რუსთავის საგამოცდო მარშრუტი(ოთხივე მოქმედი მარშრუტი)

ინსტრუქტორი კახა ოსკანაშვილი- +995 568 65 70 60 ; მოკლე ინსტრუქცია: სააგენტოდან დაძვრისას მარცხენა ციმციმა, წრიულთან მარჯვენა. 40-ით დაღმართზე. ქვემოთ ჩასვლისას მარჯვენა ციმციმა და გადიხარ წითელი ხიდის გზატკეცილზე, სიჩქარე 60. ობელისკთან მარცხნივ თბილისის ქუჩაზე. ეს ყველა მარშრუტისთვის. ვარიანტები:
1.თბილისის ქუჩა, მალე მარცხნივ და მეგობრობაზე ხვდები და მერე ხიდზე
2. თბილისის ქუჩას ჩაივლი მთლიანად, მარცხნივ და ხიდზე გადადიხარ.
3. ხიდზე გადასვლისას გვაქვს 3 ლოკაცია-
1.პირდაპირ კოსტავაზე, მარცხნივ შუქნიშანთან და უკან ხიდზე,
2.ხიდიდან მარჯვნივ, მალე მარცხნივ და კოსტავა, უკან ხიდზე.
3. ხიდიდან მარჯვნივ ბოლომდე და დამატებით მაჩვენებელთან შევდივართ მარცხნივ სპორტის ქუჩაზე, მერიასთან, კოსტავაზე და ისევ ხიდზე
4. ხიდზე უკან გადმოვდივართ და მანდაც ორი განშტოებაა- 1. მარჯვნივ. 2. მარცხნივ, შემოვუვლით, მეორე ზოლს ვიკავებთ მემორიალთან და თბილისის ქუჩაზე გავდივართ. ერთმანეთს ემთხვევა მონაკვეთები;
უფრო ვრცლად: ლოკაცია 1. სააგენტო- წითელი ხიდის გზატკეცილი-მარცხნივ ობელისკთან თბილისის ქუჩაზე ჩასახვევი- მალე მარცხნივ თბილისის ქუჩიდან ფალიაშვილზე-ფალიაშვილიდან მარჯვნივ მეგობრობაზე- მეგობრობიდან ხიდზე- ხიდიდან პირდაპირ კოსტავაზე-კოსტავაზე შუქნიშნიდან მარცხნივ- ისევ მარცხნივ მეტალურგების ქუჩაზე- უკან ხიდზე, ხიდიდან მარჯვნივ-ამოდიხარ კარფურთან(იუსტიციასთან)-ფალიაშვილი- თბილისის ქუჩა-უერთდები წითელი ხიდის გზატკეცილს-ავტობანი-ავტობანზე ხიდზე ადიხარ და ბრუნდები ისევ სააგენტოში.
ლოკაცია 2. სააგენტო- წითელი ხიდის გზატკეცილი-მარცხნივ ობელისკთან თბილისის ქუჩაზე ჩასახვევი-გაივლი მთლიან თბილისის ქუჩას. ხიდზე გადადიხარ და მარჯვნივ ხიდიდან. მალევე მარცხნივ შედიხარ კოსტავაზე-კოსტავადან ხიდზე გადადიხარ დაბრუნებისას-ხიდიდან მარჯვნივ-ამოდიხარ კარფურთან(იუსტიციასთან)-ფალიაშვილი- თბილისის ქუჩა-უერთდები წითელი ხიდის გზატკეცილს-ავტობანი-ავტობანზე ხიდზე ადიხარ და ბრუნდები ისევ სააგენტოში.
ლოკაცია 3. უკან დაბრუნებისას თუ ხიდიდან მარცხნივ გეტყვის- წრიულთან, (ვარკეთილის მარშრუტკების გაჩერება რომ არის), ხიდზე გიკავია მარცხენა ზოლი, შემოუვლი მემორიალს და მარცხნივ შეხვალ და მთლიან თბილისის ქუჩას აივლი. უერთდები წითელი ხიდის გზატკეცილს-ავტობანი-ავტობანზე ხიდზე ადიხარ და ბრუნდები ისევ სააგენტოში.
ლოკაცია 4.სააგენტო- წითელი ხიდის გზატკეცილი-მარცხნივ ობელისკთან თბილისის ქუჩაზე ჩასახვევი-გაივლი მთლიან თბილისის ქუჩას. ხიდზე გადადიხარ და მარჯვნივ ხიდიდან.გასცდები სკოლას და შუქნიშანთან(დამატებითი სექცია რომ არის შუქნიშანზე, ისარი მარცხნივ), ეს ისარი უნდა იყოს მწვანე და შედიხარ პატარა ქუჩაზე(სპორტის ქუჩა) დათმობის ნიშანია პატარა ქუჩაზე, იხედები ყურადღებით და ისევ პატარა ქუჩაზე შედიხარ მარჯვენა ზოლში(მარცხენა საპირისპიროა და ჩაგჭრიან, არ შეხვიდე მარცხენაში). და მარჯვენა ზოლიდან უხვევ მარცხნივ მარჯვენა ზოლში. გადიხარ მერისათან. დააკვირდი მანქანა როგორ დგას სანამ მერიასთან შეუხვევ, მარჯვენა ზოლი გიკავია და ისე უხვევ მარცხნივ მერიასთან, მარჯვენა ზოლში. მერე ისევ მარცხენა ზოლი დაიკავე, სტოპთან გაჩერდი. შეუხვიე მარცხნივ მარჯვენა ზოლში და ისევ მარჯვნივ კოსტავაზე გახვალ. კოსტავადან ხიდზე და აქაც იგივეა, ხიდიდან გეტყვის ან მარჯვნივ ან მარცხნივ და მეორდება იგივე, რაც სხვა ლოკაციაზეა. 🥰
პ.ს. რაზე იჭრებიან ხშირად: 1. ზოლიდან ზოლში გადასვლისას, ვრთავთ ციმციმას, ვიყურებით სარკეში, თუ არავინ მოდის, გადავდივართ. თქვით ეს ხმამაღლა, რომ გამომცდელმა გაიგოს.
2. სიჩქარის კონტროლი. იდეალურია დაშვებულ სიჩქარეზე მინუს 10-ით სიარული. 100 მეტრზე ერთითაც რომ გადაჭარბებით იარო, გჭრიან.
3. აუცილებლად დაელოდეთ დათმობის ნიშანთან, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდე, სანამ ნაკადი არ დაიცლება. ამაზეც ჭრიან, გინდა ასწრებდე გასვლას, გაატარე და ისე შეუხვიე.
4. დისტანცია მოძრავ ნაკადში, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანცია მარჯვნივ დაპარკინგებულ მანქანებთან. ნახევარ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
5. ქვეითების გამო არასდროს ჩავჭრილვარ. ბევრი კი ამის გამო ჩაიჭრა. შორ მანძილზე იყურე, სადამდეც შეგიძლია თვალის გაწვდენა, აკონტროლე სიტუაცია და გინდაც ზებრა არ იყოს, შორიდანვე ცოტა დააგდე სიჩქარე, რომ სანამ მიხვალ, ქვეითი ან გადავიდეს ან გაქრეს:) თუ გზის პირას მოდიან, მაგალითად წითელი ხიდის გზატკეცილზე შემხვდენენ, მაშინ შეანელე და ისე გაუარე გვერდი.
6. დასაწყისში როცა სააგენტოდან გამოდიხარ და მარჯვნივ წითელი ხიდის გზატკეცილზე გახვალ, ჯობია მარჯვენა მხარე დაიკავო, რადგან მარცხნივ ჩასახვევია ჩვენ ლოკაციამდე სანამ მიხვალ, იქ მარცხნივ უხვევენ და რომ არ შეგიფერხდეს მოძრაობა ან სხვამ არ დაგაბრკოლოს, მარჯვენა ზოლში იდექი. როგორც კი გასცდები მაგ ჩასახვევს, შემდეგ იყურები მარცხენა სარკეში, რთავ მარცხენა ციმციმას და გადადიხარ მარცხენა ზოლში. მალე მარცხნივ როცა გეტყვი კომპი, ხედავ ობელისკს, ცოტა შეანაელე, რომ დაინახო სად არის მარცხნივ ჩასახვევი და წყვეტილ ზოლებთან გაჩერდი, დაელოდე თუ რამე საპირისპირო მოდის და მერე ჩაუხვიე.
7. უკან მომავალ გზაზე როდესაც მიდიხარ წითელი ხიდის გზატკეცილზე, სადღაც ვეჯინთან( სააგენტოს საპირისპირო მხარეს მარჯვნივ დიდი შენობაა) ანუ სააგენტოსთან ახლოში სანამ 90 იქნება სიჩქარე და ავტობანზე გახვალ, მანამდე პატარა მონაკვეთია და 50-ია შეზღუდვა. არ გადააჭარბოთ, ყურადღებით გაიარეთ ეგ მანძილი.
თუ რამე გამახსენდა, დავამატებ.

Пікірлер: 585

  • @mziaokujava6687
    @mziaokujava6687 Жыл бұрын

    მძიმე შეცდომების ჩამონათვალი: 1.სარკეში არ გახედვა ზოლიდან ზოლში გადასვლისას 2.მოხვევისას მხრით(ტანით) არ გადაწევა, 3;.ღერძულას გადაკვეთა თუ გვიწევს, რადგან ჩვენ ზოლში დაბრკოლებაა, ციმციმას არ ჩართვა და სარკეში არ გახედვა, მძიმეა. 4.ქვეითის არ გატარება. 5.სამკუთხედში შეჭრა, 6.სიჩქარის გადაჭარბება 100 მეტრის მანძილზე, შემხვედრი სიჩქარე რაც არის მოცემული 10-15-ით მეტი ან პირიქით 15-20-ით ნაკლებით სიარულის დროს. მაგ, ავტობანზე 90-ია დაშვებული და 80 იდეალურია. 70ზე ჩაჭრაა. შეიძლება 75ზეც. მე 80 მეჭირა, მეტი კი მინდოდა, მაგრამ ხომ იცი, იდეალურად უნდა ატარო გამოცდაზე😅7.გაჩერებულ მანქანასთან, ან სხვა გზასთან მდგომ ობიექტთან(მაგ, ნაგვის ურნა) ნახევარ მეტრზე მეტად ახლოს ჩავლა, 8.წითელზე გავლა. 9. შუქნიშანთან მწვანეზე შეყოვნება თუნდაც 2-3 წამით. მოძრაობას აფერხებ და ჩამოგსვამენ იმ წამში; 9. სტოპ-ნიშანთან სრული გაჩერების დაუფიქსირებლობა 2-3 წამი. 10. დათმობის ნიშანთან პირდაპირ გავლა, გინდაც ასწრებდე გასვლას, უნდა გაჩერდე და გაატარო ყველა. 11. ღვედის არ გაკეთება დაწყებისას. 12. ხელის მუხრუჭის არ ჩაწევა. 13. თუ მანქანა ვერ დაქოქე, ეგეც, ხდება ხოლმე. 14. კომპის მიერ მითითებულ შესახვევის ნაცვლად სხვაგან შეხვევა ან უგულებელყოფა. ეს არის მძიმე შეცდომები. 15. 16:01 წუთზე დააკვირდით მეგობრებო, აქ ბევრი იჭრება მძიმე შეცდომით. სავალი გზა მარცხნივ შეხვევამდე, სანამ სტოპ ნიშანის ქუჩაზე შევუხვევთ, ორმხრივია. სხვა ვიდეოს შეცდომაში შეჰყავს ხალხი. ამიტომ, ასე ვაკეთებთ. შეხვევამდე გვიკავია მარჯვენა ზოლი, ვრთავთ მარცხენა შუქ-მაჩვენებელს, ვიყურებით ხომ არავინ მოდის საპირისპიროდან, ვატარებთ და ვუხვევთ მარცხნივ მარჯვენა ზოლში. ვთიშავთ მაჩვენებელს. შემდეგ ისევ ვრთავთ მარცხენა მაჩვენებელს, ვიყურებით მარცხენა სარკეში და გადავდივართ მარცხენა ზოლში მანამ, სანამ წყვეტილი ჩანს. ასე მივალთ სტოპ ნიშნამდე რამდენიმე მეტრში და ვჩერდებით ორი წამი. კახა აქ მარცხენა ზოლში შედის, ცალმხრივია და ორივეში შეიძლება შესვლა. ორივეში შევედი და ორივე სწორია. თუმცა, მარცხენა ზოლიდან სტოპი სადაცაა, მანქანები გამოდიან აცა-ბაცა და რომ არ მოგეშარონ, ჯობია მარჯვენა ზოლიდან მარჯვენა ზოლში მოუხვიოთ მარცხნივ და მერე გადახვიდეთ მარცხნივ. მსუბუქი: ციმციმების უკონტროლობა, სიჩქარის გადაჭარბება პატარა მანძილზე, თუნდაც ერთით, მანქანის უხეში მართვა, გააჩნია, მკვეთრი დამუხრუჭებისას გიჩერებენ გამოცდას. ასევე ბუგაროკებზე შეუნელებლად გადასვლა, ესენია, რაც გამახსენდა.😊პ.ს. დავამატებ რომ ი ლ ა პ ა რ ა კ ე თ, ილაპარაკეთ, აღწერეთ ის მოქმედება, რასაც აკეთებთ, ჩავრთე ციმციმა, გავიხედე სარკეში, არავინაა, გადავდივარ, რომ ჩემსავით ამაზე არ მოგეშარონ. რამდენჯერ გამამწარეს და უნამუსოდ მჭრიდნენ. ბოლო გასვლაზე სულ ვლაპარაკობდი და ვეღარაფერი მითხრა გამოცდელმა. მანამდე კი კარგად მაწვალეს. გავიხედე მეთქი წამის წინ, არ გაგიხედია ან კიდევ უნდა გაგეხედა წამის მეასედის მერეცო. გამოიყენეთ ჩემი გამოცდილება. წარმატებები ყველას.❤ წარმოუდგენლად კარგი გრძნობაა საკუთარი მანქანის ტარებით მიღებული სიამოვნება, კომფორტთან ერთად ტარების პროცესიც რომ გიყვარს🥰 შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ მეგობრებო თუ რამე გამომრჩა❤

