ტარიელ ხარხელაური ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში #პერსონა
Ойын-сауық
„არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,
არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,
შენს თავს შენ უნდა უწამლო - წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,
ბინდისფერობამ სოფლისამ
დღე მრავალს გადაუნისლა,
მეც ამ ტკივილმა დამიდნო
თხელი კედლები გულისა,
დამლია წუთისოფელმა,
ამღვრევამ სიყვარულისამ…
მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა
ლამის ჭკუიდან შემშალოს,
გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც -
ცრემლო! თვალებთან შემშრალო,
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად -
მზე მაგ გულში არ შეცვალო!
მტერს ლაღი უნდა ეგონო -
ტკივილით მიწის მკბეჩავო…
დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!
ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.
შვილო! ჭრელია საწუთრო,
ზნეს არ დაიგდებს თავისას,
ბევრჯერ აგიშლის გონებას
ჩქამი სულეთის კარისა,
ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები
ცაზე გადმოსვლას მთვარისას,
ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა ზნეს
უფლის სამართალისას…
უნდა იბრძოლო!
სიკვდილთან შეკვრა არ გმართებს ზავისა,
არცა გთხოვ გვერდის აქცევას
მთიდან მომსკდარი ზვავისას,
ცრემლისთვის ღამე დაზოგე -
დღე რომ აბჯარი აისხა!..“
ტარიელ ხარხელაური, რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.
ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ საიტს
www.imedi.ge/ge/shows/34/imedis-dge
გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი
imedisdghe/
© Teleimedi LLC 2022
Пікірлер: 121
მე ვთვლი ტარიელ ხარხელაური არის 21-ე საუკუნის გენიოსი...ნიკოლოზი უსაყვარლესი ადამიანი...უფალმა შეგიმსუბუქოთ ეს მძიმე ხვედრი...სამაგალითოები ხართ ორივე.
ბატონო ნიკოლოზ... შვილოს გიწოდებ, გთხოვ, რადგან შვილივით მინდა გავიზიარო შენი და დედასავით მინდა გირჩიო. 2008 წლის ომში 28 წლის შვილი დამეღუპა, სამხედრო ექიმი ზურა ბეგიაშვილი... ამით ყველაფერი დამთავრდა- მეთქი, მაგრამ არა, როცა ჩემს მოსწავლეებთან ვარ, ჩემი შვილიც ჩემთან არის, და საერთოდ სულ ჩემთან არის... და მას როგორც გაუხარდებოდა და მოეწონებოდა ისე ვცხოვრობ... თქვენც ისე იცხოვრეთ, რომ თქვენი პატარა სულ გიღიმოდეთ.
@makazaqareishvili
2 жыл бұрын
ქალბატონო ნელი,ამ პატარა მესიჯით შემიყვარდით,არ გიცნობთ მაგრამ ჩემთვის საამაყო ქალბატონი ბრძანდებით,თქვენი შვილის სულისთვის მუდამ იდექით მყარად ფეხზე,ჯანმრთელობა გქონოდეთ მუდამ ❤️
@user-dw3xd1dk4n
2 жыл бұрын
💐💖🤔
@user-dw3xd1dk4n
2 жыл бұрын
Гаихарет калбатоно, дидханс сицоцхле, тквени важкацис мосагонеблад💐💐💐💐💐💖🤔
@qututoqututi4698
2 жыл бұрын
უნახავად მიყვარხართ
@qututoqututi4698
2 жыл бұрын
მართლაც მზე გულში არ მოიკლაა ❤❤
ნიკოლოზ შენნაირი ვაჟკაცები უმრავლოს საქართველოს ღმერთმა დაგლოცოს უფალმა.
ორი დიდებული და ყველა ქართველისთვის საყვარელი ადამიანი! უფალმა გაგაძლიეროთ!
@user-dw3xd1dk4n
2 жыл бұрын
Намдвилад 👍💖🍷🍇🍷🤔
@chagichokheli7666
Жыл бұрын
ნამდვილად ქალბატონო...იშვიათია ასეთი ხალხი
ბ.ტარიელ ხარხელაური დიდი მგოსანი და დიდი მამულიშვილია,დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მისცეს უფალმა
როგორ დაწყნარდება გული,როგორ დაწყნარდება სული,როცა ასეთ გულ და სულ დამწვარ მამებ ხედავ და უსმენ,ნათელი და სანთელი თქვენს შვილებს სამარადისოდ....
