როგორ წარმოიშვა სამყარო კვანტური სინგულარობიდან [ეპიზოდი 98]

Ойын-сауық

🔍 თემები : როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო ? _ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში თითოეულმა ადამიანმა თვალები კარგად უნდა გავახილოთ და ცაში ავიხედოთ , საიდან მოდის ეს ყველაფერი ? რა ვიცით სამყაროს გენეზისზე ? ერთი შეხედვით ბნელი და შემზარავი კოსმოსი თითქოს ჩვენს თვალწინ დუმს და არაფერს გვეუბნება , თუმცა მეორესმხრივ კოსმოსში სიჩუმის გარდა ყველაფერია , ყველა პასუხი ჩვენს კითხვებზე სწორედ კოსმოსშია , როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შორეულ კოსმოსში უნდა გავიხედოთ , იქ სადაც სივრცე და დრო დაიბადა . ცივილიზაციის არსებობის ნებისმიერი პერიოდი რომ ავიღოთ , ყველა ეპოქაში არსებობდა რამდენიმე ძირითადი მოსაზრება სამყაროს დაბადებაზე , დაწყებული ბაბილონელი ასტრონომებიდან დასრულებული ჰარვარდის პროფესორებით , მაშინაც და ეხლაც , თითოეულ ადამიანს ლოგიკურად შესაძლებელია ჰქონდეს საკუთარი ვერსია სამყაროს წარმოშობის შესახებ , თუმცა დღეს უკვე გვაქვს მრავალი ფაქტი და უტყუარი ინფორმაცია ჩვენი სამყაროს განთიადის შესახებ , დიდი აფეთქების თეორია სხვა არაფერია თუ არა იმ ყველაფრის ერთ თეორიაში შეჯამება რასაც ჩვენი თვალით შორეულ კოსმოსში ვხედავთ . როგორ დაიბადა სამყარო ? დიდი აფეთქების თეორიის სრული განხილვა სამყაროს დაბადების პირველი წამებიდან დღევანდელ დღემდე , თეორია რომლის მიხედვითაც სამყარო დაიბადა 13,75 მილიარდი წლის წინ , როგორი იყო ახლად დაბადებული ქაოსური პრეისტორიული სამყარო ? , რამდენი ათასი წელიწადი დაჭირდა სამყაროს რომ პირველი სინათლის ნაწილაკი შექმნილიყო? , როდის შეიქმნა პირველი ვარსკვლავი? და სხვა საოცარი დეტალები სამყაროს დაბადების ანუ დიდი აფეთქების შესახებ.
#cosmosსწავლე #დიდიაფეთქება #სამყარო #კოსმოლოგია #შემეცნებითი
მეგობრებო , ეს კონკრეტული ეპიზოდი არის , წინა ანუ 97-ე ეპიზოდის გაგრძელება, ასე რომ ვისაც წინა ეპიზოდი არ გინახავთ , გირჩევთ რომ უყუროთ.
P.S. : დიდი აფეთქების ეს მოდელი არის მხოლოდ და მხოლოდ თეორია რომელიც მრავალჯერ არის დამტკიცებული სხვადასხვა დაკვირვებებით და მისიებით , დიდი აფეთქების თეორია სრულიად ემთხვევა ჰაბლის სამყაროს გაფართოების კანონს რომელსაც ჩვენივე თვალით ვხედავთ ძლიერი ტელესკოპებით , და ასევე იზიარებს ზოგად ფარდობითობის თეორიასაც , დიდი აფეთქების ამ მოდელს მეცნიერების სრული მხარდაჭერა აქვს ამ მომენტისთვის რადგანაც ეს თეორია ბევრ რამეს ხსნის , თუმცა შეიძლება რამდენიმე წელში ისეთი ახალი აღმოჩენა გავაკეთოთ რომ მთლიანად ეს თეორია განაახლოს , ამიტომ ეს საკითხი არის ამ წამსაც შესწავლის საგანი და მუდმივად განახლებადია , რადგანაც ჩვენ სულ უფრო შორს შეგვიძლია გავიხედოთ ასე რომ ახალი დაკვირვებები ახალ აღმოჩენებს მოიტანს და ეს თეორიაც შეიძლება სხვა უფრო ლოგიკურით შეიცვალოს , თუმცა სანამ ეგ მოხდება , მანამდე დიდი აფეთქების ეს მოდელი რჩება ყველაზე ლოგიკურ და შესაბამის თეორიად სამყაროს დასაწყისის შესახებ.
🌐 წყარო : NASA , James Webb Space Telescope , ESA , ScienceChannel , Chandra Xray Observ. , WSMAP , Hubble , GAIA , melodysheep , CMB , VIRGO/LIGO .
____
დაეხმარე არხს განვითარებაში და გააკეთე დონაცია
წინასწარ ძალიან დიდი მადლობა
დონაცია / Donation : paypal.me/cosmoscavle/
____
🌏 გამომყევით სოციალურ ქსელში :
- Facebook | / cosmoscavle
- TikTok: | / cosmoscavle
- Instagram: | / cosmoscavle
თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ დაალაიქეთ , გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი.
***
შემოთავაზებებისთვის ან უბრალოდ ჩემთან საკონტაქტოდ შეგიძლიათ მომწეროთ არხის ელ-ფოსტაზე : cosmoscavle@gmail.com
, ან ნებისმიერ სოც ქსელში.
***
დიდი მადლობა
დროებით

Пікірлер: 67

  • @LevanBibi
    @LevanBibi10 ай бұрын

    ეს ყველაზე საინტერესო თემაა!! მადლობა!

  • @IMDBIMAX-gi9zm
    @IMDBIMAX-gi9zm8 ай бұрын

    ❤❤❤❤❤❤

  • @lashamezurnishvili8229
    @lashamezurnishvili8229 Жыл бұрын

    ეს საოცარი იყო. საინტერესოა თუ რა იყი დიდ აფეთქებამდე იმედია ოდესმე გავიგებთ ამას❤

  • @giorgitsiklauri8710

    @giorgitsiklauri8710

    6 ай бұрын

    იყო ღმერთი! მან თქვა იქმნას ნათელი და იქნა ნათელი აი ესარის დიდი აფეთქება

  • @rocinant5318
    @rocinant5318 Жыл бұрын

    ეს იყო მართლა ძალიან საინტერესო მოგზაურობა !!! ცოტა საშიშიც მაგრამ ჩვენი კოსმოსი ესეთია 🤐🚀 პატივისცემა ჩემგან ❤️✌🏻

  • @youtubusmayurebliusi3411
    @youtubusmayurebliusi3411 Жыл бұрын

    👏👍👍✌️

  • @demokimadze5693
    @demokimadze5693 Жыл бұрын

    ძალიან მაგარი ეპიზოდიააა

  • @GizgizaTruxi-jv3wx
    @GizgizaTruxi-jv3wx5 ай бұрын

    ვაგიარებ მეცნიერულ მიღწევებს.ასევე მწამს ღმერთის არსებობა.თუმცა როცს კითხვას სვავ როგორც მეცნიერება ასევე რელიგია გვეუბნებს რომ ეს უნდა ვიწამოთ დავიჯეროთ და წარმოვიდგინოთ.არამგონია ოდესმე ადამიანოს ტვინმა შეძლოს იმის დადგენა თუ როგორ გაჩდა სამყარო.კარგი დაუშცათ აფეთქება მოხდა და მანამდე არ არსებობდა სივრცე და დრო.ის ხო არსებობდა რაც აფეთქდა.მოკლეთ ეს მუდმივი კითხვა იქნება პასუხგაუცემელი

  • @rocinant5318
    @rocinant5318 Жыл бұрын

    💚26 წუთიანი ეპიზოდი თან რა საკითხზე ✌🏻😍

  • @PrankTVx
    @PrankTVx9 ай бұрын

    იქნებ ერთერთი შავი ხვრელიდან გამოთავისუფლდა მთელი სამყარო, რომელიც მოკვდა ან რაღაც დაემართა