  • @likalika7937

    @likalika7937

    Жыл бұрын

    ავტობანზე რომ გავდივართ ბოლოს მარცხემა მაჩვენებელს ამბობს და მარჯვენა ხომ არ უნდა ეთქვა?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@likalika7937 ლიკა მოგესალმებით. მარცხენას ვრთავთ აუცილებლად. მარცხნიდან უნდა უყუროთ მხრით მოახლოებულ მანქანებს, ჩვენ ხომ მარცხნიდან ვუერთდებით სავალ გზას ანუ ზოლს😊

  • @likalika7937

    @likalika7937

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა❤❤❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@likalika7937 გაიხარეთ, ლიკა. ასევე უფლის მადლი, ძალა იმედი გქონოდეთ მუდამ. 🥰 ყველა ის მომენტები, რაც სახიფათოა, რაზეც შეიძლება მოგედაონ, გაითვალისწინეთ, ისაუბრეთ, სარკეში ივარჯიშეთ, რომ თავი შეამზადოთ ისე, რომ თავდაჯერებული გამოჩნდეთ პოლიციელთან. ავტობანზე 80-ით იარეთ. წითელი ხიდის გზატკეცილზე 60. დისტანცია, ციმციმები და ყველაფერი გამოგივათ, მჯერა✨🎉გუშინ 250 კილომეტრი ფრენა-ფრენით ვიარე მთებში. 😁გისურვებთ მალე თქვენც გამოსცადოთ ეს უბედნიერესი გრძნობა.🤩

  • @ninikakhniashvili6091

    @ninikakhniashvili6091

    Жыл бұрын

    დღეს გავედი პირველად რუსთავში და 112 რომ აწერია წითლად მაგ აყოლებაძე უცებ ზებრაზე ქვეითი გადმოვიდა და შევაჩერე ქვეითი გავატაროთქო და ეგრევე გადამაყენებინე სიფრთხილე უნდა გამოგეჩინა უფრო შორიდანო ცოტა რესკად შევატორმუზე თან მერე მითხრა რო ლაპარაკობდი ყველაფერს რასაც აკეთებდი მე ეგ ისედაც ვიციო ანუ კიდე დამცინა

  • @mziaokujava6687
    @mziaokujava6687 Жыл бұрын

    გამარჯობა მეგობრებო. ეს ვიდეო ბევრს ეხმარება და მწერენ, რომ ყურებით და ჩემი რჩევების გათვალისწინებით ჩააბარეს.🥰 ვინმე კი არ მეძალავება. ჩემი სურვილით ავტვირთე, რომ ბევრს გაუადვილდეს ჩაბარება. სიკეთე და მადლი უკვალოდ არ იკარგება.😇 კომენტარებშიც ბევრი კითხვა და პასუხია. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს და არ ევასება, უაზრობებს ნუ წერს და მოედანჩაბარებული ნურავის ასწავლის ჭკუას, რა სიჩქარით იაროს და რა გააკეთოს.🙃 გამოცდის ფორმატი მოითხოვს იდეალურად შესრულებას, თორემ კარგად ვხედავთ ადრინდელები, ვისაც ქალაქის გამოცდა არ ჩაუბარებია, წესებს როგორ არღვევენ. მეც დავდივარ ახლა ჩემი მანქანით 2 თვეა და ის, რომ გამეკეთებინა გამოცდაზე, რა მანევრებსაც ახლა ვასრულებ, 50-იან სიჩქარეზე 65-70-ით მევლო, ეგრევე ჩამომსვავდნენ.🤪 ეს ვიდეო სწორედ გამოცდის კანდიდატებს ეხება და არა რალის და გონკაობის მოყვარულებს. დაზღნარდით, და თქვენი ცოდნა სხვაგან გამოიყენეთ. თქვენი ჭკუის სასწავლებელი აქ არავინაა. სიკეთის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, სხვას მაინც ნუ უშლით ხელს.🙂

  • @g.gplays7092

    @g.gplays7092

    Жыл бұрын

    dzalian dagvexmaret ❤

  • @likalika7937

    @likalika7937

    Жыл бұрын

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @mziachoquri6068

    @mziachoquri6068

    Жыл бұрын

    @@nailakiriakova1800 მართალი ბრძანდებით, მარნეულში საშინლად ატარებენ მანქანებს..

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@salomearoshidze8681 სალომე გამარჯობა. კი, ინსტრუქტორია. 568 65 70 60 კახა, წარმატებები🥰

  • @ladoklibadze8662

    @ladoklibadze8662

    Жыл бұрын

    au madloba magrad damexmara video

  • @nailakiriakova1800
    @nailakiriakova1800 Жыл бұрын

    წარმატებები ყველას ვინც აბარებს! მე გამოვიარე ეს ჯოჯოხეთი და თქვენ გისურვებთ ყველას ადვილად გაიაროთ ეს რთული პერიოდი!❤

  • @Footballnews_17
    @Footballnews_17 Жыл бұрын

    Didi madloba,dxes 25.04.2023 chavabare kalakis gamocda am video daxmarebit 👍🏻👍🏻👍🏻

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ყოჩაღ, 🤩როგორ გამახარეთ. გილოცავთ, მწვანეზე გევლოთ სულ🥰

  • @mariaken3227
    @mariaken32279 ай бұрын

    ამ ვიდეომ რომ დამეხმარა ჩაბარებაში , ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ვიდეო არსებობს youtubе-ზე ❤❤🎉🎉🎉

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გილოცავთ, ყოჩაღ ძვირფასო, ძალიან გამახარეთ🥰🤩

  • @googlayt2562
    @googlayt25624 ай бұрын

    ძალიან დიდი მადლობა თქვენ,რუსთავში ცხოვრებაში არ ვიყავი ნამყოფი და ამ ვიდეოთი ჩავაბარე!!

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    4 ай бұрын

    ყოჩააღ, გილოცავთ. ბედნიერი გზა და უთვალავი სიხარული, ძვირფასო🤗🥰💞💞💞

  • @sophgogoladze22
    @sophgogoladze223 ай бұрын

    ჩავაბარე 🎉 მადლობა თქვენ 🥰 ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ძალიან ყურადღებიანი ხართ ♥️

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    ყოჩაააღ, გილოცავთ, ჩემო ლამაზო.🥰 ძალიან მახარებს ყველა გამარჯვება. მწვანეზე და ბედნიერად გევლოთ სულ🎉🤩

  • @julietaaprasidze4331
    @julietaaprasidze433111 ай бұрын

    Didi madloba,dzalian dagvexmaret

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    ჯულიეტა თქვენც მადლობა. გამახარეთ ძალიან🥰

  • @sveliwyali
    @sveliwyali Жыл бұрын

    მადლობა ეს ვიდეო რომ დადეთ , ძალიან დამეხმარა ჩაბარებაში❤️

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    გილოცავ, ძვირფასო.💞💞💞 როგორ მიხარია, თუ რამით ვეხმარები ადამიანებს. მწვანეზე გევლოს სულ🥰❤❤

  • @tamunatodua9716
    @tamunatodua97166 ай бұрын

    მადლობა ძალიან დიდი თქვენი წყალობით დღეს პირველად გავედი და ჩავაბარე ❤❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    6 ай бұрын

    როგორ გამახარეთ თამუნა. ყოჩაღ, გილოცავთ. მწვანეზე გევლოთ მუდამ🥰💞💞

  • @idashakhnazarova9321

    @idashakhnazarova9321

    4 ай бұрын

    ​@@mziaokujava6687გამარჯობა სად ასწავლით? ქალაქის პრაქტიკა რომ გავიარო ,,♥️

  • @anaoqropiridze4478
    @anaoqropiridze44789 ай бұрын

    24/7-ზე ვუყურებდი, ძალიან დამეხმარა თქვენი ვიდეო❤დღეს ჩავაბარეე😁

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    ვაუუუ ანა, ყოჩააღ.🤩 ძალიან გამახარეთ. მწვანეზე გევლოთ ძვირფასო🥰❤❤

  • @anaoqropiridze4478

    @anaoqropiridze4478

    9 ай бұрын

    @@mziaokujava6687 დიდი მადლობაა🥺💜💜

  • @nikanika8324
    @nikanika83249 ай бұрын

    ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ვიდეოსთვის ❤

  • @gvantsas249
    @gvantsas2497 ай бұрын

    ჩავაბარე დღეს,უზომოდ ბედნიერი ვარ❤ეს ვიდეო ძალიან დამეხმარა❤ წარმატებები ყველას❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    7 ай бұрын

    ყოჩაღ, გვანცა. გილოცავთ, ძალიან გამახარეთ. ბედნიერ გზაზე გევლოთ მუდამ🥰💞

  • @Rusudani-lf9zu
    @Rusudani-lf9zu13 күн бұрын

    ქალბატონო მზია, თქვენი ინსტრუქტორის ნომერს ხომ ვერ მომცემდით😊, პირველ მაისს ჩავაბარე თეორია და პრაქტიკა და მინდა ქალაქისთვის მოვემზადო❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    12 күн бұрын

    გამარჯობა, რუსუდან. კახა ოსკანაშვილი-568 657060. ისე მე თავადაც ვასწავლი ზუსტად საგამოცდო მანქანის მსგავსი მყავს, თან ჰაი კლასია. წარმატებები🥰

  • @sofiotsulaia4753
    @sofiotsulaia4753 Жыл бұрын

    ვაუ....მოკლედ სერიოზულ უნარებს უნდა ფლობდეს ჩამბარებელი....მთელი ქალაქის გავლა უწევთ.... წარმატებებიი ყველას ✌🚘

  • @ratirazmadze7174
    @ratirazmadze71745 ай бұрын

    Ughrmesi madloba tkveni damsaxurebaa ro chavabare ghmertma sul kargad gamyofot

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    რა მაგარიააა, ყოჩაღ რატი,🥰 გილოცავთ ძვირფასო. სულ მწვანეზე გევლოთ🎉🤩

  • @user-jw3se5lz3q
    @user-jw3se5lz3q8 ай бұрын

    Madlobaa didii❤❤chavabare mec da yvelas warmatebas gisurvebt❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    8 ай бұрын

    ყოჩააღ, როგორ გამახარეთ. სულ მწვანეზე გევლოთ ძვირფასო🥰🤩

  • @user-vh2rh2pk2e
    @user-vh2rh2pk2e10 ай бұрын

    zustad am gzebis gavla gviwevs rac am videoshia tu sxvadasxva quchebis ?

  • @yasmingurbanova5039
    @yasmingurbanova5039 Жыл бұрын

    Добрый день Подскажите пожалуйста когда спускаемся от агентства и выезжаем на полосу разгона какой поворотник нужно включать левый или правый?...

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    Добрый день. В начале, когда начинаем движение, включаем левый поворотник, ждем, пока машины проедут слева, через несколько метров возле кольцевой включаем правый поворотник и спускаемся, на скорость 40. Едем в правый ряд.удачи🥰

  • @giorgiguledani7732
    @giorgiguledani7732 Жыл бұрын

    აუ თქვენ გაიხარეთ!!! ძალიან დიდი მადლობა გაზიარებისთვის!❤️

  • @elviraberuashvili512
    @elviraberuashvili51210 ай бұрын

    ❤ მადლობა ასეთი კარგი ვიდეოსთვის! ❤

  • @sophiagviniashvili4717
    @sophiagviniashvili471710 ай бұрын

    უღრმესი მადლობა ამ ვიდეოს გაზიარებისთვის! არ იცით, რეალურად რამხელა სიკეთეს აკეთებთ❤️ ძალიან დამეხმარეთ

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    სოფია ჩააბარეთ?❤❤❤ გილოცავთ, ძვირფასო. ძალიან გამახარეთ🥰❤❤

  • @sophiagviniashvili4717

    @sophiagviniashvili4717

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 ხვალ მაქვს გამოცდა❤️დარწმუნებული ვარ, ჩავაბარებ და ეს თქვენი დამსახურებაც იქნება❤️მადლობა!❤️

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    @@sophiagviniashvili4717 შეძლებთ აუცილებლად, სოფია. ყველა მოქმედება, რასაც აკეთებთ, ისაუბრეთ, ქვეითები შორიდანვე ეძებეთ, ზებრის იქითაც, წამიერად დასანახად მარცხენა, შუა , მარჯვენა სარკეში გამუდმებით ყურება. დათმობის ნიშანთან ყველას ვატარებთ. მარცხენა ზოლი აირჩიეთ და დაშვებულზე 5 ით ნაკლები იმოძრავეთ, მარჯვნივ ხშირად არაა საშუალება შიდა ქალაქში სულ მანქანებია მარჯვნივ დაყენებული. იუსტიციასთან განსაკუთრებულად ფრხილად. მოკლედ, თქვენს გვერდით ვარ, შეძლებთ❤❤❤

  • @sophiagviniashvili4717

    @sophiagviniashvili4717

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 ვეებერთელა მადლობა❤️❤️❤️❤️❤️

  • @Nodo7
    @Nodo78 ай бұрын

    დიდი მადლობა ვიდეოსთვის❤️ მე ჩავიჭერი დღეს შუქნიშანზე მწვანე ციმციმებდა და გავიარე ეგრევე გამაჩერებინეს და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ციმციმს რო დაიწყებს აუცილებლად გაჩერდით არ გარისკოთ❤️

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    8 ай бұрын

    წარმატებები ძვირფასო. შემდეგში აუცილებლად დაწერ, რომ ჩააბარე🥰

  • @lucy5097
    @lucy50973 ай бұрын

    დიდი მადლობა

  • @davi-xe8gt
    @davi-xe8gt Жыл бұрын

    ვიდეოს ვუყურე, მომეწონა, კარგად ხსნის.

  • @user-yt4fw6xb4v
    @user-yt4fw6xb4v8 ай бұрын

    გამარჯობა დ ბლოკიდან მოძრაობის დაწყებისას როდესაც ვიწყებთ მოძრაობას ციმციმას მარცხნივ რომ ვურთავ სარკეში უნდა გავიხედოთ?

