თინა ვაშაკიძე: რეჟიმისგან მოქნეული წიხლი არასოდეს დამავიწყდება

⭕ შეფმზარეული, კულინარიის აკადემიის ლექტორი თინა ვაშაკიძე 9 მაისის საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას მეგობართან ერთად დააკავეს - ამ ქუჩაზე უკმაყოფილო მოქალაქეებმა მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში დააკავეს ბლოგერი უჩა აბაშიძე.
⭕ თინა ვაშაკიძეს და მის მეგობარს დაკავებისას პოლიციელებმა სცემეს, დაკავების შემდეგ კი ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს - საბოლოოდ თინა, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, ხელწერილით გაათავისუფლეს გამთენიისას, მისი მეგობარი კი 48 საათით გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
⭕ 11 მაისის აქციაზე თინა ხელისუფლებისთვის “ქელეხის სუფრის” გაშლას აპირებს, შილა ფლავით და ლობიოთი, ასი ჭირისუფლისთვის.
----
🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 www.radiotavisupleba.ge
გამოგვყევი 👇🏻
KZread-ზე 👉🏻 tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 tinyurl.com/bddphfyp

Пікірлер: 11

  • @lashachulukchadze2003
    @lashachulukchadze200319 күн бұрын

    შეიძლება ამ უსამართლობის შეგრძნებიდან გასკდეს ადამიანი.

  • @rusudani3503
    @rusudani350319 күн бұрын

    უცრემლოდ ვერ გისმინეთ. იმ პოლიციელს მადლობა, წყალი რომ გიყიდათ. სად ხართ, წესიერო, კარგო პოლიციელებო? არადა ერთ დროს გვჯეროდა, საქართველოშიც ისე გავაღმერთებდით პოლიციელებს, როგორც დიდ ბრიტანეთში აღმერთებენ...

  • @daryaplg
    @daryaplg18 күн бұрын

    ახლა ან არასდროს! მერე აღარ არსებობს! ეს მოცემულობაა დღეს!

  • @user-pf3ls3qz3y
    @user-pf3ls3qz3y18 күн бұрын

    ᲦმერᲗო Ძლიერო., მიზანმიმარᲗულად ურტყამენ ხალხს ᲗავᲨი. ყველას ვისაც მოიხელᲗებენ. დიდი უნდა დაიცვას Თავი....

  • @mak712.
    @mak712.18 күн бұрын

    რომ ჰკითხო სააკაშვილი აკეთებდა ამ ყველაფერსო , ჩვენ არაო .. რუსული რეჟიმის დასასრულია ეს ყველაფერი.

  • @lalinatroshvili1033
    @lalinatroshvili103319 күн бұрын

    😢😢😢 სადისტები არიან

  • @rusudani3503

    @rusudani3503

    19 күн бұрын

    მაგ დოქსოპულოებს, მინდა, ვკითხო, როგორ ქვეყანას უტოვებენ შვილებს? რა ურჩევნიათ, დემოკრატიული სახელმწიფო დაუტოვონ, სადაც ყველა მათი უფლება დაცული იქნება თუ ავტორიტარულ-დიქტატორული, სადაც ხალხს იმის უფლებაც არ აქვს თავისი სურვილით ატაროს სამოსი და ვარცხნილობა, სადაც დაიბადება, იქვე უნდა მოკვდეს, არ აქვს უფლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, სადაც მთავრობა უბრძანებს, იქ უნდა იმუშაოს, ველოსიპედიც კი ფუფუნებაა, თუ ვინმემ კორეიდან გააღწია, მთელი სანათესაო დაიჭირეს, ის ხალხი დახვრიტეს, ვინც ,,გულით'' არ დაიტირა დიქტატორის მამა... არავინ თქვას, ეგ საქართველოში არ მოხდებაო. მასე ეგონათ კორეელებს და რუსებსაც, სანამ აგენტების კანონს მიიღებდნენ. რუსეთიც კორეის გზას ადგას.

  • @user-qj4il9kx7l
    @user-qj4il9kx7l19 күн бұрын

    ესენი არიან ჯოღორიები და არა პოლიცია

  • @user-mm2lf2cw2z
    @user-mm2lf2cw2z19 күн бұрын

    Es policielebi kartvelebi arian? Kartvelma dedebma gazardes?

  • @rusudani3503

    @rusudani3503

    19 күн бұрын

    სამწუხაროდ, ქართველები არიან. ისინიც ქართველები იყვნენ, 37 წელს სახელოვან დირიჟორ მიქელაძეს ყურებში საქსოვი ჩხირები რომ გაუყარეს და ტიციანს ფრჩხილები დააცალეს და ასე აწამეს...

  • @mak712.
    @mak712.18 күн бұрын

    პირბადეებში რომ იმალებიან ჰგონიათ რომ იმალებიან საცოდავებს. ოჯახები არა ჰყავთ ? არ ეშინიათ ???

Келесі