რა გველის კლიმატის ცვლილების შემთხვევაში? პროფესორ კახა არცივაძესთან ერთად.

არხის დასახმარებლად:
Super Thanks ფუნქცია
paypal.me/irinagabunia
გამომყევით ინსტაგრამზე vaso_gabunia
ტიკტოკზე tiktok.com/@vasogabuniaofficial
ფეისბუქზე / studobscura
ჩემი ელ-ფოსტა vasogab.youtu@gmail.com
გმადლობთ წინასწარ

Пікірлер: 120

  • @nataliasanikidze1399
    @nataliasanikidze139920 күн бұрын

    რამდენი საინტერესო ადამიანი გვყავს საქართველოში, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის გადარჩენას თავისი პროფესიის კუთხით და ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი გმირები, რომლებსაც, დაფასება კი არა და ცნობითაც არ იცნობს ერი. თქვენ მადლობა ამისთვის ბატონო ვასო და ასე ნელ- ნელა გაგვაცანით ქვეყნის ეს განძი ხალხი, რომლებიც ჩუმად და უანგაროდ აკეთებენ საკაცობრიო და საშვილთაშვილო საქმეებს❤️

  • @nanamtvarelishvili5391
    @nanamtvarelishvili539125 күн бұрын

    ძალიან საჭირო საკითხები იქნა განხილული. ყველას მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გვევალება!

  • @Loki_1980
    @Loki_198025 күн бұрын

    ძალიან საინტერესო სტუმარი გყავდათ - საინტერესო მოსაუბრე. ყველამ თუ არ ამოვღეთ ხმა, მალე გერმანიის "ბიომრავალფეროვნებაც" მოგვენატრება... არასამთავრობოებს ახრჩობენ რუსული კანონით და ეს გამოიმედებული მოსახლეობის ნაწილიც ტაშს უკრავს და თვითონ წამოგორებულია ტახტზე და სხვას შესცქერის, რომ ბუნებას გადაურჩენენ,.... დიდი მადლობა ორივეს!!!

  • @MatheMakalathia

    @MatheMakalathia

    25 күн бұрын

    ზუსტად!

  • @marinakanchaveli1326
    @marinakanchaveli132621 күн бұрын

    უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვია.უამრავი საინტერესო და საგულისხმო რამ გავიგე აქედან....კიდევ ერთხელ დიდი მადლიბა🌺🙏

  • @Meling6395
    @Meling639525 күн бұрын

    ძალიან კარგ თემებს აშუქებთ,ძალიან მომწონს და მაინტერესებს . საინტერესო გადაცემები გაქვთ❤

  • @teonazeikidze837
    @teonazeikidze83721 күн бұрын

    როგორც ყოველთვის აქტუალურ და საინტერესო თემებს განიხილავთ თავის საქმეზე შეყვარებულ ხალხთან ერთად 💚 მადლობა!

  • @villeminaheyo
    @villeminaheyo21 күн бұрын

    მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის, გულდასმით ვუსმინე ამდენი ხანი თემას, რომელიც მეგონა, მეტად მშრალი იქნებოდა:)) მადლობა!

  • @madonadvalishvili5937
    @madonadvalishvili593725 күн бұрын

    ჩემი ბავშვობის საღამოები, სავსე იყო ციცინათელებით, იმერეთში. ახლა ფუტკრებიც კი გაწყდა, როცა ფაროსანასათვის, მთელი მინდორ-ველი შეწამლეს

  • @ninotalakhadze

    @ninotalakhadze

    25 күн бұрын

    უი მართლააააა, სად წავიდნენ ციცინათელები? ძალიან მიყვარდა ბავშობაში მათი ყურება მაგრამ ახლოს არ ვეკარებოდი იმის მერე, რაც დღის შუქზე ვნახე. ❤

  • @madonadvalishvili5937

    @madonadvalishvili5937

    24 күн бұрын

    მეც მიყვარდა❤​@@ninotalakhadze

  • @ErlStaut-gb9wr
    @ErlStaut-gb9wr25 күн бұрын

    ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო. ბატონ კახას უღრმესი მადლობა და ასევე თქვენ - ასეთ ადამიანებს რომ გავცნობთ, გული მიბრუნდება საქართველოზე. ❤❤❤ გამოფხიზლდით ხალხო! ქვეყანას გავრთმევენ ეს უჯიშოები თავიანთი "ბრძენკაცით"!