  • @Gakhela
    @Gakhela9 ай бұрын

    Madloba ♥️

  • @user-iz2zf5jx7h
    @user-iz2zf5jx7h5 ай бұрын

    ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩავაბარე და ამ ვიდეოს დამსახურებააააა❤❤❤❤❤❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    ყოჩაღ, გვანცა. გილოცაავთ. მწვანეზე გევლოთ სულ. ძალიან გამახარეთ🤩 უთვალავი სიხარული და წარმატებები🥰💖✨️🎉🤩

  • @user-iz2zf5jx7h

    @user-iz2zf5jx7h

    5 ай бұрын

    @@mziaokujava6687 მადლობა თქვენ ნამდვილად ძალიან საჭირო იმფორმაციები მოგვაწოდეთ ❤️❤️❤️ბედნიერ შობა -ახალ წელს გისურვებთ

  • @eltunhaciyev4614
    @eltunhaciyev461410 ай бұрын

    დიდ მადლობას გიხდით , მართლაც ბრწყინვალე ვიდეოა და ასევე ბრწყინვალე მასწავლებელი, თითქოს თქვენი საშუალებით ზეპირად ვისწავლე გზები და წესები ხვალ გამოცდა მაქვს , ვიმედოვნებ ,რომ ჩავაბარებ და თავიდან აქ დავბრუნდები ,ჩემი ჩაბარებით თქვენსაც გაგახარებთ. საბოლოოდ ჩავაბარე თქვენი რჩევების საშუალებით,თავიდან მადლობას გიხდით ყველაფრისთვის

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    აუცილებლად ჩააბარებთ ძვირფასო. მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ. აი ასე ყოველ წამს უყურეთ სარკეებს, თან გაახმოვანეთ მოქმედებები, ისაუბრეთ თუ რას აკეთებთ. ვრთავ, ვუთმობ, გადავდივარ და ა.შ. დათმობის ნიშანთან ყველა გამოატარეთ და ისე გადით. მხრებით გადაიხარეთ სტოპ ნიშნებთან, დათმობასთან, თავი მკვეთრად ატრიალეთ, რომ დაინახოს პოლიციელმა ყურადღებით ხართ. ქვეითი შორიდანვე ეძებეთ ყველგან, მკვეთრი მუხრუჭი არ გამოიყენოთ. ეცადეთ მარცხენა ზოლში იაროთ, მარჯვნივ სულ მანქანებია დაყენებული. სიჩქარე აკონტროლეთ. შუქნიშნებთან ყურადღებით იყავით. მიმართულებას კარგად იძახის კომპი, მაინც თუ ვერ გაიგეთ სად უნდა შეუხვიოთ, ჰკითხეთ პოლიციელს. წარმატებები🥰

  • @eltunhaciyev4614

    @eltunhaciyev4614

    10 ай бұрын

    მადლობა, რჩევებისთვის ❤

  • @tvitdavita9092

    @tvitdavita9092

    10 ай бұрын

    Ra keni?

  • @serxanlaxvanov7164

    @serxanlaxvanov7164

    9 ай бұрын

    მართალი ხართ❤

  • @seyfeddinismailov
    @seyfeddinismailov10 ай бұрын

    პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ვიდეოსთვის,ძალიან ბევრს ეხმარებით. მარშრუტები ბოლომდე მაინც ვერ გავარჩიე და რომ გკითხოთ, 1 მალევე მარჯვნივ უხვევს და 3 თბილისის ქუჩას ბოლომდე ჩადის. ხიდზე 1 პირდაპირ აგრძელებს 2 მარჯვნივ ჩადის ამ მარშრუტებს მივხვდი მეოთხე მარშრუტის გამასხვავებელი გამოსარჩევი იქნებ რამე მითხრათ, წინასწარ უღრმესი მადლობა

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. მეოთხე არც არსებობს, ძვირფასო. ხიდზე გადასვლისას ხომ არის ძველ რუსთავში 3 ლოკაცია 1.ხიდიდან პირდაპირ, კოსტავაზე, პირველივე შუქნიშანთან გახვევინებს მარცხნივ, პატარა ქუჩას გადიხარ და ისევ მარცხნივ, კოსტავას პარალელურ უკანა ქუჩას აივლი და ხვდები ისევ ხიდზე ,2 ხიდიდან მარჯვნივ, მალე მარცხნივ, შუქნიშნიდან მარცხნივ კოსტავაზე და ისევ ხიდზე გადიხარ.და 3. ხიდიდან მარჯვნივ, გრძელი ლოკაცია, მერიას რომ უნდა შემოვუაროთ, მარცხნივ და მერე მარჯვნივ, კოსტავაზე და ხიდზე. უკან რომ დავბრუნდებით ხიდზე 1.მარჯვნივ ან 2.მარცხნივ გეტყვის და ეგ ითვლება მეოთხე ლოკაციად. კი, იძახიან, 4 არის, რეალურად 3 გამოდის. 1. თბილისის ქუჩა ბოლომდე ჩავდივართ, ხიდზე გადავდივართ და გეუბნება კომპი ხიდიდან მარჯვნივ, მალე მარცხნივ.2. ან მეორე მარშრუტი- იგივე თბილისის ქუჩა ბოლომდე, ხიდზე გადასვლისას მარჯვნივ, ეს გრძელია და მერიას უვლი, ადიხარ კოსტავაზე(ცენტრალურ ქუჩაზე) და ხიდზე გაბრუნებს. 3. მესამე მარშრუტი- თბილისის ქუჩის შუაში(არ ჩასული ბოლომდე) გახვევინებს მარცხნივ, მერე მარჯვნივ მალევე ფალიაშვილზე, ფალიაშვილიდან ისევ მარჯვნივ, მთავარ ქუჩაზე(მეგობრობა), მეგობრობიდან მემორიალთან ხვდები და ხიდზე გადადიხარ, ხიდიდან არაფერს გეტყვის, იარეთ პირდაპირ, ასე ამბობს კომპი. შედიხარ ხიდიდან პირდაპირ კოსტავაზე. ახლა უკან ხიდზე რომ გადმოვდივართ(ძველი რუსთავის სამივე ლოკაციიდან ხიდზე უკან ვბრუნდებით)ხიდის ბოლოსკენ გეუბნება ან მარჯვნივ ხიდიდან ან მარცხნივ. მარცხნივ თუ გეტყვის, ნახევარწრეს არტყამ მემორიალს, მეორე ზოლში შედიხარ მემორიალის შემოვლისას და ადიხარ პირდაპირ ქუჩის პატარა ნაწილზე. ბოლოში მისულს გეუბნება მარჯვნივ და მარჯვნივ მოხვევისას არის თბილისის ქუჩა, რაც თავიდან ჩამოვიარეთ, ისევ უკან ავდივართ. ახლა თუ მარჯვნივ გეტყვის ხიდიდან, მეგობრობის უკანა მხარეს გადიხარ, იქ გვხვდება 3 შუქნიშანი, მესამე შუქნიშანი არის კარფურთან(იუსტიციასთან), გადადიხარ შუნიშნიდან ფალიაშვილზე, ფალიაშვილის ბოლოში კი უხვევ მარჯვნივ და თბილისის ქუჩაზე მოხვდები, აქ უკვე პატარა ნაწილზე. დანარჩენი იგივეა, ყველა მარშრუტისთვის წითელი ხიდის გზატკეცილი და ავტობანი, მერე სააგენტო. წარმატებები🥰

  • @seyfeddinismailov

    @seyfeddinismailov

    10 ай бұрын

    ძალიან დიდი მადლობა ❤

  • @sofikojimshiashvili1831
    @sofikojimshiashvili18319 ай бұрын

    ყოველდღე ვუყურებ და იმედია ჩავაბარებ.❤❤❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    აუცილებლად, სოფიკო.🥰 კომენტარებიც იკითხეთ ქვემოთ და თუ რამე დაგაინტერესებთ ლოკაციებზე, მომწერეთ, აუცილებლად გიპასუხებთ.

  • @user-gt2ig5ku8p
    @user-gt2ig5ku8p5 ай бұрын

    23.20ze shuqnishanze stopi ro ari mand ar idzaxit da ar unda gavcherdet?rogorc sxva stopebze vcherdebit?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    შუქნიშანს ვემორჩილებით მანდ. 😊სტოპ ნიშანი მაშინ მოქმედებს, თუ შუქნიშანი გამორთული დაგხვდა. იუსტიციიასთან ზემოთ ფალიაშვილზე გადადიხარ.

  • @nikolozbulauri4915
    @nikolozbulauri491511 ай бұрын

    madloba qalbatono mzia tqveni am videoti chavabare dges

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    ყოჩაღ. 🥰ძალიან გამახარეთ. მწვანეზე გევლოთ სულ🤩

  • @ghosty.t.9237
    @ghosty.t.923710 ай бұрын

    დიდი მადლობა თქვენი ვიდეოსთვის.ნამდვილად დიდი წვლილი შეგაქვთ ადამიანების კეთილდღეობაში.მეც შევუერთდი იმ ბევრ ადამიანს,რომლებსაც დაეხმარეთ!!

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გილოცაავთ, ყოჩაღ. ❤ძალიან გამახარეთ🥰

  • @xeravy5641
    @xeravy564110 ай бұрын

    I wish you had an English video

  • @ketigabashvili7891
    @ketigabashvili7891 Жыл бұрын

    23:39 mwvanec rom iyos antebulinmainc unda gavcherde?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    შუქნიშანს ვემორჩილებით აქ. ეს იუსტიციასთან არის, რაც მონიშნეთ. აინთო მწვანე და დავიძარით. ხან ქვეითი მაინც მოზოზინებს და ყურადღებით უნდა იყოთ მანდ ზებრაზე, გავატარებთ და ისე გავალთ

  • @user-ee8qh1yp6f
    @user-ee8qh1yp6f3 ай бұрын

    ერთი სული მქონდა როდის დავწერდი რომ ჩავაბარეე🎉🎉🎉🎉 მადლობა ვიდეოებისთვის ❤❤❤წარმატებები ყველას ❤❤❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    ყოჩაღ, თამარ, გილოცავთ. ძალიან მიხარია, ამდენ ადამიანს რომ ეხმარება ჩემი ვიდეოები. სულ მწვანეზე გევლოთ, ძვირფასო🥰🤩

  • @user-ee8qh1yp6f

    @user-ee8qh1yp6f

    3 ай бұрын

    მადლობა დიიიდი❤

  • @rosehathaway4519
    @rosehathaway4519 Жыл бұрын

    Ძალიან დიდი მადლობა, Ძალიან დამეხმარა ეს ვიდეო❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ძალიან გამახარეთ.წარმატებები, ძვირფასო🥰

  • @rosehathaway4519

    @rosehathaway4519

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 წარმატებები Შენც ყველაფერᲨი💚

  • @aydanaydan6323
    @aydanaydan632310 ай бұрын

    Gamarjoba es gzebi da gamocdis gzebi igivea?tu yvelas sxvadasxva gzebi emtxveva?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. ზუსტად ის არის ერთი-ერთში, რაც გამოცდაზე გვხვდება.

  • @user-jc8lm3nq8w
    @user-jc8lm3nq8w2 ай бұрын

    sarkeebi rom shevamowmot ubralod da davrwmundet rom sworadaa , shecdoma xom ar iqneba ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    2 ай бұрын

    სარკეების გასწორება აუცილებელია. თუ შეხედავთ, რომ ზუსტად არის მორგებული, გარე პერიმეტრს კარგად ხედავთ და ასევე სალონის სარკეც, შეეხეთ მაინც. სილამაზისთვის არ არის, ეგ კი არა, ოდნავ სკამი თუ გავწიე, სარკის მდგომარეობაც იცვლება. დარწმუნიდთ, რომ სავარძელში კომფორტულად ხართ, შეიკარით ღვედი, გამომცდელსაც გადახედეთ, თუ უკეთია, დარწმუნდით. დაქოქეთ და გაასწორეთ სარკეები თქვენზე.

  • @user-gp2gh1ix3h
    @user-gp2gh1ix3h Жыл бұрын

    ძალიან დიდი მადლობა❤

  • @kopa8125
    @kopa8125 Жыл бұрын

    15:56 ze marjvena zolidan shevdivart marcxniv? Anu ormxrivi gzaa?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ნიშანს დააკვირდით სანამ მოუხვევს მაგ წამზე.მანდ ბევრი იჭრება. მეც ეგრე მოვუხვიე, როგორც ინსტრუქტორი უხვევს მარჯვენა ზოლიდან მარცხენა ზოლში და არ ჩავუჭრივარ. ზოგს მაგაზე მოედავენ. აი როგორ გააკეთეთ იცით? სანამ შევუხვევთ ეგ ორმხრივია, შეხვევისას ცალმხრივი, ორივე ზოლში შეგიძლია, თუმცა, მარცხენა ზოლიდან მანქანები მაინც გამოდიან წესების დარღვევით. ამიტომ, გვიკავია მარჯვენა ზოლი, ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა, შევიდეთ მარჯვენა ზოლში. მერე ვიხედებით სარკეში, არავინ მოდის, ვრთავთ მარცხენა ციმციმას, გადავდივართ მარცხენა ზოლში და ისე მივდივართ სტოპ ნიშნამდე. ვერანაირად ვერ მოგედავებათ პოლიციელი. სტოპთან 2-3 წამი სრული გაჩერება დააფიქსირეთ, ჩართეთ მარცხენა ციმვიმა, გაყავით მანქანის ცხვირი და ყურადღებით მიმოიხედეთ ტანით მარჯვნივ და პირდაპირ თუ არავინ მოდის, შეუხვიეთ მარცხნივ მარჯვენა ზოლში და შემდეგ კოსტავაზე შესვლისას ისევ მარჯვენა ციმციმა ჩართეთ და მარჯვენა ზოლი დაიკავეთ

  • @kopa8125

    @kopa8125

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 is mainteresebs sanam shevuxvev marjvena zolshi chavdge tu marcxena anu shesaxvevamde romeli zoli davichiro instruqtorma mgoni marjvnidan sheuxvia ver gavarkvie wesierad

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@kopa8125 მარჯვენა ზოლში უნდა იდგეთ სანამ შეუხვევთ. მარცხენა საპირისპიროა და ჩაიჭრებით

  • @kopa8125

    @kopa8125

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 gmadlobt

  • @gamerroomgeorgia273
    @gamerroomgeorgia2737 ай бұрын

    23:09 ze stop nishani roa mand mwvane ro mentas aucileblad unda gavcherde!?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    7 ай бұрын

    სტოპი მაშინ მოქმედებს, თუ შუქნიშანი გამორთული დაგხვდება. მწვანე აინთო, ყურადღებით ათვალიერებ ზებრაზე ხომ არავინაა, გადიხარ და გადასვლისას გზაჯვარედინზეც ყურადღებით იყურები ყველგან, შეეცადე სანამ გადახვალ, ახლა 3 ზოლიანი გახდა სადაც ვდგავართ მონიშნულ წუთზე და შუაში მოხვდე, რომ ასვლისას ფალიაშვილზე მოხვდე მარცხენა ზოლში. დააკვირდი, მარჯვნივ სულ მანქანებია, წეღანაც ჩამოავიარე, თხრიან, ტრაქტორები და მსგავსი რამ ხდება. იარეთ მარცხენაში. გადასვლისასაც ზებრაა, წეღან მანდ გადაუყენა მანქანა ერთს, ქვეითებთან ყურადღებით ძალიან, საიდან გადმოხტებიან, კაცმა არ იცის.

