რატომ ვდებთ საქმეებს "ხვალისთვის" და რა ვუყოთ ამ პრობლემას? - სანდრო ჯეჯელავა

flowmaster.online-ის "პროდუქტიულობის და სტრესის" სერიის ვიდეო "რატომ ვდებთ საქმეებს "ხვალისთვის" და რა ვუყოთ ამ პრობლემას?"
წინა ვიდეოები ნახეთ playlist-ში: kzread.info/head/PLL...
ყველა ვიდეო სერია flowmaster.online-ის არხზე:
1. ლიდერობა - სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
2. პროფესიის არჩევა (მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის) - სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
3. პროდუქტიულობა და სტრესი - სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
4. კარიერა და წარმატება - სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
5. ცხოვრების მეორე სერია - სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
6. PMP სერტიფიფიცირება - ვანო ნადირაძე - kzread.info/head/PLL...
7. ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები - ვანო ნადირაძე და სანდრო ჯეჯელავა - kzread.info/head/PLL...
8. პროექტის მართვა - ვანო ნადირაძე - kzread.info/head/PLL...
9. მენეჯმენტი - ქეთი ტყავაძე - kzread.info/head/PLL...

Пікірлер: 46

  • @lashadididze3571
    @lashadididze35713 жыл бұрын

    სანდრო, რამდენიმე თვის წინ ვუსმენდი თქვენს საუბარს იგივე თემაზე. მაშინ ამბობდით, რომ თუ რამის გაკეთებას "ხვალისთვის" გადავდებთ, წლები ისე გავა, რომ ეს "რამე" ჯერ კიდევ არ გვექნება დაწყებული. ავდექი და: - სამი თვის წინ გადავწყვიტე, რომ "დღეიდან აღარ ვეწევი". მას შემდეგ აღარ ვეწევი. - ორი თვის წინ გადავწყვიტე, რომ "დღესვე ვიწყებ გიტარაზე დაკვრას" და დავიწყე (სწავლა). :D არადა, სამი წლის წინ რომ დამეწყო, როცა პირველად გამიჩნდა სურვილი, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. მოკლედ, "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ" კი არადა, "დღესმენი ხვალემენის წინააღმდეგ"! P.S.: სერგი ოქრო კაცია.

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    ლაშა, დიდი მადლობა შენი გამოცდილების გაზიარებისთვის! ძალიან მიხარია შენი ამბები. წარსულს კრიტიკულად ნუ მიუდგები. სამი წლის წინ არ იყავი ეტყობა მზად მაგ ამბებისთვის! წარმატებას გისურვებ!

  • @esmiko9316
    @esmiko93164 ай бұрын

    მადლობა კიდევ ბევრჯერ რომ ეს კონტენტი არსებობს.

  • @DImaKvaratskhelia-ij9gs
    @DImaKvaratskhelia-ij9gs4 ай бұрын

    მაქვს ყოველდღიურ გეგმა, სადაც მაქვს ჩამოწერილი მაქვს რამდენიმე პუნქტი აუცილებელი საქმეებისთვის და როგორც კი გავაკეთებ ვაპლიუსებ. რას იტყვით ამ მეთოდზე? საკმაოდ ეფექტურია.

  • @mikey1242
    @mikey12423 жыл бұрын

    ჩემი *მეხვალიეობის* ხრიკი ასეთია 1. უბრალოდ გააკეთე. ასე პირდაპირ დგები და აკეთებ. ტვინს არ ვაცლი რაიმე მიზეზის პოვნას

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    Mikey, მადლობა კომენტარისთვის! კარგი მეთოდია

  • @likamikava4616

    @likamikava4616

    2 жыл бұрын

    ვეთანხმები კარგი მეთოდია😃. ზოგჯერ იმდენს ფიქრობ რა რის მერე გააკეთო უფრო პროდუქტიული რომ იყო, უკვე ფიქრით იღლები და ვერაფერსაც ვერ აკეთებ.

  • @Nino_Mtvarelishvili
    @Nino_Mtvarelishvili9 ай бұрын

    მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის 😊

  • @iraklibibilashvili7713
    @iraklibibilashvili7713 Жыл бұрын

    ვეებერთელა მადლობა❤

  • @captainmamuka
    @captainmamuka2 жыл бұрын

    მადლობა ბ-ნო სადრო, ძალიან საინტერესო ვიდეო სერიებისთვის.

  • @vasogiorgadze9026
    @vasogiorgadze90263 жыл бұрын

    მადლობაა🥰

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    მადლობა, ვასო!

  • @bachovashakidze8995
    @bachovashakidze89952 жыл бұрын

    ძალიან მიწეული რჩევები იყო👌 დილის დაცული ტერიტორია 🥰❤

  • @ekaguliashvili7567
    @ekaguliashvili75673 жыл бұрын

    მომწონს თქვენი საუბრები

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    მადლობა, ეკა!