Ramdeni vitire😔😔😔😔ori didebili adamiani tqven chveni simdidre xart.madloba arsebobistvis da madloba romnshezelit gagegrzelebinat cxovreba chventvis amxela tkivilis shemdeg👏👏👏👏👏👏
ორი დიდებული,სამაგალითო ადამიანი. ქედს ვიდრეკთ თქვენს წინაშე ბუმბერაზებო.🙏🏾🙏🏾❤❤❤👏👏👏
Nika miyvarxar,kargi adamiani xar, didebuli vajkaci kaci, ufalma gagadzlieros❤️
საოცარი ადამიანია ბატონი ტარიელი ❤️
როგორ მიყვარხარᲗ ორივე, გამᲫლეობა მოგცეᲗ უფალმა ❤❤❤🙏🙏🙏 ემიგრანტი❤ 🇬🇪
Ნიკა ძვირფასო ძალიან მიყვარხარ მეც შენს მდგომარეობაში ვარ ყველაფერს შენ უნდა მოერიო გისურვებ გამძლეობას
ძალიან ძლიერი ადამიანები ბრძანდებით, 🥰❤️❤️
ძალიან სულში ჩამწვდომი სიუჟეტი იყო ,მადლობა.
Ox gmerto es ori didebuli adamiani ❤️❤️upalma dzala mogcet, icocxlet didxans .
ნიკა საოცარო ადამიანო.
ღმერთოო🥺😢 უკარგესები ხართ🥰 ღმერთმა გაგძლიეროთ🙏🏻❤️❤️
@dalinamicheishvili9727
2 жыл бұрын
პატარა კიტას! პაწაწინა დიდთვალება, კიტა ბიჭო, მზის დარო, სად გეძებოთ რომელ მხარეს, გეხვეწებით გვითხარო! მზაკვარია ეს ცხოვრება, თანაც დაუნდობელი, შენი წასვლით გულდამწვარი, მამა, დედა მშობელი! ყველას გვტკივა, ყველას გვეწვის, გული, სული, მწარედა, თეთრნო მტრედნო მოფრინდით და ფრთებქვეშ შეიფარეთა! აიყვანეთ მაღლა ცაში, რომ ვარსკვლავად ანათოს, გაგვინათოს ბნელი სული, ყველას გული გაათბობს! ღვთისმშობელი ტირის მაღლა, თმებგაშლილი გელოდება, მის კალთას გადაგაფარებს, რომ არ იგრძნო მარტოობა! შე, საჯიშედ გაჩენილო, კიტა, ბიჭო ქართველთ ძეო, რად დაგვტოვე სად წახვედი, უფალს მიესაკლისეო? ანგელოზად მოვლენილო, კიტა ბიჭო პაწიაო, სიყვარულით სავსე არის, შენი ოქროს თასიაო! ნურავის განაცდევინებ, ღმერთო ფიქრებსაც კი სიავის, არ შეაშინოს არავინ, ქარიშხლად ქცევამ ნიავის! ანგელოზნო გევედრებით, შეაშველეთ კიტას ხელი, უგალობეთ ტკბილი ხმით და დაიცავით თქვენი ფრთებით!!!
ვაიმე, როგორი განსაკუთრებული ადამიანია ბატონი ტარიელი 🥺😔❤️❤️❤️ ნიკოლოზ, საოცარი ადამიანი ხართ. გამძლეობა ორივეს და ისეთ გზაზე სიარული, თქვენს შვილებს რომ გაუხარდებათ; მათთან მიგიყვანთ სიცოცხლის ბოლოს.
გაგაძლიეროთ უფალმა 😇 ❤❤
ტარიელ ძია, საოცარი ადამიანი ❤ ღმერთმა გაგაძლიეროთ
ფულის. გზა რთულია.... რომ ვუკვირდები ყველა კეთილ ადამიანის გზაც მძიმე და. რთულია.. ასე. რომ კეთილო ადამიანებო ღმერთს უყვარხართ...... ღმერთმა დაგლოცოთ ორთავე .... მშვიდობა და ღვთის სიყვარული ლამაზ საქართველოს.... ამინ...ამინ...ამინ... ⭐⭐⭐🇬🇪🇬🇷⭐⭐⭐🌼🌼🌼
ნიკა გისურვებ გაძლიერებას ,გაუძელი საყვარელო 😢😢
ორი საუკეთესო ადამიანი❤️
გულის ტკივილის გარეშე, ვერ მოვუსმინე.. უფალმა გაგაძლიეროთ მამებო.