  • @davidkvaratskhelia9735
    @davidkvaratskhelia97359 ай бұрын

    ქალბატონო მზია თქვენ სახელზე სანთელს ავანთებ ეკლესიაში ❤️‍🔥❤️‍🔥❤️‍🔥

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გაიხარეთ, დავით. უფალმა მშვიდობა მოგცეთ🥰♥♥

  • @user-ki6qs9go2n
    @user-ki6qs9go2n11 ай бұрын

    მადლობა თქვენ, არ ვიცი რამდენჯერ უყურე ამ ვიდეოს, რომელიც გზამკვლევი იყო გამოცდის პროცესში, (მიუხედავად ჩემი 10 ქალაქის გაკვეთილისა), რომელიც მეორე გასვლაზე წარმატებულად ჩავაბარე, სულ რაღაც სამი მსუბუქი შეცდომით. ყველას წარმატებებს გისურვებთ!🤗💪

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    გილოცააავთ🥰🎉✨🤩. როგორ გამახარეთ.😍სულ მწვანეზე გევლოთ. ძვირფასო.

  • @user-ki6qs9go2n

    @user-ki6qs9go2n

    11 ай бұрын

    @@mziaokujava6687 მადლობა, თქვენც ბედნიერი და მშვიდობიანი გზებით გევლოთ🥰🖐

  • @liamaqadze-ii4vo

    @liamaqadze-ii4vo

    11 ай бұрын

    გილოცავთ .დაახლოებით რომელ საათზე გახვედით გამოცდაზე და როგორი გადატვირთული იყო გზები.

  • @user-ki6qs9go2n

    @user-ki6qs9go2n

    11 ай бұрын

    ​@@liamaqadze-ii4voმადლობა! გამოცდა ორ საათზე დაიწყო, თანაც წვიმდა, გზა თითქმის თავისუფალი იყო, როგორც ამ ვიდეოში, ბანიც არ იყო დატვირთული, თავიდან კი ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ მოვეშვი, საგამოცდო გზა 17-18კლმ. წარმატებები, აუცილებლად ჩააბარებთ🤗

  • @liamaqadze-ii4vo

    @liamaqadze-ii4vo

    11 ай бұрын

    ​@@user-ki6qs9go2nსამწუხაროდ ვერ ჩავაბარე😢წელიც ისე გამეპარა ორი გეგმიური და ორიც არაგეგმიურზე გავედი ,მაინც ვერ ჩავაბარე.თავიდან დავჯავშნე თეორია.

  • @doit4941
    @doit49413 ай бұрын

    ძალიან დამეხმარა ეს ვიდეო მაფლობა თქვენ სუპ პირველ მარშუტზე გამიშვა და უკვე ვიცოდი სად როდის უნდა შემეხვია შესაბამისად კომპიუტერს დაძაბული აღარ ვუსმენდი. თუმცა ერთი რეკომენდაცია მინდა მივცე გამომცდელებს წვიმიან ამინდში თავი შეიკავეთ(შეგიძლიათ ამინდის პროგნოზი გადაამოწმოთ ისე დაჯავშნოთ) თორემ საერთოდ არ ჩანს ასფალტზე ხაზები :დ პლიუს ერთ დიდ "იამკაში" ჩავადღლიზე იმის გამო რომ სავსე იყო წყლით ასფალყიც სველი იყო და გვიან შევნიშნე მკვეთ მანევრს და ისე არიდებას ვარჩიე "ჩამედღლიზა" შესაბამისად ჯარიმა დამიწერა იმ არასწორმა :დდდ ჩაჭრას რაც შეეხება ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩავიჭერი :დ მოვიარე მთლიანი მარშუტი ყველაფერი ოკ იყო უკანა გზაზე ავტობანზე რომ გამოდიხარ მანდ საერთოდ არ ჩანდა გზის ხაზები და უკვე სააგენყოსკენ რომ უნდა აუხვიო მანდ შეხვევის ზოლში დავიწყე ადრე გადასვლა :დდდ სადღაც 500 მეტრი მაშორებდა მართვის მოწმობას :დდდ ხო და ზევით როგორც გითხარით წვიმის გამო არ ჩანდა ხაზი და მანდ ერთი უწყვეტი არის და ის გადავკვეთე ეგრევე გამაჩერა :დდდ მადლობა კიდევ თქვენ და გამომცდელებს მინდა ვუთხრა კიდევ ერთი რჩევა გვერძე მჯდომი ჯარიმებს რომ გიწერთ არ მიაქციოთ ყურადღება(მე შუა გზაში დავიძაბე და სულ იმ გქნცდით ვიარე ან ეხლა ჩამჭრის ან ეხლა და თითოეული მონიყორთან შეხება მასლოკინებდა:დდ) არ მიაქციოთ ყურადღება მაქს გზაზე კონცენტრირდით

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    უჰ, კიი. შეჭრილი ხაზია ეგ, არ ჩანს. უცებ მალეს რომ გეუბნება, არ უნდა გადახვიდე ეგრევე, ასე 25 მეტრის მერე გადადიხარ. არადა, გგონია, რომ წყვეტილია, ბევრი ტყუვდება მანდ. უწყვეტი ზოლი რომ მარჯვნივ გადადის ბოლოს ასახვევისკენ, მანდ უნდა გადახვიდე. წარმატებები შემდეგში. ახლებიც მიდევს, დანარჩენ მარშრუტებსაც უყურე, ყველა მოქმედია( ფლეილისტში ნახე). ხოო, ეს ორმოები ვეღარ ამოავსეს. მერიისკენ დააკერეს, მაგრამ მეტალურგების ქუჩაზეა თხრილი კიდევ. წვიმის დროსაც არ ჩანს და მზეც ხელისშემშლელია, ზოლები ისედაც არ ეტყობა ზოგან.

  • @doit4941

    @doit4941

    3 ай бұрын

    @@mziaokujava6687 კი ეგრეა ვინც რუსთავში ხშირად მოძრაობს ეცოდინება ალბათ მაგრამ მე თითქმის ხიდიდან გამომსვლელის ზოლიდან დავიწყე გადასვლა რომ მითხრა მოსასხვევი მარჯვნივ მალეო :დ თუმცა ემოციურმა ფონმაც დამაშვებინა ეგ შეცდომა მეგონა უკვე ჩავაბარე და მოვადუნე ყურადღება :დ მთავარია ტრაგედიათ არ ვაქციოთ ჩაჭრა თორემ არაფერი ერთხელ ცდი არ გამოგივა მეორედ წინა შეცდომებს გაითვალისწინებ

  • @anamgaloblishvili1447
    @anamgaloblishvili14476 ай бұрын

    Didi madloba aseti gulisxmieri rom xar ..exla unda chavabaro qalaqi da ras mirchev chavixe rustavshi ? Gaviaro iq ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    6 ай бұрын

    ანა, გვიან ვნახე, არ აგდებს ხან კომენტარებს. თუ რუსთავის მარშრუტებს თვალით ნახავ, უმჯობესია. თუ მართვა კარგად იცი, გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე გაიარე მარშრუტები,. რა სიტუაციაა რომ ნახო, ხან რემონტია ზოგან, ხან რა. წარმატებები

  • @Judoforever-tv7pq
    @Judoforever-tv7pqАй бұрын

    23:27 მაინტერესებს თუ სდექ ნიშანთან შუქნიშანი მწვანეს აჩვენებს ვჩერდები? ანუ უნდა გავჩერდე? 🚦🚗🚙

  • @Judoforever-tv7pq

    @Judoforever-tv7pq

    Ай бұрын

    23:07 დან უფრო ვიდრე 23:27 მაინტერესებს აღნიშნული კითხვა

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Ай бұрын

    @@Judoforever-tv7pq აქ სტოპი არაფერ შუაშია. მწვანეზე გავდივართ. ამჟამად ერთი გასასვლელი ზოლია შუქნიშანთან, გადათხარეს მთელი რუსთავი რაა, შეაწუხეს გული. ფრთხილად უნდა აიარო ზემოთ ფალიაშვილზე. წარმატებები

  • @Davit-ex8br
    @Davit-ex8br11 ай бұрын

    ჩავაბარეე :D ძალიან დიდი მადლობა

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    გილოცაავთ დავით, ყოჩაღ, ძალიან გამახარეთ🥰

  • @FelixAa.777
    @FelixAa.77710 ай бұрын

    Gamarjobat meqankaze tu aswavlit?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. მე ავტომატიკა ჩავაბარე. +995 568 65 70 60 კახას დაუკავშირდით, ზუსტად გეტყვით☺

  • @tamunatamuna3550
    @tamunatamuna3550 Жыл бұрын

    👌👌❤️❤️

  • @winsmoke5204
    @winsmoke52047 ай бұрын

    რა მაინტერესებს კიდე ზოლის შეცვლა როგორ ხდება, თუ იტყცის 300 მეტრის შემდეგ მარცხნივ შეუხვიეთ მაშინ შეცვალო ზოლი თუ როცა იტყვის მალე მაშინ შევცვალო ზოლი და მოვუხვიო

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    7 ай бұрын

    გააჩნია სად და რა სიტუაციაა. ასე ზედმიწევნით და ერთნაირად არ ხდება გზის სხვადასხვა მონაკვეთებში. სადღაც 100 მეტრამდე რომ იქნება დარჩენილი, მაშინ შეგიძლიათ ზოლის შეცვლა. ძალიან მიახლოებისას შეიძლება დიდი ნაკადის გამო ვერც მოასწროთ ზოლის შეცვლა და თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ. ასევე ზედმიწევნით დაისწავლეთ მარშრუტები. რომელს სად მიყავხარ. დღესაც ერთს მოსახვევი აერია, გასცდა და ჩაიჭრა(( ამ 4-ის გარდა კიდევ 2 აღადგინეს ხომ იცით. სულ 6 მარშრუტია ჯერჯერობით.

  • @user-fp9qt6pj6h
    @user-fp9qt6pj6h5 ай бұрын

    Gamaejobat, ramdeni km unda gaviarot?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    გამარჯობა. 19 და 22 კილომეტრიანებია. დაახლოებით 30 წუთი, ყველაზე მეტი 45 წუთი შეიძლება გაგრძელდეს გამოცდა. დრო არაა შეზღუდული, თუმცა, ამ დროში ესწრება. ერთ-ერთს რასაც ამოაგდებს კომპიუტერი, იმ ლოკაციაზე გახვალთ. პლეილისტში ნახეთ, ყველა მარშრუტია. ამ ძველში 4-ია გაერთიანებული, დანარჩენი 4 მე თავად გადავიღე ცალ-ცალკე. რაოდენობამ არ შეგაშინოთ, ბევრი მონაკვეთი ემთხვევა ერთმანეთს. წარმატებები

  • @user-lx8wy2ls2y
    @user-lx8wy2ls2y Жыл бұрын

    14:26პავაროტნიკს ვრთაავთ?და მარცხენა მხარეს ისე გადავდივაართ?

  • @mansurmextiev6770

    @mansurmextiev6770

    Жыл бұрын

    Ki

  • @user-hq6rf3bf1q
    @user-hq6rf3bf1q2 ай бұрын

    11:15-მდე რაც არის ეს ხომ არის მეექვსე მარშრუტი და შემდგომ ეს მარშრუტი საიდან გრძელდება?