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze25 күн бұрын

    უმაგრესი გადაცემა იყო❤ ძალიან მინდოდა ჭიანჭველების მნიშვნელობაზეც გესაუბრათ. ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერზე. საათობით ვაკვირდები ხოლმე და არასოდეს მბეზრდება მათი გაუთავებელი, დაგეგმილი ფუსფუსის ყურება❤ შემიძლია დავიფიცო რომ, არასოდეს (შეგნებულად) არ მომიკლავს, თუ კი სადმე შევამჩნიე სადაც ვიცი რომ აუცილებლად მოკლავე მაგ. მაგიდაზე ყავის დალევის დროს, ან აივანზე, ვცდილობ ფრთხილად ჩავიყვანო და მის ბუნებრივ გარემოში დავსვა. ამით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ, იმდენად მაგარი ტიპი ვარ რომ, ჭიანჭველაზეც არ დამიბიჯებია ფეხი😅 საშინლად ვერ ვიტან ნესტის ხოჭოებს და მის დანახვაზე შეიძლება ხმის ჩახლეჩვამდე ვიკივლო, ან ობობას…. მაგრამ, ჭიანჭველები მართლაც ძალიან მიყვარს, ჭიამაიაზე გაცილებით მეტად. ჭიამაია ხომ ხოჭოსებრთა ოჯახიდანაა და ამიტომ, ჩემი დიდი სიმპათიებით არ სარგებლობს მაგრამ, მოკვლით, არაფერს არ ვკვლავ. გაცნობიერებული მაქვს რომ, ჩვენ , ადამიანები შევიჭერით მათ ბუნებრივ გარემოში, შემოვღობეთ, ავაშენეთ სახლები და მერე დავსდევთ და ვკლავთ თითოეულ მათგანს და არა იმიტომ რომ რამეს გვიშავებენ, არამედ, ვიზუალურად არ მოგვწონს 😢 აუ რამდენი ვილაპარაკე, არა და მინდოდა მეთხოვა, იქნებ მეტი ინფორმაცია მოგეწოდებინათ ჭიანჭველებზე. მომიტევეთ😊

  • @ninaninaa1861

    @ninaninaa1861

    24 күн бұрын

    მეც ასე ვიყავი ადრე და არასოდეს მიფიქრია მაგაზე. ბავშვობიდან არავინ გვასწავლა მსგავსი კულტურა. ინტერნეტის შემოსვლიდან შეგნებულმა ადამიანებმა თავად გამოზარდეს თავი. ამ უფროს კომუნისტ თაობას რომ ვუყურებ კიდე სრული გაუნათლებლობა მსგავს საკითხებში. და ნუ მათი გაზრდილი ეს თაობაც ასევე. ბოლო დროს დავამუღამე მეც მწერების არ მოკვლა და გაშვება. ასევე მოსავლიდან გარკვეული ნაწილის დატოვება მათთვის და ჩიტებისთვის. სხვათაშორის არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ჭიანჭველებზე არსებობს დაკვირვება მათ საოცარი უნარი აღმოუჩინეს, - დროში და სივრცეში ტელეპორტაცია შეუძლიათ. ძალიან საინტერესო თემაა.

  • @user-kx4nh4fq8r
    @user-kx4nh4fq8r25 күн бұрын

    ძალიან მომწონს თქვენი საუბრები. ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეთ. მადლობთ რომ არსებობთ.👍💛