  • @brilliance1231
    @brilliance1231 Жыл бұрын

    ჩემი აზრით სივრცე და დრო მანამდეც არსებობდა სანამ დიდი აფეთქება მოხდებოდა უბრალოდ ამ სივრცის ათვისება მოხდა შემდეგ

  • @georgephanchulidze5348
    @georgephanchulidze5348 Жыл бұрын

    ერთხელაც არ გიხსენებია ღმერთი. ძალიან ბევრი რამ არსებობს რასაც ვერ ახსნის ადამიანი გონებით. კაცობრიობას საკუთარი სისხლი არ აქვს შესწავლილი სრულად და დედამიწის რამდენიმე პროცენტზე ფლობს მხოლოდ ინფორმაციას. თუ დიდ აფეთქებაზე ვსაუბრობთ მაშინ უთვალავი ატომია სამყაროში და არცერთი ფეთქდება. ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს რომ არაფერი იგეგმება და ხორციელდება წარმოუდგენელი გენიოსის ნებისა და ბრწყინვალე მათემატიკური ნიჭის გამოყენების გარეშე. ღ მ ე რ თ ი

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    შენს აზრს პატივს ვცემ მაგრამ ვერ ვეთანხმები . მეგობარო არ გეწყინოს მაგრამ დედამიწა რომ მზის გარშემო ბრუნავს ეს ღმერთის ნება კი არა მზის უძლიერესი გრავიტაციის გამოა , რას ნიშნავს არაფერი იგეგმება ღმერთის გარეშე? როგორ შეგიძლია ეგ დაიჯერო როდესაც დედამიწაზე ამდენი უსამართლობა ხდება , როგორ შეგიძლია დაიჯერო რომ ღმერთია ამ ყველაფრის უკან ? თუ ეგ სიმართლეა მაშინ ღმერთზე ამწამს უამრავი ერია გაბრაზებული! ღმერთმა თუ შექმნა ეს სამყარო და ადამიანიც , მაშინ რატომ მისცა ადამიანს უნარი მოეკლა უნარი რომ ტერორიზმი გენოციდი ჩაედინა? რატომ დაუშვა ღმერთმა 10.000 ზე მეტი უკრაინელი ბავშვის სიკვდილი ? რატომ დაუშვა ღმერთმა 6 მილიონზე მეტი ებრაელის სიკვდილი ? რა ??? შენი ღმერთი მემგონი სეირის მაყურებელია ? თუ რას ნიშნავს რომ ამ ყველაფრის უკან ღმერთია ? ღმერთი როგორ შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან როდესაც სამყაროში ტრილიონზე მეტი გალაქტიკა არსებობს , როცა დედამიწის მსგავსი ასობით მილიარდობით ეგზოპლანეტაა და არავინ იცის კიდევ რამდენი ცივილიზაციებია სამყაროში მიმოფანტული , და შენ გულის სიღრმეში გგონია რომ ღმერთმა ამდენი ეგზოპლანეტა შექმნა ასე ტყუილად და ერთი უბრალო დედამიწა გამოარჩია სიცოცხლისთვის ხო ? მერე აიღო მიწა და ადამი შექნნა ხო ? და მისი ნეკნისგან ევა 😄 და მერე რა მოხდა ? ადამის და ევას სექსი ქონდათ და შეეძინათ შვილები და მერე მისმა შვილებმა ანუ ერთმანეთზე იქორწინეს ინცესტი ქონდათ ხო ? და ასე ხსნის რელიგია ხო ადამის და ევას შტამომავლები ვართ თურმე ჩვენ , ანუ გამოდის რომ ყველა ვართ და ძმის ინცესტის შვილები , ვა რა მაგარი ვერსიაა.. ბიბლიაში ცის მიღმა ცათა სასუფეველიაო წერია , ცის მიღმა არის ღია ბნელი და ცივი კოსმოსი რომელიც არ ემორჩილება არც ბიბლიას და არც ბუდიზმს, სამყაროს რელიგია არ სჭირდება , რადგან სამყარო თვითონ არის ყველაფერი.

  • @nrgairgun

    @nrgairgun

    Жыл бұрын

    ​@@Cosmoscavleშენ რა უბედურობებიც ჩამოთვალე ეგ ღმერთის კი არა ადამიანის თავისუფალი ბუნების შედეგია, ადამიანს თავისუფალი ბუნება რომ არ ჰქონოდა იქნებოდა ერთერთი ცხოველის სახეობა უბრალოდ ლამაზი უნარ ჩვევებით მაგალითად იმეტყველებდა თუთიყუშივით, ექნებოდა ყვავის ინტელექტი, და ასე შემდეგ, არაფერი განსაკუთრებული არ ექნებოდა რაც განასხვავებდა ცხოველისგან ან ფრინველისგან, შენ ასევე ხაზი გაუსვი საწყისს, შენ რა თეორიისაც გწამს მაგას ეხლანდელი თანამედროვე მეცნიერები და ლაბორატორიები ვერანაირად ვერ ადასტურებენ, ანუ გენეტიკის იმ დონეზე კორექტირება რომ სხვა სახეობა მიიღო გამორიცხულია, უაზრო სამყარომ სადაც გონი არ არსებობს თქვენი მტკიცებით მილიარდობით წლის განმავლობაში მაიმუნი კაცად აქცია და ეხლა გონიერ ადამიანს არ შეუძლია იგივე გააკეთოს როცა ყველა პირობა აქვს ამისი? პლანეტაზე ყველა ადამიანს ერთი საწყისი გენეტიკა აქვს ეგ ხომ დამტკიცებულია. პ.ს. არ ვამტკიცებ არაფერს უბრალოდ განვიხილავ შენთან ერთად..

  • @giorgigogochuri6526

    @giorgigogochuri6526

    11 ай бұрын

    @@Cosmoscavle დედამიწა რომ მზის გარშემო მისი გრავიტაციის გამო ბრუნავს, ვინ შექმნა ეს გრავიტაცია? ვინ შექმნა ის ფიზიკის კანონები რომლის მიხედვითაც მთლი სამყარო მოქმედებს? ადამიანები რომ ერთმანეთს ხოცავენ ეს ღმერთის ბრალი არ არის, ადამიანის ბრალია და შემდეგ ღმერთს აბრალებენ. ამდენი უსამართლობა რომ ხდება ამას ადამიანები სჩადიან და არა ღმერთი. ღმერთმა ადამიანებს უთხრა, როგორ უნდა მოიქცნენ რომ უსამართლობა არ მოხდეს, უთხრა რა არის სწორი და რა არა, თუმცა ადამიანები ამას არ ითვალისწინებენ და შემდეგ ისევ ღმერთს აბრალებენ. ღმერთისგან ითხოვენ რომ მან კი არ მიუთითოს რა უნდა გააკეთონ არამედ აიძულოს, თუმცა ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა და არაფერს აიძულებს, ადამიანს რომ თავისუფალი ნება არ ქონდეს მის არსებობასაც აზრი არ ექნებოდა. სამყაროში ღმერთმა ამდენი პლანეტა რატომ შექმნა რომელზეც სიცოცხლე არ არის არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდები რომ შეიძლება რაიმე სამომავლო გეგმებისთვის იყოს გათვალისწინებული, შეიძლება ეს პლანეტები უბრალოდ საშენი მასალაა რაღაცისთვის მომავალში. ღმერთის გეგმებს ჩვენ ვერ ჩავწვდებით ბოლომდე. დიახ ადამიანი მიწიდან შეიქმნა და დღესაც მიწიდან იქმნება თუ დაუკვირდები, ის ატომები რომლისგანაც ადამიანის სხეული იქმნება სწორედ მიწიდან მოდის და შემდეგ ისევ მიწაში მიდის. ბიბლიაში ბევრი რაღაც წერია მხატვრული და იგავური ენით რათა ის ადამიანებისთვის ადვილი აღსაქმელი იყოს, ბიბლიას მეცნიერული ენით არავინ დაგიწერდა, უბრალოდ უნდა გეყოს მიხვედრილობა რომ გაიგო რა წერია. ცათა სასუფეველი არ ნიშნავს რომ ის მაინცდამაინც ცაშია ის შეიძლება საერთოდ ამ სამყაროს მიღმა იყოს ან შეიძლება ამ სამყაროშივე იყოს მის პარალელურად, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ცის მიღმა არსებული ღია, ბნელი და ცივი კოსმოსი იმ კანონებს ემორჩილება, რომელიც ღმერთმა დაუწესა.

