ზაქრო აბაიძის ლექსი „დავა“ - ეჰეი, თუშნო...

www.Mtisambebi.ge - ზაქრო აბაიძე 52 წლის არის, თუშია, გომეწრის ხეობის სოფელ საჩიღოლოდან. ახლა ქვემო ალვანში ცხოვრობს. ლექსი „დავა“, სადაც ავტორი და კოშკი ერთმანეთს ეკამათებიან, მთელი სიმძაფრით აღწერს თუშეთის მძიმე მდგომარეობას, თუშთა მზარდ მიგრაციას მთიდან ბარში, ასევე საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში, დაცლილ სოფლებს, ტრადიციების დავიწყებას, ნასოფლარების ოკუპაციის საფრთხეებს.

Пікірлер: 14

  • @user-ov6ly1eq1u
    @user-ov6ly1eq1u Жыл бұрын

    სამშობლოს რამხელა სიყვარული და სევდაა ერთდროულად. რამდენი ფიქრი და დარდი ... ღმერთმა ქნას ეს ტკივილი სიხარულად შეცვლილიყოს

  • @tonipalma3710
    @tonipalma3710 Жыл бұрын

    ღმერთმა დაგლოცოთ ლექსს ასეთი სული რომ ჩაბერეთ.. ყველას გაგიმარჯოთ ქართველებო, ბუდე კერიას დაბრუნებოდეთ.. ❤️