  • @mariambuachidze6595
    @mariambuachidze6595 Жыл бұрын

    დიდი მადლობა

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    გამარჯობა მარიამ. 01:40 ზე რომ გავდივართ, ვუხვევთ მარჯვნივ და მარჯვენა ზოლში შევდივართ(მარჯვენა ზოლი გვაქვს). შემდეგ კი გაქანების ზოლზე ვრთავთ მარცხენა ციმციმას, ვწევთ სიჩქარეს, რაც შესაძლებელია, ვიყურებით მარცხენა სარკეში და თუ ახლოს არავინაა, ვუერთდებით მარცხენა ზოლს. 10დან 9 კომენტარში თითქმის ამას კითხულობენ. 3 სტოპია და სამივეგან მარცხენას ვრთავთ. ალბათ ვიდეოს გადაღება მომიწევს ამ თემაზე☺. თუნდაც ბოლო სტოპი ავიღოთ, ბანზე. თუ მარჯვენა ჩართე, არასწორი იქნები, იმიტომ რომ რეალურად იქით არაფერია გარდა რკინის ბარიერისა, მარჯვნივ სად არის გასასვლელი ზოლი, რომ მოუხვევ, მარცხნივ ზოლში ხვდები, რკინის მოაჯირს ხომ ვერ გავანგრევთ მარჯვნივ😅😍. სავალ გზას უერთდები მარცხნივ, მარცხენა ზოლს იკავებ და მარცხნიდან გიახლოვდება ნაკადი. ამიტომ, უნდა ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა, გააფრთხილო უკანა ნაკადი, რომ მათ ზოლს უერთდები, გამოატარო ყველა და მხოლოდ მაშინ გადახვიდე მარცხენა ზოლზე. თუ რამეა, კიდევ მომწერე🥰

  • @mariambuachidze6595

    @mariambuachidze6595

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 უდიდესი მადლობა🙏ასეთი სრული პასუხებისთვის❤️❤️❤️❤️🧚‍♂️ ერთი კითხვა კიდევ, როცა გამოცდა მთავრდება, და სულ სულ ბოლოს ვრთავთ მარცხენა ციმციმას ეს გასაგებია რადგანაც უნდა შევუხვიოთ მარცხნივ მაგრამ აქ ამბობთ რომ მარცენას მერე-ასევე ვრთავთ მარჯვენა ციმციმასო, ალბათ ვერ აღვიქვამ რატომ ვრთავთ აქ მარჯვენას?🙏 მარჯვნივ შეასვლას მანდ ვერ ვაფიქსირებ ყურებით🫠

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@mariambuachidze6595 გამიხარდება, თუ რამით დაგეხმარები, ძვირფასო. საპატრულოს წრიულთან მარცხენა ციმციმა, შევედი და მერე მარჯვენა, 41:07 ნახე, დაბლა ხაზი რომ მკრთალად ჩანს, დაახლოებით იქ გავჩერდი, ფინიშის ხაზია. მანდ რასაც დავაკვირდი ბოლოში არავის ჩაურთავს მარჯვენა. მაინც ჩართე, ზედმეტი არ იქნება, რადგან მარჯვნივ მხარეს ვიწევით. 🤩

  • @user-hf1bw5do8t
    @user-hf1bw5do8t5 ай бұрын

    5:00 marjvniv rom uxvevs iq nishanicaa pirdapir da marjvniv da kompiuteri idzaxis ro marjvniv sheuxvieoo?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    დიახ, იქვე იძახის, მოუხვიეთ მარჯვნივ

  • @Magdakipshidze1998
    @Magdakipshidze19989 ай бұрын

    გამარჯობა, მაინტერესებს ქვეითების შემთხვევაში რა ხდება? როდის ვუთმობ გზას და როდის არა. თუ ზებრა გადასასვლელთა შუქნიშანი არ არის, მაგრამ ქვეითი დგას, ვალდებული ვარ გავჩერდე და გავატარო? ან თუ შუქნიშანი დგას, მაგრამ ჩემი გზა არის (მწვანე მინთია) ქვეითი თუ მიცდის, ვალდებული ვარ გავატარო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გამარჯობა. გინდაც მწვანე გვქონდეს, თუ ზებრასთან დგას, წინასწარ უნდა დავიჭიროთ თადარიგი. შორიდანვე იწყებ ფიქრს, შუქნიშანთან უნდა გავჩერდე, ე.ი. აუცილებლად ზებრაა და იქნება ქვეითებიც. მოხვევისას, დაძვრისას, გინდაც მწვანე იყოს, ვათვალიერებთ გარშემო წამიერად, ზებრასთან კი არა გარშემოც კი, ზოგი მანქანასაა ამოფარებული, ზოგი შენობიდან გამოდის და გადმორბის, აი ეს სიტუაციები სულ გქონდეს თავში და მზად ვიყოთ მსუბუქად დამუხრუჭებისთვის, რომ გავატაროთ. ჩვენი ამოცანაა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გავდივართ მინიმუმ 50 მეტრის მანძილზე წინ, გვერდით, უკან ვხედავდეთ მოძრავ ობიექტებს, ქვეითს, მანქანებს. ასე ბევრად კონცენტრირებული ხდები. შორსაა, ამბობ, ვხედავ, ქვეითს, შეუმჩნევლად უკლებ სიჩქარეს, სარკეებით უკან მომავლებს აკონტროლებ, დისტანცია სწორი გიჭერია და სანამ მიხვალ, ქვეითი გადასული იქნება. რაზეც ედავებიან გამომცდელები ქვეითები უცბად ხტებიანო, უცბად არ გადმოხტება, თუ შორიდანვე გადავავლებთ თვალს, შენობებს, მარკეტებს. თუ ამას საუბრით აღნიშნავ, უკეთესია, გამომცდელი რწმუნდება, რომ ყურადღებით ხარ. მე ქვეითებზე არასდროს ჩავუჭრივარ, ასე ვაანალუზებდი და ვეძებდი მათ. ახლაც ასე ვარ, ჩემი მანქანით სიარულისას. ძალიან ცუდად დადიან, არაზებრაზეც გადარბიან. წარმატებები❤

  • @user-lx8wy2ls2y
    @user-lx8wy2ls2y Жыл бұрын

    გამარჯობა.14:26 წუტზე მარცხენა რო უნდა დავიკავით,პავაროტნიკს ვრთაავთ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    გამარჯობა. დიახ, დაუხაზავია აქ. მარჯვენა ზოლში ხომ შემოვუხვევთ და სანამ მივალთ ამ მაჩვენებლამდე, ვრთავთ მარცხენას, ვიყურებით სარკეში, გადავდივართ მარცხენა ზოლში, რადგან მარცხნივ უნდა შევუხვიოთ, როცა ისარია მწვანე.

  • @lesyavorobey4535
    @lesyavorobey45358 ай бұрын

    დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ვიდეოსთვის!! კითხვა მაქვს 36:41 მარცხენა შემობრუნების სიგნალი ჩართო თუ მარჯვენა? და რატომ მარცხენა?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    8 ай бұрын

    გამარჯობა. ვდგავართ სტოპთან, ვრთავთ მარცხენა ციმციმას, ვიხრებით წინ და თავს უკან ვაბრუნებთ ისე, რომ ნიკაპი მარცხენა მხარს გაუსწორდეს, რათა დავინახოთ უკან მარცხიდან მომავლები, ყველას ვატარებთ აუცილებლად და გავდივართ. სიჩქარე 45-49. მარცხენას იმიტომ ვრთავთ, რომ მარცხენა მხრიდან ვუერთდებით გზის სავალ ნაწილს. წარმატებები🥰

  • @elieli7193
    @elieli7193 Жыл бұрын

    აუ რა მაგარია დადეთ რა კიდევ სხვა ვიდეოც . როგორ მინდა ვისწავლო და ვერ ვასწრებ . იქნებ ცოტა რაღაც ვისწავლო . გთხოოვთ . მადლობა დიდი . თქვენ გაიხარეთ მეგობაროო.👍👍👍👍

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    წარმატებები🤩

  • @user-pt7nu4oq3e
    @user-pt7nu4oq3e8 ай бұрын

    ❤❤

  • @gnar2015
    @gnar201510 ай бұрын

    მზია გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ვიდეოსთვის 🎉. კითხვა მაქვს 32:00 წუთზე STOP ნიშანთან ვჩერდები 3-5წმ გავიხედები და თუ არაფერი მოდის შემდეგ გავდივარ? ( მანდ ჩამჭრეს იმის გამო რომ STOP არ გაითვალისწინეო, ჩვეულებრივად გავჩერდი გავიხედე არაფერი მოდიოდა და გავიარე გამოცდაზე😢).

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    ელენე გამარჯობა. უსამართლობა ხდება ბევრი. სწორად გაგიკეთებიათ, ვჩერდებით, წინ ვიხრებით მხრით, სარკეშიც ვიყურებით, თუ არავინაა ახლოში, გავდივართ. აღარ უნდა იყოს ჰორიზონტზე მანქანები .მარცხნიდან, ისე უნდა გავიდეთ პირადად ასე გავაკეთე როგორც თქვენ, ძვირფასო. ჩავრთე მარცხენა, ვლაპარაკობდი, გამოვატარებ ამ ყველას, ვინც მოდის. გაიარეს? გავედი მეც. ახლა სიჩქარეს დახედე წამით, არ გამექცეს, ვეუბნებოდი თავს, 45-ით ჩავიარე. ასე პოლიციელის გასაგონად უნდა ვთქვათ. გაუგებარია, რატომ ჩაგჭრეს😐ილაპარაკეთ სულ და თავი თვალები, კისერი ციბრუტივით აბზრიალეთ, რომ დაანახოთ ყურადღებით ხართ. სასწაულებს ითხოვენ. გამოგივათ შემდეგში. უფრო მეტად თავდაჯერებული იყავით❤

  • @gnar2015

    @gnar2015

    10 ай бұрын

    ❤ მადლობაა

  • @user-jc8lm3nq8w
    @user-jc8lm3nq8w2 ай бұрын

    da kidev 4 marshruti rodis iwyeba? romel wutebshi?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    2 ай бұрын

    ჩემს არხზე შედით, ცალკე მიდევს ახლები🤗

  • @Giorgiiiiiii858
    @Giorgiiiiiii8583 ай бұрын

    გამარჯობათ ქალბატონო მზია ეს რომელი მარშუტებია ? ნუმერაციით

  • @user-zq2xw7io8m
    @user-zq2xw7io8mАй бұрын

    ქალბატონო მზია რა ღირს თქბენთან? ერთი გაკვეთილი? გორში გავდივარ პირველად მაისში.მგონი ცუდი გაფაწყვეტილება მივიღე..მხოლოდ 2ჯეე ბიკექი სასწავლებლად

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Ай бұрын

    ნინო მოგესალმებით. რუსთავში ვამეცადინებ. 45 წუთი-50 ლარი, არასაგამოცდო გზებზე. საგამოცდო ლოკაციებზე გვერდით მიზის და ისე ვუხსნი მოსწავლეს. ჯარიმებია და არ მიღორს. რთულია გორი კიი. არც რუსთავია მთლად კამფეტი. აგერ თელავზე საერთოდ ტირიან, სულ ათხარეს გზები და რთულია იქ უშეცდომოდ გავლა.

  • @giorgipososhvili5537
    @giorgipososhvili55379 ай бұрын

    გამარჯობა, მექანიკისთვის აუცილებელია ხელის მუხრუჭის გამოყენება სტოპ ნიშანთან და შუქნიშნებთან?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გამარჯობა, გიორგი. ვერ გეტყვით, მე ავტომატიკა მყავს .☺ისე არ მსმენია, რაც ვიდეოებს ვუყურებ, მაგ დროს მექანიკაზე ხელის მუხრუჭს იყენებდნენ. ინსტრუქტორი აიყვანეთ, რომ აგიხსნათ დეტალურად.

  • @lashaarchvadze2075
    @lashaarchvadze20759 ай бұрын

    მადლობა ვიდეოსთვის... +1 ჩაბარებული ❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    რა მაგარიაა, ყოჩაღ, გილოცავთ🥰❤

  • @user-yc9nz4qh3e
    @user-yc9nz4qh3e Жыл бұрын

    4:58 , წუთზე მარცხენა ზოლში რომ შევიდე და რადგან წყვეტილია მარცხნივ მერე გადავიდე მაჩვენებლ ჩართული და მერე ჩავუხვიო მარჯვნივ შეცდომა იქნება ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    მოხვევისას სულ რამდენიმე მეტრშია ფალიაშვილზე მარჯვნივ შესახვევი და აზრი არ აქვს წვალებას.ზუსტად ინსტრუქტორი როგორც აკეთებს, ისე გავაკეთე მეც. ორივე ზოლი ჩვენია, მაგრამ ლოკაცია რადგან მარჯვნივ უხვევს, ამიტომ იკავებ მაშინვე მარჯვენა ზოლს. შევჩერდი მანდ, გავიხედე მარჯვნივ, არ მოდიოდა არაფერი, ჩავრთე მარცხენა ციმციმა და გადავედი მარჯვენა ზოლში მაშინვე. მერე ისევ ჩავრთე მარჯვენა ციმციმა და მოვუხვიე მარჯვნივ. თუ რამეა კიდევ, მომწერეთ🤗

  • @user-yc9nz4qh3e

    @user-yc9nz4qh3e

    Жыл бұрын

    🥺🥺მადლობა

  • @user-yc9nz4qh3e

    @user-yc9nz4qh3e

    Жыл бұрын

    როგორ დამეხმარა ამ ვიდეოს ყურება 🥺 მადლობა❤

  • @anelismailova4225
    @anelismailova4225 Жыл бұрын

    Вы смогли сдать ? И кто ваш учитель ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    Я получил водительские права месяц назад. Здесь сидел учитель, а я снимал. Он очень хорошо все объясняет. Но я не знаю, говорит ли он по-русски. Вот его номер телефона: +995 568 65 70 60; Каха; Удачи🥰

  • @anelismailova4225

    @anelismailova4225

    Жыл бұрын

    Спасибо большое ❤️

  • @tsltsotne225
    @tsltsotne2258 ай бұрын

    gamarjoba, 0:23 -ზე სუსუ თავიდან რომ გამოდიხართ პარკინგიდან მაგ დროს რომელ ციმციმას რთავთ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    8 ай бұрын

    გამარჯობა. ჯერ მარცხენა, ატარებთ ზემოდან მომავლებს, მერე წრიულთან მარჯვენა და ჩადიხართ ქვემოთ😊

  • @tsltsotne225

    @tsltsotne225

    8 ай бұрын

    @@mziaokujava6687 madlobaa. xvale maq gamocda da minimum 4 5 jer vuyure mtlianad am videos, dartsmunebuli var momexmareba.

  • @Archil_jaiani
    @Archil_jaiani11 ай бұрын

    უკაცრავად, ერთი კითხვა მაქვს. 17 წლის ასაკში ავიღე პრავა და პრავიანთან ერთად არია დასაშვები სიარული თუ მარტოც შემიძლია? მადლობა წინასწარ

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    მარტოც შეგიძლია ტარება, თუ ტაქსაობას არ აპირებ. 😀🥰 B" კატეგორია გაიცემა - 17 წლიდან; * პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება: - მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით; - შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;

  • @Archil_jaiani

    @Archil_jaiani

    11 ай бұрын

    @@mziaokujava6687 გასაგებია, მადლობა❤️❤️

  • @liamaqadze-ii4vo

    @liamaqadze-ii4vo

    11 ай бұрын

    ​@@mziaokujava6687გამარჯობა ქალბატონო მზია,შეიძლება პირადში რომ მოგწეროთ,მესენჯერი თუ გაქვთ.ერთი ცდა დამრჩა მხოლოდ ისიც არაგეგმიური,არმინდა ამდენი წვალება წყალში ჩამეყაროს,ოთხი პატარას ხელში რაც მოვახერხე.თქვენს ყველა რჩევას გავითვალისწინებ იქნებ ბოლო ცდაზე გამიმართლოს.