  • @nanabidzishvili7860
    @nanabidzishvili786025 күн бұрын

    მოგესალმებით ბატონო ვასო დიდი პატივისცემით და სიყვარულით. უაღრესად საინტერესო სტუმარი ბატონი კახა საჭირო საკითხებზე მოსაუბრე. უდიდესი ბედნიერებაა ალბათ ყველასთვის თქვენთან სტუმრობა... მადლობა მას! ბატონო ვასო კარგად მოგეხსენებათ გვაქვს გვაქვს: ტყეც, ზღვაც, მთაც,უამრავი ტბაც სადაც დაცურავენ იშვიათი ფრინველები და ჩვენ მათ ვანადგურებთ და არც ვწუხდებით. დიახ ,ეს განათლების პრობლემაა ყველაფერს უნდა ცოდნა და დაფასება, მოვლა და პატრონობა. რაჭაშია ჩემი ფესვები და მინერალური( ვეძა) წყლები რომ ახსენა ბატონმა კახამ ცრემლები მომადგა. შოვს მართალია გადაუარა მეწყერმა,მაგრამ ის ადგილი გადარჩა სადაც გამოდიოდა ოთხი სახეობის მჟავე წყალი, რკინის,კალცის,იოდის და სოდის... ყველა უგემრიელესი და სასარგებლო. თუმცა ჩვენს სოფელ გლოლაში ბევრი ვეძააა ,ფანტასტიური და სასარგებლო. მადლობა უუუღრმესი ამ დიდი სიამოვნების მიღებისთვის ჩვენო საყვარელო ადამიანო. გფარავდეთ უფლის ძალა და მადლი ოჯახთან ერთად.🙏❤️🍾🥂

  • @lumpradara
    @lumpradara24 күн бұрын

    ძალიან საინტერესოა

  • @TamunaJincharadze
    @TamunaJincharadze19 күн бұрын

    მართლა განათლებაა ყველაფრის თავი და ბოლო, ხოდა ამიტომ გადამეწურება ხოლმე იმედი, მასას ძალიან დაბალი განათლების დონე აქვს+გაყინული აზროვნება, იმედია მაინც გვეშველება ❤ მადლობა , ძალიან საინტერესო საუბარი იყო 😊❤❤❤

  • @marinaphrouidze2866
    @marinaphrouidze286625 күн бұрын

    დიდი მადლობა ბატ. ვასილ ასეთი სპეციალისტის ჩვენზე გაცნობისათვის..ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი სე3ციალობა აინტერესებდა .. დღევანდელ ახალგაზრდებს..თქვენი სტუმარი მართლაც ძალიან ახალგაზრდაა….წარმატებები მას და ჩვენს ქვეყანას ეკოაღორძინება

  • @natiazenaishvili2378
    @natiazenaishvili237825 күн бұрын

    ასეთ საინტერესო ვიდეოს დებთ და იმის მაგივრად რომ დავფიქრდეთ და ჩვენი უცოდინარობა ვაღიაროთ სისულელეებს წერენ კომენტარებში.სამაგიეროდ ლანძღვა-გინებაში ძალიან დავხელოვნდით.ესეც უწიგნურობის ნიშანია.

  • @user-op5uj7fn2f
    @user-op5uj7fn2f25 күн бұрын

    დიდი მადლობა , ძალიან საინტერესო იყო. განათლება და პრიორიტეტები ... დიდი სამუშაო აქვს ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით

  • @badrikhvadagiani4613
    @badrikhvadagiani461325 күн бұрын

    ძალიან დიდი მადლობა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მოწვეულ კომპეტენტურ სტუმართან საუბრისთვის

  • @jellyraxaxadze4989
    @jellyraxaxadze498925 күн бұрын

    ჩემთვის ყველაზე საინტერესო იუთუბ არხი ❤ მადლობა ბატონო ვასო❤

  • @tsiurigugulashvili7069
    @tsiurigugulashvili706922 күн бұрын

    მადლობა.ძალიან საჭირბოროტო საკითხზე გვაწვდით საინტერესო ინფორმაციას❤

  • @Zura3108
    @Zura31087 күн бұрын

    საინტერესო იყო. მართალია ძირითადად ვიცოდი რაც შეიძლება მოხდეს და როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილებება ყველაფერზე . მაგრამ მაინც სიამოვნებით მოვუსმინე

  • @shorenachachkhiani8520
    @shorenachachkhiani852020 күн бұрын

    ძალიან დიდი მადლობა💜ძალიან საინტერესო იყო,ძალიან💜

  • @user-lc6dd5zl5h
    @user-lc6dd5zl5h19 күн бұрын

    მადლობა,საინტერესო გადაცემისთვის.უნდა ვაღიარო,რომ შიშით ვუსმენდი,მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით

  • @svan2012
    @svan201225 күн бұрын

    ბატონო ვასილ დიდი მადლობა ბატონი კახას მოწვევისთვის, ყოველი თემა ერთი მეორეზე საინტერესო იყო. დიდი მადლობა ბატონ კახას თავისი პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ქვეყნის და ხალხის სიყვარულისთვის! სამწუხაროა რომ მთელი საქართველო ვერ უყურებს თქვენს ყველასთვის საინტერესო და საინფორმაციო გადაცემებს! იმედი მაქვს რომ დღითიდღე მოემატება მაყურებელი, დიდ სარგებელს მიიღებს თავად და თქვენი შრომაც უფრო დაფასდება!