  • @lashaberikashvili1217

    @lashaberikashvili1217

    5 ай бұрын

    მზეს საიდან აქვს მაგის ინტელექტი მერე ისე ატრიალოს დედამიწა რომ არც დაწვას და არც გააცივოს, აი შორს რომ აღარ წავიდე გაფიცებ ქვერცხი გაჩნდა პირველი თუ ქათამი? :დ ბიბლი ამბობს რომ ღმერთმა შექმენა პირველი ქათამი და მისცა მას უნარი კვერცხი დაედო და გამრავლებულიყო ეგრე. შენ რა პასუხი გაქვს? თუ სიცოცხლემ არ შექმნა სამყარო აბა ქვამ შექმნა? სიკვდილმა შექმნა? სიკვდილლმა შთააგონა ქათამს რომ კვერცხი უნდა დაედო? ეჭამა და დაეძინა? აი ადამიანზე აღარ გელაპარაკები გონიერ არსებაზე და როგორ უნდა დამაჯერო ეხლა შენ პირადად ჩემ თავზე გელაპარაკები რომ ღმერთი არ არსებოს და სიკვდილმა შექმნა სიცოცხლე, როცა მე პირადად ღერთმა გამომიცხადა საკუთარი თავი და დამანახა რომ არსებოს, მოხდა ჩემ ცხოვრებში ისეთი რაღაცეები რასაც სხვა ახსნა აქ აქვს. შეხედე შენს თავს სარკეში დააკვირდი თვალები გაქ რომ დაინახო, ყურები რომ გაიგონო, ორი ხელი ორი ფეხი ცხვირი საიდან გაქ? და კიდევ მილიონი რამეა, ნუთუ სიკვდილმა შექმან ადამიანი ასეთი? @@Cosmoscavle რა იქნება აღიარო რომ ეს წესრიგი რაც ამ სამყაროშია სიცოცხლის მომნიჭებელმა შექმნა სიცოხლემ შექმნა რომელიც არის ღმერთი და არა სიკვდილმა? სამყაროს ასაკს რაც შეეხება კიდევ ღმერთმა სრულყოფილი შემქნა სამყარო, ხე გაზრდილი შექმნა უკვემ თუ პირველ დღეს იმ ხეზე ვიტყვით რომ ერთი დღისაა, წესით ერთი დღის ვერ იქნება მეცნიერულად რომ მივუდგეთ მას დაახლოებით 10 წელი დაჭირდებოდა რომ მაგხელა გაზრდილიყო, ამიტომ შეუძლებელია თავისით შექმნილიყო სამყარო მაგრამ რომ დავუშვათ ეგრე მოხდა დაჭირდებოდა ხო ვთქვათ ეგრე 14 მილიარდი წელი მარა ღმერთმა უკვე გამოატარა ეგ 14 მილიარდი წელი და უკვე სრულყოფილი შემოვიდა არსებობაში პირველ დღეს. ანუ ამ 7000 წლის უკან იმალება ეგ 14 მილიარდი წელი ოღონდ 14 მილიარდი არ დაჭირვებია მყისიერად შექმნა ღმეთმმა დროის გარეთ და მერე დროში გამოვლინდა უკვე პირველ დღეს. მარა ეს არ არის მთავარი ჩემთვის, მე ჩემს საყვარელ ადამიანს რომ ვუყურებ თვალებში ან რაიმეს როცა აკეთებს დაკვირვება მიყვარს ხოლმე და მეღიმება მერე მადლიერებით ვივსები, ღმერთის ხელს ვხედავ ამ ყველაფერში.

  • @g-f875
    @g-f8756 ай бұрын

    ღმერთის ხელი თუ ურევია ყოველივე მომხდარში?

  • @test-channel349
    @test-channel349 Жыл бұрын

    ანუ მატერია და დრო სივრცე ერთი მთლიანობა გამოდის? რაც მეტს ვიგებ სამყაროზე უფრო მეტად ემსგავსება კომპიუტერულ სიმულაციას. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ბუნების ნახელავს არ გავს. და საინტერესოა, ორი სამყარო რო გადაეკვეთოს ერთმანეთს ანუ სხვა სამყაროს საზღვრები რომ შემოიჭრას ამ სამყაროში ხო შეიძლება?

  • @besarionioselini2089
    @besarionioselini20898 ай бұрын

    არ აქვს არავითარ ჰიპოთეზის არი ! ! ! რადგან ადამს ქმნილი დაანახა !

  • @WeLikeCosmos
    @WeLikeCosmos Жыл бұрын

    ვახ მაგარი იყო!❤ კითხვა გამიჩნდა: საინტერესოა შეიძლება თუ არა დადევნება კოსმოსის გაფართოვების და მაგის იქით გახედვა

  • @voodude971

    @voodude971

    Жыл бұрын

    არა, მაგის იქით არ არის სივრცე. სივრცეც და დროც დიდ აფეთქებასთან ერთად გაჩნდა

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    ძალიან დიდი მადლობა ამ საოცრად საინტერესო კითხვისთვის ❤️❤️❤️ … იცი სიმართლე გითხრა თვითონ ის ფაქტი რომ სამყარო ფართოვდება და რომ ჩვენ ამავე სამყაროში ვართ უდაოდ უკვე ნიშნავს რომ სამყარო ჩვენს თვალწინ ან ჩვენს ფეხქვეშ ფართოვდება , მაგრამ ეხლა შენ რაც იკითხე არის ძალიან უცნაური 😅ანუ სამყაროს საზღვარს გინდა დაეწიო , ეგ ალბათ ყველა ასტრონომიის მოყვარულს აინტერესებს , ჯერ მოდი ვთქვათ რომ სამყაროს გაფართოების სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ბევრად მეტია და ეს იმიტომ არის ესე რომ ხომ გახსოვს სამყაროს გაფართოების სიჩქარე სულ უფრო იზრდება , შესაბამისად რაღაცნაირად რომც მივაღწიოთ აი მართლა იმ რომელიმე წერტილამდე გვეგონება რომ რისკენაც მივდივართ სულ უფრო შორს მიდის ჩვენგან , აი დაახლოებით წარმოიდგინე ხიდზე რომ გადადიხარ და ეს ხიდი რომ მუდმივად იწელება თან სულ უფრო სწრაფდება , ფინიშამდე ვერ მიაღწევ რადგან სულ უფრო შორს წავა , 😅 მაგრამ , არის ასევე მეორე საკითხიც , არავინ არ იცის სამყაროს რომელიც ფართოვდება თუ აქვს რაიმე ლიმიტი , შეიძლება უსასრულოდ პარადოქსულად ფართოვდება , ან შეიძლება რაღაც წერტილამდე მიდის , ეს არვიცით , როგორც თოკომ დაწერა სივრცეც და დროც დიდმა აფეთქებამ შექმნა და ჩვენ ამ სივრცის მიღმა რანაირად უნდა გავიხედოთ როცა ერთადერთი სივრცე თვითონ ეს არის , ანუ როგორ ვთქვა 😅 თავი რომც გავყოთ ამ სივრციდან სხვა სივრცეს დავინახავთ თუ არა არვიცით , და აქ უკვე მულტივერსზე გავდივართ , რადგან მართლა რომ ესე იყოს როგორც ეხლა ვთქვი მაშინ მულტი სამყაროების თეორია სრული სიმართლე გამოდის🤐❤️ …. ვააახ რამდენ საოცარ რამეს შევეხე , მადლობა შენ რომ ეს კითხვა დასვი.