მადლობა უფალს შეგვეწიოს ყველას
ამ სიუჟეტის ნახვისთანავე გულში იმედი ჩამიდგა , ისეთი გულმხურვალე პოეტი ადამიანი,როგორიც ბატონი ტარიელია , გვისახავს იმედს ,ჩვენი ქვეყნისა და ერის უკეთესი მომავლისა. მისი ყოველი სიტყვა არაერთხელ ნაფიქრალი და განზომილია. დიდი ხნის სიცოცხლე ბატონ ტარიელს და წარმატებები შემოქმედებაში , იქნებ ვინმემ წაიკითხოს ამ დარბაისელი ადამიანის ნათქვამი , იმ უკიდურესად ტვინი არეულებთაგან და შეიგნოს მისი შთაგონება. სიუჟეტის ავტორს დიდი მადლობა და წარმატებები თავის შემოქმედებაში.
დასაფასებელი ადამიანია ბატონი ტარიელი, მოვეფეროთ და დავაფასოთ სანამ ჩვენს გვერდითაა ეს უდიდესი კაცი
უფალმა გაგაძლიეროთ🙏🙏
Ra kargebi xart, ufalma gagadlierot, gmertma natelshi gimkofos shvili 🙏🙏🥲🥰🥰
ქეედს ვიხრი თქვენი გამძლეობის წინაშე :( ხართ მაგალითი თქვენს მდგომარეობაში მყოფი მშობლების, თუ როგორ უნდა შეძლონ ცხოვრების გაგრძელება მაშინ,როცა ეს ფაქტიურად წარმოუდგენელია
როგორ მიყვარს ეს ორო.ღმერთმა გამძლეობა და სიძლიერე მოგცეთ.😔😔😔😔
გენაცვალე ნიკოლოზ მაგარი ადამიანი ხარ უფალი გფარავდეს❤❤
უფალმა გაგაძლიეროთ🙏🙏❤️❤️
ნიკა გვიყვარხარ უბედნიერესი უნდა იყო შენს ოჯახთან ერთად და იცოდეთ სტიმული ხარ ჩვენთვის და არგაქვსთ უფლება ცუდად ყოფნისა რადგან ჩვენ თქვენისთანა ადამიანებიდან ვიღებთ მაგალითს რომ სიცოცხლე შევძლოთ და სიყვარულით,სიკეთით,ღვთის სათნოდ განვლოთ ცხობრება და შევიგრძნოთ სიცოცხლის ფასი და არსი.უფალმა არ მოგაკლოთ წყალობა და მადლი..გამძლეობას გისურვებთ❤🙏
გასაოცარი ადამიანები ხართ შემოგევლეთ
თქვენ გაგაძლიეროთ უფალმა....თქვენს შვილებს კი სამარადჟამოდ ნათელი ჰქონოდეთ...ძალიან გულში ჩამწვდომი სიუჟეტი იყო
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
ვუსმენდი რა ამ ორი დიდი ადამიანის ტკბილ,ტკივილით სავსე საუბარს,ვიფიქრე,თუ, როგორი ერთნაირი ბედი გაქვთ თქვენ და საქართველოს.სამივე მიყვარხართ.
ესეთი სასიამოვნო და თბილი დიდიხანია არაფერი მინახავს. გენაცვალეთ კარგო ადამიანებო❤❤
გაიხატეთ, კეთილოდა სულით ძლიერო, გატეხელო ქართველებო...
რა სასიამოვნოა, კულტურული, განათლებული ქართველებს მოსმენა...დიდი გაკვეთილი მივიღე თქვენი საუბრიდან გამომდინარე...ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ...მეც სულ სოფლისკენ მიმიწევს გული
გული ამომეგლიჯა 😭😭😭😭😭😭
უფალმა გაგაძლიეროთ
გამძლეობა თქვენ 🙏
რამდენი ვიტირე! :((( ღმერთო, გააძლიერე ეს კეთილშობილი ხალხი.