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili65124 күн бұрын

    მადლობა მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო სტუმრის მოწვევისათვის და უაღრესად მნიშვნელოვანი თემების განხილვისათვის.

  • @Nina-de9ir
    @Nina-de9ir25 күн бұрын

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ეპიზოდი გამოვიდა!

  • @user-hf6ox7cq3t
    @user-hf6ox7cq3t22 күн бұрын

    მადლობა. უაღრესად საინტერესო რესპონდენტი გყავთ და მეტად აქტუალურ თემებს აშუქებთ❤

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze934925 күн бұрын

    ვისურვებდი საქართველოს მოახმაროთ ის ცოდნა რაც მანდ ნახეთ და გაიგეთ ბ ვასილ

  • @workwork-xe3mg
    @workwork-xe3mg20 күн бұрын

    საღამო მშვიდობის ბ.ვასილ.მართლსც როგორც ყოველთვის ძალიან აუცილებელ თემას შეეხეთ. ისე ბიოლიგიიდან ვიცი მცენარეთა ლპობის შედეგად ნეშომპალა მიიღება.და განა ჩემზე უფროსებს არ ესმით.გულ სატკენია რომ დედოფლის წყაროში საპირის პირო ხდება.საერთო საჭირბოროტოა მათი არასწორი შეხედულება. მადლობა

  • @AlanParker-o1r
    @AlanParker-o1r25 күн бұрын

    მეთქი საათნახევარს რა უყურებს :))) მერე ვეღარ მოვწყდი! დიდი მადლობა თქვენ ორივეს - განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე და ქვეყანაზე და არა მუცლის ღრუზე ჩაფიქრებული საზოგადოება გვჭირდება. ამათ რომ მოვიცილებთ ოქტომბერში, ყველამ ერთად უნდა გავაკონტროლოთ ახალი მთავრობები, რომ იგივე არ დაიწყონ!

  • @user-es5ex1vg4s
    @user-es5ex1vg4s25 күн бұрын

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.

  • @TEO.GOGSADZE
    @TEO.GOGSADZE25 күн бұрын

    როგორც ყოველთვის საინტერესო ვიდეო იყო. დიდი მადლობა😊

  • @Nikolaus01990
    @Nikolaus0199025 күн бұрын

    დიდი მადლობა თქვენ ორივეს! "იმედით" დაშტერებული ხალხი რუსულ კანონს აწვება და თქვენნაირების მოსპობას აძლევს ხმას - საცოდაობაა ამ გამოსულელებული ბრბოს ყურება...

  • @ninaninaa1861
    @ninaninaa186124 күн бұрын

    კელებს რაც შეეხება სადღაც 2-3 წლის წინ შემოსევა გვქონდა ყველა კუთხეში მათი ბუდე იყო გაწამებული ვიყავით და 2 წელია აღარ არიან.

  • @paatamagradze8888
    @paatamagradze888818 күн бұрын

    ხოჭოები ბევრია წაღვერში, დიდები და პატარებიც❤

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili65124 күн бұрын

    მაინტერესებს საქართველოში მგლის მომრავლებაც. ვიცი ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი იმსხვერპლეს. ალბათ მე ყველა არც ვიცი. შინაური ცხოველების დატაცება- დახოცვაზე ხომ წლებია ჩივიან სოფლის მცხოვრებლები საქართველოს ყველა კუთხიდან. მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, იმდენადაა დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა, რომ მგლები ტყეში ვეღარ პოულობენ საკმარის საკვებს. ეს ან მცირე ზომის ცხოველების კატასტრიფული შემცირების გამოა, ან მგლების რაოდენობაა უზომოდ გაზრდილი. რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რა არის გამოსავალი? P.S. დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია 1990-იან წლებში საქართველოში წითური მგლის ხელოვნურად შემოყვანა- გამრავლებაზე. შემდეგ სხვები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ფაქტს. სად არის სიმართლე?