  • @WeLikeCosmos

    @WeLikeCosmos

    Жыл бұрын

    @@Cosmoscavle ძაან მაგარია ❤️ მადლობა რომ მითხარი,მიყვარს ასეთი ფაქტები❤️

  • @iraklibachanadze5991

    @iraklibachanadze5991

    Жыл бұрын

    @@Cosmoscavle კი აბოსილიტურად ვეთანხმები იმ აზრს რომ ატომი მხოლოდ ერთი არ აფეთქდა და არსებობს მულტი სამყარეობი რომელშიც ჩვენი ფიზიკური კანონები არ მოქმედებს. და კიდევ მაინტერესებს თუკი გრავიტაცია ორი სხეულის ურთიერთ მასაზეა დამოკიდებული და შავი ხვრელის უზარმაზარი გრავიტაცია მისკენ მიმავალ ნებისმიერ უზარმაზარ სხეულს შთანთქავს და ვარსკვლავების სპაგეტიფიცირებას ახდენს . და თუ შავი ხვრელის უსაზღვრო გრავიტაციის მიმართ ერთი ადამიანის თითქმის უგრავიტაციულო სხეულის მასით მოხვდები ვინ დაასკვნა რო ადამიანსაც იგივე დაემართება . ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება ბევრ რამეში. შენ რას ფიქრობ. ან გრავიტაციას და ფიზიკური მასის მქონე ობიექტებს რომ შევეშვათ და შავ ხვრელში ინფორმაციის შეშვება ვცადოთ მაშინ რა მოხდება. თუ გაქვს რაიმე თეორია ამასთან დაკავშირებით სიამოვნებით მოვისმენდი.

  • @voodude971

    @voodude971

    Жыл бұрын

    @@WeLikeCosmos დაახლოებით რო წარმოიდგინო, აი ის პატარა ჩაპრესილი სამყარო იყო მთლიანად სივრცეც და ყველაფერი. ანუ რაღაც სივრცეში კი არ იყო წერტილი, თვითონ ის წერტილი იყო სივრცე 😁 რთულია წარმოდგენა, მაგრამ ბევრი რამაა წარმოუდგენელი ამ სამყაროში

  • @Revealation
    @Revealation Жыл бұрын

    Თქვენი ფანტაზიორი😂

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    ფანტაზიორი შენ ხარ შენი ფანტაზიორი :)

  • @manugaminggeo
    @manugaminggeo9 ай бұрын

    მეცნიერება და რელიგია ერთმანეთთან ძაან დიდ კავშირშია.. ეს ფაქტები და ყველაფერი როგორ მოხდა რა მოხდა საბოლოო ჯამში იმ კითხვამდე მიდის ვინ შექმნა ეს ფაქტი რომ ეს სამყარო ღმერთმა შექმნა ძალიან მარტივად სცემს პასუხს კითხვას "რატომ" და დანარჩენი ყველაფერი მეცნიერებაა

  • @levansharabidze8267
    @levansharabidze8267 Жыл бұрын

    ერთი კითხვა მაქვს ამ "დიდ აფეთქებაზე"🙂 სამყარო სად ფართოვდება და სად ფართოვდებოდა 13,7 მილიარდი წელი? ჩემი აზრით, ამ თეორიის მიხედვით ეს მატერია იყო ისეთი როგორიც დღეს არის, უბრალოდ 13,7 მილიარდი წლის წინ ზრდა დაიწყო რასაც ჩვენ ვერ ვრგძნობთ. საერთოდ რატომ ჰქვია ამ თეორიას დიდი აფეთქება, ერქვას დიდი გაფართოვება😐 ანუ სად ფართოვდება ეს სამყარო ან როგორ ფართოვდება? ან ეს დიდი ენერგიით აღსავსე ატომზე პატარა წერტილი რომელმაც ამხელა სამყარო აღმოაცენა საიდან გაჩნდა? რა ვქნა ღმერთო ჩემო

  • @voodude971

    @voodude971

    Жыл бұрын

    მატერია არ ფართოვდება, მხოლოდ სივრცე ფართოვდება

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    მადლობა ამ კითხვებისთვის..😉 თავიდანვე პირველივე კითხვა ძალიან საინტერესოა , სად ფართოვდებოდა სამყარო ? მთელი ეს დრო რაში ფართოვდებოდა ხო ? არაფერში არ ფართოვდებოდა , სამყრო თვითონვე არის სივრცე რომელიც იზრდება , ანუ დიდი აფეთქება მოვლენა თვითონ აფეთქება არ უნდა გაიგო ისე როგორც გესმის პირდაპირ რამე ბომბივით რომ აფეთქდება ან რამე მსგავსი , არა ეგ არასწორია , აფეთქება არ გულისხმობს რომ სამყარო რამეში დაიბადა , ყველაზე მთავარი დეტალი სწორედ ამაშია , რომ სამყარო დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა არანაირი ფორმით გარდა სინგულარობისა , ანუ რომ მოვინდომოთ წარსულში ფიზიკურად რომც შევძლოთ წასვლა და დიდ აფეთქებამდე 1 წამით ადრე სადმე იქ რომ ვიყოთ რომ თვალი ვადევნოთ ამ სამყაროს დაბადებას ამასაც კი ვერ შევძლებთ რადგან ფიზიკურად ადგილი არ არსებობდა სივრცე არ არსებობდა , ანუ სიცარიელეც კი არ არსებობდა ხვდები ? აფეთქება უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით უნდა გაიგო , რადგან რეალურად რაც მოხდა არის რომ ამ რაღაც წერტილიდან სინგულარობამ უეცრად ძალიან არანორმალურად მოკლე დროში წამის მემილიონედში ალბათ უსასრულოდ პატარა ზომიდან თმის ღერზე მილიონჯერ უფრო პატარა ზომიდან გაფართოვდა გაიზარდა აფეთქდა რაც გინდა ის დაარქვი მოკლედ გაფართოვდა თმის ღერზე პატარა ზომიდან ჩვენი მზის სისტემის ზომამდე დაახლოებით რომ მიგახვედრო :) , და ეს გადიდება გააკეთა ისეთ მოკლე დროში რომ ვერც წარმოიდგენ , და გაფართოება ანუ გადიდება პირველივე მილიწამიდან სულ გრძელდება და თან სულ იზრდება. ამ აფეთქებამდე სივრცე არ არსებობდა , შესაბამისად არ არსებობდა არც დრო , რადგან დღეს უკვე ზე ასპროცენტიანი სიზუსტით ვიცით რომ სივრცე-დრო ერთი განუყრელი განზომილებაა , სივრცე დიდ აფეთქებასთან ერთად ჩნდება იზრდება ფართოვდება ფეთქდება როგორც გინდა ისე დაუძახე , მთავარია შინაარსი გაიგო. სივრცე არაფერში არ ფართოვდება , ჩვენ ვიცით რომ სივრცე თავის თავშივე ფართოვდება , ანუ წარმოიდგინე როგორც ბუშტი რომელიც იბერება გამუდმებით 13.7 მლრდ წელი , ეხლა შენ თუ იმას კითხულობ ამ სამყაროს გარეთ რამე სხვა სივრცე თუ არსებობს რაშიც თურმე ჩვენ ვფართოვდებით მაშინ გამოდის რომ თურმე მულტი სამყაროების თეორია მართალი ყოფილა და სამყარო ესე ერთ დიდ სამყაროების საწყობში ფართოვდება 🙂 რაც რეალურად არც ვიცით და ვერც ვუარყოფთ , ჩვენ არ ვიცით რა არის ამ სამყაროს მიღმა და საერთოდ თუ არის რაიმე მიღმა ესეც არ ვიცით , რადგან მარტივად სინათლე ყველაზე შორეული სხეულებიდან უკვე ისე შორს არის რომ სივრცე მუდმივად ასწრებს გაფართოებას და ჩვენამდე უკვე ძააან შორეული სამყაროს ობეიქტის სინათლეები ვეღარ აღწევენ ამიტომ ვერ ვიტყვით ეგეთ რამეზე პასუხს , დიდი აფეთქება ბევრს ეშლება როგორც რაღაც აფეთქება და აქტი რომელიც მოხდა და მორჩა , არა მეგობრებო , დიდი აფეთქება რომ დაიწყო პირველივე წამიდან მის მერე მოყოლებული ეხლაც გრძელდება , ეს გაფართოება არ გაჩერებულა , ამიტომ არის სამყარო ეხლა ესეთი უზარმაზარი , ამიტომ აგრძელებს ყოველწამს გაფართოებას და ამიტომ სწრაფდება ყოველ დღე , ეს გადამოწმებულია ათასჯერ და დაზუსტებით ვიცით რომ რაღაც უხილავი ძალა სამყაროს სულ უფრო ადიდებს და ასწრაფებს, ამის მიზეზი სრულად არ ვიცით , და არც ის ვიცით ოდესმე თუ გაჩერდება სამყაროს გაფართოება .

