ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ

ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს უპირისპირდება.
ზურაბ ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებისა და ვარჯიშის სათანადო პირობები. ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე, ამბობს, რომ ძიუდო 90-იან წლებში ბრუნდება.
კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელონ.
ზვიადაურის ბრალდებებს აბსურდული უწოდა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და განაცხადა, რომ ქართველ ძიუდოისტებს საუკეთესო მოსამზადებელი პირობები აქვთ.

Пікірлер: 3

    Келесі