  • @geinfo1556
    @geinfo15565 жыл бұрын

    დავა ღამე მეძახდა, ვარსკვლავებით მორთული ღამე, თეთრი ნისლები ჩასწოლოდნენ უხვად ხეობებს, თვისკენ მიხმობდა საბაასოდ ბებერი კოშკი სიტყვა-პასუხი შევბედოთო ერთი მეორეს. ეჰეი თუშნო!!! ახლობლებო და შორეულნო! ბუდეს მოწყვეტილ მერცხლებივით რომ დაჰფანტულხართ, დაგვიწყებიათ წინაპართა ჩამქრალი კერა, დაგვიწყებიათ ნაღვერდალი რომ აღარ ბჟუტავს. არა, ვერ გეტყვით სიამაყე, ჯერ კიდევ შეგრჩათ იტყვით, ერთმანეთს ეჯიბრებით მთის სიყვარულში სავსე თასებით სადღეგრძელოს ლამაზს დახატავთ, მთებთან სიშორეს გაატარებთ თქვენ სინანულში. მთიელნი ვართო, დაიკვეხნით ხშირად უცხოსთან და მთიელობით ხშირად მოგდგამთ სხვათა ქილიკი, მაგრამ წინაპართ ნაფუძარზე თქვენ მისასვლელად დაგვიწყებიათ ყველა გზა და ყველა ბილიკი. გეყოფა ხუცო! შევუბედე ხავსიან ციხეს, იქნებ არაღირს სამდურავი შენგან შვილების, სხვა დრო მოვიდა, სხვა ცხოვრება, სხვაგან ლაღობენ, სადაც არიან, იქ დადიან მხარგაშლილები. როგორ თუ სხვა დრო! დრო ერთია, მიდის და მოდის, თაობა მოსდევს სხვანაირი, მე იმას ვჩივი, ძველებიც მახსოვს, ვაჟკაცობა, სიდარბაისლე, ახლებს შეგცვლიათ ხასიათი, წესი და რიდი. ვიცი, უბაროდ მთა ვერ გვარობს, არ უხარია, და ბარსაც მთები შემოარტყა მცველებად ღმერთმა, მაგრამ არ ყოფნის ეს მთა-ბარი, ეს სიდიადე, მთელს დუნიაზე გაჰფანტულხართ, დადიხართ ყველგან. კაცი ვერა გცნობთ, რა მოდგმის ხართ, რა ჯიშს ეკუთვნით, უცხო გვარ-ტომში იმოსებით მათი სამოსით, ფული გაგიხდათ სამშობლოდ და სალოცავადაც, ფული გაგიხდათ კაცობაც და სინდის-ნამუსიც. შეჩერდი ციხევ, აღარ გინდა ამოდ ძაგება, რაიცი თუკი ჩვენც არ გვტკივა შენი იარა, მაგრამ რა იცი, შენ ტკივილი როდის გინახავს, შენ ხომ ქვა გიდევს ემაგ მკერდში, გული კი არა განა არ გვტკივა ცარიელი ჩვენო სოფლები, განა გვალაღებს მიშ-მოშლილი ციხე და ქავი, ან ბილიკები, ბალახი რომ გადაჰფარვია, ან ნაყანობებს ყორანი რომ თავზე დასჩხივის. მაგრამ რა ვუყოთ, თავს ზევით რომ ძალა არაა, ვაი მეფენი დაგვდომიან ერის მამებად, არ დაგიდევენ არც მთის ტკივილს, არცას ბარისას, თვალნი დავსიათ, ვერ ხედავენ ხალხის წვალებას. აღარ ვუნდივართ მთიელები ბარის მცველებად, გუშინდელ დუშმანს დაუმოყვრდნენ, დაუმეგობრდნენ, რაც კი წინაპართ სისხლის ფასად ჩვენ დაგვიტოვეს, მტერს ვერცხით მისცეს, უფრო ახლოს დაუმეზობლდნენ. რა გეშველებათ, უფიქრალნო, ჰოი, უგნურნო, განა გაქცევა წამალია მშობელ მთებისთვის, განა კარგია ზურგშექცევა გამზრდელ მამისა, ან განებება შვილისაგან სნეულ დედისთვის. განა ბევრია ქვეყანაზე ჩვენფერი მიწა, ცად აზიდული მწვერვალები თვალს რომ ალაღებს, რძისფერ ჩანჩქერში მოქანავე ცისარტყელები, ეფერებიან ნისლით მორთულ ლურჯ იალაღებს. განა, სხვაგანაც დაგვხვდებიან ასე გულღიად, ან საუცბადოს გაგიშლიან სუფრას მდელოზე, განა თამადა სხვაგან სადმე ასრე დახატავს, ვერ შეიკავებ, აცრემლდების სადღეგრძელოზე. ერთი-მეორეს გაჰყოლილხართ ახლის ძებნაში, ახალ საქმეს და ახალ ქვეყნებს გაჰკიდებიხართ, დაგვიწყებიათ სახატენი და სასანთლენი, უგუნურებით ბეწვის ხიდზე დაჰკიდებიხართ. დდღე დღეს მიჰყვება, შვილნიც სხვაგან დაიზრდებიან, სხვა ჯიშს, სხვა მოდგმას, სხვა ერობას მიეწებებით, კაცნი დარჩებით სხვათა მოდგმის გასამრავლებლად, ჩვენი ქალები გახდებიან სხვათა დედები. აქ კი, აქ რა ჰქნას მინავლულმა ჩვენმა კერიამ, ან უპატრონოდ მოჭრიალე სახლის კარებმა, ან ვინ დალოცონ, ვის წყალობა გამოატანონ, სანთლის ამნთების მომლოდინე სალოცავებმა. რა ლამაზია, შემოხედეთ, არ გეცოდებათ? ეს უპატრონოდ მიგდებული მთა და ველები, ნუ გაალაღებთ, გეხვეწებით, მტერსა და დუშმანს, თორემ უმზერენ ჩასაყლაპად, როგორც გველები. ქვის გული გაქვს, შენ მითხარი, შენ არ გტკივაო, მაშ გამოაძრე მაგ კედლიდან ჩემი ერთი ქვა, შორს თუ გაისვრი, შეხედავ და ვეღარ გაარჩევ, ან ვინ რა იცის, გუშინ იმ ქვას თუ ციხე ერქვა. ასე სამშობლოს სიყვარული თუ გაგინელდათ, თუ კი ფიქრითაც სხვა ენაზე დაიწყებთ ფიქრებს, დე დავინგრიო, განადგურდეს ჩემგან ყოველი, არარაობად გადავიქცე აჯობოს იქნებ. მე ვერაფერიც ვეღარ ვუთხარი, მხოლოდ ვიფიქრე, ეგ არ არისო, კოშკიც არაფერს აღარ ამბობდა, კოშკი დადუმდა სამარადისოდ.