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    კარგად რომ დაფიქრდეთ , ჩვენ მხოლოდ ის ვიცით რომ რაღაც უსასრულოდ პატარა ზომის სინგულარობა აფეთქდა გაფართოვდა ისე რომ სივრცე დროც თვითონვე ამ წამს იბადება. არ არსებობს მანამდე , ჩვენ ყოველშემთხვევაში არ ვიცით თუ საერთოდ არსებობს რაიმე მანამდე , არც ისიც ვიცით ეს დიდი აფეთქება პირველად მოხდა საერთოდ თუ რაიმე ისეთი მოვლენაა რომელიც მეორდება რაღაც პერიოდის შემდეგ , და ესეც არ ვიცით , შესაძლოა ამ ტემპით სამყარო როგორც დღეს ვითარდება , რამდენიმე ასეულ მილიარდ წელში ბოლო ვარსკვლავიც სუპერნოვად აფეთქდეს და მისი ნარჩენებიდან ახალი ვარსკვლავი ვეღარ დაიბადოს და სამყარო ისე გაცივდეს და ისე გამოიფიტოს რომ დაასრულოს არსებობა , ანუ ეს მხოლოდ თეორიაა უამრავი თეორიიდან რომელიც არ ვიცით , ჩვენ არც ის არ ვიცით შეიძლება რაღაც მომენტში სამყარო გაფართოება შეწყვიტოს და პირიქით უკან გააგრძელოს სვლა ანუ ეს ხო წარმოუდგენელია ეხლა ხო ესეა ? მაგრამ სამყარო რო არ ფართოვდებოდეს მაგაზეც ხო ესე იფიქრებდი რომ სამყარო ვერასოდეს გაფართოვდება თუმცა სინამდვილეში ხდება ხოდა , შეიძლება საერთოდ სამყაროში ძალიან ბევრი ასეული მილიარდი წლის შემდეგ სუპერმასიური შავი ხვრელები საბოლოოდ ყველა ხილულ და ბნელ მატერიასაც იქნებ შთანთქავენ და საბოლოოდ ყველაფერი მთელი სამყარო ერთ შავი ხვრელის უსასრულო სინგულარობაში იქნება და იქნებ შემდეგ რაღაც დიდი ხნის მერე ეს სინგულარობა ხელახლა ფეთქდება ხდება დიდი აფეთქდება იბადება სივრცე დრო სამყარო ისევ იზრდება და ყველაფერი მეორდება იგივენაირად , ამაზე ვინ იტყვის რომ ზუსტად პასუხი იცის? არვიცით შეიძლება ეს დიდი აფეთქება უკვე მეათასედ მოხდა , კიდე ბეევრი რამე არ ვიცით !! მაგრამ რაც ვიცით დანამდვილებით , აი ზუსტად ეს ვინმემ კი არ მოიგონა ტო , გალაქტიკების მოძრაობები რომ შეისწავლეს სამყარო მთლიანად რაღაც გასროლილის მაგვარად ყველაფერი მოძრაობს და ამ მოძრაობას უკან რომ გავყვეთ მათ განვლილ გზას ვღებულობთ რომ ეს ყველა გალაქტიკა მთელი სამყაროს მატერია ერთი ადგილიდან არიან გაშვებული ანუ აფეთქებული , და სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს თვითონ დიდი აფეთქების კვალი ანუ ექო 🙂 ჯერ ისევ კოსმოსშია , ჩვეულებრივად , მთელი არგუმენტირებული ფაქტები არსებობს , და ეს კონკრეტული დეტალი 100% ით ვიცით რომ მოხდა , არვიცით რატომ , არ ვიცით ჩვენ რატომ მოხდა დიდი აფეთქება , მაგრამ ვიცით როგორ მოხდა ნაწილობრივ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები არაა მეგობარო , მონდომებაა საჭირო და ყველა დასკვნა გამოსახულება მონაცემები ტელესკოკების ჩანაწერები შეგიძლია გაეცნო იხილო შენი თვალით , ობსერვატორიებში წახვიდე და ცას ღამით დააკვირდე , რომ შეისწავლო და გადაიანგარიშო რავი აინშტაინის ან ჰოუკინგის თუ არ გჯერა და შენ თვითონ გამოთვალე ყველა გალაქტიკა იმ პასუხამდე მიგიყვანს რაც დიდი აფეთქების მოდელი ამბობს , დიდი აფეთქება ჯერ მარტო მხოლოდ იქიდან ვიცით რომ მოხდა რომ , სამყაროს გალაქტიკები მოძრაობენ როგორც დიდი ხომალდები თავიანთი სიჩქარე აქვთ სწრაფი თან , და პლუს ბნელი მატერია+ გრავიტაციის გავლენა კიდე ცალკე ინარჩუნებს ამ ყველაფერს…არ ვიცით ვინ ან რამ გააჩინა ეს სინგულარობა რომელიც დიდ აფეთქებამდე არარსებულ განზომილებაში ანუ თავის თავშივე რაღაც მომენტს ელოდებოდა სანამ აფეთქდებოდა , ვინ ან რამ ან რატო არ ვიცით 🙂 და ნელ ნელა ვარკვევთ რავი ვცდილობთ , თუმცა რაღაცეები ვიცით როგორ მოხდა , “როგორ” და არა რატო. საკითხი დგას ესე მეგობარო , და მადლობა ამ კითხვებისთვის , იმედია გაიგე პასუხი .

  • @levansharabidze8267

    @levansharabidze8267

    Жыл бұрын

    ​@@Cosmoscavle მადლობა პასუხისთვის 🤝 ანუ თუ სამყარო ფართოვდება ყველა ვარიანტში სამყაროს იქით უნდა იყოს სივრცე, სხვა ვარიანტში სიტყვა "გაფართოება" ვერ განხორციელდება უბრალოდ, სივრცის გარეშე. თუნდაც ბუშტსაც ხომ სივრცეში ვბერავთ და ისე ფართოვდება?🙂 სხვა მატერიალური სივრცის გარეშე მოკლედ ეგ ამბავი ვერ გამოვა, თუ სამყარო 100%-ით ვიცით რომ ფართოვდება ანუ 100%-ია იმის ალბათობა რომ სამყარო სხვა მატერიალურ სივრცეში აგრძელებს გაფართოებას.

  • @mackhovwri-2836
    @mackhovwri-2836 Жыл бұрын

    დიდი მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის. მე მაინტერესებს თუ არსებობს ასეთი თეორია, რომლის მიხედვითაც სამყაროს გაფართოების სიჩქარე რაღაც მომენტში პიკს მიაღწევს, შემდეგ ნელ-ნელა შემცირდება სანამ 0 არ მიაღწევს, და შემდეგ რევერსულად დაიწყებს მოძრაობას და შეკუმშვას იქამდე, სანამ ისევ ერთ წერტილში არ მოიყრის თავს ყველაფერი, და ამის შემდეგ ისევ "აფეთქება" მოჰყვეს ამას და ისევ რაღაც წერტილამდე გაფართოვება.

