“რუსთავის ფოლადს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს - ვინ ფლობს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას?

საქართველოს უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანას - “რუსთავის ფოლადს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს. კომპანიას გასული წლის დეკემბრიდან იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა.
კორიტკო 2023 წლის ივლისამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. აღნიშნული კომპანია Gazprom-ის უმსხვილესი მიმწოდებელი და ფოლადის მილების საწარმოო სიმძლავრეების მიხედვით მსოფლიო სამეულის წევრია.
TMK-ის ძირითადი აქციონერია აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი მილიარდერი დმიტრი პუმპიანსკი, რომლის ქონებაც $3.3 მილიარდად არის შეფასებული. თავად TMK აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, პუმპიანსკი ევროკავშირის მიერაც იყო სანქცირებული, თუმცა 26 ივნისს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული სანქციების ანულირება მოახდინა.

Пікірлер

    Келесі