  • @zviaditatarashvili407
    @zviaditatarashvili4073 жыл бұрын

    გენაცვალე ქართულ გულში ყოველი სიტყვა გენიალურია

  • @tina8579
    @tina8579 Жыл бұрын

    ჩემი საქართველო

  • @user-fm7fp3wy6x
    @user-fm7fp3wy6x3 жыл бұрын

    მაგარი კაცია 👍👍👍

  • @user-bz5wu2lx8z
    @user-bz5wu2lx8z5 жыл бұрын

    ტესტი დადეთ რა

  • @user-uw9yj1kn1f
    @user-uw9yj1kn1f Жыл бұрын

    ,,დროში მოგზაურის,, პოეზია ამად კარგი!* რას ნიშნავს,,ადამიანი?! ,,ჩიტსაც აქვს ბუდე, მელიებს სოროები.* ძე კაცს ,მXრის მისადრეკი და თავის დასადები ადგილიც კი, არ გამაჩნია.* ასეთი სიტყვებით მიმართა, ჩვენი სულიერების უფალმა, იესო, ქრისტED წოდებულმა, თავის მოწაფეებს, როდესაც ისინი, მასთან შორიაXლოს ისXდნენ და, იმაზე კამათობდნენ, მათ შორის_______ ( ,,შორის*თარგმანით ნიშნავს: აისიდან, დაისამდე, მზის ☀️ ამოსვლიდან, მზის ☀️ ჩასვლამდე, გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ, დასაწყისი დან, დასასრულამდე, გაცXადებულ ჭეშმარიტებას, ალფა და ომეგა*ეწოდება* )___ ვინ უფრო დიდია იყო: ,, აპოლო თუ, ანდრია?! ან, პირიქით,, ანდრია, თუ აპოლო?! ეს,არის ჩვენი სულიერების უფლის, იესო ქრისტED წოდებულის, ქალწულ მარიამის წიაღის საიდუმლოებით მოვლენილი ზეციდან, ზეციდან მონათვლის საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ,,ვინ არის დიდი?! ,,აპოლო თუ, ანდრია?! ან, პირიქით,, ანდრია თუ, აპოლო?! ეს, უბრალოდ შეXსენებისთვის* ,, 💸💰 ფული 💸💰 ფული 💸💰 ფული 💸💰 ფული 💸💰 და მსოფლიო პოლიტიკური ორგანიზაციები,, უკანასკნელი დღეების, საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ* ,, მსოფლიო რუქა!* ,,Ruka!* ფული 💸💰💸💰💸💰 ფული და მსოფლიო რელიგიური ორგანიზაციები,, უკანასკნელი დღეების, საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ* ,, კეისრის მონEta!* იესოს ვენური სისXლის, საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ* ლუკას 20: ,, შეკითXვა, იესოს Xელმწიფებაზე*1_2_3_4.* ,, იოანეს ნათლობა, ზეციდან იყო თუ, კაცთაგან? ასეთი სიტყვებით შეუბრუნა,,კითXვა_ პასუXის რეჟიმში მყოფმა, ჩვენი სულიერების უფალმა, იესო ქრისტED წოდებულმა* ჩასაფრებული მდგომარეობიდან მოთვალთვალე, ფარისევლებს, მწიგნობრებს და მღვდელმთავრებს*ჩვენ წელთა აღრიცხვის, პირველი საუკუნის, 29 წლიდან, 33 წლამდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ,სანამ ისინი, ჩასაფრებული მდგომარეობიდან,,არ მოკლავდნენ, უსასტიკესი წამებით,, ტანჯვა 'წამების ძელზე,, ცილის მწამებლობის სულით, ცრუ ბრალდებით,, ღმერთს გმობსო* იუდა ისკარიოტელის გეგმა: იესოს გამცემლობაზე* ლუკას 22: 1__71; ,, კეისრის მონეტა* იესოს ქადაგებიდან,, მიეცით კეისრისა, კეისარს და ღმერთს, ღმრთისა!* ასეთი სიტყვებით მიმართა, ჩვენი სულიერების უფალმა, იესო, ქრისტED წოდებულმა, ფარისევლებს, მწიგნობრებს და მღვდელმთავრებს, როდესაც ისინი, ფეXდაფეXდაჰყვებოდნენ დაჰყვებოდნენ და ჩასაბარებელი მდგომარეობიდან უთვალთვალებდნენ, ოღონდ რაიმე შეეშალოს და,,იმ წამსვე* გადავცემთ ,, როგორც,, ღვთის მგმობელს* ტანჯვა 'წამების ძელზე მოსაკლავად* ასეთი,განზრაXვით დასდევდნენ, ჩვენი სულიერების უფალს, იესო, ქრისტED წოდებულს, ქალწულ მარიამის წიაღის საიდუმლოებით მოვლენილს ზეციდან, ზეციდან მონათვლის საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ* ,, ღვთის სიტყვის,, საიდუმლო ჩანაწერების არQივიდან გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ* თავად,, ღვთის სიტყვის* მოწინააღმდეგე,,ადამიანები* ჩვენ წელთა აღრიცხვის, პირველი საუკუნის, 29 წლიდან, 33 წლამდე გაცXადებული ჭეშმარიტების კვალდაკვალ,,სანამ, ისინი, ცილის მწამებლობის სულით, ცრუ ბრალდებით,, ღმერთს გმობსო* ასეთი ცრუ ბრალდებით, უსასტიკესი წამებისთვის, ტანჯვა'წამების ძელზე მოსაკლავად გადასცემდნენ,, იუდა ისკარიოტელის გეგმა: ,,იესოს გამცემლობაზე* ,,30 ვერცXლად* შეფასებული,,იესოს სიცოცXლის სული*

  • @user-ue2ig3ki6e
    @user-ue2ig3ki6e5 жыл бұрын

    Баркал

  • @badribakuridze3128

    @badribakuridze3128

    Жыл бұрын

    მაგარი ხარ მძახალო!👍

Келесі