ფლობერი, გრძნობათა აღზრდა | ლევან ბერძენიშვილი

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიის წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საუბარს დიდი ფრანგი მწერლის, გუსტავ ფლობერის წიგნზე „გრძნობათა აღზრდა“. ფლობერმა ეს წიგნი ორჯერ დაწერა, პირველი ვერსია 1845 წელს დაასრულა, ხოლო მეორე - 1869 წელს. რომანის მოქმედება 1840 წელს იწყება და მიმდინარეობს 1848 წლის რევოლუციური მღელვარებისა და ხელისუფლებაში ნაპოლეონ III-ის მოსვლის ფონზე. რომანის ცენტრში ყმაწვილი კაცია შეძლებული ჯახიდან, ფრედერიკ მორო, რომელსაც პარიზიდან მშობლიურ ქალაქ ნოჟანამდე გემით მგზავრობისას შეუყვარდება ბალზაკის ასაკის გათხოვილი ქალბატონი მარი არნუ…

Пікірлер: 12

  • @Unspoken-13
    @Unspoken-13 Жыл бұрын

    ბატონი ლევანი საქართველოსთვის საჩუქარია .ასე საინტერესოდ და უებროდ ცოდნის გაზიარება მარტივი არ არის .მადლობა თქვენ ამისთვის .უმაქნისები ხართ, ვინც ამ ადამინს თავის დროზე დაუპირისპირდით.

  • @nanaarchaia4281
    @nanaarchaia4281 Жыл бұрын

    უღრმესი მადლობა ამ ვიდეოსთვის. ზუსტად ახლა ვკითხულობ ,,გრძნობათა აღზრდას" ოღონდ იტალიურად. ახლა დროულია ეს ლექცია ჩემთვის.

  • @fruhentus4437
    @fruhentus4437 Жыл бұрын

    გთხოვთ გაასწოროთ ხმა

  • @dalipruidze9489
    @dalipruidze9489 Жыл бұрын

    სულიერად ვისვენებ , არაჩვეულებრივი ტემბრი გაქვთ , დიდი პატივისცემით.

  • @tamtageldia9428
    @tamtageldia9428 Жыл бұрын

    დიდი სიამოვნებით მოვისმენდი გადაცემას, გერმანელი მწერლის პატრიკ ზუსკინდის რომანის " das parfum" - ის შესახებ თუ შესაძლებელია .

  • @talikoalavidze3253
    @talikoalavidze3253 Жыл бұрын

    ნათქვამია..ქვა იმან მესროლოს.....ბატონი. ლევანი. ოქროპირია.

  • @nanaarchaia4281
    @nanaarchaia4281 Жыл бұрын

    ცოტა ხმა მაღლა რომ ჩაწეროთ არ შეიძლება? გთხოვთ გამოასწოროთ ხარვეზი

  • @meiamchedlishvili5938
    @meiamchedlishvili5938 Жыл бұрын

    ელენა ფერანტეს წიგნებზეც ჩაწერეთ თუ შეიძლება პოდკასტი ❤️

  • @pixxafunkey2732
    @pixxafunkey2732 Жыл бұрын

    ვფიქრობ, რომ გვინპლენსა ან ივან კარამაზოვზე ღირს გადაცემის ჩაწერა და მოუთმენლად ველი რამდენიმე თვეა.

  • @talikoalavidze3253
    @talikoalavidze3253 Жыл бұрын

    ბატონო. ლევან წაგვიკითხთ კარამაზოვები

  • @ketevannutsubidze6156
    @ketevannutsubidze615610 ай бұрын

    არ მომწყინდება თქვენთვის მადლობის გადახდა!

  • @TatoGURIELI
    @TatoGURIELI Жыл бұрын

    ჰეგელი

Келесі