ყველიერი 2015.თიანეთი,სოფ. ტუშურები

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ტუშურებში სახალხო დღესასწაული „ყველიერი“ გაიმართა. მოეწყო რაიონის ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. მოჭიდავეები მუნიციპალიტეტის სხვადახვა სოფლებიდან იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრება გაიმართა ათ წონით კატეგორიაში.
„ყველიერი 2015-ის“
ფალავანი გახდა იოსებ იარაჯული;
მეორე ადგილი დაიკავა გიორგი ბიჩელაშილმა;
მესამე ადგილი ნოდარ ცალუღელაშილმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს, შესბამისი ხარისხის დიპლომები და თასები, საზეიმო ვითარებაში, გადასცა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ლალი ქაჩლიშვილმა.
„ყველიერი,“ როგორც რელიგიური ხასიათის ფართომასშტაბიანი სახალხო დღესასწაული შორეული წარსულიდან მოდის და საუკუნეების მანძილზე ტრადიციად ჩამოყალიბდა . იგი დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იწყებოდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. “ყველიერი“ მასიური ლხენის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. იმართებოდა სხვადასხვა სახალხო წარმოდგენა, სადაც მთელი რაიონის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. ეწყობოდა ჭიდაობა, ცეკვა-თამაში დოლ-გარმონის თანხლებით. გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს თეატრალურ წარმოდგენებში.
„ყველიერის“ დღეებში იმართებოდა , აგრეთვე, „ყეენობა“ . თავდაპირველად მასში ბუნების ძალებს, ზამთარს და გაზაფხულს უპირისპირებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისტორიულ ხანაში მან სხვა შინაარსი მიიღო და უცხოელ დამპყრობელთა წინააგმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ სახედ გადაიქცა.
დღესდღეობით, თიანეთში „ ყველიერის“ მრავალმხრივი ღონისძიებებიდან მხოლოდ ჭიდაობა შემორჩა, რომელიც ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ ორშაბათს იმართება.

Пікірлер: 1

  • @temurigviniashvili6970
    @temurigviniashvili69709 жыл бұрын

    magari xar nodar :d :o

Келесі