„შამანი“ უცნობი მიწიდან - თავისუფლების ადამიანები

🔸ერთხელ, ბევრი წლის წინ, ერთ თბილისელ გოგოს, რომელსაც ძალიან უყვარდა ჯაზი, უცხოელმა მეგობარმა კახეთში თავისი კუთვნილი მიწა მიაბარა და დროებით მისი მიხედვა სთხოვა. სავარგულების მოვლა აზარტული, მაგრამ რთული საქმე გამოდგა. მაგრამ იმ გოგოსთვის, რომელსაც დღეს "ინგა აბიგლუკოზას" სახელით იცნობენ, ამ ერთმა შემთხვევამ მთელი ცხოვრება შეცვალა.
🔸დაიწყო ექსპერიმენტები სოფლის მეურნეობაში, მუდმივად რაღაც ახლის ძიება და ცდა, ჰერბალისტიკის შეყვარება და ამ გატაცებას მოყოლილი, მცენარეების სახელების თუ მათი სამკურნალო და სხვა თვისებების სწავლაში გათენებული ღამეები... ამ წლებში ბევრი რამ მოხდა.
🔸როცა დღეს ეკითხებიან, ვინ ხარო, ხუმრობით, მაგრამ მაინც პასუხობს ხოლმე, ალბათ, მცენარეებთან ურთიერთობის ექსპერტიო. ადვილი არ არის, მცენარეების მუდმივად გესმოდეს, რადგან, როგორც ინგა ამბობს, ეს იმას ჰგავს, ბევრ ადამიანში იდგე და ყველა ერთად ლაპარაკობდეს.
🔸მაგრამ დღეს ამის გარეშე ინგას ცხოვრება წარმოუდგენელია. ინგასი და მისი მეუღლის, აჩიკოსიც, რადგან ეს ორნი იდეებს ერთად აქცევენ რეალობად - ერთად აშენებენ ფშავში, მათ მიერ ნაპოვნ მიწაზე სახლს, რომელსაც არა აქვს კუთხეები და აგროპარკს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზე ათეულობით კულტურა მოჰყავთ და თან ყველაფერს აქვს თავისი კონცეფცია. ეს ადგილი, მათი „ტერა ინკოგნიტა“ კი, იმ ადამიანების, მოხალისეების სახლიცაა, რომლებიც ინგას ოცნების ახდენაში ეხმარებოდნენ. იქ მისვლა, ინგას გამოცდილების გაზიარება და სწავლა ყველას შეუძლია, ვინც ამას მოინდომებს.
🔸ჯერ წინ ბევრი გეგმაა, მაგრამ „აბიმ“ იცის, რომ მთავარი საქმე გაკეთებულია. მრგვალი სახლი - გადახურული და მას აქვს ადგილი, რომლისთვისაც ერთ დღეს თბილისსაც დათმობს - იქ ტყეა. ტყეში კი არ შეიძლება, რამე ცუდი ხდებოდეს.

Пікірлер: 13

  • @teolina6506
    @teolina65062 жыл бұрын

    დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.

  • @konseigu
    @konseigu2 жыл бұрын

    უსაყვარლესი ცოლ-ქმარი, ვგიჟდები ასეთ ხალხზე

  • @marimari5679
    @marimari56792 жыл бұрын

    წარმატებებს გისურვებთ საყვარელო და მშრომელო ხალხო!! 😘😘

  • @cacauchidze424
    @cacauchidze424 Жыл бұрын

    💜💜💜💜💜💜💜

  • @anunabukia
    @anunabukia2 жыл бұрын

    რა მაგარია 😍

  • @pikpik298
    @pikpik298 Жыл бұрын

    სიამოვნებით დავნაყრდი🙏💎❤️

  • @qrissta
    @qrissta2 жыл бұрын

    rakaiaaa❤️

  • @teawiqarishvili4507
    @teawiqarishvili4507 Жыл бұрын

    Warmatebebi shensmiznebshi uflis shewevna

  • @georgianpowderhound
    @georgianpowderhound2 жыл бұрын

    შამანი ეძახე და მაგარი ბიოლოგი და აგრონომი ყოფილა

  • @tamtageldia9428
    @tamtageldia94282 жыл бұрын

    დიდი პატივისცემა მიპყრობს ასეთი ადამიანების ცქერისას.

  • @zazakakulia3133
    @zazakakulia3133 Жыл бұрын

    ყველაფერი კარგი, მაგრამ არავის არ ეხამუშა ფრაზა "უცხოელმა მეგობარმა კახეთში თავისი კუთვნილი მიწა"? საკვანძო სიტყვაა "უცხოელი", რომელსაც საქართველოში, თურმე თავისი "კუთვნილი მიწა" ჰქონია

  • @prosperalpin9298
    @prosperalpin92982 жыл бұрын

    ამისთვის დავიბადეთ ადამიანები და არა ბეტონის ჯუნგლებში საცხოვრებლად, სადაც ყველა ჩვენთაგანი მონაა მიუხედავად საკუთრებისა :)

Келесі