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    გამარჯობა , საინტერესო კითხვაა დიდი მადლობა. მოკლედ რომ გითხრა დღესდღეობით სამყაროს გაფართოების შესახებ მხოლოდ ის ვიცით რომ სამყარო პირველივე წამიდან ფართოვდება და მის მერე არასოდეს შეჩერებულა , და მეტიც გაფართოების სიჩქარე ეხლა უკვე პიკზე ბევრად მეტზეა ასული რადგან არ დაგვავიწყდეს რომ 14 მილიარდი წელი ეს სიჩქარე მუდმივად იზრდებოდა , რამდენიმე ვერსიები არსებობს მაგრამ მაინც არ ვიცით რამ გამოიწვია ეს ინფლაცია , ყველაზე ერთ ერთი მისტიური საკითხია რაზეც პასუხი იდეაში უამრავ რამეს ამოხსნიდა, არსებობს ვერსია რომ ეს გაფართოება ერთერთმა სამყაროს პრეისტორიულმა ნაწილაკმა ინფლატონმა გამოიწვია მაგრამ ამ ნაწილაკს დღემდე ვერ ვპოულობთ , არადა წარმოიდგინე ყუთში რომ ბუშტი ჩადო და ბუშტიც და ყუთიც რომ გადიდდეს და თან სულ ჩქარ ჩქარა , რაღაც უნდა იწვევდეს ხომ ? ასევე ბევრი იმასაც ამბობს რომ მეცნიერება ღმერთი ამ საკითხში იკვეთება , რადგან მათი აზრით ღმერთის ჩარევა ზუსტად სამყაროს გაფართოებაში ჩანს , რაც შეიძლება კარგად ჟღერდეს მაგრამ , ეს გაფართოება ისეთი რამეა რომ მისი ისტორიაც და არც მომავალიც არ ვიცით, სულ გაგრძელდება ? რაღაც მომენტში შეჩერდება ? შეიძლება პირიქით შეიკუმშოს , ძაალიან ბევრი კითხვებია , და იმედია რაიმეს გავარკვევთ

  • @mackhovwri-2836

    @mackhovwri-2836

    Жыл бұрын

    @@Cosmoscavle ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ვრცელი პასუხისთვის❤️

  • @Ge-Discovery
    @Ge-Discovery8 ай бұрын

    ერთი კითხვა მაქვს ჯიგრი, ბიბლია ერთხელ მაინც წაგიკითხავს???

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    7 ай бұрын

    ჯიგრიკ , ბიბლია წამიკითხავს , და მინდა გითხრა რომ , ბიბლიის სამყაროს დაბადების ვერსია ნამეტანი ზღაპრულად მეჩვენება , :) . პოლემიკაში არ ვაპირებ შემოსვლას , რადგანაც რელიგია დედამიწაზე მარტო ქრისტიანული არ არის , მინიმუმ 2000 მდე რელიგია არსებობს დღეს , და ყველას თავისი ვერსია აქვს სამყაროს დაბადებაზე , და ყველა რაღაცნაირად საინტერესოა , თუმცა ყველას ეტყობა რომ ადამიანის მიერ დაწერილი კარგად მოფიქრებული ისტორიაა. შენ ეხლა შენი აზრით აი მართლა ფიქრობ რომ ვინმე ღმერთი ასე უმიზეზოდ ადგა და 7 დღეში სამყარო შექმნა ? და თანაც ამ სამყაროში სიცოცხლე მარტო ერთ დედამიწას მისცა და სხვა მილიარდ ტრილიონობით ეგზოპლანეტები უბრალოდ პროსტა მიყარა ? კაი დავანებოთ თავი პლანეტებს , ბიბლიის მიხედვით დედამიწის და მთელი სამყაროს ასაკი იცი რამდენია ? 😅 7000 წელია , რაც მართლა სასაცილოა , 7000 წლის მარტო შენობები და ნასახლარები გვაქვს , ჯერ მარტო ნამარხების მიხედვით გავყვეთ , დედამიწაზე გამოქვაბულები და მღვიმეები არსებობს მათ შორის საქართველოშიც რომლებიც მილიონობით წლის წინ არიან ფორმირებულნი , მზია და ზეზვა ავიღოთ თუნდაც , ძვლების ასაკი რამდენიმე ასეულ ათასობით წელიწადს ითვლის , სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ავიღოთ , რომელიც მინიმუმ 65 მილიონი წლის წინანდელია, და ამას მე კი არ ვამბობ ჯიგრუც , ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული , შემოწმებული , და შესწავლილი, და არა ჰაერზე ნათქვამი. ბიბლიის არცერთი აი არც ერთი ფაქტი არ ემთხვევა სიმართლეს სამყაროს წარმოშობაზე, ბიბლიის მიხედვით დედამიწა სამყაროს ცენტრიც არის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი დედამიწა ერთი უმნიშვნელო პლანეტაა ერთ უბრალო სისტემის ერთ უბრალო გალაქტიკაში რომლებიც მილიარდობით არიან ჩვენ გარშემო! ამისიც თუ არ გჯერა ჯიგრუც წადი ნებისმიერ ობსერვატორიაში ან ტელესკოპით გაიხედე და შენი თვალით დაინახავ გალაქტიკებს და მერე დაუსვი შენ თავს კითხვა საერთოდ რისი გჯერა? და რატომ გჯერა რაღაც წიგნის? ვინ დაწერა საერთოდ ის თუ იცი? ან ის თუ იცი რომ დედამიწაზე ამჟამად ყველა კუთხეში თავისი რელიგია აქვთ, და შენ იმენა ამდენი რელიგიებიდან მარტო შენი რელიგია გგონია ყველაზე გამორჩეული და სწორი? ეგრე თუა ბუდიზმი საერთოდ უფრო საინტერესოდ გადმოცემს რაღაცეებს მაგრამ მეცნიერება და რელიგია ორი სხვადასხვა რამ არის ჯიგრუკ, რელიგია არის 100% ადამიანის მიერ შექმნილი, გამოქვაბულიდან ადამიანი რო გამოვიდა ჯერ კიდევ მზეს ეტრფოდა, რაც შეეხება მეცნიერებას - ეს არის ფაქტებით მსჯელობა , საკითხის შესწავლა , გადამოწმება მანამ სანამ არ დადასტურდება ამ საკითხის მტკიცებულება, ნებისმიერ ასპექტში ჩემი აზრით უბრალოდ არაქრისტიანულიც არის როდესაც რელიგიის სახელით მეცნიერებას ებრძოლები, ჯერ საერთოდ ინტიმურიც არის შენ რისი გჯერა და რისი არა, ამას კავშირი არც აქვს მეცნიერებასთან. საერთოდ სასაცილოა როდესაც რელიგიური ფანატიკოსები მეცნიერებას ებრძოლებით, რადგან მაგ მეცნიერების დამსახურებაა დღეს დენი,გაზი,წყალი, ინტერნეტი, ტელეფონი, კომპიუტერი, მანქანა, ამწეკრანი, ჯიპიესი, ნავიგატორი, მედიცინის ტექნოლოგიები, და ყველა სხვა დანარჩენი რამ რითიც ცხოვრობ გაგაჩნია მეცნიერების დამსახურებით რომლებმაც ეგ ყველაფერი დააპროექტეს , ააწყვეს , და გაავრცელეს, ისინი და მათი მუშაობა რომ არა დღეს ამ კომენტარსაც ვერ დაწერდი. მეცნიერებს რელიგიური ფანატიკოსები სულ ებრძვიან, ინტერნეტი სატანისტურიაო წლების წინ ამბობდნენ ეშმაკმა მოიგონაო ისაო ესაო, და დღეს აგერ მამაოები ტიკტოკერობენ, ზოგს ინსტაგრამზე ფეშენ ზმანების გაზიარება ევასება, და ასე შემდეგ, ცირკია ჩვეულებრივი ქართული ჯიპიანი ბიზნესმენი მამაოები მითუმეტეს ხო საერთოდ ცირკი.