  • @salomejashiashvili825
    @salomejashiashvili8259 ай бұрын

    28:17 -ზე ზოლის შეცვლა რომ გვიწევს წრიულზე, მარჯვენა ციმციმა უნდა ჩავრთოთ თუ არაა საჭირო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    ზოლის შეცვლა არ გვიწევს, პირველი ზოლი მარცხნივ უკან გაბრუნებს ხიდზე, მანდ არ შედიხარ. შედიხარ მეორე ზოლში, სადაც კახა შედის. წრიულზე სანამ შევალთ, ხიდზე გადასვლისას ბოლოსკენ მალეს რომ ამბობს კომპი, 2 წამში რთავ მარცხენა ციმციმას, უხვევ მანდ წრიულთან მეორე ზოლში და ჩერდები დაბლა დახაზულ სამკუთხედებთან, თიშავ მარცხენა ციმციმას. ატარებ მარჯვნიდან მომავალ მანქანებს და გადადიხარ პირდაპირ. ჯობია მარცხენა ზოლში შეხვიდე წრიულიდან რომ გადახვალ უკვე ქუჩაზე, რადგან მარჯვნივ სულ მანქანებია. მეტი სხვა არაფერი. 🥰

  • @salomejashiashvili825

    @salomejashiashvili825

    9 ай бұрын

    @@mziaokujava6687 დიდი მადლობა დახმარებისთვის❤️

  • @kora2626
    @kora26264 ай бұрын

    Exla gamodgeba es video? Zeg gavdivar qalaqze da mainteresebs❤️❤️

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    4 ай бұрын

    დიახ, ესეც და კიდევ 4 ახალი რაც მიდევს, ყველა მოქმედია.წარმატებები🥰

  • @bestfilmclockworkorange51
    @bestfilmclockworkorange51 Жыл бұрын

    15:52 ze ro ari zebra mand gaviare dzalian neli sichkarit ubralod idgnen kveitebi arc ixedebodnen chemken da egreve chamomsva ,

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ეჰ, ქვეითების გამო არა, მაგრამ იმდენჯერ გამამწარეს, მესმის თქვენი.😐 მიზეზი რა გითხრათ, ქვეითი თუ არ გადმოდიოდა, ვისთვის უნდა დამეთმოო, არ უთხარით?

  • @bestfilmclockworkorange51

    @bestfilmclockworkorange51

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 arvici dzaan momishales nervebi zustad mag zebrastan specialurad shevanele sichkare ro tu gadmosvla undodat gadmosulikvnen da davutmobdi magram arc ixedebodnen da mainc neli sichkarit gaviare da chamomsva , da mitxra tkvnen tkveni unda gagekerebinat dagetmoto

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@bestfilmclockworkorange51 უნამუსობის პიკი. რითი გაგამხნევოთ აბა. ყოველ ჯერზე ცოფებს ვყრიდი, სარკეში არ გაგიხედია, არ დაუთმე და ასეთ უაზრობებზე. როცა მართლა არც საფრთხე იყო, არც მე შემიქმნია წამის გახედულზე ისევ წამის მეასედის მერე რომ უნდა ჩაიხედო, რომ დათმობის ნიშანთან ახლოში არაა მანქანა, გადიხარ და გიმუხრუჭებს, სად გეჩქარებოდაო. მოკლედ რაა, რა ნერვები დამიჯდა რომ იცოდეთ. მაინც გავდიოდი და ავიღე. ილაპარაკეთ ჩემი რჩევაა, მანდ მაგალითად, ქვეითი არ გადმოდის, გავდივარ, ვიტყოდი. მარჯვნივ დაბრკოლებაა და ვრთავ ციმციმას, ვიყურები სარკეში, გადავდივარ საპირისპიროში, ავუვლი და გადავდივარ ისევ ჩემ ზოლში. სანამ ხმამაღლა ლაპარაკი არ დავიწყე, მანამდე ეგრე უნამუსოდ მჭრიდნენ. ასე მოიქეცით თქვენც, დააჯერეთ, რომ იცით სად როგორ მოიქცეთ.

  • @giorgibolqvadze89

    @giorgibolqvadze89

    Жыл бұрын

    ჟ ჯ

  • @mziaokujava6687
    @mziaokujava6687 Жыл бұрын

    ვიდეოს ქვემოთ ინფორმაციაა და ჩამოშალეთ. აღარ დამეტია, ამოვწურე სიტყვების ლიმიტი და აქ ვწერ. 😅გამოცდის საწყისი ლოკაცია 1) პირველი წამიდან 9:13 წამამდე. გადმოვდივართ ხიდზე და 3 ლოკაციაა ხიდიდან. ლოკაცია 2) საწყისი ლოკაცია ზუსტად იგივე როგორც ვიწყებთ გამოცდას 4:33 წამამდე. მერე აგრძელებ 25:13 წამიდან და 27:19 წამიდან უხვევ მარჯვნივ ხიდზე. ლოკაცია 1. ძველ რუსთავში, ხიდზე რომ გადავალთ, 3 ლოკაციაა. პირველი არის - 9:14 წამიდან ხიდიდან შედის კოსტავაზე. 11:14 წამი. აქედან ავუხვევთ მარჯვნივ ხიდზე. ლოკაცია 2) 11:21 წამიდან წარმოიდგინე ისევ ხიდზე ხარ, საწყისი პოზიციიდან მოდიხარ(მარჯვენა მხრიდან მანქანამ რომ ჩაუხვია, ხიდიდან გადმოვიდა) კახამ ხომ წრე დაარტყა, ხიდზე აღარ დაბრუნდა. მაგრამ ჩვენ ხიდზე ვდგავართ და კომპის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ლოკაციისგან განსხვავებით ახლა ვუხვევთ მარჯვნივ.12:54 წამამდე, შემდეგ ადიხარ ხიდზე, უკან ბრუნდები. ლოკაცია 3) 13:08 წამიდან დააკვირდი მანქანა მარჯვნივ რომ უხვევს. ეგ არის ჩვენი საწყისი პოზიცია ხიდიდან რომ გადმოვდივართ და მარჯვნივ ვუხვევთ. და 18:27 წამზე ისევ ხიდზე ვბრუნდებით. ეს არის ძველ რუსთავში ხიდიდან გადასვლის შემთხვევაში რაც შეიძლება რომ შეგვხვდეს. გადმოვედით ხიდზე უკან. ლოკაცია 1) 19:57 წამიდან იწყება და 24:46 წამიდან არ უხვევ, როგორც კახა აკეთებს, რომ კიდევ სხვა ლოკაცია გაიაროს, არამედ აგრძელებ ზევით გზას და ადიხარ წითელი ხიდის გზატკეცილზე. მანდ მეორე სტოპი გვხვდება. მერე ავტობანი და უკან სააგენტოში. ლოკაცია 2) გადმოვედით უკან ხიდზე. მარჯვნივ ვიქნებით მანდ ჩვენ, მარჯვნივ არის ხიდი და იქიდან ამ მემორიალს შემოვუხვევთ მარცხნივ, მეორე ზოლში ვდგებით და ავდივართ მთელი თბილისის ქუჩას. 28:01 დან იწყება და ბოლომდე მივდივართ სააგენტომდე. რა მევასება ეს წერა. წიგნი უნდა დავწერო😂🤩

  • @gorgadzee5064

    @gorgadzee5064

    Жыл бұрын

    1:42 მადლობა კიდევ ერთი შეკითხვა 😅აჩქარების ზოლში როცა გადავდივართ მარცხენა ნაკადის ჩამოცლას მაინც ველოდებით თუ ჩვეულებრივად ჩავრთო მარჯვენა მაჩვენებელი და დალოდების გარეშე გადავიდე აჩქარების ზოლში,ხვალ მაქვს გამოცდა და ძალიან ვნერვიულობ😅❤

  • @gorgadzee5064

    @gorgadzee5064

    Жыл бұрын

    თუ შეგიძლიათ პასუხი რომ გამცეთ

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @gorgadzee5064 წარმატებები ძვირფასო🥰 აჩქარების ზოლზე მე 25-ით გავაჭერი, ხმამაღლა კი ვთქვი ვუმატებ სიჩქარეს, ვრთავ მარცხენა ციმციმას, ვიყურები სარკეში,არავინაა გადავდივარ. ვიშ, რა კაია. შენიშვნა მომცა, თეორიულად გცოდნია, პრაქტიკაში მოიკოჭლებო. უნდა გაგეზარდა სიჩქარე, კუსავით რომ გადაღოღდიო🤣აუცილებლად ელოდებით, სანამ ნაკადი არ ჩაივლის, თუ დაგიმთავრდათ აჩქარების ზოლი და ნაკადი არ დაიცალა მარცხნიდან, ელოდებით. როცა ჩაივლიან, ჩართეთ ციმციმა და გადადით. მოუმატეთ 60მდე. თუ არაა ნაკადი, რაც შეგიძლიათ გაზარდეთ სიჩქარე, ციმციმა და სარკეში ვიხედები თქვით და გადადით. ხმამაღლა ილაპარაკეთ მოქმედებები, ძალიან დაგეხმარებათ და პოლიცილელი ვერ მოგედავებათ. სარკეში ჩახედვა, ციმციმები, სიჩქარე, ქვეითები, დათმობის ნიშანთან არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ თუ მანქანა ჩანს. გაატარეთ და ისე გადადით. გგულშემატკივრობთ, აბა თქვენ იცით❤❤❤

  • @gorgadzee5064

    @gorgadzee5064

    Жыл бұрын

    მადლობა დიდი ბოდიში ამდენი რომ გაწერინეთ😅 თვითონ საგამოცდოდან რომ ჩამოვდივარ აჩქარების ზოლში მარჯვენა ციმციმათი ხომ გადავდივარ და ეგ მაინტერესებს თვითონ ჩამოსვლისას მაინც საჭიროა დაველოდოთ მარცხენა ნაკადის ჩამოცლას იმისთვის რომ გადავიდეთ აჩქარების ზოლში მიმიხვხით იმედია რასაც ვამბობ

  • @gorgadzee5064

    @gorgadzee5064

    Жыл бұрын

    1:34 ამ მონაკვეთიდან ჩახვევაზე ვამბობ თუ ველოდებით მაინც ნაკადს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ხომ აჩქარების ზოლში გადავდივართ მეორე ხარისხოვანი არაა ის მანქანებიი თუ მაინც ველოდებით ეგ მაინტერესებს 😅 ბოდიში კიდევ ერთხელ😊

  • @Nika-tw1wz
    @Nika-tw1wz3 ай бұрын

    გამარჯობა ქალბატონო მზია ბოლოში წრიულთან მარცხენას რომ ვრთავთ შემდეგ მარჯვენას რატომ ვრთავთ? ან ზუსტად რო მოვუხვევთ მაშინ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    ნიკა გამარჯობა, სულ ბოლოში საპატრულოსთან? წრიულს რომ ვუახლოვდებით ხომ მარცხენას ვრთავთ, ძვირფასო. ზოლს ვიცვლით შემდეგ და ფინიშის ხაზთან უნდა გადავიდეთ მარჯვნივ. მანდ ხან საგამოცდო ავტობუსები დგას და შორიდანვე შეხედე, ჰკითხე სად გავაჩეროო და გეტყვის გამომცდელი.ფინიშის ხაზი არის გამწვანება რომ ჩანს მარჯვნივ, ბორდიურთან უნდა მიიწიო მარჯვნივ, თუ გექნება საშუალება. თუ არადა, ვეუბნებით სად გავაჩეროთ🥰

  • @Nika-tw1wz

    @Nika-tw1wz

    3 ай бұрын

    @@mziaokujava6687 კარგით დიდი მადლობა

  • @merabitakidze8133
    @merabitakidze81339 ай бұрын

    ამ ვიდეოს დახმარებით ჩავაბარე :) მადლობა სიკეთის გაკეთებისთვის რასაც აკეთებთ პესპექტიული მძღოლებისათვის

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    როგორ გამახარეეეთ. მწვანეზე გევლოთ მუდამ, ძვირფასო🥰❤❤

  • @maxryan260
    @maxryan26011 ай бұрын

    ავტობანზთან მიახლოების ასახვევთან STOP ნიშანთან მარცხნივ მოხვევის სიგნალს ვრთავთ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. არ ჩანდა მონაწერი. ახლა ვნახე. კი, კი აუცილებლად მარცხენა შუქმაჩვენებელს.♥

  • @KristiannaGrigorian
    @KristiannaGrigorian Жыл бұрын

    მშვენიერია ეს მარშრუტიც რომ დაიდო, რადგან საკმაოდ ბევრი ნიუანსია და მარტო ამ ვიდეოს ყურებით შესაძლებელია სიტუაციის აღქმა, რომ გამოცდაზე არ იყოს რაიმე მოულოდნელობა... უბრალოდ, თუ შეიძლება პატარა კორექტირებას შევიტან - ეს მარშრუტი მაქვს მეც ჩაბარებული და პირველივეზე ჩავაბარე... ბოლო სტოპ ნიშანთან, როდესაც ვართ და მთავარ გზაზე უნდა გავიდეთ - თქვენ ამბობთ, რომ ვიხედებით და თუ არაფერი მოდის, ნელა გავდივართ გზაზე... ამის გამო კანდიდატი ჩაიჭრება, რადგან მანდ მანქანა უნდა გავაჩეროთ სრულად, ანუ გავანულოთ სიჩქარე, შემდეგ ვათვალიერებთ გარემოს, მხრით, წინ წაწევით ვიხედებით გზაზე და რაიმე თუ მოდის, ვატარებთ, თუნდაც მოგიწიოთ ლოდინი, დაელოდეთ და ისეთ დროს გადით გზაზე, როდესაც დარწმუნებული იქნებით თქვენს უსაფრთხო გზაზე გასვლაში...პირდაპირ რომ გახვიდეთ,თუნდაც გზაზე არავინ იყოს, ჩაიჭრებით... ასე რომ ეგ გაითვალისწინეთ...

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ინსტრუქტორი სამივე სტოპთან ჩერდება და ამბობს კიდეც გარკვევით, რომ უნდა გავჩერდეთ. კარგად მოუსმინეთ კიდევ. დაწყნარდით, 😘ამ ვიდეოს მეშვეობით უკვე რამდენიმემ ჩააბარა. სულ ორი კვირაა რაც გავავრცელე. მეც ჩაბარებული მაქვს და ყოველდღე დავდივარ. 🥰

  • @ketigabashvili7891

    @ketigabashvili7891

    Жыл бұрын

    ერთ ერთ შუქნიშანთან სდექ ნიშანია და მწვანე როცა ანთია მაინც უნდა გავჩერდეთ??