ორი მართალი და და დასაფასებელი ქართველნი.გენცვალეთ მაგ სუფთა ქართულ და პატიოსან სულში, გვიმრავლოს უფალმა თქვენაირი ქართველნი ვაშკაცნი . ცათა სასუფეველი თქვენს ანგელოზებს . 💞💞💞
ეჰჰჰჰ რატო რატო რატოოო უკვდებათ მშობლებს შვილები(((((( გასკდა გული((((
ნიკა🧡💫
უფალოოო😭😭😭
პატარა კიტას ხსოვნას! პაწაწინა დიდთვალება, კიტა ბიჭო მზის დარო, სად გეძებოთ რომელ მხარეს, გეხვეწებით გვითხარო! მზაკვარია ეს ცხოვრება, თანაც დაუნდობელი, შენი წასვლით გულდამწვარი, მამა დედა მშობელი! ყველას გვტკივა ყველას გვეწვის, გული სული მწარეთა, თეთრნო მტრედნო მოფრინდით და ფრთებქვეშ შეიფარეთა! აიყვანეთ მაღლა ცაში, რომ ვარსკვლავად ანათოს, გაგვინათოს ბნელი სული, ყველას გული გაათბობს! ღვთისმშობელი ტირის მაღლა, თმებგაშლილი გელოდება, მის კალთას გადაგაფარებს, რომ არ იგრძნო მარტოობა! შე, საჯიშედ გაჩენილო, კიტა ბიჭო ქართველთ ძეო, რად დაგვტოვე, სად წახვედი, უფალს მიესაკლისეო? ანგელოზად მოვლენილო, კიტა ბიჭო პაწიაო, სიყვარულით სავსე არის, შენი ოქროს თასიაო! ნურავის განაცდევინებ, ღმერთო ფიქრსაც კი სიავის, არ შეაშინოს არავინ, ქარიშხლად ქცევამ ნიავის! ანგელოზნო გევედრებით, შეაშველეთ კიტას ხელი, უგალობეთ ტკბილი ხმით და დაიცავით თქვენი ფრთებით!!!
😢❤️
დიახ მარტოობა,სადაც ღეჭავ უფრო ხელშეუშლელად ტკივილს❤
@user-dw3xd1dk4n
2 жыл бұрын
Диах марто оба каргиа, мхолод сулит ар таикте, фикри, азри
ნიკოლოზ წულუკიძე,- ღმერთი შენთანაა...შენ გენაცვალე...
❤❤❤🙏🙏🙏 უფალმა გაგაძლიეროთ ❤
ორი დიდებული ადამიანი… 🥰
ორი უძვირფასესი ადამიანი. ტკივილმა ბუმბერაზებად გაქციათ ეს ორი ნიჭიერი სიყვარულის კაცი.
❤
❤❤❤
ვაიმეე😢😢😢მომიკვდა გული,როგორ ესმით წრთმანეთის გაუსაძლისი ტკივილი
თქვენნაირ კაცებს არ ეკუთვნოდათ ასეთი განსაცდელი. უფალმა გაგაძლებინოთ. ბედნიერი იქნებოდა ჩემი ქვეყანა თწვენისთანა შვილები რომ მრავლად ჰყავდეს, ნამდვილი ვაჟკაცები.
ufalma gagazlierot🙏🏻🙏🏻❤️❤️
sikvdils kiseri mougrixes! mikvarxart!
❤❤❤❤❤
❤❤❤❤
ეჰ ჩემო ნიკა მამაჩემიც 42 წლის იყო რომ 18 წლის ვაჟკაცი დაკარგადა, ჩაქრა ისე რ9გორც ახლა შენი მოციმციმე თვალებია ჩამქრალი , მაგრააამ მაგრამ აგროვა იმედი. იმედი ...აგროვა იმ ადამიანებიდან აგროვა ემოციები , რომლებმაც მას სიცოცხლის სურვილი გაუვღვიძეთ და გავაძლებინეთ 😥აი ასე ნახავ შენც, აუცილებლად ...ძველებურად ვეღარ მაგრამ კვლავ აენთები შენი სესილისთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის♥️ მჯერა....მჯერა ასე იქნება...გვიყვარხარ♥️
❤❤❤🥀🥀💞
😢
Didebuli adamianebi
ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ დიდსულოვანო ადამიანებო.
