წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილი - თეოლოგი ლაშა ბართია

#წმინდაწერილი, #წმინდაგადმოცემა, #ბიბლია, #ეკლესია, #მართლმადიდებლობა, #თეოლოგია, #ლაშაბართია, #სახარება,

Пікірлер: 7

  • @katerinaeka9588
    @katerinaeka95884 ай бұрын

    ❤❤❤❤❤❤

  • @prometheus5770
    @prometheus57704 ай бұрын

    მადლობა არხის ავტორს. დიდება ქრისტე უფალს.

  • @Saba.Muracha
    @Saba.Muracha4 ай бұрын

    ყოველთვის სასიამოვნოა ლაშას მოსმენა

  • @ArmorOfJesus
    @ArmorOfJesus4 ай бұрын

    დიდება უფალ ღმერთს იესო ქრისტეს საუკუნოდ ამინ

  • @user-mr1mv3vh3o
    @user-mr1mv3vh3o4 ай бұрын

    გარდამოცემა მე მგონი ეწინააღმდეგება წმინდა წერილს ეს მათეს მე-15 თავში ჩანს მე ასე მგონია

  • @OrthosAlexandros

    @OrthosAlexandros

    4 ай бұрын

    ბუნდოვანების და გაორაზროვნების ლოგიკურ ცდომილებას უშვებთ, როცა გარდამოცემას თქვენს არგუმენტში ორი სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებთ ისე, რომ თითქოს ერთი მნიშვნელობა ჰქონდეს. მაცხოვარი არც დაბანილი ხელით ჭამას აწესებს და არც უბანელი ხელით ჭამას კრძალავს, არამედ ფარისევლები სწორედ ამ წვრილმანებს იყენებენ საბაბად მის და მოციქულთა წინააღმდეგ, რათა თავიანთი გადმოცემის დარღვევაში მაინც დაადანაშაულონ. ქრისტე კი პასუხობს, რომ ისინი თავიანთი კაცობრივი მცნებებით შვილებს მშობლების პატივისცემას ავიწყებენ და ამით ღვთის მცნებას არღვევინებენ მათგან შესაწირის მიღების მიზნით, რითაც მშობლებს ულუკმა-პუროდ ატოვებინებენ და ფაქტრობრივად უკლავენ. მაცხოვარი ესაიას 29-ე თავს ციტირებს და ცხადყოფს, რომ ისრაელის უკიდურესი, ზღვარს მიღწეული სიბრმავის ჟამი დამდგარია, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას მეექვსე თავში, რომ სიბრმავე და მის შედეგად მოწევნული გადასახლება ისრაელს ძალიან მცირე ნატამალამდე დაიყვანს. თქვენი კომენტარის საპასუხოდ, მათეს 23-ე თავში ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტე აღიარებს ფარისეველთა და მწიგნობართა, როგორც მოსეს საყდარზე მსხდომარეთა, ავტორიტეტს - მოსეს საყდარი კი არსად არ გვხვდება ამ ტერმინით მთელს ბიბლიაში ამ ადგილის გარდა. ასე რომ, აქედან იკვეთება აზრი მაცხოვრის მიერაც კი პატივისცემისა ძველი აღთქმის ეკლესიაში შენახული ტრადიციისადმი მოსეს საყდრის შესახებ სჯულისმოძღვრებთან და მწიგნობრებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმეებს გმობს და პირდაპირ ამბობს, რომ რასაც გეტყვიან, ის გააკეთეთო, მაგრამ საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიანო. ისინი ახსენებენ უფლის სახელს, მაგრამ არა სიმართლით და არა ჭეშმარიტებით (ესაია 48). აგრეთვე ვხვდებით ჩვენ წმ. პეტრე მოციქულთან აზრს წმინდა ადგილების შესახებ, როცა ის მეორე ეპისტოლის პირველ თავში თაბორის მთას წმინდა მთას უწოდებს (რაც, ცხადია, ტრადიციის ნაწილია), რადგან აქ გაამჟღავნა მაცხოვარმა თავისი ყოვლადწმინდა ნათელი და დიდებულება (ღვთის მყოფობა კი მიწას აწმიდავებს (გამოსვლათა 3; იესო ნავესი 5) და ამიტომაცაა, რომ ძველ აღთქმაში ტყავის (მკვდარი ცხოველის) ფეხსამოსი გასაძრობია), რომლითაც ის არა მარტო ამ ცალკეულ მთას, არამედ მთელს ქმნილებას პროცესუალურად წმიდაყოფს. ამრიგად, წმინდა წერილიდან იკვეთება, რომ არსებობს როგორც სწორი (მაგ. 2 თეს. 2,15), აგრეთვე არასწორი ტრადიციებიც. ხოლო წმინდა წერილსა და წმინდა ტრადიციას შორის განუყოფელი ურთიერთმიმართება არსებობს - პირველი მათგანი ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს, ტექსტობრივი განსხეულებაა, როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, და მასალის თვალსაზრისით საკმარისობას ფლობს, ხოლო წმინდა ტრადიცია კი სულიწმინდასთანაა ასოცირებული იმგვარად, რომ თავად სულიწმინდაა ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების განმსაზღვრელი და მისი წინამძღვარი, ავტორიტეტული ჰერმენევტიკული და ახსნა-განმარტებითი სულიერი კალაპოტის შთამაგონებელი, რომელთა მეშვეობითაც არა მარტო წმინდა წერილის კანონიკური წიგნები, არამედ მისი განმარტების დინების გვარი დგინდება და აშკარავდება დოგმატური ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიური მოძღვრებების კუთხით. ყოველივე, რასაც ბიბლია გადმოგვცემს, თავის ესქატოლოგიურ რეალიზებას წმინდა ტრადიციაში პოვებს.

Келесі