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ქეთი გამარჯობა. დამიზუსტეთ აბა. თუ ამას გულისხმობთ, ერთია მხოლოდ ასეთი შუქნიშანი, სადაც წითელზე ვუხვევთ მარცხნივ, ძველი რუსთავია, სპორტის ქუჩა. წითელი როცა ინთება შუქნიშანზე და დამატებითი მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი მწვანეა, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მარცხნივ შეხვევა.

  • @ketigabashvili7891

    @ketigabashvili7891

    Жыл бұрын

    კრისტინა რომ არქვინ მოდიოდეს მაინც უნდქ დაველოდო სანამ არ გაივლის?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    კი, ქეთი. 3 სტოპია მთელ რუსთავში და გინდაც არავინ მოდიოდეს, უნდა დააფიქსირო 2-3 წამი სრული გაჩერება. მერე გადიხარ თუ არავინ მოდის. ჩაგჭრიან ისე, ნებისმიერ სტოპ ნიშანთან რამდენიმე წამი სრულ გაჩერებას აფიქსირებ. ეგ არ შემშლია არასდროს. ხოლო ხალხს მოედავნენ, რომ არ გაჩერდნენ და ჩაჭრეს.

  • @doit4941
    @doit49413 ай бұрын

    რულზე ხელების გქნლაგებას აქცევენ ყურადღებას(მითუმეტეს მოძრაობის დროს) მოსახვევში თუ უშვებ ცალ ხელს გაჯარიმებენ(პირადი გამოცდილებით)

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    დიახ, 100%.😊 9 და 3 საათი ასე უნდა გეჭიროს ხელები საჭეზე. არც ქვემოთ, არც ზემოთ. საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მზის საჩრდილობელის ჩამოსაწევად შეიძლება გაუშვა წამით ერთი ხელი. ხელების ცანცარი დაუშვებელია გამოცდაზე😁 მე ისე მაქვს პროგრამულად გონებაში ჩაბეჭდილი გამოცდის ელემენტები, ასე ვმართავ სულ🤗

  • @georgewhite3138
    @georgewhite31386 ай бұрын

    მოგესალმებით, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ, მაგ გაჩერებულ მანქანას ან ნაგვის ურნაში ვერ ვუვლი ნახევარ მეტრის დისტანციით, რას ვშვები ? რა ალტერნატივა მაქვს რო სწორად გავიარო ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    6 ай бұрын

    გამარჯობა. ასეთ შემთხვევაში თუ არის საშუალება, ვიყურებით სარკეში, ვრთავთ შესაბამის ციმციმას და ნახევრად გადავდივართ სხვა ზოლში. ვბრუნდებით სარკეში ჩახედვით ისევ იმ ზოლში. თუ არ არის გადასვლის შანსი, მზერა შორიდანვე უნდა გქონდეთ მსგავს ობიექტებზე, ადრიდანვე დავაფიქსიროთ, აღნიშნოთ ხმამაღლა, რომ დაბრკოლებაა და ნელა ავუვლით გვერდს. პირადად მე შემხვდა ბანზე ჩამოსვლის დროს მანქანა გაჩერებული და რამდენიმე ადამიანი იყო შემოხვეული.ხმამაღლა ვთქვი, რომ შევნიშნე, შუა სარკეშიც ჩავიხედე, უკანმომავალი რა დისტანციაზე იყო, ოდნავ შევანელე და რომ მივუახლოვდი ფრთხილად ავუარე გვერდი მანქანას. ასევე გზისპირას მოსიარულე ქვეითთანაც შუა სარკის კონტროლით ვანელებთ და ისე გავუვლით გვერდს ფრთხილად. წარმატებები. 🥰

  • @georgewhite3138

    @georgewhite3138

    6 ай бұрын

    @@mziaokujava6687 მადლობა და კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება, გაჩერებული ტრალირეი ან დისტრიბუციის მანქანა წინაღობაა და ამიხსნეს როგორ ავუარო გვერდი, მაგრამ ყვითელ მონიშვნაზე გაჩერებული(არა ბასლაინზე) ავტობუსი რომელიც გაჩერებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით არის წინაღობა თუ ის რადგან საზოგადოებრი ტრანსპორტია უნდა დაველოდო სანამ დაიძვრება ?

  • @lanakhokhobashvili4702
    @lanakhokhobashvili470210 ай бұрын

    გამარჯობა 5:08 ზე მარჯვნიდან მარცხნივ რომ გადავდივართ ციმციმა არ არის საჭირო რადგან ზოლი არ არის?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    ლანა გამარჯობა. კი, საჭიროა ციმციმა მარცხენა ზოლში გადასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ დაუხაზავია. გამოცდაზე ეგრე გავაკეთე. ხიდზე გადასვლისას მარჯვნივ თუ გვეტყვის, იქაც დაუხაზავია რაღაც მანძილი და უკან ხიდზე გადმოსვლისას მარჯვნივ თუ გვეტყვის, ასევე დაუხაზავი. თან ახლა ამოთხრილია და ციმციმათი უნდა აერიდო. 41:19 აი ამ ადგილზეა, თეთრი მანქანა რომ არის და ფრთხილად აუარეთ გვერდი. დაუხაზავი სადაც არის თვალის ზომით გაყავით ზოლები და ციმციმაც გამოიყენეთ. ნაკადს დააკვირდით საპირისპიროს, გამყოფ ზოლს ადვილად მიხვდებით და ჩვენ წინ მავალ მანქანებსაც დააკვირდით, რომელ ზოლში დგანან. მეც აზრზე არ ვიყავი და ამ მთავრობამ თუ პოლიციელებმა დამამხეცეს წარმოსახვითი ზოლების აღქმაში😬 თუ რამე კითხვა გექნებათ, კიდევ მომწერეთ. წარმატებები🥰

  • @lanakhokhobashvili4702

    @lanakhokhobashvili4702

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 გაიხარეთ, დიდი მადლობა ვიდეოსთვისაც კომენტარისთვისაც 😊💖

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    @@lanakhokhobashvili4702 მალე დაწერთ, რომ ჩააბარეთ🤩 ერთი პატარა ნიუანსი კიდევ. 10:30 დან 13:00 მდე არის შედარებით კარგი დრო. მერე უფრო დიდი მოძრაობაა, და თუ არ გაქვთ ჯერ დაჯავშნილი, ეს საათები აირჩიეთ. 🥰

  • @lanakhokhobashvili4702

    @lanakhokhobashvili4702

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 გავითვალისწინებ 💖 უღრმესი მადლობა 💖💖

  • @tamiabulova4878
    @tamiabulova487810 ай бұрын

    9.29წუთზე მარცხენა ზოლში რომ შევიდა პავაროტნიკი ჩართო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა თამი. არ სჭირდება ციმციმა. ხიდზე თუ გიჭერია მარცხენა ზოლი და ხიდიდან გადმოდიხარ პირდაპირ, კოსტავას ქუჩაზე, შესვლისას შედიხარ მარცხენა ზოლში ციმციმას გარეშე.

  • @EX1STMLBB
    @EX1STMLBB11 ай бұрын

    ძალიან კარგად ხსნით

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    11 ай бұрын

    წარმატებები, ძვირფასო. ვიდეოს ქვეშ კომენტარებიც ნახეთ, ლოკაციებიც მიწერია, მძიმე-მსუბუქი შეცდომებიც, კიდევ ბევრი ნიუანსი. თუ რამე შეკითხვა გექნებათ, მომწერეთ🥰

  • @marlonmarlo817

    @marlonmarlo817

    10 ай бұрын

    რა ქენით?

  • @EX1STMLBB

    @EX1STMLBB

    10 ай бұрын

    @@marlonmarlo817 ჩავაბარე

  • @xatunachachua6027
    @xatunachachua6027 Жыл бұрын

    გამარჯობა ,მაინტერესებს ერთი რამ სამ ზოლიან გზაზე რომ შედის 7.27 მანდ მოხვევის მაჩვენებელს არსად არ ვრთავთ? მადლობთ წინასწარ ❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    გამარჯობა ხათუნა. მარჯვენა ზოლი ხომ გვიკავია სანამ გადავალთ 3 ზოლიანზე და შევდივართ შუაში. არ უნდა ციმციმა. აი თუ მარცხენა გიკავია გადასვლამდე, გადასვლისას მარცხენაში უნდა შეხვიდე, ან ციმციმა ჩართო, გაიხედო და ისე შეხვიდე შუა ზოლში. მე ახლა სულ მარცხენა მიკავია, და მარცხენაში შევდივარ მანდ. ხალხი ძაან დაღოღავს😂კანიდატმა კი თუ შესაძლებლობა აქვს ორზოლიანზე მარჯვენა და სამზე შუა ზოლი უნდა დაიკავოს. 😍

  • @xatunachachua6027

    @xatunachachua6027

    Жыл бұрын

    დიდი მადლობა მზია მართლა ძალიან კარგი ვიდეოა და ბევრს დაეხმარება მადლობ ❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@xatunachachua6027 თუ რამეა კიდევ, არ დაგზარდები, გამოუშვი.😀🤗 წარმატებები, ძვირფასო🥰

  • @xatunachachua6027

    @xatunachachua6027

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 დიდი მადლობა ❤

  • @likasinjikashvili3948
    @likasinjikashvili39486 ай бұрын

    ესენი რომელი მარშრუტებია ნუმერაციით? ამის გარდა რაც გიდევთ ისინი სხვაა თუ ეს 4 არის ცალცალკე?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    6 ай бұрын

    #5 დან #8-ის ჩათვლით არის გადაღებული ამ ერთ ვიდეოში სააგენტოს რუკების მიხედვით. ასე ერთიანად მომატარა კახამ მაშინ. 😊 #1 დან #4 მარშრუტები კი მე თავად გადავიღე ცალ-ცალკე. ერთ-ერთი პატარა მონაკვეთია და არ გადავიღე მთლიანი. # 1 და # 3 იდენტურია და განსხვავება ჩავწერე. ისე კი საჭესთან ვზივარ და ლოკაციებს მე თვითონაც ვატარებ მსურველებს რა ხანია. 60 წლის ქალმა ჩააბარა გუშინ, რუსთავს საერთოდ არ იცნობდა. კიდევ ბევრმა ჩააბარა😊

  • @qristinechanturia2739
    @qristinechanturia27399 ай бұрын

    36:44 წუთზე რომ ამბობს მარცხენა ციმციმას ვრთავთო, მარჯვნივ ვუხვევთ და მარჯვენა ციმციმა არ უნდა ჩავრთოთ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გამარჯობა ქრისტინე. კახა ბრწყინვალედ ხსნის, ყველა დეტალი გაითვალისწინეთ.🥰 სავალ გზას ვუერთდებით მარცხნიდან, მანქანის მარცხენა მხარეა წინ წაწეული. მარცხნივ მივიწევთ ზოლში, ამიტომაც ვრთავთ მარცხენას. მარჯვენა რომ ჩართო მოაჯირის იქით ხომ ვერ გადავალთ. 😀მხრით ვიხედებით კარგად მარცხნივ, საიდანაც მანქანები მოდიან, სარკეებშიც ვაკონტროლებთ, მარცხნიდან მომავლებს ვატარებთ ყველას და გადავდივართ მხოლოდ ამის მერე.

  • @qristinechanturia2739

    @qristinechanturia2739

    8 ай бұрын

    დიდი მადლობა❤

  • @tamarpapiashvili9367
    @tamarpapiashvili93675 ай бұрын

    10:24ზე იმ ვერცხლისფერ მანქანას ხომ უნდა დაუთმოს მარჯვნიდან რომ უახლოვდება?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    5 ай бұрын

    იქით მარცხნივ შებრუნებით ნიშანი რომ აყენია, სტოპია და ხედავთ, იმანაც შეანელა, სანამ მოვიდა, გავედით. მარჯვნიდან კი ზებრამდე რომ გაჩერდებით, არაფერი ჩანს, ამიტომ რომ დაძრავთ ფრთხილად წაწევთ მანქანის ცხვირს და აუცილებლადგაიხედებით მარჯვნივ, მაშინ კი ჩანს თუ მოდის მარჯვნიდან რამე. გაატარებთ თუ იქნება და გახვალთ.

  • @_error_5907
    @_error_59077 ай бұрын

    დღე მშვიდობისა ყველას ვინც ამას კითხულობს. მალე გასვლა მიწევს ქალაქში და ერთი კითხვა მაწუხებს და ვინც ერკვევით, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ: როდესაც ორმხრივი გზა არის, მაგრამ ორივეს თითო სამოძრაო ზოლი გაქვთ, ხოლო შენ ზოლში მანქანა გაჩერებულია ისე, რომ აუცილებლად მოგიწევს საპირისპირო მიმართულების გზაზე მოძრაობა (მარტივად რომ ვთქვათ, დაბრკოლებაა.) თუ ჩავრთავთ შუქ მაჩვენებელს, ცოტათი გადავალ გაჭრილ/არ გაჭრილ ზოლზე და მერე ასევე შუქ მაშუქით დავბრუნდები უკან, ამაზე ჭრიან ან ქულას აკლებენ? უბრალოდ, ავარიდე თავი დაბრკოლებას, მაგრამ მაინც წესების დარღვევა არ გამოდის?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    7 ай бұрын

    გამარჯობა. როცა გვიწევს საპირისპიროზე გადასვლა, ცოტა შორიდან შენიშნეთ, ხმამაღლა აღნიშნეთ, რომ გაიგონოს გამომცდელმა, დაბრკოლებაა ჩემ ზოლში, მიწევს საპირისპიროზე გადასვლა, ვიხედები, ვრთავ ციმციმას, გადავდივარ. ავუვლი და ისევ ვბრუნდები სარკით და ციმციმით( სპორტის ქუჩაზეა ხშირად უტვინოდ დაყენებული და იმაზე ჭრიან. ხმამაღლა თქვით, რომ იცით რასაც აკეთებთ. პირადში შეგიძლიათ მომწეროთ, მესინჯერში. ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ. ზეპირად ვიცი მარშრუტებზე სად როგორ ვიქცევით😀😊

  • @_error_5907

    @_error_5907

    7 ай бұрын

    @@mziaokujava6687 ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარეთ ეხლა :)

  • @sofja5
    @sofja54 ай бұрын

    ვინ ხსნის?

