სვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას ითხოვს

სვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას და ასევე უკვე გამოყოფილ ადგილებში მანქანის მისასვლელი გზების გაკეთებას ითხოვს.ადგილობრივებმა ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეები სატყეო სამსახურის უფროსს დაუპირისპირდნენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდეს.როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,ტყე-კაფის საკითხი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. მათივე ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც ტყე-კაფებია გამოყოფილი ვერც ერთი ტიპის მანქანა ვერ მიდის და ფაქტიურად უმუშევრები რჩებიან.სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებენ, რადგან ტყე-კაფებში გზების გაკეთება მათ ფუნქციებში არ შედის.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო სამსახურს რამდენიმე დღის ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სვანეთში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

Пікірлер

    Келесі