საჩქეფიას ჩანჩქერი მდინარე საძალიხევის ხეობაში - Sachkephia Waterfall

საჩქეფიას ჩანჩქერი მდებარეობს მდინარე საძალიხევის ხეობაში, სოფელ სვერის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრს აღწევს. მდინარე ხეობაში აჩენს რამდენიმე მეტრი სიღრმის მორევს, რომელიც ზაფხულის ცხელ ამინდებში მოსახლეობის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, მდინარე საძალიხევის ხეობაში გამავალი პერევისა-სვერი-გეზრულის გზატკეცილიდან საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს, საფეხმავლო მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას, რამდენიმე მონაკვეთზე ხდება მდინარეზე გადასვლა. საჩქეფიას ჩანჩქერთან მისვლა აგრეთვე შეიძლება საინტერესო საფეხმავლო მარშრუტით სოფელ გუნდაეთიდან. ამ მარშრუტზე აგრეთვე შეიძლება საინტერესო კარსტული მღვიმის საჭინკიის მონახულება, აგრეთვე საძალიხევის კანიონის და დაახლოებით მე-15 საუკუნის ისტორიული სვერის ციხესიმაგრის დათვალიერებაც.
საძალიხევი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდ.ყვირილის მარცხენა შენაკადებიდან ყველაზე დიდი მდინარეა, რომელიც ზემო დინებაში იწოდება "იმერეთის ფრონედ”. სათავე აქვს საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში ზ.დ. 815 მ-ზე, მთლიანი სიგრძე 23 კმ-ია, აუზის ფართობი 125 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა იცის ზამთარში. მეტად ლამაზია მდინარე საძალიხევის ხეობის ბუნება. გაზაფხულზე ამწვანებული ტყისა და ბუჩქნარების ფონზე ყოველი მხრიდან მოჩანს შვეულად აღმართული რუხი და თეთრი უზარმაზარი ციცაბო კლდეები. თითოეული მათგანი ბუმბერაზ ბასტიონს მოგვაგონებს და სვერის ციხესთან ერთად სამუდამოდ აღიბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში.
გ.დვალაშვილი.
ინტერნეტტელევიზია "მარტივი"
Sachkephia Waterfall is located in the river Sadzalikhevi valley, on the eastern periphery of village Sveri,The height of the fall of the waterfall reaches about 15 meters. The river creates a few meters deep whirlpool,Which is a gathering place for the population of hot summers, The length of the pedestrian route from the Perevi-Sveri-Gezruli highway, which passes through the river Samzalikhe valley, is about 500 meters,The pedestrian route follows the river valley, moving to the river on several sections.Traveling to the waterfall can also be an interesting pedestrian route from the village of Gundaeti.You can also visit the interesting karst cave for this route, also you can see the canyon of Sadzalikhevi and around the 15th century historical Sveri fortress. Samtlikhevi is the biggest river in the Chiatura municipality, which is the main river in the upper stream, called "Imereti's Frone".The originates in the village of Gorisa, Sachkhere region, At 815 m above sea level, the total length is 23 km, the basin area is 125 sq.m. The river heals the rain, the snow and the underground waters.Floods are known in the spring, the waterfall knows winter.The nature of the river Sadzalikhevi is very beautiful.On the background of spring and summer forests and shrubs, snow and white huge steep cliffs are visible on each side.Each of them is reminiscent of the giant bastian and will be forever reminiscent of the memory of the Sveri Fortress.
G.Dvalashvili
Internet-TV "MarTv"

Пікірлер: 5

  • @gujaguja3204
    @gujaguja32042 жыл бұрын

    გუნდაეთი საჩქეფია ჩემი სულის ნაწილია. მადლობთ ვიდეოსტთვის

  • @GeorgianTraveler
    @GeorgianTraveler6 жыл бұрын

    სუპერ. მომეწონა და სურვილი გამიჩნდა იქ ჭყუპალაობისა :)

  • @--martv7904

    @--martv7904

    6 жыл бұрын

    უმაგრესია...

  • @user-no2iw4zj8d

    @user-no2iw4zj8d

    6 жыл бұрын

    ძაან მააგრია.... განსაკუთრებით ცხელ აგვისტოში

Келесі