  • @asmatilomidze4214
    @asmatilomidze42143 жыл бұрын

    სადაც ნაკლები კონტროლია იქ მეხვალიეობა ხშირია ხოლმე, ჩემს თავზეც გამომიცდია. ძალიან კარგია წინა დღით რომ დავგეგმავ და ჩამოვწერ რაც მაქვს გასაკეთებელი და უფრო მოტივირებული ვხდები, აღარ მეზარება და ენერგიულად ვგრძნობ თავს.

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    ასმათ, მადლობა კომენტარისთვის! კონტროლთან ნამდვილად არის კავშირში. ძალიან ბევრი ჩვენგანი, თავის საქმეს რომ იწყებს, ანუ, პირველად უწევს თავის თავის მაკონტროლებლის როლში გამოსვლა, მაშინ "შლის ფრთებს" ჩვენი შინაგანი "მეხვალიე".

  • @user-ep9vh4xx4k
    @user-ep9vh4xx4k Жыл бұрын

    ჩეი ცხოვრების დევიზი -არასდროს გადადო ხვალისთვი ის, რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია!

  • @nataliaqobalia7461
    @nataliaqobalia7461 Жыл бұрын

    👍👍👍❤

  • @user-qk6kl3fy4r
    @user-qk6kl3fy4r3 ай бұрын

    Madloba

  • @gvantsagordeziani7696
    @gvantsagordeziani7696 Жыл бұрын

    სალამი, ამ ლექციის მიხედვით, კლასიკური მეხვალიე ვარ, მაგრამ: -მე ვამბობ, თუ რამის გაკეთება შემიძლია 1 დღეში, და თან ხარისხიანად, მაშინ რატომ უნდა ვიტანჯო 1 თვე და თან ხშირ-ხშირად? დავჯდები და ერთ დღეში გავაკეთებ. -ნაწილ -ნაწილ კეთებისას უფრო ბევრ დროს ვხარჯავ : სანამ ყოველჯერზე ტვინი გახურდება, ყველა საჭრო მასალას გავშლი, დავფიქრდები, მუზა მოვა და მუშობას დავიწყებ , გამოყოფილი "ნაკუწი" დრო აღარ არის ხოლმე. -კაიფს ვიჭერ საქმის ერთი ამოსუნთქვით გაკეთებაში და ვფიქრობ, მასე უფრო უკეთეს რაღაცეებს ვაკეთბს. მემგონი ვისაც ეგ მრავალ საათანი ტრანსი განუცდია, მიმიხვდება რასაც ვამბობ.

  • @besotogonidze3671
    @besotogonidze36712 жыл бұрын

    90-იანელი სტუდენტების "მოღვაწეობის" ზუსტი დეტალებია..განსაკუთრებით კომაროვის შემდეგ..:)

  • @khvichatabatadze2258
    @khvichatabatadze22583 жыл бұрын

    მე მაქვს ეს პრობლემა და ხშირად მიჭირს დისციპლინის დაცვა, ამას ვუპირისპირებ შიშს, რომ დრო გადის და ამ დროში მაქსიმუმი უნდა მოვასწრო,თან მსიამოვნებს რომ ვარ დაკავებული და ვვითარდები.ხან არის სიტუაცია რომ გარემოებების გამო ვერ ახერხებ დისციპლინის დაცვას, ხან კი არავინაა ვინც უბრალოდ ტაშს დაგიკრავს.ისევ შენ თავში უნდა იპოვო ძალა რომ ცალკეული სიამოვნებები გვერძე გადადო და სასარგებლო საქმე აკეთო.და თუ მიაგენი საქმეს რომელიც სასარგებლოა და თან გსიამოვნებს მაგარია!!მე მომწონს თქვენი ლექციები, წარმატებებს გისურვებთ :)

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    ხვიჩა, დიდი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის! ისევ საქმის სიყვარული და დისციპლინის ნელ-ნელა "მოყვანა" არის გამოსავალი

  • @mikey1242
    @mikey12423 жыл бұрын

    გელოდებოდით❤😅

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    მადლობა, Mikey!

  • @levanbalisevichi8817
    @levanbalisevichi88175 ай бұрын

    👌👍🌟🌟

  • @latsabidze91
    @latsabidze91 Жыл бұрын

    👌🏻🆒

  • @AntoniosAmierelli
    @AntoniosAmierelli3 жыл бұрын

    გამარჯობა, მაინტერესებს, რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც იმდენი საქმე გვაქვს, რომ გართობისათვის და მეგობრებისათვის დრო არ გვრჩება? (უნივერსიტეტი, სამსახური, კლასგარეშე განათლება, ოჯახი და ასე შემდეგ.) ეს ყოველივე არ მიმაჩნია გართობად, ანუ სწავლა კი მსიამოვნებს, მაგრამ სულ ვგრძნობ, რომ სიკვდილის წინ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, არამგონია, იმით ვიყო კმაყოფილი და ბედნიერი, რომ ბევრი ვისწავლე, ვიმუშავე, ენებს დავეუფლე და ასე შემდეგ 😅 ასე რომ, სულ მაქვს მოთხოვნილება, რომ ამაზე გაცილებით ღირებული ვაკეთო... რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე? ;დდ