  • @Ge-Discovery

    @Ge-Discovery

    7 ай бұрын

    @@Cosmoscavle ჩემო კარგო, მოდი აქედან დავიწყოთ, ცრუ მოსაზრება არის ის რომ ბიბლია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, არავითარ შემთხვევაში. მეორე ცრუ მოსაზეება, ევოლუციის თეორია და თეორია დიდი აფეთქების შესახებ არ არის ყველა მეცნიერისთვის აღიარებული თეორია, ეს არის უბრალოდ გარკვეული მხარე და გარკვეული ჯგუფისთვის მისაღები იდეა, და თუ მე არ ვაღიარებ ამ მოსაზრებებს არ ნიშნავს რომ მე ვეწინააღმდეგები მეცნიერებას. მესამე ცრუ მოსაზრება, ბიბლია სულაც არ ამბობს რომ სამყარო ან რომელილე ცხოველი მათ შორის მაიმუნი 7000 წლისაა, ბიბლიის მიხედვით ადამიანი ანუ მოაზროვნე ქმნილება შეიქმნა 6000 წელზე მეტი ხნის წინათ, არც დინოზავრების არსებობას უარყოფს ბიბლია,, არც იმას ამბობს ბიბლია რომ თვითრმაქვია და ტიკტოკერი მღვდლები მისაღებია ღვთისთვის,, ეხლა მოკლედ გეტყვი ჩემო კარგო ერთ საიდუმლოს, ბიბლია წინ უსწრებს მეცნიერებას, როდესაც გამოჩენილი ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ დედამიწა ბრტყელია და სპილოებზე დგასო ბიბლიაში გაცილებით ადრე ეწერა რომ დედამიწა სფეროსებურია და არაფერზე კიდია, ასევე ბიბლიაში 3600 წლის წინ დაიწერა კარანტინის თანამედროვე ნორმები და ახვა მეცნიერული ფაქტები,, თან არაერთი მეცნიერული დასკვნა დაიდო ბიბლიაში მანამ სანამ მეცნიერება აღმოაჩენდა ათასობით წლით ადრე, ასევე გითხრა საოცარი რამ??? ყველაზე მეტი მეცნიერული დასკვნა, რომელზეც ინგლისურიდან ქართულად შეიძლება მიგიწვდებოდეს ხელი, სწორედ ბიბლიური სანგანმნათლებლო ვებ გვერდია, პირადად გეტყვი თუგინდა მაგაზე, ისე რომ იცოდე ბიბლია არის ერთადერთი უძველესი წიგნი რომელიც სრულ თანხმობაშია მეცნიერებასთან და პირიქით დღემდე აოცებს მეცნიერებს…

  • @Ge-Discovery

    @Ge-Discovery

    7 ай бұрын

    @@Cosmoscavle ერთი მცდარი მოსაზრება კიდე, ბიბლია არ ამბობს რომ ღმერთმა 6-24 საათიან დღეში შექმნა სამყარო, ბიბლიაში გარკვევით წერია, ღვთისთვის ერთი დღე ათას წელზე მეტია

  • @lazygamers1133
    @lazygamers113310 ай бұрын

    თორნიკე შენა ხარ??

  • @nikabitskinashvili3331
    @nikabitskinashvili3331 Жыл бұрын

    შავი ხვრელი ვარსკვლავი არააა ეგ სისულელეა გალაქტიკებსაც კი ითრევს შიგ და რა ვარსკვლავი რის ვარსკვლავი

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    Жыл бұрын

    ნიკა ვინ თქვა რო ვარსკვლავია მოსმენა ხო შეგიძლია ? შავი ხვრელი არის სივრცე დროში გაჩენილი გრავიტაციული “ორმო” რომელიც ფლობს თითქმის უსასრულოდ ძლიერ გრავიტაციას რომლისგანაც სინათლესაც კი არ შეუძლია თავის დაღწევა , შავი ხვრელის ცენტრში არსებობს სინგულარობა , ადგილი რომელიც ფიზიკურ კანონებს აიგნორებს და თვით დროც შავ ხვრელთან კარგავს ნორმალურობას და ნელდება .. ეხლა კი ნიკა დაიმახსოვრე , როცა ვარსკვლავი რომლის მასა ჩვენს მზეზე მინიმუმ 20 ჯერ უფრო დიდია , თავისი არსებობის ბოლოს ანუ როცა თერმო ბირთვულ რეაქციას დაასრულებს და მოკვდება ამ დროს ხდება ძალიან უცნაური რამ ეს დიდი ვარსკვლავი თავის თავშივე იწყებს ჩაპრესვას რადგან მისი ბირთვი ვეღარ აკავებს გრავიტაციას და საბოლოოდ იმ დონემდე ეფლობა საკუთარ თავში სანამ სივრცეში გრავიტაციულ ანომალიას არ შექმნის , ესე იბადება შავი ხვრელი

  • @nikabitskinashvili3331

    @nikabitskinashvili3331

    Жыл бұрын

    @@Cosmoscavle cudad armiigo magram araertgan shemxvda rom ze masiuri varskvlavi super novis shemdeg shav xvrelad iqceva

  • @nikabitskinashvili3331

    @nikabitskinashvili3331

    Жыл бұрын

    @@Cosmoscavle da tu shsadzlebelia shentan saubari komentarebis garda minda ragaaceebze gesaubro dzaan bevri ram gavige shengan magram cota ragac teoriebi mec gamachnia da sheni azri mainteresebs rasityvi martalia absurdulad jgers magram mainc

  • @Ge-Discovery
    @Ge-Discovery8 ай бұрын

    დღევანდელი თქვენი ცოდნა სამყაროს დაბადების შესახებ არა მხოლოდ არასრულყოფილია, არამედ საერთოდ მცდარი

  • @Cosmoscavle

    @Cosmoscavle

    7 ай бұрын

    საერთოდ ვინ ამბობს რომ დღევანდელი სამყაროს შესახებ ცოდნა სრულყოფილია? პირიქით დღეს მეცნიერება იმას ამბობს რომ რაც უფრო მეტს ვიგებთ მით უფრო ვრწმუნდებით რომ არაფერი ვიცით! საერთოდ სრულყოფილი რა არის ? ბიბლია? 🤣 რომელშიც ყველაზე ბანალურად არის გადმოცემული სამყაროს დაბადება 7 დღეში? ეგ არის სრულყოფილება? თუ ის რომ დღეს მაგ ბიბლიის მიმდევარი ქართველი ვითომ ქრისტიანი მღვდლები საპატრიარქოში მილიონობით ლარებს იღებენ და ბოლო გამოშვების პრადოს ჯიპებით მიდიან თავიანთ ეკლესიებში სადაც მხოლოდ ღარიბი ღატაკი მრევლი ელოდებათ, აი ეგაა შენი რელიგია. მილიონერი მღვდელი მძღოლით რომელიც ღარიბ მორწმუნე მრევლთან მიდის და ქადაგებს, მერე წავა თავის სასტუმროში ბიზნესები, ფულები, რუსეთი, აი ესაა სრულყოფილება რელიგიურად? საერთოდ რომელ სრულყოფილებაზე საუბრობ , მეცნიერება თუ სატანური გგონია , რატომ ხმარობ დღემდე მეცნიერების მიერ მოგონილ ტექნოლოგიას, რატომ მიდიხარ საავადმყოფოში და მკურნალობ მეცნიერების მიერ მოგონილი საშუალებებით? ცინიკურად გამომდის მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეხლა ბოლოჯერ გეტყვი რასაც ვფიქრობ შენ დაწერილ კომენტარზე . შენი რელიგია პირველ რიგში შენი საქმეა და შენი ინტიმური სფეროა , ამას ხმამაღლა არც უნდა ამბობდე , შენი რწმენა შენი არის , მაგით არ უნდა ებრძოდე სხვის რწმენას. მერე მეორე რელიგია და მეცნიერება თუნდაც ასტრონომია არის ორი სხვადასხვა რამ, მე შენს რელიგიაში პასუხებს ვერ ვპოულობ , პირიქით ხელს მიშლის პასუხების პოვნაში, ზოგი ფრაზა ბიბლიაში პირდაპირ ბოროტულად არის დაწერილი, თითქოს არ უნდა დავინტერესდეთ რა არის მთის მიღმა. რატომ? რა არ გაქვს უფლება ? კაცობრიობა დღევანდელ ეტაპამდე სწორედ იმიტომ მივიდა რომ ერთ ადგილას ერთ ჩარჩოში არ დარჩა , და კითხვები დასვა, მთები გადალახა, ბიბლიის მიხედვით , საერთოდ სექსუალური საშინელი ინცესტის შთამომავლები გამოვდივართ ეგ თუ იცი ? , ადამის და ევას შვილებმა იქორწინეს ესეიგი და ასე გამრავლდა თურმე ადამიანი , აი სრული სისულელე . ორნაირი კაცი არსებობს ზოგადად , ერთი რომელიც ყველაფერს იჯერებს რასაც ეუბნებიან , რასაც აკითხებენ , რასაც მილიონერი მღვდელი ეტყვის. და მეორე რომელიც თუ რაიმეს გარკვევა უნდა კითხვებს სვავს , შეისწავლის საკითხს , გამოიკვლევს , გატესტავს გადაამოწმებს 1000 ჯერ , და საბოლოოდ თვითონ იპოვნის პასუხს. კი იასნად პირველი კაცის გზა უფრო მარტივია , დაიკიდე და დაიჯერე ის რასაც მასა გტენის ტვინში. მაგრამ მე მაგ გზა არ მომწონს, მირჩევნია რთული ჩახლართული გზით გავიგო საკითხები რომლებიც მაინტერესებს , და ვიღაცის დაწერილი წიგნით არ ვიმსჯელო. დედამიწაზე ათასობით ან ათიათასობით რელიგია არსებობს , აი რა უვერენი ხარ ეხლა შენ რომ იმენა შენი რელიგიაა მართალი , და დანარჩენი რელიგიები მტყუანი , საერთოდ რისიც არ გინდა რომ დაიჯერო , უბრალოდ არ დაიჯერებ , და ყველაფრით შეეცდები გაამტყუნო. ესე იქცეოდნენ რუსებიც სხვათაშორის როცა ნახეს ნეილ არმსტრონგის კადრები მთვარეზე აპოლოს მისიის დროს , კაცი რომელსაც მთის არსებობის არ სჯერა , ამ მთაზე რო აიყვანო მაინც გეტყვის რომ არ ჯერა მისი არსებობის. სამწუხაროდ ესეა.