  • @barbarekhitiri7660
    @barbarekhitiri766010 ай бұрын

    38:06 ავტობანზე რომ ადიხარ სიჩქარის ნიშანი არ არის და რა სიჩქარით ვნოძრაობ? ანუ ვიცი რო მაგისტრალზე B კატეგორია 110 ია და ამ მაგისტრალის დასაწყისში 90 მეწერა. ამ ავრობანს რო ვუერთდები ხო არ ვიმკითხავებ რა სიჩქარით შევიდე. ეგ სიჩქარე როგორ განვსაზღვრო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა ბარბარე. აბა დააკვირდით კარგად, მკითხაობა რად უნდა😀ეგ უკვე ხიდიდან ჩამოვედით, ვუერთდებით ავტობანს. სანამ ხიდზე ავიდოდით, ნახეთ რა სიჩქარე ეწერა, იგივეა უკან მიმავალ გზაზეც. 33:50 წუთზე ჩანს სიჩქარე, 90 წერია. შესაბამისად, 38:06 ზე უკან ვბრუნდებით იგივე სიჩქარით. ერთი და იგივე გზას გავდივართ წინ და უკან სააგენტოში ავდივართ. ☺ 110 -ით კი არა, 80-85-ით უნდა იარო კანდიდატმა, თორემ ჩამოგსვამენ გადაჭარბების ან დაბალი სიჩქარის გამო. ნაკადს გააჩნია, თუ საცობია, მიყვები ნაკადის სიჩქარეს, თუ არადა, 80ზე ნაკლები ჩაჭრაა, 90-ს ერთით გადაჭარბება 100 მეტრზეც ჩაჭრაა. ყურადღებით იყავით, წარმატებები.

  • @barbarekhitiri7660

    @barbarekhitiri7660

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 გასაგებია თავში 90 რომ ეწერა დავინახე კი უბრალოდ ვიდეოში ვერ გავარკვიე რა გააკეთეთ და დავიბენი. ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას 50 შეზღუდვა დავინახე, უბრალოდ დაბრუნებისას თავიდან რომ არ ეწერა მაქს. სიჩქარე 90 მანდ დავიბენი რატომ არ წერია თქო 😉. დიდი იმედი მაქვს ჩავაბარებ თან სანამ გავალ კიდევ ვიმეცადინებ. მადლოვა დიდი 😀

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    @@barbarekhitiri7660 აუცილებლად დააკვირდით სიჩქარეებს, ბარბარე. 5 ან 10-ით ნაკლებით შეიძლება სიარული, რაც შეგხვდებათ მოცემული სიჩქარეები. ჩამოსვლისას 37:40ზე რომ არის, ეგ 50 ძალას კარგავს, როცა ვუერთდებით აჩქარების ზოლიდან ავტობანს, 80ზე აიყვან. 39:26 ნახე, უკვე 70 წერია. მანდ უკვე კომპი ამბობს, მალე, მოუხვიეთ მარჯვნივ. ვრთავთ მარჯვენა ციმციმას, ველოდებით წყვეტილ ზოლს, ვიყურებით სარკეში და გადავდივართ მარჯვნივ, ავუხვევთ სააგენტოს ეზოში უკვე 40-ით. მალე დაწერეთ აბა, რომ ჩააბარეთ🥰

  • @goderdzikenkishvili
    @goderdzikenkishvili Жыл бұрын

    23:17 ზე შუქნიშანზე წითელია და ჩერდება,სტოპ ნიშანია და თუ მწვანე იქნებოდა შუქნიშანზე გაუჩერებლად მაინც არ უნდა გაევლო ხო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ლოკაციებზე გვხვდება სულ 3 სტოპი, რომლებთანაც ვჩერდებით. 1. მერიის უკან. 2. უკანა გზაზე 112-ის შენობასთან, თბილისის ქუჩას რომ ახვალ ბოლოში(ობელისკი რომ არის), წითელი ხიდის გზატკეცილს სადაც ვუერთდებით. 3. ავტობანზე რომ ავდივართ, მესამე იქ გვხვდება. სამივე სტოპთან მარცხენა ციმციმას ვრთავთ და მხრით ვიყურებით, წინ გადახრაა აუცილებელი. 23:17 ამ სტოპს არ ვემორჩილებით, შუქნიშანია აქ მთავარი. 🥰

  • @user-pt3xp2qr5j

    @user-pt3xp2qr5j

    9 ай бұрын

    @@mziaokujava6687 ანუ შუქნიშანი რომ გაფუჭდეს მხოლოდ მაშინ იქნება ეგ სტოპი აქტუალური?

  • @gamerroomgeorgia273
    @gamerroomgeorgia27310 ай бұрын

    გამარჯობა რა მაინტწრესებს. წინ მომავალი მანქანა მოძრეობს ძალიან ნელა და მე მიახლოვდი და დაბალი სიჩქარეთი უნდა ვიმოძრაო და ზოლი არ უნდა შევიხვალო თუ შემიძლია ზოლი შევიხვალო და მერე ისევ ჩავდგე. რათქმაუნდა სიჩქარის გაკონტროლებით

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. იმდენად ბუნდოვანი წესები აქვთ, დაზუსტებით ვერ გამოიტან ასე ხელაღებით სწორ დასკვნას. ასე თქვეს, არ გვაქვს მოცემულობა, კონკრეტულად რა არის ჩამჭრელიო. პოლიციელზე ხარ დამოკიდებული სამწუხაროდ. სიტუაცია/მაგალითი 1. არის 50 მოცემულ მონაკვეთზე, მანქანა 20-ით მიღოღავს, არც უმატებს. ამ დროს ვიყურებით იმ სარკეში, სადაც გადასვლა გვსურს, ასევე შუა სარკეშიც, ვაკვირდებით გვაქვს თუ არა საშუალება სიჩქარის გაზრდის, რომ გადავუსწროთ წინ მავალს, გზა თავისუფალი თუ არის, ვრთავთ ციმციმას, ვზრდით მაქსიმუმ 40-45 მდე და გადავდივართ მეორე ზოლში. ერთი არაფერს გეტყვის, მეორემ რატომ გაუსწარი, რა გეჩქარებოდაო. წადი და გაიგე. არადა, თუ სწორ მანევრს აკეთებ, საავარიოს არ ქმნი, არც სიჩქარის გადაჭარბება გიწევს, გასწრება რატომ ითვლება ჩამჭრელად, გაუგებარია. მაგალითი 2. ასე ვიღოღეთ და არ გავუსწარით, გეტყვის, იარეთ დადგენილი სიჩქარით, შეიძლება არც გაგაფრთხილოს, ისე გადაგსვას უკან. სატირალია. ერთი ასეთი შემხვდა, მარცხნივ უხვევდა მარცხენა ზოლში მყოფი, უკან მივყვებოდი. გაჩერდა, რომ შეეხვია. მე გვერდი ავუარე ციმციმას ჩართვით და მარჯვენა ზოლში გადავედი, თავისი სარკეებში ყურებით. შენიშვნა, რა გეჩქარებოდა, გაევლო და გახვიდოდიო. მაგაზე არ ჩავუჭრივარ. მეორე დარწმუნებული ვარ ასე მეტყოდა, რა ჯორივით დადექი, აგეარა გვერდიო.😂 მოკლედ, კარგად გაწვალებენ და საუკუნის მერე გეღირსება. ან ქუდბედიანი უნდა იყო და ბევრი ვიცი, გარტყმაში არაა ტარების და გაუმართლა. ან ვინმე ზემოთ უნდა გყავდეს.სე ლა ვი მონ ამი☺ ბოლოს ყველა მაგათი კაპრიზები შევისწავლე და ისე ზეიდეალურად ვატარე, როგორც პოლიციელებს სურდათ. ეჰ, არადა, ქალაქში სხვანაირად დავდივარ. შეუძლებელია გამოცდაზე რასაც ითხოვენ, ჩვენ რეალობაში გაატარო. მაინც მადლობა მაგათ ამდენი წვალებისთვის, პროფი გამხადეს, გამომაწრთეს 😀😍 მეშინიაო, რომ მეუბნებიან, რაის მეშინია, ძლივს გამოვწიწკნე ხელიდან მოწმობა, საჭეს ხელს არ ვუშვებ, ისე მიყვარს ტარება. დისტანცია, ყურადღებით ყოფნა, ქვეითებთან დიდი სიფრთხილე და უსაფრთხო მანევრები. სულ ესაა ტარების მთელი ფილოსოფია, უმაღლესში ჩამაბარებინეს მე კიდე😂😂😂

  • @solomongoderdzishvili7273
    @solomongoderdzishvili7273 Жыл бұрын

    ქვემოდან რომ ამოვდივარ დაუთმე გზა ნიშანთან თბილისის ქუჩაზე რომ ციმციმას ვრთავთ მარცხენას თუ მარჯვენას?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    კომპმა მარჯვენა თქვა, ჩავრთე მარჯვენა. ავუხვიე ზემოთ, ოღონდ 112 თან ხომ სტოპია, იქ გავჩერდი 2-3 წამი, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, ჩავიხედე სარკეში და ისე შევუერთდი მთავარ გზას.

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    31:09 ზე მანქანა მარჯვნიდან რომ ამოდის, მანდ არის დათმობის ნიშანი. მარჯვენას იძახის და მარჯვენა ჩავრთე. ეგ მოგვიწევს თუ ხიდზე რომ გადმოვალთ უკან დაბრუნებისას და ხიდიდან მარჯვენა მოსახვევს გვეტყვის კომპი. 31:53 აქაც მარჯვენა ჩავრთე, ისე მივედი სტოპამდე. დავაფიქსირე გაჩერება, მარცხენა ციმციმა, სარკეში გახედვა და უერთდები გზას

  • @solomongoderdzishvili7273

    @solomongoderdzishvili7273

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 31.53 მარჯვენა რატო ხომ გზას მიტვებიდით?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    @@solomongoderdzishvili7273 31:09 ზე ჩავრთე რა თქმა უნდა მარჯვენა, 31:53 უკაცრავად ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გზა ასვლის დროს ხომ მარჯვნივ უხვევს და ჩავრთე, მერე სტოპთან გავჩერდი და მარცხენა ჩავრთე. მაინც დააზუსტეთ სხვებთანაც. არანაირი შენიშვნა არ მიმიღია მანდ არცერთ ჯერზე, გარდა იმისა, რაც კომენტარებში დავწერე, სარკეში არ გახედვაზე და შუქნიშანთან წამი შემიყოვნდა მწვანეზე გასვლა და მაგის გამო ჩამომსვა ერთხელ. კიდევ სწორედ მაგ დათმობის ნიშანთან, რა გეჩქარებოდა, სად გარბოდიო და გადმომსვა. სარკეში გახედვა მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ წამიერად და წინ გზის კონტროლი, რასაც თვალს აწვდენ. წეღანაც მეუღლემ მითხრა, რა სულ სარკეებში იყურებიო.😅 კი მწარედ დამამახსოვრეს და მადგება რეალურად😂

  • @ellaiza400
    @ellaiza400 Жыл бұрын

    გამარჯობათ 35წუთში სტოფ ხაზთან რომელი მაჩვენებელი უნდა ჩართო

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Жыл бұрын

    ლოკაციებზე 3 სტოპია და ყველა სტოპთან მარცხენას ვრთავთ. 2 სტოპი ყველა მარშრუტზე შეგხვდება.ბოლო სტოპია ავტობანის ხიდზე. მარცხენა აუცილებლად, რადგან ჩვენ მარცხნიდან ვუერთდებით სავალ ზოლს.😊

  • @ellaiza400

    @ellaiza400

    Жыл бұрын

    @@mziaokujava6687 მადლობა 🥰

  • @v4ko492
    @v4ko492Ай бұрын

    36:40 მარცხენა შუქმაჩვენებელს რატო ვრთავთ ხო მარჯვნივ უხვევს ?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    Ай бұрын

    სავალ გზაზე გადადიხარ მარცხენა ზოლში, სავალ გზას უერთდები მარცხნიდან და მარცხენას იმიტომ ვრთავ

  • @happygirl8398
    @happygirl83983 ай бұрын

    38:28 ამ ადგილზეც 80-ით უნდა ვიაროთ ხო?

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    3 ай бұрын

    დიახ 80-ით, 41:20 მდე. მერე 60-65. სხვა მარშრუტებიც ნახეთ, 38:43 დან ორი მარშრუტი მარჯვნივ უხვევს.🤗

  • @jiibbo5712
    @jiibbo57129 ай бұрын

    დᲦეს Ჩავაბარე და Ძალიან დამეხმარა ეს ვიდეო მადლობა ❤

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    9 ай бұрын

    გილოცაავთ, ძალიან გამახარეთ.❤ სულ მწვანეზე და ბედნიერად გევლოთ ძვირფასო🥰

  • @lukakanakava6262
    @lukakanakava626210 ай бұрын

    გამარჯობა თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ ვიცი რომ 3 წამზე მეტი კონუსზე ფეხი არუნდა გედგას და ეს მხოლოდ სიჩქარეში გადართვის დროს ხდება თუ მაგალითად როცა გზა უნდა დავუთმოთ და ამ დროს ძალიან ნელა ვმოძრაობთ და კონუსზე ფეხი გვიდგას რომ მანქანა არ ჩაქვრეს.

  • @mziaokujava6687

    @mziaokujava6687

    10 ай бұрын

    გამარჯობა. მამია ტორონჯაძის ვიდეოებს უყურეთ, ძალიან კარგად ხსნის მექანიკის პრინციპებს. მე ავტომატიკა მაქვს ჩაბარებული. ისე ხსნის, გაკვეთილების გავლის გარეშეც ვისწავლიდი, მექანიკა რომ მჭირდებოდეს. მოედანი მისი ვიდეოებით ჩავაბარე. ნახეთ ბმული. წარმატებები.☺ kzread.info/dash/bejne/Zpyk29uJYNC4dZs.html kzread.info/dash/bejne/nZiksdCCY7WokqQ.html kzread.info/dash/bejne/ZquAvKlmdr2-hpc.html

  • @lukakanakava6262

    @lukakanakava6262

    10 ай бұрын

    @@mziaokujava6687 დიდი მადლობა ქალბოტონო მზია თქვენც ასევე წარმატებები

Келесі