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    გამარჯობა, ანტონიო. მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის! მე ვფიქრობ, რომ დროის გამონახვა არის პრიორიტეტების ამოცანა. ყველაფერს მაინც ვერ გავაკეთებთ, შესაბამისად, სწორი იქნება, თუ "დავილაგებთ წინ" ყველა საქმეს, რაც გვინდა და დავფიქრდებით, რეალისტურად, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთდროულად. ამის შემდეგ, ზოგ რამეს ბევრი დრო შეხვდება, ზოგს ცოტა. მე პირადად, ცხოვრების ამ ეტაპზე რომ აღმოვაჩინე, რომ წერა-კითხვა-ვარჯიშის დრო არსად იყო, დავამატე საათები (5 საათზე ვიწყებ დღეს ადრინდელი 8-ის ნაცვლად). ამ დამატებითმა სამმა საათმა დიდი ბიძგი მომცა. გამოსავალი ყოველთვის არის! წარმატებას გისურვებთ!

  • @inessagogua699
    @inessagogua6993 жыл бұрын

    ნებისმიერი რამ, საქმე იქნება ეს, თხოვნა და ა.შ. "ერთი წუთი და ეხლავე..." თქმით რომ იწყება, ხოლო უმოქმედობა (მისთვის სასიამოვნო საკეთებლის გარდა) საათები და დღეები გრძელდება, ასეთ ადამიანს ეშველება რამე? როგორ? 😒😏😊

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    ინესა, დიდი მადლობა კომენტარისთვის! ყველას "ეშველება", ოღონდ თვითონ თუ მოინდომებს. სხვა ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარი თავის. მეორე მხრივ, ჩვენ შეიძლება ჩვენ მოლოდინებს "ვუშველოთ" და გარე პრობლემების მიმართ დამოკიდებულება შევიცვალოთ. ჩვენი ვიდეო "8 მოლოდინი, რომელიც დაგანგრევთ" საუბრობს ამ თემაზე.

  • @giorgio8401
    @giorgio84013 жыл бұрын

    ჩემი მეხვალიეობა ცოტა ჩემებურად გარდავქმენი ანუ ჩემს ყველა საქმეს საწყის ეპაზე ვანალიზებ ან ვსწავლობ მაგრამ როცა ის ეტაპი მოდის რომ მე ეს დავალება უნდა წარმოვაჩინო ან კიდევ რიალიზება მოვახერხდინო ვცდილობ ყოველთვის ვადები უხეშად რომ ვთქვა გავწელო ან გადავავადო .

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    გიორგი, მადლობა გაზიარებისთვის!

  • @shorena_ts1258
    @shorena_ts1258 Жыл бұрын

    ჩემი მეზობელი, როცა მე პროდუქტული ვარ, მაშინ მოდის ყავის დასალევად, 1-2 სთ ით🤷🏻‍♀️

  • @NataliaAmbroliani-jm5rf

    @NataliaAmbroliani-jm5rf

    13 күн бұрын

    უთხარი რომ საქმე გაქვს,ზრდილობიანი ფორმით . ჯერ საქმე და მერე ყავა

  • @DavidNamdvili
    @DavidNamdvili Жыл бұрын

    ტვინის ოინებია - ყველაფერს მოგაფიქრებინებს, ოღონდ ენერგია არ დახარჯოს.

  • @annamarrow999
    @annamarrow99910 ай бұрын

    ჩემი ძაან დიდი პრობლემაა ეს ☹️ არადა მთელი გულით მინდა გავაკეთო რაღაცეები, ბევრი რამეც გამომდის და მეხერხება. ვერ მივდივარ საქმის დაწყებასთან იმხელა შიში მაქვს რომ არ გამომივა და წლებია ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ვდებ… უიმედობის და შიშის გამო.

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    7 ай бұрын

    პრობლემის გააზრდება მისი მოგვარების პირველი ნაბიჯია. ძალიან ბევრი ლიტერატურა და არხი არსებობს წარუმატებლობის შიშის დაძლევაზე. უნდა გადალახოთ ბარიერები და, პატარ-პატარა ნაბიჯებით, იმოძრავოთ მიზნისკენ. წარმატებას გისურვებთ!

  • @user-go4pv3mj5l
    @user-go4pv3mj5l4 ай бұрын

    ამ ვიდეოს ყურება ხვალისთვის გადავდე

  • @ekaguliashvili7567
    @ekaguliashvili75673 жыл бұрын

    მე არ ვარ მეხვალიე😀

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    3 жыл бұрын

    ეკა, მადლობა კომენტარისთვის! ძალიანაც კარგი! :)

  • @leilaburnadze6546
    @leilaburnadze654611 ай бұрын

    ამ ვიდეოს ნახვაც კი 3 ჯერ გადავდე, მეშველება რამე? 🤦

  • @flowmasteronline

    @flowmasteronline

    7 ай бұрын

    აუცილებლად გეშველებათ, თუ არ დანებდებით და ყოველდღე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ!

Келесі