უვადო პატიმრობა ცხრა წლის გოგონას მკვლელობისთვის

გორში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ფიგურანტს მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. ცხრა წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები და მოთხოვნილი სასჯელის ზომა სრულად გაიზიარა.
დასკვნით პროცესზე სიტყვა ითხოვა თავად ბრალდებულმაც, რომელიც ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რეზონანსულ საქმეში არაერთი მოწმის ჩვენება, ასევე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა და ბრალდებულის ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები დევს, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით, სწორედ იაგო ნებიერიძის ბრალეულობას ადასტურებს.
შემზარავი დანაშაული ოქტომბერში მოხდა. ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის კვალი ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი გზიდან დაიკარგა. რამდენიმე საათში მისი ცხედარი მდინარის ნაპირთან იპოვეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер

    Келесі