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    22 күн бұрын

    მოვიწვევ სპეციალისტს. გმადლობთ კომენტარისთვის.

  • @nandao111
    @nandao11116 күн бұрын

    ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ვერ გავექცევით ადამიანები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაციონალურად, დაბალანსებულად და ფრთხილად 🌳

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili901025 күн бұрын

    ვააა,მე დღეს პირველი ვარ, ვნახო რა საკითხზე იქნება საუბარი,შემდეგ დიდი კომენტარი😅😅😂😂

  • @jackhollywood6269
    @jackhollywood626923 күн бұрын

    ჩვენამდე როგორც პანდორა ისეთი ლამაზი იქნებოდა დედამიწა

  • @ninomargiani3780
    @ninomargiani378017 күн бұрын

    ეგრეთწოდებული ეკონომისტ-იურსიტებით, რომ აივსო ქვეყანა და სხვა არცერთ დარგზე, სტუდენტების მიღება არ ხდება.. რომ გარდაიცვლებიან ეს მცხოვანი სპეციალისტები, მერე რა ვაკეთოთ?. უნდა მოხდეს ასეთი დარგების დაფინანსება პოპულარიზაცია, რომ ახალი თაობა დაინტერესდეს.

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili65124 күн бұрын

    სიამოვნებით დაველოდები ბატონი კახას მორიგ ინტერვიუს. რამდენიმე კითხვა მაქვს და ეგება ბატონი კახასგან მიბიღო პახუხი:

  • @demetretsalugelashvili2414
    @demetretsalugelashvili24143 күн бұрын

    ეჰ,ცოტაა ასეთი ხალხი სამწუხაროდ... ძალიან ჩამოვრჩით ცივილიზებულ სამყაროს... ადრეც დავაკომენტარე და კიდევ გავიმეორებ,დღესვე რო დავიწყოთ ყველაფრის გამოსწორება,ათეულობით წლები დაგვჭირდება სულ მინიმუმ!

  • @nunutsignadze7361
    @nunutsignadze736124 күн бұрын

    didi madloba ,saintereso temebis gashuqebistvis.sul moutqmeli velodebi tqvens videoebs.

  • @rusa85
    @rusa8525 күн бұрын

    კახა, ჩვენი და ნიჭიერი ჭკვიანი ❤

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili901025 күн бұрын

    "ტყე შეუნახე შვილებსა"... როცა სადმე ხე იჭრება მე ვტირივარ,იმდენად მენანება.წერას მირჩევნია საუბარი პირისპირ,უფრო მეტს ვიტყვი.😂😂😁😁

  • @m........c........1001
    @m........c........100125 күн бұрын

    მადლობთ საინტერესო თემაა მთავარია სწორად მიაწოდოთ საზოგადოებას და დააორგანიზოთ საოცრად კარგი ახალგაზრდები გვყავს. გამოზარდეთ ნერგები და საზოგადოება აუცილებლად გამოვა დასარგავად.

  • @nanasulikashvili651

    @nanasulikashvili651

    24 күн бұрын

    დარგვის მსურველი ბევრი იქნება. ბევრს დაურგავს. მაგრამ მთავარი შემდეგ იწყება, მათი მოვლა, მორწყვა, ზაფხულის სიცხეების გადასატანად… ამის ორგანიზება უკვე რთულდება 😥. არაერთი ასეთი კამპანიისას დამირგავს ხეები, მაგრამ რა?? ნერგებს ერთი მსუბუქი მანქანით მიიტან ადგილას. ადამიანებსაც მიიყვან ერთი მინიავტობუსით…. ცხელ ზაფხულში კი ყოველ კვირას ან ათდღეში ერთხელ მაინც სპეციალური ცისტერნით უნდა მიიტანო წყალი…. სერიოზული ხარჯია….😥

  • @ironmaiden1992.
    @ironmaiden1992.25 күн бұрын

    ზემოთ შემხვდა რამდენიმე “ამების” კომენტარი 😢რა საშინელებაა ასე რომ აზროვნებენ 😢თქვენ კი დიდი მადლობა ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს რომ აშუქებთ! ❤ არ დაგეკარგებათ ! ბუნებას არ უნდა დავშორდეთ , ჩვენ მისი ნაწილი ვართ

  • @ima-rik
    @ima-rik25 күн бұрын

    რაღა შემთხვევაში. არის დიდი ხანია. ადიგენში წელამდე თოვლი რომ მოდიოდა და ხან ორ სართულს ფარავდა კოჭს ზემოთ ძლივს მოდის ახლა. აგერ ტბილისში კახეთზე მეტი სიცხეა უკვე.

