევრის წინათ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქედან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა.
ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა პირქუშ დროებასთან და ყოველმხრივ ძალმომრეობასთან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/2p46lB1
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 7

  • @IaragisGanxilva
    @IaragisGanxilva Жыл бұрын

    მადლობა

  • @TylerDurden8325
    @TylerDurden8325 Жыл бұрын

    10 ნოემბერი,გიორგი გილოცავთ დაბადების დღეს,ჯანმრთელად იყვით)) მალე ნობელის პრემია მომელოცოს აკა მორჩილაძისთვის💯🥰🙌 პატივისცემით ირლანდიიდან❤️

  • @davitzarandia7546
    @davitzarandia7546 Жыл бұрын

    მადლობა ბატლონო აკა კიდე მრავალჯერ

  • @mamukakokaia2964
    @mamukakokaia2964 Жыл бұрын

    საოცარი თხრობის ნიჭი!!!

  • @besikiuznadze
    @besikiuznadze Жыл бұрын

    🤩🤩🤩

  • @besikiuznadze
    @besikiuznadze Жыл бұрын

    გიო როგორც იქნა მოვიდა შაბათი,გელი როგორც გადარეული

Келесі