  • @Ge-Discovery

    @Ge-Discovery

    7 ай бұрын

    @@Cosmoscavle ბევრი წინასწარ შექმნილი აზრი გავქს მეგობარო, მღვდლები და ის რელიგიები რაზეც შენ საუბრობ რა კავშირშია ბიბლიასთან… არც ბიბლია გეუბნება არ დაინტერესდე იმით რაც მთის იქეთ არის, პირიქით მოგიწოდებს რომ იმის იქეთაც ეძებე და დააკვირდი, ისე როგორ ფიქრობ მზის სისტემა შეიძლება თუ არა საათს შეადარო, რომელსაც არცერთი წამი ცდომილება არააქვს და იდეალურად სწორად მუშაობს?

  • @Ge-Discovery

    @Ge-Discovery

    7 ай бұрын

    კი გეთანხმები რომ ეგ რელიგიები რომლებმაც ადამიანებს შეაძულეს ღმერთი ხელს უწყობენ უმეცრებას, მაგრამ ბიბლია უმეცრების წიგნი არ არის, ამას აღიარებდნენ სულხან საბა ორბელიანი, ისააკ ნიუტონი, გალილეო გალიეი და უამრავი სხვა

  • @Ge-Discovery

    @Ge-Discovery

    7 ай бұрын

    პირიქით ბიბლია არის გასაღები იმ კითხვების რაც შეიძლება აწუხებდეს ადამიანს

  • @LGMAN-ji9xm
    @LGMAN-ji9xm Жыл бұрын

    ენერგიას არ შეუძლია წარმოქმნას, თავისი თავი)

  • @rocinant5318

    @rocinant5318

    Жыл бұрын

    😂😂 მე უკვე მოვუსმინე მთელს ეპიზოდს და რაც შენ დაწერე ეგეთი რამე არ მომისმენია . მთელი სამყაროს ენერგია მატერია სივრცედრო იყო ატომზე პატარა ზომის წერტილში რომელიც დღეს უკვე ვიცით რომ სინგულარობა იყო, და 13.7 მილიარდი წლის წინ ამ სინგულარობამ გაფართოება განიცადაო, არავინ იცის ის მატერია და ენერგია იმ სინგულარობაში საიდან მოხვდა , ვინ ან რამ , ან მერამდენედ , ეგ არვიცით. მოსმენა უნდა ყველაფერს რავი, :)

  • @LGMAN-ji9xm

    @LGMAN-ji9xm

    Жыл бұрын

    @@rocinant5318 მე სუ სხვა რამეს ვამბობ, მისმინე სინგულარობას თავი დაანებე, გეკითხები ენერგიას შეუძლია წარმოქმნას თავისი თავი?

  • @voodude971

    @voodude971

    Жыл бұрын

    ​@@LGMAN-ji9xm სად მივყავართ მაგ პასუხს ვერ მივხვდი.. კარგი, არ შეუძლია და გაგრძელება რა არის ?

  • @LGMAN-ji9xm

    @LGMAN-ji9xm

    Жыл бұрын

    @@voodude971 შემოქმედის ფაქტორი, არის პასუხი

  • @LGMAN-ji9xm

    @LGMAN-ji9xm

    Жыл бұрын

    @@voodude971 მეცნიერები, იმას ვერ იტყვიან რა იყო სამყაროს საწყისამდე თუ არ არსებობდა არაფერი, როგორ შეიძლება არაფერმა წარმოშვას თავისი თავი არაფრისგან სივრცე არ არსებობდა, და რა დროზე აქვთ ლაპარაკი კარგი, კიდევ ერთი ფაქტი კოსმოსური მატრასი არსებობს, ეგ ყველამ იცის სამყარო როცა შეკუმშული იყო და მოქცეული იყო ერთ ბურთისმაგვარ სივრცეში, ეს კანონი როგორ გაიშალა ისე რომ ის ძირს მოიქცეოდა და ზედ პლანეტებს დაედოთ საყრდენი, ამიტომ დიდი აფეთქება შესაძლოა მოხდა მე არ ვამბობ უეჭველი ესე იყო და ესე მოხდა ცოტა კარგად რო დაუფიქრდეთ არის ისეთი რამ სამყაროშიც რაზეც მეცნიერები ვერ ლაპარაკობენ და ვიცით რომ ის არსებობს!

  • @zurasandodze7152
    @zurasandodze715210 ай бұрын

    ძმურად მაგ შენ ,,ლ’’-ს რამე მოუხერხე ან ჩაიჯვი საერთოდ

  • @gasheshiladzegiorgi6630
    @gasheshiladzegiorgi6630 Жыл бұрын

    და რა მაინტერესებს იცით? იმ პატარა ატო

  • @alekoaleqsidze482
    @alekoaleqsidze482 Жыл бұрын

    ერთი კითხვა მაქ..ანუ მაინტერესებს მოკლედ და დეტალურად ჯეიმს ვების გაშვებამ რა ისეთი განსაკუთრებული სიახლე და წინ სვლა მოუტანა კაცობრიობას რომ ამად ღირდა...აქ არამაქ გამოსახულებების გაუმჯობესებაზე საქმე და გალაქტიკების კიდევ აღმოჩენებზე..ეს ისედაც ნათელი იყო ..ანუ რა გააკეთა სხვა რამე ისეთი რაც არ ვიცოდით...???

  • @voodude971

    @voodude971

    Жыл бұрын

    რეალურად ვების ტელესკოპი ლამაზი სურათების გადასაღებად და ახალი გალაქტიკების აღმოსაჩენად არ შექმნილა.. ვების ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს ადრეული გალაქტიკების და ვარსკვლავების ფორმირება და ევოლუცია, რაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვცემს სამყაროს დაბადებაზე.. ასევე მზის სისტემის გარეთ ისეთი პლანეტების აღმოჩენა, რომელზეც დასახლებაა შესაძლებელი.

  • @gikalelashvili23

    @gikalelashvili23

    4 ай бұрын

    მა

Келесі