  • @badrikhvadagiani4613
    @badrikhvadagiani461325 күн бұрын

    უბრალოდ ინფორმაციისღვის მინდა გითხრათ, დმანისში კატასტროფა ხდება ეკოლოგიური კუთხით, მთები გააქრეს ოქროს მოპოვების მიზნით და ეს პროცესი ისევ გრძელდება. მე ვესაუბრე იქაურ ეპისკოპოსს და მითხრა რომ ვერაფერს გახდა ამ პრობლემასთან რადგან ადამიანები საერთოდ არ ან ვერ ხვდებიან ამ პრობლემას.

  • @Loki_1980

    @Loki_1980

    25 күн бұрын

    რა შუაშია ეპისკოპოსი და რომის პაპი?! გარემოსდამცველებს და არასამთავრობოებს "ლგბტ"-ს ეძახით და რომელი იდექით მათი და მეცნიერების გვერდით, როცა საყდრისს აფეთქებდა აფეთქებული იბანაშვილი?! სად იყვნენ ადგილობრივები, როცა თბილისიდან ჩასულ გარემოსდამცველებს ქვებს ესროდნენ?! ახლა იყავით ღმერთის და ეპისკოპოსების იმედზე!

  • @MatheMakalathia

    @MatheMakalathia

    25 күн бұрын

    @@Loki_1980 10000%!!! კარგად თქვი!

  • @ErlStaut-gb9wr

    @ErlStaut-gb9wr

    25 күн бұрын

    @@Loki_1980 ეგ ეპისკოპოსიც წილში იქნება, ნუ გეშინია - ერთი კასტაა!

  • @badrikhvadagiani4613

    @badrikhvadagiani4613

    25 күн бұрын

    @@ErlStaut-gb9wr არა რა წილში. ხმალამოღებული ებრძვის წლებია მაგრამ ვერაფერს გახდა.

  • @cialadgebuaze7237
    @cialadgebuaze723725 күн бұрын

    რაც მთავარია ამაზონს ხომ ვეხმარებით, თუმცა ის დახმარებაც საჭიროა მაგრამ...

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    25 күн бұрын

    რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენს სამშობლოს უნდა მივხედოთ და მერე ამაზონიას.

  • @tarielalavidze5217
    @tarielalavidze521725 күн бұрын

    ნამდვილად დაფიქრება სჭირდება ყოველივე ქმედებას ბუნების შენარჩუნებისათვის. PS. ფაროსანასთან ბრძოლით ანუ საწამლავის გამოყენებით სერიოზული ზიანი მივაყენეთ ჩვენს ირგვლივ ბიომრავალფეროვნებას.

  • @nanabegashvili5384

    @nanabegashvili5384

    24 күн бұрын

    chventan farosanaze rom sshewamles haeri begurebi saertod gaqrnen

  • @cialadgebuaze7237
    @cialadgebuaze723725 күн бұрын

    არამგონია მზტლა ასე იყოს ფესვი და თესლი თუ დაიწვება რა განაახლებს ბალახს? საბჭოთა პერიოდი რა შუაშია.

  • @datodarsalia5469
    @datodarsalia546919 күн бұрын

    ღმერთმა არ ქნას დღეს ანალოგიური განმეორდეს, სულ ამოქოლეს ხეობა შენობა..ნაგებობებით, ბევრად დიდი მსხვერპლი მოყვება (((

  • @maikozazashvili965
    @maikozazashvili96525 күн бұрын

    მოგესალმებით.ერთი კითხვა მაქვს:ყველაფერ ცვლილებასთან ერთად ხდება ისიც,რომ 10 წელია დიდ დიღომში ბცხოვრობ და სარდაფში წყალი არ შემოსულა.წელს გადაული წვიმის გამო ერთი ვერ გამოვლიე იმდემი ხანი ვიღებდით.რა გახდა ამის მიზეზი?იქნებ მითხრათ.უკვე მეშინია წვიმის

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    18 күн бұрын

    Ვერ გეტყვით... Ეგ უფრო სახლის დეველოპერისკენ არის შეკითხვა.

