"ცეკვა საქართველოსთან" - იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი

17 იანვარი, 2015
სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური სერიალი - "ცეკვა საქართველოსთან".
დოკუმენტური სერიალი მოგვითხრობს კატარჟინა პაკოსინსკას საქართველოში მოგზაურობის შესახებ, ასევე, იმ ქვეყანასა და ხალხზე, რომელზეც იგი 80-იანი წლებიდან არის შეყვარებული. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის შემდეგ სრულიად შეიცვალა, თუმცა თავისი ბუნებით და ქართველი ხალხის ტრადიციული სტუმართმოყვარეობით კვლავ იზიდავს სტუმრებს.
კატარჟინა მოგვითხრობს, თუ როგორ კვეთენ მწვერვალებს საზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალი თუში მეცხვარეები, გვაცნობს თუში ქალის სიმღერებს და მსოფლიოში ცნობილი ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ შესრულებულ აჭარულ ცეკვას. სერიალი მოგვითხრობს ულამაზეს და იდუმალ სვანეთზე - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილზე, ასევე, კახეთზე, რომელიც ითვლება ღვინის აკვნად. გვაცნობს თბილისს - მულტიკულტურულ დედაქალაქს, რომელიც ცნობილია გოგირდის აბანოებით, აღმოსავლური და დასავლური ცხოვრების წესის წარმოუდგენელი ნაზავით.
წამყვანი არა მხოლოდ დამკვირვებელია, თავადვე არის ფილმის მოქმედი გმირი. იგი სწავლობს ხინკლის, თექის (თუშური ფარდაგი) მომზადების წესს და ჯირითობს ცხენებზე.
6-ნაწილიანი სერიალი გაფორმებულია თანამედროვე ქართველ ხელოვანთა ორიგინალური მუსიკით, წარმოებულია სინემა-ვერიტეს სტილში.
რეჟისორი და პროდიუსერი: სერგი გვარჯალაძე.
მაუწყებელი: TVP2 (პოლონეთი) თებერვალი 2009.
ერთობლივი წარმოება: TVP2 / KOMUNAMEDIA.COM.

Пікірлер: 6

  • @kakhak
    @kakhak8 жыл бұрын

    ძალიან კარგი ფილმი. ახალგაზრდებო, ნახეთ, იფიქრეთ, დააფასეთ თქვენი სამშობლოს კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი სიმდიდრე.

  • @natochkhartishvili4539
    @natochkhartishvili45396 жыл бұрын

    გაიხარეთ.ბატონო სერგი ამ დიდი საქმისთვის.თქვენ ნამდვილი ქართველი ხართ..

  • @nodarbatumeli661
    @nodarbatumeli6616 жыл бұрын

    super!!!

  • @teona1568
    @teona15688 жыл бұрын

    rogor agwers chvens qveyanas amas dafaseba unda da yvela turistist aseve vinc kadrulobs da chvens qveyanaa afasebs da ara klavdnen turistebs rogorc es axlaxans moxda

  • @earthplanet4689
    @earthplanet4689 Жыл бұрын

    Katarjina 🌹 Bravo ❤💫

  • @_Rico-tours...
    @_Rico-tours...5 жыл бұрын

    ENHORABUENA UN POCO SOBRE GEORGIA ...

Келесі