💖💖💖🙏🙏🙏💖💖💖
@talikoalavidze3253
2 жыл бұрын
ნეტავ ვინმემ ამიხსნას რატომ ამწარებს განგება ასეთ კეთილ და უნაკლო ადამიანებს
საქმის კეთებაში, ტკივილი ყუჩდება. ტკივილმა არ უნდა დაგაბეჩავოს. ღმერთმა გაგაძლიეროთ.♥️♥️♥️♥️
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
საოცარი დიალოგია!
ნიკა, ძალიან მეწყინა შენი პატარას ადრე გასვლა ამ სოფლიდან. ვიცი რა ვულკანი გარგარებს შენს გულში. თავად მეც შენს ბედში ვარ 16 წლის გოგონა აიყვანა უფალმა. ტერმინი „უბედურება“ არასდროს იხმარო. ის ზევით მარადისობაშია, ის შენი და შენი მეუღლის გულშია მარად. მარტოობაში ფიქრები გშველის ამ დროს. 16 წელია დეპრესიაში ვარ. იყავი ადრინდელი ნიკა, ეს შენს პატარას გაუხარდება. სიყვარულს ადამიანებისადმი არაფერი სჯობია. უფალმა მომცა ნუგეში. პირველ წლებში, რომ მქონოდა ჰექტარ მიწას გადავბარავდი. მიწასთან ურთიერთობა შველის ჩვენნაირ მშობლებს. ბ-ნი დიდი პოეტი ტარიელი ბედნიერია, რადგან მიწას ესაუბრება. თქვენ და ბ-ნი ტარიელის ოჯახს გამძლეობა, მხნეობა. როცა დავეცით, სხვათა დაუხმარებლად ავდექით მთელი ოჯახი. ვესაუბრები ყოველდღე ჩემს გოგონას, უფალს მადლობას ვეუბნები, ვლოცულობ დილა-საღამოს. ლოცვა მაძლიერებს. თქვენ გფარავდეთ უფალი, პატარას მარადისობა. მის მოსაგონრად ათას წელს იცოცხლეთ. იხარეთ. არ დაჩაჩანაკდე. კაცი ხარ გაუძელ... „ ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა ვით ქვითკირსა“. უფალზე და შოთაზე უკეთესად ვერავინ გვასწავლის მოთმინებას. გეფერები იმ ცხელ გულში დედის ტოლა ქალი.
უფალმა გაგაძლიეროთ დიდო ქართველებო
შემოგევლეთ...😢
Kvelaze did usamartlobad mimachnia mshobeli shvilis sikvdils rom escreba ,aranair axsnas ar ekvemdebareba chemtvis piradad
❤️❤️❤️❤️
😰😰😰😰❤❤❤❤🙏🙏🙏😭😭😭
Udidesi adamiania batoni tarieli
საოცარი პიროვნებები გულდამწვარი მამები უფალი გფარავდეთ
გენაცვალეᲗ!!!!!!!!!!
😘😘😘😘❤️❤️❤️❤️
janmrteloba da dgegrzelobaa am sauketeso adamianebs
ნიკა😢
😪
Gaixaret orivem kargi gadacema gamovida,iqidan ilocon tqventvis tqvenma shvilebma.upalma dzla mogcet brzolistvis da sicocxlistvis.....
გენიოსი კაცის სიტყვები სულში ჩამწვდომია.
😭😭😭
ასეთ ხალხზე გააკეთეთ სიუჟეტები.ტრანსები,ხურუშიანები და გაურკვეველი ტიპები რო მოგყვავთ.
Терпение вам🙏
Ufalma gagadzlierot
რა საშინელებაა, მოსმწნარ ხელს უშლის ეს დიდი მუსიკა
ორი კარგი კაცი შეხვდა ერთმანეთს, რა უბედურება გჭირთ, მუსიკის დადება ვერ ისწავლეთ, მათი საუბარი საერთოდ არ ისმის, ცოტა დაუწიეთ ნუსიკას
didebuli xalxi
Música gatishet ra
Ra daemarta nikolozis schwils?ratom wer gadaarchines?
თ ა ნ ა გ რ ძ ნ ო ბ ა ს გამოვთქვამ თქვენი დიდი ტკივილის , შ ვ ი ლ ე ბ ი ს გარდაცვალების გამო , ნათელი მათ სულებს…😔🥀🥀🥀 (მაპატიეთ , მ უ ს ი კ ი ს ფონი ხელს გვიშლის ნათქვამის გაგონებაში).
😪😪😪
Ufalma gagazlierot