  • @user-um3rt5bl2k
    @user-um3rt5bl2k19 күн бұрын

    სახლში უნდა ჩავიკეტოთ არიქა კლიმატური ცვლილებებია, სასწრაფოდ ბუსტერდოზები

  • @user-hf2ql7gz4s

    @user-hf2ql7gz4s

    18 күн бұрын

    😂😂😂👍👍

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    18 күн бұрын

    Გამიხარდა ერთმანეთი რომ იპოვეთ. Აწი აღარ მოიწყენთ❤️❤️

  • @user-um3rt5bl2k

    @user-um3rt5bl2k

    16 күн бұрын

    @@vasil_gabunia მეტი ბუსტერები თუ არა მაშინ მეტი ქიმტრელი enjoy ❤️❤️

  • @mtvarisapirtskhalaishvili5528
    @mtvarisapirtskhalaishvili552825 күн бұрын

    ადამიანის ყოას და ცხოვრების წესს გარემო და კლიმატი განსაზღვრავს და შესაბამისად მათი ცვ.ილება შეცვლის ადამიანტა ცხოვრების წესს,მთავარია ადამიანები გონიერად შეხვდნენ ყოველივეს

  • @mtvarisapirtskhalaishvili5528

    @mtvarisapirtskhalaishvili5528

    25 күн бұрын

    ყოფას

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili65124 күн бұрын

    ქარსაცავი ზოლების აღდგენა-განახლებაზე რამე გეგმა ან პროგრამა ხომ არ არსებობს?

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    22 күн бұрын

    არსებობდა გერმანული პროგრამა. მაგრამ ადგილობრივებმა გაანადგურეს... ხომ არის ინტერვიუში ამაზე.

  • @nanasulikashvili651

    @nanasulikashvili651

    22 күн бұрын

    @@vasil_gabunia ინტერვიუში ინტერვიუში დედოფლისწყაროზეა საუბარი. მე დანარჩენი ადგილებიც მაინტერესებს. თუ უცხოელები არ აფინანსებენ, ჩვენი ხელისუფლების დიდი იმედი არა მაქვს😥

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    21 күн бұрын

    @@nanasulikashvili651 სამწუხაროდ, ასეა...

  • @user-kn6mg8qb7e
    @user-kn6mg8qb7e21 күн бұрын

    ქართველი მეცნიერი არ გაიშვას არსად მხოლოდ ლაყბობა შეგიძლიათ არაფერის შეგმნა არ გძალუძთ

  • @MatheMakalathia

    @MatheMakalathia

    21 күн бұрын

    როგორ ამართლებს ზოგიერთი ტავის გვარს, არა, ყაყაშვილო?

  • @Edgars_Raven

    @Edgars_Raven

    21 күн бұрын

    @@MatheMakalathia ზუსტად :)))) ხომ წარმოგიდგენია, თვითონ რა "ბაგაჟის" მატარებელი იქნება :))))

  • @WildWorldChannel23

    @WildWorldChannel23

    21 күн бұрын

    @@MatheMakalathia კი, ზედგამოჭრილია :)))

  • @Nikolaus01990

    @Nikolaus01990

    21 күн бұрын

    @@MatheMakalathia კი :)))

  • @sandrokolbaia694

    @sandrokolbaia694

    18 күн бұрын

    @@Nikolaus01990 გვარი როგორ გაიგეთ? :)))) ბოტია ვინცხა უბედურია ალბათ. ორი კაპის სანაცვლოდ დასავლეთის სიმწრით ნაშოვნ და ჩვენი სიმწრით ნაკეთებ (კაპიკებზე) საქმეს წყალში ყრის. თუ ბოტი არაა და ხო საერთოდ სირცხვილი და თავის მოჭრა, ანუ უფასოდ ყრის ყველაფერს წყალში, პირდაპირი მნიშვნელობით. P.S. იქნებ და სირაძეა? :)))

  • @lashaneparidze8302
    @lashaneparidze830225 күн бұрын

    -1 გამომწერი.

