სსსმ მოსწავლის სწავლის სტრატეგიები

მშობლის სკივრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგენთ პირდაპირ ჩართვას თემაზე: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის სტრატეგიები და გაკვეთილის პროცესში თანამოწილეობა“.
პირდაპირი ჩართვის დროს განვიხილავთ შემდეგ თემებს:
რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობისას?
რა როლი აქვს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას საგანმანათლებლო პროცესში?
რა სწავლის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას?
როგორ შეიძლება მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და მიმდინარეობისას?
რატომ არის მნიშვნელოვანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უნარების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა?
რატომ არის აუცილებელი მშობლის თანამონაწილეობა და როგორ შეიძლება მშობლის ჩართვა სწავლის ეფექტური სტრატეგიების შერჩევისა და გამოყენების პროცესში?

Пікірлер

    Келесі