თამაზ ჭილაძე

არიან პოეტები, რომელთა ლექსიც გარეგნულ ეფექტზეა დამყარებული. თუ ლექსში ცოცხალი ნერვი არ თრთის ადვილად გვავიწყდება. პოეზიას ისეთივე შესწავლა სჭირდება, როგორც მუსიკას და მხატვრობას. პოეზია ძალზე მაცდურია. ზოგს ჰგონია, რომ ესმის ლექსი, რადგან მისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი, გასაგები სიტყვებისგან შედგება. არ შეიძლება ლექსი მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტად წაიკითხო; როგორც თამაზ ჭილაძე ამბობს: "ლექსი ხან დახუჭული თვალების ვარდისფერი სიბნელეა და ხან ფართოდ გახელილი თვალების მზით სავსე უსასრულობა".
ლიტერატურის ღრმა ცოდნა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავალებს მწერალს, რომ იგი, ზედმეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სიტყვას. შეეცადოს, მწერლობაში, ნაკლებ ცნობილი სტილი, სახე, ხმა შემოიტანოს და დაამკვიდროს. სწორედ, ასეთ რჩეულ შემოქმედთა რიგებს მიეკუთვნება თამაზ ჭილაძე, რომელიც მწერლობაში პოეზიით მოვიდა. შეიძლება მწერალი მოთხრობებსაც წერდა თავიდანვე ლექსების გვერდით, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქართველი მკითხველი მას იცნობდა და იცნობს, როგორც საინტერესო, დახვეწილი სულიერი განცდის პოეტს. თამაზ ჭილაძის ლექსი განსხვავებულია თავისი ხმით, პოეტური კონსტრუქციით, ტროპული აზროვნებით. იგი ბოლომდე აცლის ყოველგვარ ხორკლს სტრიქონს და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, საოცრად მიმზიდველ სინატიფეს ანიჭებს.

Пікірлер: 11

  • @sachxerezi2270
    @sachxerezi22704 жыл бұрын

    რა მაგარი ლექსები გვაქვს!!! ჩემპიონები გვყავს, განსაკუთრებით პოეზიაში!!!

  • @davitmetskhovrishvili4370
    @davitmetskhovrishvili43705 жыл бұрын

    წარმოუდგენლად ძლიერი ლექსებია, ასევე კარგი წაკითხვით.

  • @MARIAGOGOKHIA
    @MARIAGOGOKHIA2 жыл бұрын

    სადა ხარ, როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი _ ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან _ როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ, როცა ღმერთიც შორია... მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია ❤❤❤❤❤

  • @katokato7776
    @katokato77765 жыл бұрын

    ჩოხელო

  • @AvtandilSisauri
    @AvtandilSisauri Жыл бұрын

  • @laylasteinauer8653
    @laylasteinauer86532 жыл бұрын

    💙

  • @zuramaxatadze8769
    @zuramaxatadze87693 жыл бұрын

    როგორც პროზაიკოსიც ძალიან მაგარია განსაკუთრებით გამოვყოფ რომანს აჰა მიიწურა ზამთარი

  • @AvtandilSisauri
    @AvtandilSisauri Жыл бұрын

    😊

  • @marianamurvanidze8811
    @marianamurvanidze88118 жыл бұрын

    musikis liinki dadet ra

  • @user-oj4ys9il4t
    @user-oj4ys9il4t5 жыл бұрын

  • @TazoModzgvrishvili-zr5go
    @TazoModzgvrishvili-zr5go Жыл бұрын

    გენია ეპოქის

Келесі