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    25 күн бұрын

    დაასაბუთეთ :)

  • @lashaneparidze8302

    @lashaneparidze8302

    24 күн бұрын

    კი ბატონი დაგისაბუთებთ. ვიდეოს 21:25 წუთიის 25-Ე წამიდან თქვენი სტუმარი აცხადებს რომ გვალვები არის გარდაუვალი, ასევე ტყის ხანძრების 80-90%-ი მსოფლიო სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, აცხადებს თქვენი სტუმარი, ადამიანის გაუფრთხილებლობის ან მიზანმიმართული ქმედების გამო არის გამოწვეული, აღნიშნულ ფაქტს იქვე თქვენც ეთანხმებით ისე, რომ არ გიჩნდებათ შეკითხვა 1. Რა კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის გვალვების მატება გარდაუვალი. 2. Კონკრეტულად რომელ კვლევას ეფუძნება და რა მტკიცებულბები არსებობს რომ, ტყის ხანძრების 80-90%-ი ადამიანის მიზანმიმართული ქმედებით ან დაუდევრობით არის გამოწვეული, მითუმეტეს რომ ვიდეოს მიმდინარეობის 22:08 წთ-დან თქვენი სტუმარი აცხადებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბუნებრივი ციკლია ან შესაძლოა არ არის ბუნებრი ციკლი და რომ ეს სხვა მეცნიერული დაავის თემაა. სამწუხაროდ არც აქ გიჩნდებათ კითხვა თუ დადასტურებული და დამტკიცებულია, რომ ხანძრების გამომწვევი მიზეზი 80-90% ადამიანზე მოდის, მაშინ როგორღა შეიძლება ეს იყოს ბუნებრივი ციკლით გამოწვეული და რატომ არის ეს სხვა თემა?

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    24 күн бұрын

    ძალიან მოკლედ - მე ვენდობი სპეციალისტს, რომელიც წლებია ამ თემაზე მუშაობს. თუ მხოლოდ ამის გამო ტოვებთ ჩემს არხს, როგორც გერმანელები იტყვიან - Viel Spaß!

  • @lashaneparidze8302

    @lashaneparidze8302

    24 күн бұрын

    ჩემი პასუხი რატომ წაშალეთ ბატონო ვასილ? Რა არ მოგეწონათ ?

  • @nanabegashvili5384

    @nanabegashvili5384

    24 күн бұрын

    @@lashaneparidze8302 ertdroulad ramdenime lokaciaze rom xdeba xandzari es ra tqma unda xelovnurad xdeba

  • @alikamasrelishvili5582
    @alikamasrelishvili558225 күн бұрын

    კლიმატური ცვლილებე ი არა სირი.ლიბერასტული ნარატივით ნუ ზაფრავთ ხალხს.ერთი კორონა არ იყო აფერისტობა

  • @user-hf2ql7gz4s
    @user-hf2ql7gz4s18 күн бұрын

    Jipa 😂😂😂😂 globalist_neo_liberali 😂😂😂😢😢😢 kveknis mtrebi 😢😢😢 klimaturi cvlilebebic politiquería, afiora,mosaxleobis shemcireba 😢😢 popularuli ki xart,gamotakvanebul xalxshi

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili65124 күн бұрын

    მაინტერესებს საქართველოში მგლის მომრავლებაც. ვიცი ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი იმსხვერპლეს. ალბათ მე ყველა არც ვიცი. შინაური ცხოველების დატაცება- დახოცვაზე ხომ წლებია ჩივიან სოფლის მცხოვრებლები საქართველოს ყველა კუთხიდან. მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, იმდენადაა დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა, რომ მგლები ტყეში ვეღარ პოულობენ საკმარის საკვებს. ეს ან მცირე ზომის ცხოველების კატასტრიფული შემცირების გამოა, ან მგლების რაოდენობაა უზომოდ გაზრდილი. რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რა არის გამოსავალი? P.S. დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია 1990-იან წლებში საქართველოში წითური მგლის ხელოვნურად შემოყვანა- გამრავლებაზე. შემდეგ სხვები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ფაქტს. სად არის სიმართლე?

  • @vasil_gabunia

    @vasil_gabunia

    24 күн бұрын

    Ამ თემაზე მალე მოვიწვევ სპეციალისტს. Გმადლობთ კომენტარებისთვის ❤️

Келесі